პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ ერთი ძმა მომიკლეს მაგისმა შვილებმა, გამოვიდნენ ციხიდან და ახლა ჩემი მეორე ძმაც მოკლეს" - ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები
"ჯერ ერთი ძმა მომიკლეს მაგისმა შვილებმა, გამოვიდნენ ციხიდან და ახლა ჩემი მეორე ძმაც მოკლეს" - ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ახალ­და­ბა­ში ვა­ლე­რი ნაც­ვლიშ­ვი­ლი მოკ­ლეს. ტრა­გე­დია დღეს დი­ლით მოხ­და. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ნაც­ვლიშ­ვი­ლი სახ­ლი­დან ადრე გა­ვი­და, რათა ნა­ხი­რი სა­ძო­ვარ­ზე გა­ეშ­ვა, ამ დროს, ქუ­ჩა­ში მი­მა­ვალს თა­ნა­სოფ­ლელ­მა სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან ეს­რო­ლა. მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მას ორი ტყვია აქვს მოხ­ვედ­რი­ლი. ამ დრომ­დე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მუ­შა­ო­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნაც­ვლიშ­ვილს თა­ნა­სოფ­ლელ­მა და მე­ზო­ბელ­მა ზაურ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა ეს­რო­ლა. მომ­ხდა­რი კი, ახალ­და­ბე­ლე­ბის ვა­რა­უ­დით, ამ ორ ოჯახს შო­რის წლე­ბის წინ არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. დე­ტა­ლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უნდა გა­არ­კვი­ონ. გო­რის მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვა­რი­ა­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, პა­ა­ტა კო­კა­უ­რი ამ­ბობს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით მის­თვის უც­ნო­ბია მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი და მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვიც.

"ვა­რი­ა­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის სო­ფე­ლი ახალ­და­ბა. ახა­ლი მომ­ხდა­რია ეს და­ნა­შა­უ­ლი, ახლა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერ­ში გა­ვერ­კვიე. მოკ­ლუ­ლია ვა­ლე­რი­ან ნაც­ვლიშ­ვი­ლი. არც ის ვიცი, ვინ არის მკვლე­ლი. ახ­ლაც მუ­შა­ობს პო­ლი­ცია, დე­ტა­ლე­ბი ჯერ უც­ნო­ბია", - ამ­ბობს მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ჩვენს კი­თხვა­ზე, არ­სე­ბობ­და თუ არა მოკ­ლულ­სა და სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვეს შო­რის რა­ი­მე და­პი­რის­პი­რე­ბა, კო­კა­უ­რი ამ­ბობს, რომ მე­ზობ­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე არა­ფე­რი გა­უ­გია.

"რა­ი­მე და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე არ მსმე­ნია. ამ დი­ლით გა­სუ­ლა სახ­ლი­დან, ნა­ხი­რი გა­რე­კა და ქუ­ჩა­შია მოკ­ლუ­ლი. ისიც არ ვიცი, ჰყავს თუ არა მომ­ხდარს თვითმხილ­ვე­ლი. პო­ლი­ცია მუ­შა­ობს ამ წუ­თას. მოკ­ლუ­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო, ჰყავს მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი, არ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, მალე გა­ირ­კვე­ვა, რა­ტომ მოხ­და ეს მკვლე­ლო­ბა", - გა­ნუ­ცხა­და ambebi.ge-ს კო­კა­ურ­მა.

ვა­ლე­რი ნაც­ვლიშ­ვი­ლის ცხე­და­რი გო­რის პრო­ზექ­ტუ­რა­ში ცოტა ხნის წინ გა­და­ას­ვე­ნეს. გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი პირ­და­პირ ამ­ხე­ლენ მომ­ხდარ­ში მოკ­ლუ­ლის მე­ზო­ბელს.

"მკვლე­ლი ზაურ მა­ჭა­რაშ­ვი­ლია. 2004 წელს ჯერ ერთი ძმა მო­მიკ­ლეს მა­გის­მა შვი­ლებ­მა, გა­მო­ვიდ­ნენ ცი­ხი­დან და ახლა მე­ო­რე ძმაც მოკ­ლეს. ამ­ნის­ტი­ით არი­ან გა­მოშ­ვე­ბუ­ლი თვი­თო­ნაც და მისი შვი­ლე­ბიც. 2004 წლი­დან მო­დის ეს ამ­ბა­ვი, სე­რი­უ­ლი მკვლე­ლია მა­ჭა­რაშ­ვი­ლი..." - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ ოჯა­ხებს შო­რის არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას და რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ამ ტრა­გე­დი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ჩხუ­ბიც მომ­ხდა­რა.

გარ­დაც­ვლი­ლი ვა­ლე­რი ნაც­ვლიშ­ვი­ლის მე­ზო­ბე­ლი:

- რო­გორც იძა­ხი­ან, სუ­რე­ნა, იგი­ვე ზაურ მა­ჭა­რაშ­ვი­ლია ვა­ლე­რის მკვლე­ლი. ვა­ლე­რი ასე 47 წლის იქ­ნე­ბა, სამი შვი­ლის მამა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ჰქონ­და აწყო­ბი­ლი, კარ­გი, გა­მარ­თუ­ლი ოჯა­ხია. 17 წლის წინ ვა­ლე­რის ძმა მოკ­ლეს, მა­შინ მას ფერ­მა ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი და პა­ტა­რა მე­ურ­ნე­ო­ბას უძღვე­ბო­და, სწო­რედ იქ, ფერ­მა­ში იპო­ვეს მოკ­ლუ­ლი, იმ ფაქტს თვითმხილ­ვე­ლი არ ჰყავ­და, მაგ­რამ ამ ამ­ბის­თვის სამი თა­ნა­სოფ­ლე­ლი და­ა­კა­ვეს, ზაურ მა­ჭა­რაშ­ვი­ლის ორი ბიჭი და კი­დევ ერთი მე­ზო­ბე­ლი, მე­სა­მე პირი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ჭა­რაშ­ვი­ლებს, ისი­ნი ვა­ლე­რის ძმის მკვლე­ლო­ბას არ აღი­ა­რებ­დნენ, მაგ­რამ ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის გა­სა­მარ­თლდნენ, ორი­ვე იჯდა ცი­ხე­ში, ერ­თმა 13 წელი, მე­ო­რემ - 14 წელი მო­ი­ხა­და, მერე, რო­გორც ვიცი, ამ­ნის­ტია შე­ე­ხოთ და ცი­ხი­დან შე­და­რე­ბით ადრე გა­მო­ვიდ­ნენ. ერთი ძმა ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ევ­რო­პა­ში წა­ვი­და, იქ და­ი­ჭი­რეს და რო­გორც ვიცი, მისი დე­პორ­ტა­ცია მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ახლა ქარ­თულ ცი­ხე­ში იხ­დის სას­ჯელს, რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ძმას, ის ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ სო­ფელ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რობს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას ეწე­ვა. თა­ვად სუ­რე­ნა, რო­მელ­საც ახლა ვა­ლე­რის მკვლე­ლო­ბა­ში ამ­ხე­ლენ, რამ­დენ­ჯერ­მე ნა­სა­მარ­თლე­ვია.

- წლე­ბის წინ ვა­ლე­რის ძმის მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი რა იყო?

- მე­ზობ­ლუ­რი დავა იყო ამ ორ ოჯახს შო­რის, რო­გორც ვიცი, მი­წის გამო. მო­მიჯ­ნა­ვედ ცხოვ­რო­ბენ, მე­ზობ­ლე­ბი არი­ან, მათ სახ­ლებს ერ­თმა­ნე­თის­გან გზა ყოფს და მა­შინ მი­წის გუ­ლის­თვის ჩხუ­ბობ­დნენ, ით­ქვა, რომ ამის გამო მოკ­ლეს. თუმ­ცა ეს ბი­ჭე­ბი არ აღი­ა­რებ­დნენ და­ნა­შა­ულს. რო­გორც ჩანს, ისევ იყო ამ ოჯა­ხებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი. ბუ­ნებ­რი­ვია, ერ­თმა­ნეთს არ ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ. ვა­ლე­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ ძმის მკვლე­ლო­ბას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და და ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა ამ ტრა­გე­დი­ამ პი­როვ­ნუ­ლად. რო­გორც ჩანს, ძვე­ლი ამ­ბა­ვის გამო ისევ ჩხუ­ბობ­დნენ. ამ დი­ლით ნა­ხი­რი გა­უ­რე­კია, ფაქტს, მკვლე­ლო­ბას თვითმხილ­ვე­ლი არ ჰყავს, მაგ­რამ სო­ფელ­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ზა­ურ­მა მოკ­ლა. შე­საძ­ლოა ჩა­საფ­რე­ბუ­ლი იყო თა­ვის სახ­ლთან. არ ვი­ცით, ჩა­ბარ­და თუ არა ზა­უ­რი პო­ლი­ცი­ას, ზოგი ამ­ბობს ჩა­ბარ­დაო, ზოგი ამ­ბობს, - გა­იქ­ცაო. რო­გორც გა­ვი­გე, ამ დღე­ე­ბი მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბაც ყო­ფი­ლა - მოკ­ლუ­ლის ძმას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი უცე­მია, ალ­ბათ ძვე­ლი ამ­ბის გამო. ეტყო­ბა ესეც ამის გაგ­რძე­ლე­ბაა და ეს­რო­ლეს. ნა­სა­მარ­თლე­ვი არ არის ვა­ლე­რი, ის პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, გა­მარ­თუ­ლი ოჯა­ხი აქვს. თა­ვი­სი სახ­ლი­დან 5 მეტრში მოკ­ლეს - სუ­რე­ნას და მისი სახ­ლის შუ­ა­ში. ახ­ლაც აქ არი­ან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­ზობ­ლე­ბის და­კი­თხვა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
77
6

ეს დანაშაული არის ლოგიკური შედეგი მანკიერი კანონმდებლობის! მკვლელს 15 წელი კი არა 25-30 წელი უნდა მიესაჯოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს ამნისტია! ვინ მიიღო ამ მკვლელის შეწყალების გადაწყვეტილება? 

kote
0

მკვლელობაზე 15 წელში არ უნდა გამოდიონდნენ გარეთ. დიდი სასჯელი უნდა იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჯერ ერთი ძმა მომიკლეს მაგისმა შვილებმა, გამოვიდნენ ციხიდან და ახლა ჩემი მეორე ძმაც მოკლეს" - ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები

"ჯერ ერთი ძმა მომიკლეს მაგისმა შვილებმა, გამოვიდნენ ციხიდან და ახლა ჩემი მეორე ძმაც მოკლეს" - ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბაში ვალერი ნაცვლიშვილი მოკლეს. ტრაგედია დღეს დილით მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნაცვლიშვილი სახლიდან ადრე გავიდა, რათა ნახირი საძოვარზე გაეშვა, ამ დროს, ქუჩაში მიმავალს თანასოფლელმა სანადირო თოფიდან ესროლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნაცვლიშვილს თანასოფლელმა და მეზობელმა ზაურ მაჭარაშვილმა ესროლა. მომხდარი კი, ახალდაბელების ვარაუდით, ამ ორ ოჯახს შორის წლების წინ არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. დეტალები სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ. გორის მერის წარმომადგენელი ვარიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, პაატა კოკაური ამბობს, რომ ჯერჯერობით მისთვის უცნობია მომხდარის დეტალები და მკვლელობის მოტივიც.

"ვარიანის შემადგენლობაში შედის სოფელი ახალდაბა. ახალი მომხდარია ეს დანაშაული, ახლა შემთხვევის ადგილზე ვიმყოფები, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერში გავერკვიე. მოკლულია ვალერიან ნაცვლიშვილი. არც ის ვიცი, ვინ არის მკვლელი. ახლაც მუშაობს პოლიცია, დეტალები ჯერ უცნობია", - ამბობს მერის წარმომადგენელი. ჩვენს კითხვაზე, არსებობდა თუ არა მოკლულსა და სავარაუდო დამნაშავეს შორის რაიმე დაპირისპირება, კოკაური ამბობს, რომ მეზობლებს შორის დაპირისპირებაზე არაფერი გაუგია.

"რაიმე დაპირისპირებაზე არ მსმენია. ამ დილით გასულა სახლიდან, ნახირი გარეკა და ქუჩაშია მოკლული. ისიც არ ვიცი, ჰყავს თუ არა მომხდარს თვითმხილველი. პოლიცია მუშაობს ამ წუთას. მოკლული დაოჯახებული იყო, ჰყავს მეუღლე და შვილები, არ იყო ნასამართლევი. მიმდინარეობს გამოძიება, მალე გაირკვევა, რატომ მოხდა ეს მკვლელობა", - განუცხადა ambebi.ge-ს კოკაურმა.

ვალერი ნაცვლიშვილის ცხედარი გორის პროზექტურაში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. გარდაცვლილის ნათესავები პირდაპირ ამხელენ მომხდარში მოკლულის მეზობელს.

"მკვლელი ზაურ მაჭარაშვილია. 2004 წელს ჯერ ერთი ძმა მომიკლეს მაგისმა შვილებმა, გამოვიდნენ ციხიდან და ახლა მეორე ძმაც მოკლეს. ამნისტიით არიან გამოშვებული თვითონაც და მისი შვილებიც. 2004 წლიდან მოდის ეს ამბავი, სერიული მკვლელია მაჭარაშვილი..." - ამბობს გარდაცვლილის და.

ადგილობრივები ადასტურებენ ოჯახებს შორის არსებულ დაპირისპირებას და როგორც შევიტყვეთ, ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ჩხუბიც მომხდარა.

გარდაცვლილი ვალერი ნაცვლიშვილის მეზობელი:

- როგორც იძახიან, სურენა, იგივე ზაურ მაჭარაშვილია ვალერის მკვლელი. ვალერი ასე 47 წლის იქნება, სამი შვილის მამა, სოფლის მეურნეობა ჰქონდა აწყობილი, კარგი, გამართული ოჯახია. 17 წლის წინ ვალერის ძმა მოკლეს, მაშინ მას ფერმა ჰქონდა ნაქირავები და პატარა მეურნეობას უძღვებოდა, სწორედ იქ, ფერმაში იპოვეს მოკლული, იმ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავდა, მაგრამ ამ ამბისთვის სამი თანასოფლელი დააკავეს, ზაურ მაჭარაშვილის ორი ბიჭი და კიდევ ერთი მეზობელი, მესამე პირი სტრასბურგის სასამართლომ გაამართლა. რაც შეეხება მაჭარაშვილებს, ისინი ვალერის ძმის მკვლელობას არ აღიარებდნენ, მაგრამ ამ დანაშაულისთვის გასამართლდნენ, ორივე იჯდა ციხეში, ერთმა 13 წელი, მეორემ - 14 წელი მოიხადა, მერე, როგორც ვიცი, ამნისტია შეეხოთ და ციხიდან შედარებით ადრე გამოვიდნენ. ერთი ძმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ევროპაში წავიდა, იქ დაიჭირეს და როგორც ვიცი, მისი დეპორტაცია მოხდა საქართველოში და ახლა ქართულ ციხეში იხდის სასჯელს, რაც შეეხება მეორე ძმას, ის ციხიდან გამოსვლის შემდეგ სოფელში ჩვეულებრივ ცხოვრობს, სოფლის მეურნეობას ეწევა. თავად სურენა, რომელსაც ახლა ვალერის მკვლელობაში ამხელენ, რამდენჯერმე ნასამართლევია.

- წლების წინ ვალერის ძმის მკვლელობის მიზეზი რა იყო?

- მეზობლური დავა იყო ამ ორ ოჯახს შორის, როგორც ვიცი, მიწის გამო. მომიჯნავედ ცხოვრობენ, მეზობლები არიან, მათ სახლებს ერთმანეთისგან გზა ყოფს და მაშინ მიწის გულისთვის ჩხუბობდნენ, ითქვა, რომ ამის გამო მოკლეს. თუმცა ეს ბიჭები არ აღიარებდნენ დანაშაულს. როგორც ჩანს, ისევ იყო ამ ოჯახებს შორის კონფლიქტი. ბუნებრივია, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ვალერი კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ძმის მკვლელობას ძალიან განიცდიდა და ძალიან შეცვალა ამ ტრაგედიამ პიროვნულად. როგორც ჩანს, ძველი ამბავის გამო ისევ ჩხუბობდნენ. ამ დილით ნახირი გაურეკია, ფაქტს, მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს, მაგრამ სოფელში ვარაუდობენ, რომ ზაურმა მოკლა. შესაძლოა ჩასაფრებული იყო თავის სახლთან. არ ვიცით, ჩაბარდა თუ არა ზაური პოლიციას, ზოგი ამბობს ჩაბარდაო, ზოგი ამბობს, - გაიქცაო. როგორც გავიგე, ამ დღეები მათ შორის დაპირისპირებაც ყოფილა - მოკლულის ძმას მკვლელობაში ბრალდებული უცემია, ალბათ ძველი ამბის გამო. ეტყობა ესეც ამის გაგრძელებაა და ესროლეს. ნასამართლევი არ არის ვალერი, ის პატიოსანი ადამიანი იყო, გამართული ოჯახი აქვს. თავისი სახლიდან 5 მეტრში მოკლეს - სურენას და მისი სახლის შუაში. ახლაც აქ არიან პოლიციელები და მიმდინარეობს მეზობლების დაკითხვა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

.

პოლიციამ ოზურგეთში დაკარგული 17 წლის გოგონა იპოვა

თბილისში 14 წლის გოგონა ბებიის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

"მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე რვა გასროლა განახორციელა" -  რა განცადებას ავრცელებს მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პროკურატურა?