სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტექნიკური უნივერსიტეტი უნიკალურ პროექტში − „ორი დედაქალაქის ისტორია − ოქროს გზა ოქროს ისტორიაში“ ჩაერთო
ტექნიკური უნივერსიტეტი უნიკალურ პროექტში − „ორი დედაქალაქის ისტორია − ოქროს გზა ოქროს ისტორიაში“ ჩაერთო

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი უნი­კა­ლურ პრო­ექ­ტში − „ორი დე­და­ქა­ლა­ქის ის­ტო­რია − ოქ­როს გზა ოქ­როს ის­ტო­რი­ა­ში“ ჩა­ერ­თო, − ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, პრო­ექ­ტის დე­ტა­ლე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ აბბა ალა­ვერ­დელ მიტ­რო­პო­ლიტს, მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ეს და­ვითს (მა­ხა­რა­ძე) უმას­პინ­ძლა.

„პრო­ექ­ტი - „ორი დე­და­ქა­ლა­ქის ის­ტო­რია − ოქ­როს გზა ოქ­როს ის­ტო­რი­ა­ში“ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სუ­ლის, აწ­მყო­სა და მო­მავ­ლის ჰარ­მო­ნი­უ­ლი შერ­წყმაა. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის დიდი პა­ტი­ვია ამ გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აქვე დავ­ძენთ, რომ 2020 წელს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა, ბა­ტონ­მა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა ამ პრო­ექტს კულ­ტუ­რუ­ლი მარ­შრუ­ტის სერ­ტი­ფი­კა­ტი მი­ა­ნი­ჭა. მისი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი „იყალ­თოს მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სკო­ლა-აკა­დე­მი­ის“ გან­ვი­თა­რე­ბაა. ეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კერა შე­იქ­მნა ქვევ­რის წარ­მო­ე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა-შეს­წავ­ლი­სა და გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ 2013 წელს ქვევრში ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდს იუ­ნეს­კომ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა. აბბა ალა­ვერ­დელ მიტ­რო­პო­ლიტ და­ვი­თის თხოვ­ნაა, შე­იქ­მნას მე­მო­რან­დუ­მი ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, რათა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გებ­მა სკო­ლა-აკა­დე­მი­ის­თვის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი შე­ი­მუ­შა­ონ. უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამის­თვის მზა­დაა − ჩვე­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი ჩა­ა­ტა­რე­ბენ ყვე­ლა სა­ჭი­რო კვლე­ვას; გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, იმუ­შა­ვე­ბენ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ სა­კი­თხებ­ზე და, რაც მთა­ვა­რია, ამ ეროვ­ნულ საქ­მე­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი“, − გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, ბა­ტონ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

„მაწ­ვნის სახ­ლი“, „თი­ხის ნა­კე­თო­ბე­ბის მუ­ზე­უ­მი“, „ვა­ზის მუ­ზე­უ­მი“, „ეკო­სის­ტე­მე­ბის პარ­კი - სა­რეკ­რე­ა­ციო ზონა“, „ღვთივ­ქმნი­ლი ლან­დშაფ­ტის ხე­დე­ბი“ − ესაა მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტის კომ­პო­ნენ­ტე­ბი­სა, რო­მე­ლიც აბბა ალა­ვერ­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ვით­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­სა და სტუ­დენ­ტებს წა­რუდ­გი­ნა. მისი გან­მარ­ტე­ბით, პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, შე­იქ­მნას გა­რე­მო, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებ­თან იქ­ნე­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იმუ­შა­ვე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი, მშე­ნებ­ლე­ბი, აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბი და შექ­მნი­ან პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს, რაც სა­ბო­ლო­ოდ, პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით რე­ა­ლი­ზე­ბის სა­წინ­და­რი იქ­ნე­ბა.

„ერი და ბერი ერ­თად უნდა შრო­მობ­დეს: ცოდ­ნით, ღვთის სიყ­ვა­რუ­ლით, ქვეყ­ნის ერ­თგუ­ლე­ბით − ამი­ტომ მოგ­მარ­თეთ თქვენ. იმე­დი მაქვს, ამ პრო­ექ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად, სტუ­დენ­ტე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან. მხო­ლოდ ასე შევ­ძლებთ, იდენ­ტო­ბა არ და­ვუ­კარ­გოთ ქარ­თულ კულ­ტუ­რას, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ის უნი­კა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც წი­ნაპ­რებ­მა გვი­ან­დერ­ძეს და შევ­ქმნათ ახა­ლი, ძველ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კულ­ტუ­რა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, ის­წავ­ლოს, და­საქმდეს და ამ კულ­ტუ­რის წარ­სად­გე­ნად მო­ი­ზი­დოს შიდა და გარე სტუ­მა­რი. პრო­ექ­ტში − „ორი დე­და­ქა­ლა­ქის ის­ტო­რია − ოქ­როს გზა ოქ­როს ის­ტო­რი­ა­ში“ − აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი კომ­პა­ნია „ბა­და­გო­ნი“.

იყალ­თოს მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სკო­ლა-აკა­დე­მია ერთ სივ­რცე­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნებს სა­ხე­ლოს­ნოს, მუ­ზე­უმს, ბიბ­ლი­ო­თე­კას, ინ­ტერ­ნეტ­ბიბ­ლი­ო­თე­კას, ტუ­რის­ტულ შე­თა­ვა­ზე­ბებს და ა.შ. სკო­ლა-აკა­დე­მია ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, შე­ის­წავ­ლოს არა მარ­ტო ქვევ­რის, არა­მედ ღვი­ნის ჭურ­ჭლი­სა და ძვე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ჭი­ქუ­რით და­ფა­რუ­ლი თი­ხის ნა­კე­თო­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბის უძ­ვე­ლე­სი მე­თო­დე­ბი; გა­იხ­სნე­ბა ქარ­თუ­ლი ფა­ი­ფუ­რის, ქარ­თუ­ლი მი­ნან­ქრი­სა და სა­ოქ­რომ­ჭედ­ლო სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი და სხვა. სკო­ლა-აკა­დე­მი­ას აქვს სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კუ­რი ბაზა, ხოლო თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და და­ნად­გა­რე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბას“, − აღ­ნიშ­ნა აბბა ალა­ვერ­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ვით­მა.

ცნო­ბის­თვის, აბბა ალა­ვერ­დელ მიტ­რო­პო­ლიტ და­ვი­თის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი − „ორი დე­და­ქა­ლა­ქის ის­ტო­რია − ოქ­როს გზა ოქ­როს ის­ტო­რი­ა­ში“ − მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი, აგ­რა­რუ­ლი და ტუ­რის­ტულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბას, რა­შიც დიდ წვლილს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი შე­ი­ტანს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

ტექნიკური უნივერსიტეტი უნიკალურ პროექტში − „ორი დედაქალაქის ისტორია − ოქროს გზა ოქროს ისტორიაში“ ჩაერთო

ტექნიკური უნივერსიტეტი უნიკალურ პროექტში − „ორი დედაქალაქის ისტორია − ოქროს გზა ოქროს ისტორიაში“ ჩაერთო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნიკალურ პროექტში − „ორი დედაქალაქის ისტორია − ოქროს გზა ოქროს ისტორიაში“ ჩაერთო, − ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის დეტალების განსახილველად ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს დავითს (მახარაძე) უმასპინძლა.

„პროექტი - „ორი დედაქალაქის ისტორია − ოქროს გზა ოქროს ისტორიაში“ საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ჰარმონიული შერწყმაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა. აქვე დავძენთ, რომ 2020 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა ამ პროექტს კულტურული მარშრუტის სერტიფიკატი მიანიჭა. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი „იყალთოს მრავალფუნქციური სკოლა-აკადემიის“ განვითარებაა. ეს საგანმანათლებლო კერა შეიქმნა ქვევრის წარმოების ტრადიციული მეთოდების სამეცნიერო კვლევა-შესწავლისა და გადარჩენის მიზნით. ყველასთვის ცნობილია, რომ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითის თხოვნაა, შეიქმნას მემორანდუმი ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რათა უნივერსიტეტის პედაგოგებმა სკოლა-აკადემიისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეიმუშაონ. უნივერსიტეტი ამისთვის მზადაა − ჩვენი მეცნიერები ჩაატარებენ ყველა საჭირო კვლევას; გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, იმუშავებენ არქიტექტურულ საკითხებზე და, რაც მთავარია, ამ ეროვნულ საქმეში ჩაერთვებიან ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები“, − განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა დავით გურგენიძემ.

„მაწვნის სახლი“, „თიხის ნაკეთობების მუზეუმი“, „ვაზის მუზეუმი“, „ეკოსისტემების პარკი - სარეკრეაციო ზონა“, „ღვთივქმნილი ლანდშაფტის ხედები“ − ესაა მცირე ჩამონათვალი იმ გრანდიოზული პროექტის კომპონენტებისა, რომელიც აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს წარუდგინა. მისი განმარტებით, პროექტის მთავარი მიზანია, ქართული ტრადიციების შენარჩუნების პარალელურად, შეიქმნას გარემო, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებთან იქნება ადაპტირებული. სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტორები, მშენებლები, აგრარული მიმართულების პედაგოგები და შექმნიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც საბოლოოდ, პროექტის წარმატებით რეალიზების საწინდარი იქნება.

„ერი და ბერი ერთად უნდა შრომობდეს: ცოდნით, ღვთის სიყვარულით, ქვეყნის ერთგულებით − ამიტომ მოგმართეთ თქვენ. იმედი მაქვს, ამ პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, სტუდენტებიც ჩაერთვებიან. მხოლოდ ასე შევძლებთ, იდენტობა არ დავუკარგოთ ქართულ კულტურას, შევინარჩუნოთ ის უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც წინაპრებმა გვიანდერძეს და შევქმნათ ახალი, ძველზე დაფუძნებული კულტურა, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, ისწავლოს, დასაქმდეს და ამ კულტურის წარსადგენად მოიზიდოს შიდა და გარე სტუმარი. პროექტში − „ორი დედაქალაქის ისტორია − ოქროს გზა ოქროს ისტორიაში“ − აქტიურადაა ჩართული კომპანია „ბადაგონი“.

იყალთოს მრავალფუნქციური სკოლა-აკადემია ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელოსნოს, მუზეუმს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტბიბლიოთეკას, ტურისტულ შეთავაზებებს და ა.შ. სკოლა-აკადემია ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს, შეისწავლოს არა მარტო ქვევრის, არამედ ღვინის ჭურჭლისა და ძველი, ტრადიციული ჭიქურით დაფარული თიხის ნაკეთობების დამზადების უძველესი მეთოდები; გაიხსნება ქართული ფაიფურის, ქართული მინანქრისა და საოქრომჭედლო სახელოსნოები და სხვა. სკოლა-აკადემიას აქვს სათანადო ტექნიკური ბაზა, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები უზრუნველყოფს მაღალი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოებას“, − აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

ცნობისთვის, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითის ინიციატივით შემუშავებული მასშტაბური პროექტი − „ორი დედაქალაქის ისტორია − ოქროს გზა ოქროს ისტორიაში“ − მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიულ-კულტურული, აგრარული და ტურისტულ-საგანმანათლებლო პოტენციალის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას, რაშიც დიდ წვლილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეიტანს.

NS

"იმ დილით მითხრა, არ გინდა ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად დავარეგისტრიროთო. ესეც მისი წინათგრძნობა იყო..." - რას ჰყვება ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მათი სიყვარულის ისტორიაზე?

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონია