პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეჭვობ, "ნაციონალური მოძრაობა“ წავიდეს შეთანხმებაზე" - შარლ მიშელის ახალი შეთავაზება: რას იზამს ქართული პოლიტიკური სპექტრი?!
"ვეჭვობ, "ნაციონალური მოძრაობა“ წავიდეს შეთანხმებაზე" - შარლ მიშელის ახალი შეთავაზება: რას იზამს ქართული პოლიტიკური სპექტრი?!

16 აპ­რილს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის ეგი­დით შექ­მნი­ლი და მისი პი­რა­დი წარ­მო­მად­გენ­ლის, კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რა გა­და­წყვი­ტა. 18 აპ­რილს გავ­რცელ­და ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის/ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი­სა და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლი­თაც მო­უ­წო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა წევ­რს, ხელი მო­ა­წე­რონ შე­თან­ხმე­ბას, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის მიერ იქ­ნე­ბო­და შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი.

"ამ კომ­პრო­მის­ზე წას­ვლით ყვე­ლა მხა­რე წარ­მო­ა­ჩენს კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა­სა და მზა­ო­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სებ­ზე წინ და­ა­ყე­ნებს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩომ გა­ავ­რცე­ლა.

იმა­ვე დღეს, სა­ღა­მოს, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შარლ მი­შე­ლის ახა­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიც გა­აც­ნეს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი 2022 წელს უნდა და­ი­ნიშ­ნოს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პრო­პორ­ცი­უ­ლი ხმე­ბის 43%-ზე ნაკ­ლებს მი­ი­ღებს. ამას­თან­ვე, მე­დი­ა­ტო­რე­ბის დო­კუ­მენ­ტით, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბად შე­ფა­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან ერთი კვი­რის ვა­და­ში უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, თუმ­ცა რო­გორც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, მე­დი­ა­ტო­რე­ბის მხრი­დან მკა­ფი­ოდ იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ნიკა მე­ლი­ას­თვის თან­ხის გა­დახ­დის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლის თქმით, შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი მი­სა­ღე­ბია, თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ მათ სჭირ­დე­ბათ დრო ში­და­პარ­ტი­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცე­ბით­ვის, ჯერ არც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ზი­ცი­აა ცნო­ბი­ლი. ამ სა­კი­თხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ექ­სპერ­ტი სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე:

- და­ნი­ელ­სო­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლის მერე, გაბ­რა­ზე­ბულ გულ­ზე, სა­ჯა­როდ იმგვა­რად შე­ვა­ფა­სე ეს პრო­ცე­სი, რაც ზო­გა­დად არ მა­ხა­სი­ა­თებს ხოლ­მე, კერ­ძოდ, "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­ზღუ­დუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბად მო­ვიხ­სე­ნიე და დღემ­დე ამ აზ­რზე ვარ...

ვფიქ­რობ, რომ ჩვენს პო­ლი­ტი­კურ სპექტრში ვე­რა­ვინ, მათ შო­რის ვერც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი, ვერ არ­ჩე­ვენ პო­ლი­ტი­კურ სტრა­ტე­გი­ას და ტაქ­ტი­კას ერ­თმა­ნე­თის­გან. ჭად­რა­კის პარ­ტი­ას თუ შე­ვა­და­რებთ, ჩვენს პო­ლი­ტი­კო­სებს ორი 2 სვლის ზე­დი­ზედ გათ­ვლაც კი არ შე­უძ­ლი­ათ. სამ­წუ­ხა­როდ, პრო­ცე­სე­ბის ლო­გი­კა თა­ვი­დან­ვე აჩ­ვე­ნებ­და, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მო­უ­წევ­და ამ დო­კუ­მენტზე ხე­ლის მო­წე­რა. თა­ვის დრო­ზე, და­ნი­ელ­სო­ნის ვი­ზი­ტის დროს­ვე რომ მო­ე­წე­რათ, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და მათ­თვი­საც და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის­თვი­საც. მაგ­რამ, ეს არ გა­ა­კე­თეს, რის მი­ზე­ზიც ისევ და ისევ მათი პო­ლი­ტი­კუ­რი ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბაა. სტრა­ტე­გი­უ­ლად არას­წო­რად გათ­ვა­ლეს სა­კუ­თა­რი ნა­ბი­ჯი. ვფიქ­რობ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­ა­ცი­ით მომ­ზა­დე­ბულ გა­ნახ­ლე­ბულ დო­კუ­მენტზეც მო­უ­წევს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ხე­ლის მო­წე­რა.

ახლა ბურ­თი ოპო­ზი­ცი­ის მო­ე­დან­ზეა. თუ პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი ისევ გა­ჯი­უტ­და და და­ი­ჟი­ნეს ისევ რა­ღაც, სა­ბო­ლო­ოდ და­კარ­გა­ვენ და­სავ­ლე­ლი პატ­ნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას.

- აშ­კა­რად საკ­მა­ოდ კა­ტე­გო­რი­უ­ლი იყო ევ­რო­კავ­ში­რის და აშშ-ს ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა...

- დიახ და სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ გან­ცხა­დე­ბით პირ­და­პირ მი­მარ­თეს დე­პუ­ტა­ტებს, მო­ა­წე­რონ შე­თან­ხმე­ბას ხელი და შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში და არ მი­მარ­თეს პარ­ტი­ებს. ვფიქ­რობ, აქ გარ­კვე­ულ­წი­ლად ოპო­ზი­ცი­ა­ში რღვე­ვის შე­ტა­ნის სურ­ვი­ლიც გა­მოჩ­ნდა... ეს ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილ­ში, ვფიქ­რობ, კარ­გად გა­ი­გეს, მაგ­რამ, ვეჭ­ვობ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ წა­ვი­დეს შე­თან­ხმე­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა შარლ მი­შე­ლის ახალ შე­თა­ვა­ზე­ბებს, ამა­ში ახა­ლი არა­ფე­რია, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე მიბ­მა, ეს წი­ნა­და­დე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აქამ­დეც ჰქონ­და. ჩემი აზ­რით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამას და­თან­ხმდე­ბა, რად­გან მათ არ ექ­ნე­ბათ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე 43%-ის აღე­ბის პრობ­ლე­მა, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ამ მი­ზე­ზით, 2022 წელს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ და­ი­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა მისი ჩა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლოა მა­ინც გახ­დეს სა­ჭი­რო, ამის მი­ზე­ზი კი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის რღვე­ვა გახ­დეს.

მე­ლი­ას ნა­წილ­შიც, ვფქი­რობ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­დად­გამს შემ­ხვედრ ნა­ბიჯს. ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი გი­ორ­გი რუ­რუ­ას საქ­მე მგო­ნია, ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, პრე­ზი­დენ­ტმა უნდა შე­ი­წყა­ლოს, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან არა­სა­მარ­თლი­ა­ნი მგო­ნია. ის პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რად არ მი­მაჩ­ნია, მე­ტიც, მას იმ­დე­ნი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე და­შა­ვე­ბუ­ლი, გა­ცი­ლე­ბით მკაც­რად უნდა და­ი­სა­ჯოს... სა­ბო­ლო­ოდ, თუ ოპო­ზცია არ წავა დათ­მო­ბა­ზე, ის და­კარ­გავს და­სავ­ლე­თი­დან თა­ნად­გო­მას. მათი უცხო­ე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი, ოპო­ზი­ცი­ის ქცე­ვა­ში ბევრ რა­მეს უკვე ეჭ­ვით უყუ­რე­ბენ. ვნა­ხეთ, რომ იგი­ვე "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რემ ნიკა მე­ლი­ას საქ­ცი­ე­ლი პრო­ვო­კა­ცი­ა­დაც კი შე­ა­ფა­სა. ჩემი აზ­რით, ამ აქ­ვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი სხვაგ­ვა­რად უნდა მოგ­ვარ­დეს, ბო­ლოს და ბო­ლოს უნდა გა­მოჩ­ნდეს ახა­ლი შუ­ა­ლე­დუ­რი ძალა, რო­მე­ლიც "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც“ და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­საც“ გვერ­დზე გა­და­წევს.

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ოპო­ზი­ცია აქ­ცი­ებს აა­ნონ­სებს და ამის­თვის რე­გი­ო­ნებ­ში და­ი­წყეს კი­დეც გას­ვლა...

- როცა შე­ზღუ­დულ პო­ლი­ტი­კურ უნარ-ჩვე­ვებ­ზე ვლა­პა­რა­კობ­დი, ამის მა­გა­ლი­თია ისიც, რომ ოპო­ზი­ცი­ამ 15 მა­ი­სის აქ­ცია მა­ნამ და­ა­ა­ნონ­სა, ვიდ­რე და­ნი­ელ­სო­ნი მე­ო­რედ ჩა­მო­ვი­დო­და ქვე­ყა­ნა­ში. არა­ნაკ­ლე­ბი შეც­დო­მა და­უშ­ვა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ იმის ლა­პა­რა­კით, - ისე­თი სუს­ტე­ბი არი­ან ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის 2 თვე სჭირ­დე­ბა­თო. არა­და, მათ­თვის პო­ლი­ტი­კუ­რად ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, ეთ­ქვათ, ოპო­ზი­ცია რად­გან აქ­ცი­ას და­ნი­ელ­სო­ნის ჩა­მოს­ვლამ­დე აა­ა­ნონ­სებს, ე.ი. არა­ნა­ირ შე­თან­ხმე­ბა­ზე წამ­სვლე­ლე­ბი არ არი­ა­ნო... ეს ხომ პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის ელე­მენ­ტა­რუ­ლი დე­ტა­ლე­ბია. თუმ­ცა არც ოპო­ზი­ცი­ა­ში და არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ამის დამ­ნა­ხა­ვი კაცი არ გა­მოჩ­ნდა, რაც გა­სა­ო­ცა­რია...

რა თქმა უნდა, "ნა­ცი­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და მას­თან ერ­თად პა­ტა­რა პარ­ტი­ე­ბი თა­ვის "პარ­ტი­ზა­ნებს“, ანუ აქ­ტი­ურ მხარ­დამ­ჭე­რებს გა­მო­იყ­ვა­ნენ ქუ­ჩა­ში, ალ­ბათ რე­გი­ო­ნი­დან რე­გი­ონ­შიც ატა­რე­ბენ, მაგ­რამ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი მათ გვერ­დით არ და­უდ­გე­ბა... ხომ ნა­ხეთ, ბოლო კვლე­ვე­ბით, გა­მო­კი­თხუ­ლე­ბის 70% ეუბ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს, - "შე­ეთ­რი­ეთ“ პარ­ლა­მენ­ტშიო... არა­ვი­თა­რი რე­სურ­სი ქვე­ყა­ნა­ში მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვი­სა და სე­რი­ო­ზუ­ლი არე­უ­ლო­ბის­თვის არ არ­სე­ბობს. გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­ხი­ფა­თოა ისე­თი აქ­ცი­ე­ბი, რაც "ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით ტარ­დე­ბა. ეს აქ­ცი­ე­ბი არ არის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი... სხვა საქ­მეა, ვის­გან და რა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით არის ეს მარ­თუ­ლი... მაგ­რამ ამ აქ­ცი­ებ­ზე გა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა გულ­წრფე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
25

ჰმ, მაშ 30 % გამოეთრიეთო ? შეტრილდებაო მალეო ! და ყველას შეეხებაო და ყოლიფერსო !

simartle
17

რურუას გამოშვებით ოცნება 23%-საც ვერ აიღებს.. რითი არის უკეთესი სხვებზე, რომლებიც სასჯელს იხდიან, მაგრამ პოლიტპატიმარი არ ქვიათ. ეს არის საქართველოს რეალობა, მკვლელი შეძვრა ოპოზიციურ პარტიაში და ინდულგენცია მოიპოვა. სხვათა შორის აშშ-ს მოქალაქეა ის ქალბატონი, ვისაც ოჯახი ამოუწყვიტა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვეჭვობ, "ნაციონალური მოძრაობა“ წავიდეს შეთანხმებაზე" - შარლ მიშელის ახალი შეთავაზება: რას იზამს ქართული პოლიტიკური სპექტრი?!

"ვეჭვობ, "ნაციონალური მოძრაობა“ წავიდეს შეთანხმებაზე" - შარლ მიშელის ახალი შეთავაზება: რას იზამს ქართული პოლიტიკური სპექტრი?!

16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი და მისი პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებული დოკუმენტის ხელმოწერა გადაწყვიტა. 18 აპრილს გავრცელდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერების ერთობლივი განცხადება, რომლითაც მოუწოდეს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნებოდა შეთავაზებული.

"ამ კომპრომისზე წასვლით ყველა მხარე წარმოაჩენს კეთილგონიერებასა და მზაობას, რომ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე წინ დააყენებს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

იმავე დღეს, საღამოს, პოლიტიკურ პარტიებს შარლ მიშელის ახალი შეთავაზებებიც გააცნეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. ამასთანვე, მედიატორების დოკუმენტით, პოლიტპატიმრებად შეფასებული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ, თუმცა როგორც მოლაპარაკებების მონაწილეების ნაწილი ამბობს, მედიატორების მხრიდან მკაფიოდ იყო შემოთავაზებული ნიკა მელიასთვის თანხის გადახდის აუცილებლობა, ოპოზიციის ნაწილის თქმით, შეთავაზებები მისაღებია, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათ სჭირდებათ დრო შიდაპარტიული კონსულტაცებითვის, ჯერ არც "ქართული ოცნების" პოზიციაა ცნობილი. ამ საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

- დანიელსონის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ჩაშლის მერე, გაბრაზებულ გულზე, საჯაროდ იმგვარად შევაფასე ეს პროცესი, რაც ზოგადად არ მახასიათებს ხოლმე, კერძოდ, "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში მთელი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები შეზღუდული პოლიტიკური უნარ-ჩვევების მქონე ადამიანებად მოვიხსენიე და დღემდე ამ აზრზე ვარ...

ვფიქრობ, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერავინ, მათ შორის ვერც "ქართული ოცნების“ ლიდერები, ვერ არჩევენ პოლიტიკურ სტრატეგიას და ტაქტიკას ერთმანეთისგან. ჭადრაკის პარტიას თუ შევადარებთ, ჩვენს პოლიტიკოსებს ორი 2 სვლის ზედიზედ გათვლაც კი არ შეუძლიათ. სამწუხაროდ, პროცესების ლოგიკა თავიდანვე აჩვენებდა, რომ "ქართულ ოცნებას“ მოუწევდა ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა. თავის დროზე, დანიელსონის ვიზიტის დროსვე რომ მოეწერათ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა მათთვისაც და პოლიტიკური პროცესისთვისაც. მაგრამ, ეს არ გააკეთეს, რის მიზეზიც ისევ და ისევ მათი პოლიტიკური ახლომხედველობაა. სტრატეგიულად არასწორად გათვალეს საკუთარი ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მედიაციით მომზადებულ განახლებულ დოკუმენტზეც მოუწევს "ქართულ ოცნებას" ხელის მოწერა.

ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. თუ პოლიტიკური სპექტრი ისევ გაჯიუტდა და დაიჟინეს ისევ რაღაც, საბოლოოდ დაკარგავენ დასავლელი პატნიორების მხარდაჭერას.

- აშკარად საკმაოდ კატეგორიული იყო ევროკავშირის და აშშ-ს ერთობლივი განცხადება...

- დიახ და საინტერესოა, რომ ამ განცხადებით პირდაპირ მიმართეს დეპუტატებს, მოაწერონ შეთანხმებას ხელი და შევიდნენ პარლამენტში და არ მიმართეს პარტიებს. ვფიქრობ, აქ გარკვეულწილად ოპოზიციაში რღვევის შეტანის სურვილიც გამოჩნდა... ეს ოპოზიციის ნაწილში, ვფიქრობ, კარგად გაიგეს, მაგრამ, ვეჭვობ, "ნაციონალური მოძრაობა“ წავიდეს შეთანხმებაზე. რაც შეეხება შარლ მიშელის ახალ შეთავაზებებს, ამაში ახალი არაფერია, ვადამდელი არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა, ეს წინადადება "ქართულ ოცნებას“ აქამდეც ჰქონდა. ჩემი აზრით, "ქართული ოცნება“ ამას დათანხმდება, რადგან მათ არ ექნებათ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის აღების პრობლემა, თუმცა, ვფიქრობ, ამ მიზეზით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, თუმცა მისი ჩატარება შესაძლოა მაინც გახდეს საჭირო, ამის მიზეზი კი საპარლამენტო უმრავლესობის რღვევა გახდეს.

მელიას ნაწილშიც, ვფქირობ, "ქართული ოცნება“ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს. ყველაზე პრობლემური გიორგი რურუას საქმე მგონია, ის, სავარაუდოდ, პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს, მაგრამ ეს ძალიან არასამართლიანი მგონია. ის პოლიტიკურ პატიმრად არ მიმაჩნია, მეტიც, მას იმდენი აქვს საქართველოს წინაშე დაშავებული, გაცილებით მკაცრად უნდა დაისაჯოს... საბოლოოდ, თუ ოპოზცია არ წავა დათმობაზე, ის დაკარგავს დასავლეთიდან თანადგომას. მათი უცხოელი მოკავშირეები, ოპოზიციის ქცევაში ბევრ რამეს უკვე ეჭვით უყურებენ. ვნახეთ, რომ იგივე "ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიას საქციელი პროვოკაციადაც კი შეაფასა. ჩემი აზრით, ამ აქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი სხვაგვარად უნდა მოგვარდეს, ბოლოს და ბოლოს უნდა გამოჩნდეს ახალი შუალედური ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებასაც“ და "ნაციონალურ მოძრაობასაც“ გვერდზე გადაწევს.

- მოგეხსენებათ, ოპოზიცია აქციებს აანონსებს და ამისთვის რეგიონებში დაიწყეს კიდეც გასვლა...

- როცა შეზღუდულ პოლიტიკურ უნარ-ჩვევებზე ვლაპარაკობდი, ამის მაგალითია ისიც, რომ ოპოზიციამ 15 მაისის აქცია მანამ დააანონსა, ვიდრე დანიელსონი მეორედ ჩამოვიდოდა ქვეყანაში. არანაკლები შეცდომა დაუშვა "ქართულმა ოცნებამ“ იმის ლაპარაკით, - ისეთი სუსტები არიან ხალხის მობილიზაციისთვის 2 თვე სჭირდებათო. არადა, მათთვის პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი იქნებოდა, ეთქვათ, ოპოზიცია რადგან აქციას დანიელსონის ჩამოსვლამდე ააანონსებს, ე.ი. არანაირ შეთანხმებაზე წამსვლელები არ არიანო... ეს ხომ პოლიტიკური კულტურის ელემენტარული დეტალებია. თუმცა არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში ამის დამნახავი კაცი არ გამოჩნდა, რაც გასაოცარია...

რა თქმა უნდა, "ნაცინალური მოძრაობა“ და მასთან ერთად პატარა პარტიები თავის "პარტიზანებს“, ანუ აქტიურ მხარდამჭერებს გამოიყვანენ ქუჩაში, ალბათ რეგიონიდან რეგიონშიც ატარებენ, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ გვერდით არ დაუდგება... ხომ ნახეთ, ბოლო კვლევებით, გამოკითხულების 70% ეუბნება ოპოზიციურ პარტიებს, - "შეეთრიეთ“ პარლამენტშიო... არავითარი რესურსი ქვეყანაში მასშტაბური აქციების გამართვისა და სერიოზული არეულობისთვის არ არსებობს. გაცილებით უფრო სახიფათოა ისეთი აქციები, რაც "ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ტარდება. ეს აქციები არ არის პოლიტიკურად მოტივირებული... სხვა საქმეა, ვისგან და რა ტექნოლოგიებით არის ეს მართული... მაგრამ ამ აქციებზე გასული ადამიანების დიდი უმრავლესობა გულწრფელია.

"მანამ არ აგიდგეთ გვერდები..." - რა მიმართვას უგზავნის ნიკა მელია "ქართულ ოცნებას"?

რაზე ესაუბრა ნიკა მელია თანაგუნდელებს რუსთავის ციხეში - კობა ნაყოფიამ პარტიის თავმჯდომარის პოზიცია გააჟღერა

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"