პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება" - სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს
"მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება" - სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "მთა­ვა­რი არ­ხის“ მე­წი­ლის, გი­ორ­გი რუ­რუ­ას შე­წყა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ თა­ვად გა­მო­ა­ცხა­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი რუ­რუ­ას პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ერთ-ერთი მო­თხოვ­ნა იყო, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის წი­ნა­პი­რო­ბად ოპო­ზი­ცია უყე­ნებ­და.

ცნო­ბის­თვის, "მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთ მე­წი­ლეს, გი­ორ­გი რუ­რუ­ას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით 4-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი.

გი­ორ­გი რუ­რუ­ას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე და 381-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რაც ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას და ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­ნა­ჩე­ნის, ან სხვა სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას ანდა, მისი შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლას გუ­ლის­ხმობს.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, არ მი­იჩ­ნევს გი­ორ­გი რუ­რუ­ას შე­სა­წყა­ლე­ბელ პი­რად, მაგ­რამ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მზად არის მი­ი­ღოს ეს გა­და­წყვტი­ლე­ბა. "მგო­ნი, არა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბა, თუ ვი­ტყვი, რომ ჩემ­თვის, რო­გორც მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, კარ­გად ცნო­ბი­ლი წარ­სუ­ლის მქო­ნე პირი, რო­მელ­საც ბევ­რი რამე შე­იძ­ლე­ბა და­ვარ­ქვათ გარ­და პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, არც ერთი ნიშ­ნით, ეს იქ­ნე­ბა ზნე­ობ­რი­ვი, მო­რა­ლუ­რი, თუ პო­ლი­ტი­კუ­რი, არ ჯდე­ბა შე­წყა­ლე­ბის რო­მე­ლი­მე კა­ტე­გო­რი­ა­ში. ამის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორც ერთხელ უკვე გა­და­ვა­ბი­ჯე ჩემ თავს და მი­ვიჩ­ნევ­დი და დღე­საც მი­ვიჩ­ნევ, თუ სას­წორ­ზე დგას ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ჩი­ხი­დან გა­მოს­ვლა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა, წინსვლა და მისი მო­მა­ვა­ლი, პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბა სწო­რედ ის არის, რომ სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­სა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბა­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნოს ქვე­ყა­ნა, ამი­ტომ მზად ვარ მი­ვი­ღო ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად სკან­და­ლუ­რი გა­და­წყვე­ტილ­ბა" - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შე­წყა­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პარ­ტი­ე­ბი მო­ა­წე­რენ შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტს ხელს და პარ­ლა­მენ­ტში შევ­ლენ და ამას­თა­ნა­ვე, ვე­რო­კავ­ში­რი და მე­დი­ა­ტო­რე­ბი გა­ნა­ცხა­დე­ბენ, რომ შე­თან­ხმე­ბა შედ­გა.

"ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში, მე ხელს მო­ვა­წერ შე­წყა­ლე­ბის აქტს", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მან თა­ვი­სი მი­მარ­თვა ამ­გვა­რად და­ი­წყო:"გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ მმარ­თვე­ლის პარ­ტი­ის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო, რო­მე­ლიც ჩემი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, ჩემ სა­ხელს იყე­ნებს და აკავ­ში­რებს ერთ კონ­კრე­ტულ შე­წყა­ლე­ბის თე­მას. ვერ გა­ი­გო მა­ვან­მა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მით უფრო ამ სა­კი­თხებ­ში, ვი­ღებ მო­სა­ლოდ­ნე­ლი კრი­ტი­კი­სა თუ შე­ქე­ბის მი­უ­ხე­და­ვად. იმ და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ვთვლი სა­ჭი­როდ ეს მგო­ნი უკვე საქ­მით და­ვამ­ტკი­ცე. მინ­და ყვე­ლას შე­გახ­სე­ნოთ, ერთი მარ­ტი­ვი წესი, რომ შე­წყა­ლე­ბა არის პრე­ზი­დენ­ტის დის­კრე­ცია და არა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­გა­ნი. ისიც მინ­და ნა­თე­ლი იყოს, რომ შე­წყა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მი­თი­თე­ბას თუ მო­თხოვ­ნებს, ეს იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ი­დან თუ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან ან სხვის­გან. პრე­ზი­დენ­ტი შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ. პრე­ზი­დენ­ტი წი­ნას­წარ პრინ­ცი­პუ­ლად არ ლა­პა­რა­კობს შე­წყა­ლე­ბა­ზე..."

მკითხველის კომენტარები / 96 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
35

სად არის აქ ქვეყნის ინტერესი?

oh
16

ცინიზმისა და კოლონიალური მართვის რეალური სახე!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება" - სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს

"მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება" - სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ თავად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ხელისუფლებას პარლამენტში შესვლის წინაპირობად ოპოზიცია უყენებდა.

ცნობისთვის, "მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 4-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ მიიჩნევს გიორგი რურუას შესაწყალებელ პირად, მაგრამ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, მზად არის მიიღოს ეს გადაწყვტილება. "მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ გარდა პოლიტპატიმარი, არც ერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური, თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში. ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემ თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა, ამიტომ მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილბა" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალება განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პარტიები მოაწერენ შეთანხმების დოკუმენტს ხელს და პარლამენტში შევლენ და ამასთანავე, ვეროკავშირი და მედიატორები განაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა.

"ამ გადაწყვეტილებიდან ერთ კვირაში, მე ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან თავისი მიმართვა ამგვარად დაიწყო:"გაკვირვებული ვარ მმართველის პარტიის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემ სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას. ვერ გაიგო მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უფრო ამ საკითხებში, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად. იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ ეს მგონი უკვე საქმით დავამტკიცე. მინდა ყველას შეგახსენოთ, ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება არ ექვემდებარება მითითებას თუ მოთხოვნებს, ეს იქნება ოპოზიციიდან თუ მმართველი პარტიიდან ან სხვისგან. პრეზიდენტი შეწყალების შესახებ. პრეზიდენტი წინასწარ პრინციპულად არ ლაპარაკობს შეწყალებაზე..."

ბინა თბილისში, ძმისგან მიღებული 3 ათასი ლარი... - რა ქონებას ფლობს ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული კახა კუჭავა?

"უახლესი ისტორიიდან რეიგანი-გორბაჩოვის შეთანხმება მახსნდება, როცა "ლაგერებიდან" 100 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს - ნიკა გელოდებით" - რურუა

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა