სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც დრო გავა, სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" აღარ გაუჩუმდება" - ლევან ბოძაშვილი
"რაც დრო გავა, სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" აღარ გაუჩუმდება" - ლევან ბოძაშვილი

პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცია ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვია, რაც დრო გავა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კრი­ტი­კა მას უფრო და უფრო მო­უ­წევს, - ამის შე­სა­ხებ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ ლე­ვან ბო­ძაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სად­მი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის კრი­ტი­კას გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლი მას­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე გა­მო­ი­ყე­ნა, როცა შე­წყა­ლე­ბის კონ­კრე­ტულ ფაქტს და­უ­კავ­ში­რა“.

ბო­ძაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის კრი­ტი­კის ტენ­დენ­ცია პრე­ზი­დენ­ტის შემ­დგომ გა­მოს­ვლებ­ში კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა.

„პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცია ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვია, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მას­თან ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩებს არა­ერ­თი აუ­დი­ენ­ცია ჰქონ­დათ. პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­შე დად­გა სა­კი­თხი, რა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის რე­ფორ­მა, სა­სა­მარ­თლო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, თუ მისი პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი? მას სწო­რი პო­ზი­ცია აქვს. არის სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც პრე­ზი­დენ­ტმა უკან და­ი­ხია და მე მისი მეს­მის...

რაც შე­ე­ხე­ბა მმარ­თვე­ლი გუნ­დი­სად­მი გან­ცხა­დე­ბას, ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, რაც დრო გავა, მით უფრო და უფრო მო­უ­წევს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კრი­ტი­კა. ეს ტენ­დენ­ცია შემ­დგომ გა­მოს­ვლებ­ში უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა. ბევ­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია, სა­ბო­ლოო ჯამ­ში პრე­ზი­დენ­ტის გა­და­სა­წყვე­ტი არა­ერ­თხელ აღ­მოჩ­ნდა. ვფიქ­რობ, რომ მო­მა­ვალ­შიც არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს თავ­ჩახ­რი­ლი შე­გუ­ე­ბას სა­კი­თხე­ბის მი­მართ, სა­დაც ჩათ­ვლის, რომ უშუ­ა­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა, არც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და არც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არ გა­უ­ჩუმ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბო­ძაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ უშუ­ა­ლოდ მე­დი­ა­ტორ შარლ მი­შე­ლის მიერ მომ­ზა­დე­ბულ დო­კუ­მენტზეც ისა­უბ­რა და რო­გორც აღ­ნიშ­ნა, რომ არა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აშშ-ის ძა­ლის­ხმე­ვა, დო­კუ­მენტს ხელს არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია არ მო­ა­წერ­და.

„ესაა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აშშ-ის ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გი, რომ არა ეს ძა­ლის­ხმე­ვა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ ამ დო­კუ­მენტს ხელს არა­ვინ მო­ა­წერ­და. ფაქ­ტია, რომ ევ­რო­კავ­ში­რიც, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბაც, ჩვენ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი პინ-პონ­გით და­ვი­ღა­ლეთ! ყვე­ლა ის პარ­ტია, რო­მე­ლიც ამ დო­კუ­მენტს ხელს არ მო­ა­წერს, ევ­რო­პულ მხარ­და­ჭე­რას და­კარ­გავს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ევ­რო­კავ­შირ­მა ამ შე­თან­ხმე­ბა­ზე მკაც­რი მო­ნი­ტო­რინ­გი არ მო­ახ­დი­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და ბო­ძაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gal
28

მმმ, ასეთი პრინციპულობაც არ შეიძლება. ცოტა შეარბილოს ხოლმე ქმედებები. იმედია ბატონი ბიძინას მამულებში მოყვანილ ლობიოზე მაინც არ იტყვის უარს. 

ადამიანი
13

რაც დრო ჰავა,წალომე ზურაბისვილი წავა ;) და ალბათ ქვეყნიდანაც

ავტორი:

"რაც დრო გავა, სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" აღარ გაუჩუმდება" - ლევან ბოძაშვილი

"რაც დრო გავა, სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" აღარ გაუჩუმდება" - ლევან ბოძაშვილი

პრეზიდენტის პოზიცია ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრივია, რაც დრო გავა „ქართული ოცნების“ კრიტიკა მას უფრო და უფრო მოუწევს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მმართველი პარტიისადმი სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის სახელი მასთან შეთანხმების გარეშე გამოიყენა, როცა შეწყალების კონკრეტულ ფაქტს დაუკავშირა“.

ბოძაშვილი ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის კრიტიკის ტენდენცია პრეზიდენტის შემდგომ გამოსვლებში კიდევ უფრო გაძლიერდება.

„პრეზიდენტის პოზიცია ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ მასთან ევროკავშირის ელჩებს არაერთი აუდიენცია ჰქონდათ. პრეზიდენტის წინაშე დადგა საკითხი, რა უფრო მნიშვნელოვანია: საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება, თუ მისი პირადი შეხედულებები? მას სწორი პოზიცია აქვს. არის საკითხები, რაზეც პრეზიდენტმა უკან დაიხია და მე მისი მესმის...

რაც შეეხება მმართველი გუნდისადმი განცხადებას, ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რაც დრო გავა, მით უფრო და უფრო მოუწევს „ქართული ოცნების“ კრიტიკა. ეს ტენდენცია შემდგომ გამოსვლებში უფრო გაძლიერდება. ბევრი საკითხი, რომელიც პოლიტიკური ხელისუფლების მოსაგვარებელია, საბოლოო ჯამში პრეზიდენტის გადასაწყვეტი არაერთხელ აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ მომავალშიც არ განახორციელებს თავჩახრილი შეგუებას საკითხების მიმართ, სადაც ჩათვლის, რომ უშუალოდ პრეზიდენტის ინსტიტუტების გამოყენება ხდება, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას" არ გაუჩუმდება“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

გარდა ამისა, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ უშუალოდ მედიატორ შარლ მიშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, რომ არა ევროკავშირისა და აშშ-ის ძალისხმევა, დოკუმენტს ხელს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მოაწერდა.

„ესაა ევროკავშირისა და აშშ-ის ძალისხმევის შედეგი, რომ არა ეს ძალისხმევა, დარწმუნებული იყავით, რომ ამ დოკუმენტს ხელს არავინ მოაწერდა. ფაქტია, რომ ევროკავშირიც, საქართველოს მოსახლეობაც, ჩვენ ამ პოლიტიკური პინ-პონგით დავიღალეთ! ყველა ის პარტია, რომელიც ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ევროპულ მხარდაჭერას დაკარგავს. შეუძლებელია, ევროკავშირმა ამ შეთანხმებაზე მკაცრი მონიტორინგი არ მოახდინოს“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

"ოქრუაშვილმა ჩემი ტიტველი ფოტო გამოფინა, რომელიც სუს-მა ვაიბერის ჩანაწერით ამოაგდო" - გიორგი ვაშაძე

"ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე - კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს" - გიორგი ვაშაძე მოლაპარაკების პროცესზე

"მალხაზ მაჩალიკაშვილისგან მოვისმინეთ უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან" - არჩილ თალაკვაძე