მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში სიცოცხლე "სიკვდილის ბანაკში" დაასრულეს - დაკარგული წინაპრების კვალდაკვალ
ქართველები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში სიცოცხლე "სიკვდილის ბანაკში" დაასრულეს - დაკარგული წინაპრების კვალდაკვალ

1941 წლის სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში აუშ­ვი­ცის სი­სას­ტი­კით ცნო­ბილ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში, მე-11 ბლო­კის სარ­დაფ­ში, 600-მდე საბ­ჭო­ე­ლი ტყვე, 250 პო­ლო­ნელ და­ა­ვა­დე­ბულ პა­ტი­მარ­თან ერ­თად ჩა­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ციკ­ლონ B გა­უშ­ვეს. ეს იყო ტყვე­ე­ბის პირ­ვე­ლი მა­სობ­რი­ვად გა­გუდ­ვა აუშ­ვი­ცის ბა­ნაკ­ში.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში, იმა­ვე ბა­ნაკ­ში,10 000-მდე საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო ტყვე შე­იყ­ვა­ნეს. ტყვე­ებს, რო­გორც ცო­ცხალ ძა­ლას, ახ­ლომ­დე­ბა­რე სო­ფელ ბირ­კე­ნა­უ­ში კი­დევ ერთი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში იყე­ნებ­დნენ. სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა პირ­ველ თვე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი იყო.

გერ­მა­ნუ­ლი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, აუშ­ვი­ცის ბა­ნაკ­ში მთლი­ა­ნო­ბა­ში 14 000-ზე მეტი სამ­ხედ­რო ტყვე და­ი­ღუ­პა, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი სხვა ბა­ნაკ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ზოგს გა­უ­მარ­თლა და ბა­ნა­კი­დან გაქ­ცე­ვა შეძ­ლო.

გერ­მა­ნი­ის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ი­დან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ნი­ურ­ბერ­გის პრო­ცე­სის შე­დე­გად, "სიკ­ვდი­ლის ბა­ნა­კის" ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი, ბა­ნა­კის კო­მენ­დან­ტი, რო­ბერტ ჰი­ო­სი, რო­მე­ლიც კარ­გა ხანს იმა­ლე­ბო­და, იპო­ვეს და ტრი­ბუ­ნა­ლის გა­დანყვე­ტი­ლე­ბით, 1947 წლის 16 აპ­რილს ჩა­მო­ახ­რჩვეს.

ცნო­ბის­თვის, ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის პე­რი­ოდ­ში, ის, ბა­ნა­კი­დან სულ რამ­დე­ნი­მე მეტრში, ცოლ­თან და 4 შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს ყო­ფი­ლი გეს­ტა­პოს ბი­უ­როს გვერ­დით მო­წყო­ბილ ტრი­ბუ­ნას­თან, სა­დაც პირ­ვე­ლი კრე­მა­ტო­რი­უ­მი შე­იქ­მნა. მისი დიდი ოჯა­ხი­დან, შვი­ლიშ­ვი­ლი, რა­ი­ნერ ჰი­ო­სი ერ­თა­დერ­თი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც, წლე­ბის შემ­დეგ, ბა­ბუ­ის ცოდ­ვებ­ზე ხმა­მაღ­ლა ილა­პა­რა­კა,

რა­ი­ნერ ჰი­ო­სი აუშ­ვიც­ში ჩა­ვი­და და ებ­რა­ე­ლებს ბო­დი­შიც მო­უ­ხა­და. კო­მენ­დან­ტი ბა­ბუ­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ბე­დის­წე­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ბა­ნა­კი­დან რამ­დე­ნი­მე მეტრში, ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლში მო­წყო­ბილ კა­ბი­ნეტ­ში იღებ­და და რო­მელ­საც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბო­და, სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის­გან გა­ი­გო, რად­გან ოჯახ­ში რო­ბერტ ჰი­ოს­ზე არას­დროს ლა­პა­რა­კობ­დნენ.

"ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ბა­ბუა ომში ყო­ფი­ლი­ყო და­ღუ­პუ­ლი. ვე­რას­დროს წარ­მო­მედ­გი­ნა თუ მსგავ­სი სი­სას­ტი­კის ჩა­დე­ნა შე­ეძ­ლო. ბო­დიშს ვიხ­დი ყვე­ლაფ­რის­თვის, თუკი ეს რა­მეს ნიშ­ნავს", - მი­მარ­თა ებ­რა­ე­ლებს რა­ი­ნერ ჰი­ოს­მა. მად­ლო­ბის ნიშ­ნად, ებ­რა­უ­ლი სიმ­ბო­ლო, და­ვი­თის ვარ­სკვლა­ვი აჩუ­ქეს. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, ოჯახ­მა მას ზურ­გი აქ­ცია.

ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რო­მელ ეტაპ­ზე და რამ­დენ ნა­კა­დად მოჰ­ყვნენ ქარ­თვე­ლე­ბი "სიკ­ვდი­ლის ბა­ნაკ­ში", თუმ­ცა, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, მეგი სტემ­პე­ნი, რო­მე­ლიც უკვე წლე­ბია AMBEBI.GE -ს გერ­მა­ნი­ის სხვა­დას­ხვა მი­წა­ზე გა­ფან­ტუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს აწ­ვდის, სწო­რედ აუშ­ვი­ცის ბა­ნაკ­ში იპო­ვა მათი კვა­ლი...

გთა­ვა­ზობთ იმ ქარ­თვე­ლე­ბის სიას, რო­მელ­თაც სი­ცო­ცხლე "სიკ­ვდი­ლის ბა­ნაკ­ში" და­ას­რუ­ლეს. მკი­თხველს ვთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ მათ უმე­ტე­სო­ბას სა­ერ­თო საფ­ლა­ვი აქვს და შე­სა­ბა­მი­სად, ნეშ­ტის გად­მოს­ვე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ბაგ­რატ და­ვი­თის ძე ძა­მაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წლის 15 მა­ისს, მარ­ტყოფ­ში. შემ­დე­გი მი­სა­მარ­თი - თბი­ლი­სი, სა­ქა­რის 18 (ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნი). მე­უღ­ლე აკი­ნუ­ში სარ­ქი­სის ასუ­ლი ძა­მაშ­ვი­ლი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 10 მა­ისს ქერჩში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VI K (326). ბა­ნა­კის ნო­მე­რი 74035; გარ­და­იც­ვა­ლა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით 1943 წლის 31 აგ­ვის­ტოს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ბერ­გენ-ბელ­ზე­ნი.

გრი­გო­რი პარ­მე­ნის ძე ხო­ბუა - და­ბა­დე­ბუ­ლი 1917 წლის 2 ივ­ლისს, ხო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დე­და­ლა­ურ­ში. დე­დის სა­ვა­რა­უ­დო სა­ხე­ლი - ევა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 2 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII F (318). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 8174. სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 15 ნო­ემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - აუშ­ვი­ცი.

ას­ლან მე­მე­დის ძე დუმ­ბა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წელს ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, სო­ფე­ლი ჩა­ი­სუ­ბან­ში. მე­უღ­ლე ბატ­მე სუ­ლე­ი­მა­ნის ასუ­ლი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 7 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII F (318). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 7852. გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 20 ნო­ემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - აუშ­ვი­ცი.

ივა­ნე ია­სო­ნის ძე ღონ­ღა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1917 წლის 13 მარტს ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კორ­ტა­ნეთ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 12 ივ­ლისს. შტა­ლა­გი VIII F (318). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 10379. გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 7 ნო­ემ­ბერს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - აუშ­ვი­ცი.

ვა­სი­ლი თე­ო­დო­რის ძე და­ლა­ქიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წლის 25 ნო­ემ­ბერს, გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მეჯვრის­ხევ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 2 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII F (318). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 8600. გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 23 ნო­ემ­ბერს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად მი­თი­თე­ბუ­ლია - გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - აუშ­ვი­ცი.

ისაა ზა­ქა­რის ძე ბლი­ა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1908 წლის 3 ივ­ლისს, თბი­ლის­ში. დედა - სო­ნია, ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის გვა­რი გრძე­ლიშ­ვი­ლი. და - ბლი­ა­ძე ანა, ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 15 აგ­ვის­ტოს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 327 ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 42306. გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 28 თე­ბერ­ვალს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - აუშ­ვი­ცი. და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა 1941 წლის დე­კემ­ბრი­დან.

პრო­კო­ფი ფი­ლი­პეს ძე დვა­ლიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წლის 14 აპ­რილს, ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი სუ­ლორ­ში. დაის სა­ხე­ლი მა­რი­ა­მი, ძმა - ლუკა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 27 ივ­ლისს. ბა­ნა­კი:შტა­ლა­გი VIII F (318). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 8140. გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 10 ნო­ემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - აუშ­ვი­ცი.

ალექ­სი სა­ბას ძე ჩახ­ვაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წელს, ყვარ­ლის რა­ი­ო­ნი, სო­ფე­ლი ახალ­სო­ფე­ლი. დედა, სა­ბე­და ჩახ­ვაშ­ვი­ლი ლა­ზა­რეს ასუ­ლი. სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის დრო - 1940 წლის 7 თე­ბერ­ვა­ლი. ტყვედ ჩა­ვარ­და უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ კო­ველ­ში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII (308). ბა­ნა­კის ნო­მე­რი - 30408. გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 21 ნო­ემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - აუშ­ვი­ცი. და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა 1941 წლის დე­კემ­ბრი­დან.

იო­სებ ივა­ნეს ძე აგი­აშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წელს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნი, სო­ფე­ლი კონ­დოლ­ში. დე­დის სა­ვა­რა­უ­დო გვა­რი - მე­მა­ნიშ­ვი­ლი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 22 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII (318). ბა­ნა­კის ნო­მე­რი - 7863. გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 23 ნო­ემ­ბერს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად მი­თი­თე­ბუ­ლია ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - აუშ­ვი­ცი.

გრი­გორ ნა­უ­მის ძე ნი­კუ­რა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1922 წლის 15 იან­ვარს, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნი, სო­ფე­ლი კუ­ლა­ში. მე­უღ­ლე - ვარო (ან მარო) ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 6 აგ­ვის­ტოს. ბა­ნა­კი შტა­ლა­გი VIII (308). ბა­ნა­კის ნო­მე­რი 30109. გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 27 დე­კემ­ბერს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად მი­თი­თე­ბუ­ლია ინ­ფარ­ქტი. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - აუშ­ვი­ცი.

(შე­ნიშ­ვნა: მშობ­ლე­ბის და მე­უღ­ლის სა­ხე­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა იყო მცი­რე­დი ცდო­მე­ლე­ბე­ბი).

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
0

იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ,როგორ გადმოვასვენოთ ბაბუას ნეშტი უნგერეთიდან.რომელ უწყებას მივმართოთ?მართლაც უნიკალური შრმთხვევაა79 წლის მერე ვიპოვეთ ინფორმაცია მის შესახებ ,თუ სად არის დაკრძალული.არის ასეთი საიტი память народа.

ნიკა
32

ვა­სი­ლი თე­ო­დო­რის ძე და­ლა­ქიშ­ვი­ლი დაიბადაო 1941 წელსო, ტყვედ ჩავარდა 1941 წელსო და გარდაიცვალა 1941 წელსო.. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ქართველები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში სიცოცხლე "სიკვდილის ბანაკში" დაასრულეს - დაკარგული წინაპრების კვალდაკვალ

ქართველები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში სიცოცხლე "სიკვდილის ბანაკში" დაასრულეს - დაკარგული წინაპრების კვალდაკვალ

1941 წლის სექტემბრის დასაწყისში აუშვიცის სისასტიკით ცნობილ საკონცენტრაციო ბანაკში, მე-11 ბლოკის სარდაფში, 600-მდე საბჭოელი ტყვე, 250 პოლონელ დაავადებულ პატიმართან ერთად ჩაიყვანეს, სადაც ციკლონ B გაუშვეს. ეს იყო ტყვეების პირველი მასობრივად გაგუდვა აუშვიცის ბანაკში.

დაახლოებით ერთ თვეში, იმავე ბანაკში,10 000-მდე საბჭოთა სამხედრო ტყვე შეიყვანეს. ტყვეებს, როგორც ცოცხალ ძალას, ახლომდებარე სოფელ ბირკენაუში კიდევ ერთი საკონცენტრაციო ბანაკის სამშენებლო სამუშაოებში იყენებდნენ. სიკვდილიანობა პირველ თვეებში განსაკუთრებით მაღალი იყო.

გერმანული საარქივო მასალების თანახმად, აუშვიცის ბანაკში მთლიანობაში 14 000-ზე მეტი სამხედრო ტყვე დაიღუპა, რამდენიმე ასეული სხვა ბანაკში გადაიყვანეს, ზოგს გაუმართლა და ბანაკიდან გაქცევა შეძლო.

გერმანიის კაპიტულაციიდან გარკვეული დროის შემდეგ, ნიურბერგის პროცესის შედეგად, "სიკვდილის ბანაკის" ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ბანაკის კომენდანტი, რობერტ ჰიოსი, რომელიც კარგა ხანს იმალებოდა, იპოვეს და ტრიბუნალის გადანყვეტილებით, 1947 წლის 16 აპრილს ჩამოახრჩვეს.

ცნობისთვის, ნაცისტური გერმანიის პერიოდში, ის, ბანაკიდან სულ რამდენიმე მეტრში, ცოლთან და 4 შვილთან ერთად ცხოვრობდა. სიკვდილით დასაჯეს ყოფილი გესტაპოს ბიუროს გვერდით მოწყობილ ტრიბუნასთან, სადაც პირველი კრემატორიუმი შეიქმნა. მისი დიდი ოჯახიდან, შვილიშვილი, რაინერ ჰიოსი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც, წლების შემდეგ, ბაბუის ცოდვებზე ხმამაღლა ილაპარაკა,

რაინერ ჰიოსი აუშვიცში ჩავიდა და ებრაელებს ბოდიშიც მოუხადა. კომენდანტი ბაბუის შესახებ, რომელიც საბედისწერო გადაწყვეტილებებს ბანაკიდან რამდენიმე მეტრში, ფეშენებელურ სახლში მოწყობილ კაბინეტში იღებდა და რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა, სკოლის მასწავლებლისგან გაიგო, რადგან ოჯახში რობერტ ჰიოსზე არასდროს ლაპარაკობდნენ.

"ყოველთვის მინდოდა, ბაბუა ომში ყოფილიყო დაღუპული. ვერასდროს წარმომედგინა თუ მსგავსი სისასტიკის ჩადენა შეეძლო. ბოდიშს ვიხდი ყველაფრისთვის, თუკი ეს რამეს ნიშნავს", - მიმართა ებრაელებს რაინერ ჰიოსმა. მადლობის ნიშნად, ებრაული სიმბოლო, დავითის ვარსკვლავი აჩუქეს. ამ გადაწყვეტილების გამო, ოჯახმა მას ზურგი აქცია.

ძნელი სათქმელია, რომელ ეტაპზე და რამდენ ნაკადად მოჰყვნენ ქართველები "სიკვდილის ბანაკში", თუმცა, ქართველი ემიგრანტი, მეგი სტემპენი, რომელიც უკვე წლებია AMBEBI.GE -ს გერმანიის სხვადასხვა მიწაზე გაფანტული ქართველების შესახებ ცნობებს აწვდის, სწორედ აუშვიცის ბანაკში იპოვა მათი კვალი...

გთავაზობთ იმ ქართველების სიას, რომელთაც სიცოცხლე "სიკვდილის ბანაკში" დაასრულეს. მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ მათ უმეტესობას საერთო საფლავი აქვს და შესაბამისად, ნეშტის გადმოსვენება შეუძლებელია.

ბაგრატ დავითის ძე ძამაშვილი - დაბადებული 1910 წლის 15 მაისს, მარტყოფში. შემდეგი მისამართი - თბილისი, საქარის 18 (ჩუღურეთის რაიონი). მეუღლე აკინუში სარქისის ასული ძამაშვილი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 10 მაისს ქერჩში. ბანაკი: შტალაგი VI K (326). ბანაკის ნომერი 74035; გარდაიცვალა ტუბერკულოზით 1943 წლის 31 აგვისტოს. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

გრიგორი პარმენის ძე ხობუა - დაბადებული 1917 წლის 2 ივლისს, ხონის რაიონის სოფელ დედალაურში. დედის სავარაუდო სახელი - ევა. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 2 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VIII F (318). ბანაკის ნომერი: 8174. სავარაუდოდ, გარდაიცვალა 1941 წლის 15 ნოემბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი - აუშვიცი.

ასლან მემედის ძე დუმბაძე - დაბადებული 1920 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაისუბანში. მეუღლე ბატმე სულეიმანის ასული. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 7 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VIII F (318). ბანაკის ნომერი: 7852. გარდაიცვალა 1941 წლის 20 ნოემბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი - აუშვიცი.

ივანე იასონის ძე ღონღაძე - დაბადებული 1917 წლის 13 მარტს ბორჯომის რაიონის სოფელ კორტანეთში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 12 ივლისს. შტალაგი VIII F (318). ბანაკის ნომერი: 10379. გარდაიცვალა 1941 წლის 7 ნოემბერს. გარდაცვალების მიზეზი ინფექციური დაავადება. პირველადი დაკრძალვის ადგილი - აუშვიცი.

ვასილი თეოდორის ძე დალაქიშვილი - დაბადებული 1914 წლის 25 ნოემბერს, გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 2 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VIII F (318). ბანაკის ნომერი: 8600. გარდაიცვალა 1941 წლის 23 ნოემბერს. გარდაცვალების მიზეზად მითითებულია - გულის პრობლემები. პირველადი დაკრძალვის ადგილი - აუშვიცი.

ისაა ზაქარის ძე ბლიაძე - დაბადებული 1908 წლის 3 ივლისს, თბილისში. დედა - სონია, ქალიშვილობის გვარი გრძელიშვილი. და - ბლიაძე ანა, ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 15 აგვისტოს. ბანაკი: შტალაგი 327 ბანაკის ნომერი: 42306. გარდაიცვალა 1942 წლის 28 თებერვალს. პირველადი დაკრძალვის ადგილი - აუშვიცი. დაკარგულად ითვლება 1941 წლის დეკემბრიდან.

პროკოფი ფილიპეს ძე დვალიშვილი - დაბადებული 1914 წლის 14 აპრილს, ვანის რაიონის სოფელი სულორში. დაის სახელი მარიამი, ძმა - ლუკა. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 27 ივლისს. ბანაკი:შტალაგი VIII F (318). ბანაკის ნომერი: 8140. გარდაიცვალა 1941 წლის 10 ნოემბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი - აუშვიცი.

ალექსი საბას ძე ჩახვაშვილი - დაბადებული 1918 წელს, ყვარლის რაიონი, სოფელი ახალსოფელი. დედა, საბედა ჩახვაშვილი ლაზარეს ასული. სავალდებულო სამსახურში გაწვევის დრო - 1940 წლის 7 თებერვალი. ტყვედ ჩავარდა უკრაინის ქალაქ კოველში. ბანაკი: შტალაგი VIII (308). ბანაკის ნომერი - 30408. გარდაიცვალა 1941 წლის 21 ნოემბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი - აუშვიცი. დაკარგულად ითვლება 1941 წლის დეკემბრიდან.

იოსებ ივანეს ძე აგიაშვილი - დაბადებული 1919 წელს თელავის რაიონი, სოფელი კონდოლში. დედის სავარაუდო გვარი - მემანიშვილი. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 22 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VIII (318). ბანაკის ნომერი - 7863. გარდაიცვალა 1941 წლის 23 ნოემბერს. გარდაცვალების მიზეზად მითითებულია ფილტვების ანთება. პირველადი დაკრძალვის ადგილი - აუშვიცი.

გრიგორ ნაუმის ძე ნიკურაძე - დაბადებული 1922 წლის 15 იანვარს, სამტრედიის რაიონი, სოფელი კულაში. მეუღლე - ვარო (ან მარო) ქართველიშვილი. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 6 აგვისტოს. ბანაკი შტალაგი VIII (308). ბანაკის ნომერი 30109. გარდაიცვალა 1941 წლის 27 დეკემბერს. გარდაცვალების მიზეზად მითითებულია ინფარქტი. პირველადი დაკრძალვის ადგილი - აუშვიცი.

(შენიშვნა: მშობლების და მეუღლის სახელებში შეიძლება იყო მცირედი ცდომელებები).