სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ მეგრელიშვილი - "პარლამენტი "გირჩის“ სამეფო იქნება..ჩვენ ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალში"
ვახტანგ მეგრელიშვილი - "პარლამენტი "გირჩის“ სამეფო იქნება..ჩვენ ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალში"

"გირ­ჩის" წევ­რის, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი "გირ­ჩის“ სა­მე­ფო იქ­ნე­ბა“.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­პარ­ლა­მენ­ტო ოფისს ად­გი­ლობ­რი­ვი თუ რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, რო­გორც პლაც­დარმს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, ვი­წყებთ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას, ეს არის ჩვე­ნი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთი ფორ­მა. ორი ოფი­სი გვაქს ერთი აქ, მე­ო­რეს ასე­ულ მეტრში. ოპო­ზი­ცია მი­დის რე­გი­ონ­ში, ჩვენ ამის რე­სურ­სი არ გვაქს, არც სურ­ვი­ლი რე­გი­ო­ნებ­ში სი­ა­რუ­ლის. ჩვენ ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო ოფისს გა­მო­ვი­ყე­ნებთ მო­მა­ვალ­ში, ეს იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი, თუ რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რო­გორც ჩვენს პლაც­დარმს. სა­მე­ფო იქ­ნე­ბა აქ, "გირ­ჩის“ სა­მე­ფო“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხელს არ აწერს წარ­მოდ­გე­ნილ დო­კუ­მენტს, მა­შინ მათი ხელ­მო­წე­რა აზრს კარ­გავს.

"ჩვე­ნი გეგ­მა მოქ­მე­დებს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის შე­თან­ხმე­ბა ვერ ხდე­ბა, ანუ თუ კრი­ზის­ში ვრჩე­ბით. პირ­ვე­ლი ახლა ჩვენ რა­საც ჩვენს თავს ვუ­ყე­ნებთ ამო­ცა­ნად არის, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რათა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ოპო­ზი­ცია ახლა შე­თან­ხმდნენ. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა ის კი არ არის, რომ ჩვე­ნი პუნ­ქტე­ბი იყოს რო­გორც ულ­ტი­მა­ტუ­მი, არა­მედ პი­რი­ქით, აქ იყოს 150 დე­პუ­ტა­ტი ვის­თა­ნაც ჩვენ სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა შვი­დი­ვე პუნ­ქტზე ვი­სა­უბ­როთ.

ახლა ვართ ისეთ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც დიდი ხნით ვერ გა­დავ­დებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან სწრა­ფად უნდა გა­ირ­კვეს ბოლო შე­მო­თა­ვა­ზე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­გორც პარ­ტი­ე­ბის, ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა იღე­ბენ ამ შე­თან­ხმე­ბას თუ არა. ამის შემ­დეგ, უკვე იწყებს მოქ­მე­დე­ბას ჩვე­ნი გეგ­მა თუ შე­თან­ხმე­ბა ვერ დგე­ბა. ამის მთა­ვა­რი ხელ­მომ­წე­რი მხა­რე, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ჩა­აგ­დოს, ეს არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხელს არ აწერს ამ დო­კუ­მენტს, მა­შინ ჩვენ ხელ­მო­წე­რას აზრი ეკარ­გე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კოსს, რო­მელ­მაც მო­ი­პო­ვა პარ­ლა­მენ­ტში მან­და­ტი, თა­ვი­დან­ვე სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია უნდა და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

ამბობენ... "ანაშას" განსაკუთრებული "კაიფი" აქვსო... "გირჩი", ამის ფაქტია.

მიხო
0

მეფე რომელი ხართ მანდ?

ავტორი:

ვახტანგ მეგრელიშვილი - "პარლამენტი "გირჩის“ სამეფო იქნება..ჩვენ ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალში"

ვახტანგ მეგრელიშვილი - "პარლამენტი "გირჩის“ სამეფო იქნება..ჩვენ ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალში"

"გირჩის" წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, "საქართველოს პარლამენტი "გირჩის“ სამეფო იქნება“.

მისივე განმარტებით, საპარლამენტო ოფისს ადგილობრივი თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორც პლაცდარმს გამოიყენებენ.

"ფაქტობრივად, ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს არის ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ფორმა. ორი ოფისი გვაქს ერთი აქ, მეორეს ასეულ მეტრში. ოპოზიცია მიდის რეგიონში, ჩვენ ამის რესურსი არ გვაქს, არც სურვილი რეგიონებში სიარულის. ჩვენ ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალში, ეს იქნება ადგილობრივი, თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, როგორც ჩვენს პლაცდარმს. სამეფო იქნება აქ, "გირჩის“ სამეფო“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, თუ "ქართული ოცნება“ ხელს არ აწერს წარმოდგენილ დოკუმენტს, მაშინ მათი ხელმოწერა აზრს კარგავს.

"ჩვენი გეგმა მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ ხდება, ანუ თუ კრიზისში ვრჩებით. პირველი ახლა ჩვენ რასაც ჩვენს თავს ვუყენებთ ამოცანად არის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ხელისუფლება და ოპოზიცია ახლა შეთანხმდნენ. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ჩვენი პუნქტები იყოს როგორც ულტიმატუმი, არამედ პირიქით, აქ იყოს 150 დეპუტატი ვისთანაც ჩვენ საშუალება გვექნება შვიდივე პუნქტზე ვისაუბროთ.

ახლა ვართ ისეთ პერიოდში, როდესაც დიდი ხნით ვერ გადავდებთ გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, ძალიან სწრაფად უნდა გაირკვეს ბოლო შემოთავაზებასთან მიმართებაში, როგორც პარტიების, ისე ინდივიდუალური დეპუტატების გადაწყვეტილება. მათი პასუხისმგებლობაა იღებენ ამ შეთანხმებას თუ არა. ამის შემდეგ, უკვე იწყებს მოქმედებას ჩვენი გეგმა თუ შეთანხმება ვერ დგება. ამის მთავარი ხელმომწერი მხარე, რომელსაც შეუძლია ჩააგდოს, ეს არის „ქართული ოცნება“. თუ „ქართული ოცნება“ ხელს არ აწერს ამ დოკუმენტს, მაშინ ჩვენ ხელმოწერას აზრი ეკარგება“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელმაც მოიპოვა პარლამენტში მანდატი, თავიდანვე საკუთარი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა 5 ივლისს?!

თალაკვაძე ჟურნალისტებს  - "იძაბებით ჯვრის დანახვაზე? მაშინ არ მახსოვხართ შეწუხებული, პარლამენტის წინ კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი რომ იდგა"