მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, თუმცა ის უკეთესია, ვიდრე წინა იყო" - ზურაბ ჯაფარიძე
"მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, თუმცა ის უკეთესია, ვიდრე წინა იყო" - ზურაბ ჯაფარიძე

დო­კუ­მენ­ტი არის ცალ­სა­ხად უკე­თე­სი, ვიდ­რე წინა დო­კუ­მენ­ტი იყო - რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რად უფრო გა­სა­გე­ბი მე­ქა­ნიზ­მია ჩა­დე­ბუ­ლი. ზო­გა­დად, დო­კუ­მენ­ტი არ მომ­წონს, - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას" ლი­დერ­მა ზურა ჯა­ფა­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ევ­რო­კავ­შირ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, არ სჯე­რა, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი კრი­ზი­სი­დან გა­მო­იყ­ვანს ქვე­ყა­ნას.

„არც წინა დო­კუ­მენტზე მჯე­რო­და, არც ამა­ზე მჯე­რა, თუმ­ცა, აქ კარ­გი ის არის, რომ პო­ლი­ტი­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი არის უფრო კარ­გად გა­წე­რი­ლი. ხე­ლის მო­წე­რას რაც შე­ე­ხე­ბა, ამ წუთ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მაქვს, ჩვენ გვი­თხრეს, რომ გვექ­ნე­ბა დრო მო­სა­ფიქ­რებ­ლად და მათ შო­რის იმის­თვის, რომ ერ­მა­ნეთ­თა­ნაც გვქონ­დეს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. რა­საც ვა­პი­რებ არის ის, რომ წა­ვი­დე, პარ­ტი­ა­ში მქონ­დეს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, ამის შემ­დეგ სხვა პარ­ტი­ებ­თა­ნაც მქონ­დეს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და ამის შემ­დეგ მი­ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ეს რამ­დე­ნი­მე დღის ამ­ბა­ვია სა­ვა­რა­უ­დოდ, მერე შე­იძ­ლე­ბა აქ გვქონ­დეს კი­დევ ერ­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რა თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­მოჩ­ნდა, რად­გან დღეს იცით, რომ სა­ერ­თოდ არ მო­ვიდ­ნენ. ოც­ნე­ბა ხელს მო­ა­წერს თუ არა მა­გა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩემი ხელ­მო­წე­რა, ეგ ჩემ­თვის ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა, მე თვი­თონ მაქვს პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­სა­ღე­ბი. არც ერთ პარ­ტი­ას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მე უნდა გა­დავ­წყვი­ტო და ჩემ­მა პარ­ტი­ამ,“ - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მისი თქმით ამ დო­კუ­მენ­ტით, კრი­ზი­სი ვერ გა­ნი­მუხ­ტე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ქვე­ყა­ნას მო­მა­ვა­ლი არ ექ­ნე­ბა აშშ-ის და ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე.

ჯა­ფა­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ დო­კუ­მენ­ტი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინსვლა არის პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის ნა­წილ­ში, რაც შე­ე­ხე­ბა სხვა და­ნარ­ჩენს, ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­კი­თხე­ბი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ვერც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ა­ლურ რე­ფორ­მი­რე­ბას, ვერც სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს „კარგ არ­ჩევ­ნებს“.

„მე არ მჯე­რა, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი კრი­ზისს გან­მუხ­ტავს, მე არ მჯე­რა ასე­ვე, რომ ამ ქვე­ყა­ნას მო­მა­ვა­ლი აქვს ამე­რი­კის და ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით ამე­რი­კის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე და დღეს ნა­ხეთ გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც არის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი. თუ რა­მეს ჩემ­თვის წონა აქვს, წონა აქვს ამას, თო­რემ ისე ეს დო­კუ­მენ­ტი არ არის არა­ფე­რი ჩე­მის აზ­რით. არ ვგუ­ლის­ხმობ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის ნა­წილს, ამ ნა­წილ­ში მარ­თლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინსვლაა, ამის მიღ­მა რაც არის, არაფ­რის არ მჯე­რა. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გარ­და რა პუნ­ქტე­ბიც არის, არც იმის მჯე­რა, რომ ამ პუნ­ქტე­ბით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბა მოხ­დე­ბა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ეშ­ვე­ლე­ბა, არც იმის მჯე­რა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის ნა­წილ­ში რაც წე­რია, ამით სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა ისე­თი გა­მარ­თუ­ლი გახ­დე­ბა, რომ კარგ არ­ჩევ­ნებს ჩა­ვა­ტა­რებთ და ის ბოლო პუნ­ქტი სა­ერ­თოდ, რაც ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას ეხე­ბა, რომ კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი გახ­დე­ბი­ან ოპო­ზი­ცი­ის წევ­რე­ბი, ეგ ჩე­მის აზ­რით, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ არის. არაფ­რის არ მჯე­რა მა­გის იქით რაც წე­რია, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის ნა­წი­ლი არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ და­ზუს­ტდა და მე­ქა­ნიზ­მე­ბი გა­ი­წე­რა, და­ნარ­ჩე­ნი რა წარ­მოდ­გე­ნაც მქონ­და , იგი­ვე წარ­მოდ­გე­ნა მაქვს დო­კუ­მენ­ტის და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ზე,“ - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაააააა
8

რა თქმა უნდა, ბატონ ჯაფარიძეს არაფრის არ ჯერა, არც ქართველების და არც უცხოელების, ჯერა მხოლოდ მარიხუანასი და დაბოლილების, აი, მესმის ასეთი პოლიტიკოსი.......

სოლომონი
1

შენ მარიხუანას ფასებს და პროსტიტუციის ლეგალიზებას მიაწექი, იქნებ გვეშველოს?!...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, თუმცა ის უკეთესია, ვიდრე წინა იყო" - ზურაბ ჯაფარიძე

"მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, თუმცა ის უკეთესია, ვიდრე წინა იყო" - ზურაბ ჯაფარიძე

დოკუმენტი არის ცალსახად უკეთესი, ვიდრე წინა დოკუმენტი იყო - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ბევრად უფრო გასაგები მექანიზმია ჩადებული. ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს, - ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ევროკავშირში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არ სჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას.

„არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა, არც ამაზე მჯერა, თუმცა, აქ კარგი ის არის, რომ პოლიტიპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი არის უფრო კარგად გაწერილი. ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს, ჩვენ გვითხრეს, რომ გვექნება დრო მოსაფიქრებლად და მათ შორის იმისთვის, რომ ერმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები. რასაც ვაპირებ არის ის, რომ წავიდე, პარტიაში მქონდეს კონსულტაციები, ამის შემდეგ სხვა პარტიებთანაც მქონდეს კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ეს რამდენიმე დღის ამბავია სავარაუდოდ, მერე შეიძლება აქ გვქონდეს კიდევ ერთიანი შეხვედრა თუ „ქართული ოცნება“ გამოჩნდა, რადგან დღეს იცით, რომ საერთოდ არ მოვიდნენ. ოცნება ხელს მოაწერს თუ არა მაგაზე არ არის დამოკიდებული ჩემი ხელმოწერა, ეგ ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მე თვითონ მაქვს პრინციპული გადაწყვეტილება მისაღები. არც ერთ პარტიას არ აქვს მნიშვნელობა, მე უნდა გადავწყვიტო და ჩემმა პარტიამ,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით ამ დოკუმენტით, კრიზისი ვერ განიმუხტება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ქვეყანას მომავალი არ ექნება აშშ-ის და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტიდან მნიშვნელოვანი წინსვლა არის პოლიტპატიმრების ნაწილში, რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ჩამოთვლილი საკითხები ვერ უზრუნველყოფს ვერც მართლმსაჯულების რეალურ რეფორმირებას, ვერც საარჩევნო რეფორმა უზრუნველყოფს „კარგ არჩევნებს“.

„მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, მე არ მჯერა ასევე, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს ამერიკის და ევროკავშირის მხარდაჭერის, განსაკუთრებით ამერიკის მხარდაჭერის გარეშე და დღეს ნახეთ განცხადება, რომელიც არის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ხელმოწერილი. თუ რამეს ჩემთვის წონა აქვს, წონა აქვს ამას, თორემ ისე ეს დოკუმენტი არ არის არაფერი ჩემის აზრით. არ ვგულისხმობ პოლიტპატიმრების ნაწილს, ამ ნაწილში მართლა მნიშვნელოვანი წინსვლაა, ამის მიღმა რაც არის, არაფრის არ მჯერა. პოლიტპატიმრების გარდა რა პუნქტებიც არის, არც იმის მჯერა, რომ ამ პუნქტებით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება მოხდება და მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში ეშველება, არც იმის მჯერა, რომ არჩევნების ნაწილში რაც წერია, ამით საარჩევნო სისტემა ისეთი გამართული გახდება, რომ კარგ არჩევნებს ჩავატარებთ და ის ბოლო პუნქტი საერთოდ, რაც ძალაუფლების განაწილებას ეხება, რომ კომიტეტების თავმჯდომარეები გახდებიან ოპოზიციის წევრები, ეგ ჩემის აზრით, საერთოდ არაფერი არ არის. არაფრის არ მჯერა მაგის იქით რაც წერია, პოლიტპატიმრების ნაწილი არის მნიშვნელოვანი, რომ დაზუსტდა და მექანიზმები გაიწერა, დანარჩენი რა წარმოდგენაც მქონდა , იგივე წარმოდგენა მაქვს დოკუმენტის დანარჩენ ნაწილზე,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ბრძანდებოდე - ოროსანი იურისტი ხარ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი, მოსმენაც არ იცი?!" - ალუდა ღუდუშაური ლევან სამუშიას

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"