სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე" - რას ამბობს კახა კალაძე შეთანხმების დოკუმენტზე
"საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე" - რას ამბობს კახა კალაძე შეთანხმების დოკუმენტზე

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, ნიკა მე­ლი­ას დღეს­ვე შე­უძ­ლია ცი­ხის და­ტო­ვე­ბა. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა მე­დი­ას­თან გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარ­ში ისა­უბ­რა.

„სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი არ ჰყავს. ეს იყო შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლი. მე­ლი­ას დღეს­ვე შე­უძ­ლია და­ტო­ვოს ციხე. მან უნდა გა­და­ი­ხა­დოს გი­რაო და გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, დღეს­ვე გა­მო­ვა გა­რეთ. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­რუ­ას, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი და ჩვე­ნი მხრი­და­ნაც იყო გან­ცხა­დე­ბე­ბი", - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა.

„ყო­ველ­თვის მი­ვე­სალ­მე­ბო­დი და მო­ვუ­წო­დებ­დი ყვე­ლას, შე­თან­ხმე­ბა შემ­დგა­რი­ყო. კომ­პრო­მი­სე­ბი, რა თქმა უნდა, არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კა­ში და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის მოხ­და შე­თან­ხმე­ბა", - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

კახა კა­ლა­ძემ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის და მხარ­და­ჭე­რის­თვის სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

„მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებს ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა ჩა­ი­დო, რომ შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლი­ყო. იყო კომ­პრო­მი­სე­ბი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზო­გა­დად პო­ლი­ტი­კა­ში. ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში, გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ძა­ლი­ან სწრა­ა­ფად იქ­ნეს დაძ­ლე­უ­ლი. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მმარ­თვე­ლი პარ­ტია ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და და გა­მო­ხა­ტავ­და მზად­ყოფ­ნას, მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა­ზე, რომ გარ­კვე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა მომ­ხდა­რი­ყო და სა­ბო­ლო­ოდ ეს შე­თან­ხმე­ბა შედ­გა. ამის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტში გა­აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას, პარ­ლა­მენ­ტში გაგ­რძელ­დე­ბა პო­ლე­მი­კა, დე­ბა­ტე­ბი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის­თვის. ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ ერთხელ და­ი­ნა­ხა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­გან, თუ ვის აქვს სურ­ვი­ლი, ქვე­ყა­ნა­ში იყოს დესტრუქ­ცია, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ არ­სე­ბობს ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, ვი­საც აქვს სურ­ვი­ლი, ქვე­ყა­ნა­ში იყოს სიმ­შვი­დე და ქვე­ყა­ნა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გან­ვი­თარ­დეს. ცხა­დია, ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი მო­საზ­რე­ბა ვერ ექ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, დე­ბა­ტე­ბი და პო­ლი­მი­კა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გან­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლოლა
20

კახაძე კლინიკაში კარგად გადამოწმდა? კითხვა ხომ არ დაავიწყა ჩივილებმა? აბა მსოფლიომ ნახა ჩანაწერში სიტყვები "პოლიტპატიმრები" და თუ ესე არ ფიქრობდნენ მაშინ რატომ მოაწერეს ხელი?აიძულა ვინმემ თუ არ წაიკითხეს და ისე მოაწერეს.კაი რა, ნამუსიც კაი საქონელია.

იზა
5

ორპირი კაცის კლასიკური ვიმუში! უცხოელებმა რა დიაგნოზი დაგისვეს? რაც აქ? სრულებით ჯანმრთელი ხარო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე" - რას ამბობს კახა კალაძე შეთანხმების დოკუმენტზე

"საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე" - რას ამბობს კახა კალაძე შეთანხმების დოკუმენტზე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელიას დღესვე შეუძლია ციხის დატოვება. ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ისაუბრა.

„საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ეს იყო შეთანხმების ნაწილი. მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე. მან უნდა გადაიხადოს გირაო და გირაოს გადახდის შემთხვევაში, დღესვე გამოვა გარეთ. რაც შეეხება რურუას, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გააკეთა განმარტებები და ჩვენი მხრიდანაც იყო განცხადებები", - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა.

„ყოველთვის მივესალმებოდი და მოვუწოდებდი ყველას, შეთანხმება შემდგარიყო. კომპრომისები, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკაში და ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა შეთანხმება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ შეთანხმების მიღწევის პროცესში ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩართულობისთვის. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო, რომ შეთანხმება მიღწეულიყო. იყო კომპრომისები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად პოლიტიკაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის პრობლემები, რაც არსებობს ქვეყანაში, გამოწვევები, ძალიან სწრააფად იქნეს დაძლეული. პასუხისმგებლობას რაც შეეხება, მმართველი პარტია ყოველთვის ამბობდა და გამოხატავდა მზადყოფნას, მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობაზე, კომპრომისზე წასვლაზე, რომ გარკვეული შეთანხმება მომხდარიყო და საბოლოოდ ეს შეთანხმება შედგა. ამის შემდეგ გარკვეული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები პარლამენტში გააგრძელებენ მუშაობას, პარლამენტში გაგრძელდება პოლემიკა, დებატები, რაც მნიშვნელოვანია განვითარებული დემოკრატიული ქვეყნისთვის. ამით საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა პოლიტიკური პარტიებისგან, თუ ვის აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს ბევრი პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური ლიდერი, ვისაც აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს. ცხადია, ყველას ერთნაირი მოსაზრება ვერ ექნება სხვადასხვა თემაზე, შესაბამისად, დებატები და პოლიმიკა მნიშვნელოვანია“, - განცხადა კახა კალაძემ.

"ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ "ნაცმოძრაობა" სულ ჩხარტიშვილს მაძახებს" - გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნების" რეჟიმს მარტო “ნაციონალური მოძრაობა ვერ დაამარცხებს - ეს გამორიცხულია" - სალომე სამადაშვილი

"მისი განცხადება ადასტურებს, რომ ასეთ ცვლილებებს აღარ გაატარებს... "ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა" - როგორ აფასებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტოს არგამოყენებაზე?