მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაქირავები ბინიდან გაშვებით ემუქრებოდნენ... აქვს გულის მანკი, ჰყავს ორსული მეუღლე" - ადვოკატი ასახელებს მოტივს, რის გამოც ნიკოლოზ წურწუმია ბანკში შეიჭრა
"ნაქირავები ბინიდან გაშვებით ემუქრებოდნენ... აქვს გულის მანკი, ჰყავს ორსული მეუღლე" - ადვოკატი ასახელებს მოტივს, რის გამოც ნიკოლოზ წურწუმია ბანკში შეიჭრა

სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დას­ხმის გამო და­კა­ვე­ბულ ნი­კო­ლოზ წურ­წუ­მი­ას ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი ბარ­და­ვე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წურ­წუ­მი­ას ბან­კში შეს­ვლის მო­ტი­ვი გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა იყო. რო­გორც ბარ­და­ვე­ლი­ძე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტავს, წურ­წუ­მი­ას ბანკთან, სა­ხელ­მწი­ფოს­თან ან იმ დროს ბან­კში მყოფ ადა­მი­ა­ნებ­თან არა­ნა­ი­რი მო­თხოვ­ნა არ ჰქო­ნია.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, წურ­წუ­მი­ას ბი­ნის მე­ი­ჯა­რე სახ­ლი­დან გაშ­ვე­ბით ემუქ­რე­ბო­და.

"მო­ტი­ვი იყო პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა, არც ბან­კის მი­მართ და არც იქ მყო­ფი პი­რე­ბის მი­მართ არა­ნა­ი­რი მო­თხოვ­ნა ჩემ დაც­ვის ქვეშ მყოფს არ გა­უ­ჟ­ღე­რე­ბია და არც ჰქო­ნია ამი­სი გან­ზრახ­ვა. ეს იყო პრო­ტეს­ტი იმ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზეც არა­ერთ ადა­მი­ანს გა­უ­ჟ­ღე­რე­ბია უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. ეს პრო­ტეს­ტი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო გარ­კვე­ულ პირ­თა წრის მი­მართ, რო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ვვა­რა­უ­დობ, რომ შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა. დე­ტა­ლებ­ში ვერ შე­ვალ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ არ და­ვა­ზი­ა­ნო გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი.

მე­ი­ჯა­რე, რო­მე­ლიც მათ­ზე სახ­ლს აქი­რა­ვებ­და, სახ­ლი­დან გაშ­ვე­ბით ემუქ­რე­ბო­და. ამას­თან, სხვა პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც მის­თვის და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ჰქონ­დათ თან­ხა, მის მი­მართ გარ­კვე­ულ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ მუ­ქა­რის ტო­ნით. მისი პრო­ტეს­ტი უკავ­შირ­დე­ბო­და ყვე­ლა ამ დე­ტალს, კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნა ვინ­მეს მი­მართ არ ჰქო­ნია. რო­დე­საც ბან­კში შე­ვი­და, ორი გო­გო­ნა იყო, რო­მელ­საც შე­ე­შინ­და და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­რეთ გა­უშ­ვა, ვიდ­რე სა­მარ­თალ­დამ­ცვა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი და­ამ­ყა­რებ­დნენ მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას“, - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტა­ცია არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს. მი­სი­ვე თქმით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა და­კა­ვე­ბულს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ედა­ვე­ბა, თუმ­ცა, მას პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღი ჰქონ­და.

"მისი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტა­ცია არ არ­სე­ბობს, აქვს გუ­ლის მან­კი და გულ­თან და­კავ­ში­რე­ბით რიგი პრობ­ლე­მე­ბი. უნდა ჩა­ტა­რე­ბო­და ოპე­რა­ცია, ამის­თვის ამ­ზა­დებ­და დო­კუ­მენ­ტებს. ჰყავს ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე, რო­მელ­საც აქვს რიგი პრობ­ლე­მე­ბი. და­კა­ვე­ბულს ედა­ვე­ბი­ან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას, თუმ­ცა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი არ ჰქო­ნია, ეს იყო პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღი“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ბარ­და­ვე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, მეტ­რო­სად­გურ „ავ­ლაბ­რის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალს გუ­შინ ერთი პირი - ნი­კო­ლოზ წურ­წუ­მია თავს და­ეს­ხა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმელს მძევ­ლად 7 ადა­მი­ა­ნი ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი. წურ­წუ­მია მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იი
10

ქირის თავ თუ არ ქონდა ვერ დაეგდო ზუგდიდში

lol
0

დავწერიდი რაღაცას მაგრამ მერე შეწუხდებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ნაქირავები ბინიდან გაშვებით ემუქრებოდნენ... აქვს გულის მანკი, ჰყავს ორსული მეუღლე" - ადვოკატი ასახელებს მოტივს, რის გამოც ნიკოლოზ წურწუმია ბანკში შეიჭრა

"ნაქირავები ბინიდან გაშვებით ემუქრებოდნენ... აქვს გულის მანკი, ჰყავს ორსული მეუღლე" - ადვოკატი ასახელებს მოტივს, რის გამოც ნიკოლოზ წურწუმია ბანკში შეიჭრა

საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გამო დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის ინფორმაციით, წურწუმიას ბანკში შესვლის მოტივი გარკვეულ საკითხებზე პროტესტის გამოხატვა იყო. როგორც ბარდაველიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, წურწუმიას ბანკთან, სახელმწიფოსთან ან იმ დროს ბანკში მყოფ ადამიანებთან არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია.

ადვოკატის განმარტებით, წურწუმიას ბინის მეიჯარე სახლიდან გაშვებით ემუქრებოდა.

"მოტივი იყო პროტესტის გამოხატვა, არც ბანკის მიმართ და არც იქ მყოფი პირების მიმართ არანაირი მოთხოვნა ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს არ გაუჟღერებია და არც ჰქონია ამისი განზრახვა. ეს იყო პროტესტი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც არაერთ ადამიანს გაუჟღერებია უკმაყოფილება. ეს პროტესტი დაკავშირებული იყო გარკვეულ პირთა წრის მიმართ, რომელთა წინააღმდეგ ვვარაუდობ, რომ შეიძლება დაიწყოს გამოძიება. დეტალებში ვერ შევალ გამომდინარე იქიდან, რომ არ დავაზიანო გამოძიების ინტერესები.

მეიჯარე, რომელიც მათზე სახლს აქირავებდა, სახლიდან გაშვებით ემუქრებოდა. ამასთან, სხვა პირები, რომლებსაც მისთვის დასაბრუნებელი ჰქონდათ თანხა, მის მიმართ გარკვეულ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ მუქარის ტონით. მისი პროტესტი უკავშირდებოდა ყველა ამ დეტალს, კონკრეტული მოთხოვნა ვინმეს მიმართ არ ჰქონია. როდესაც ბანკში შევიდა, ორი გოგონა იყო, რომელსაც შეეშინდა და დაუყოვნებლივ გარეთ გაუშვა, ვიდრე სამართალდამცვავი ორგანოები დაამყარებდნენ მასთან კომუნიკაციას“, - აღნიშნა ადვოკატმა.

უფლებადამცველის განმარტებით, დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს, თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მისივე თქმით, საგამოძიებო უწყება დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების ედავება, თუმცა, მას პნევმატური იარაღი ჰქონდა.

"მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს, აქვს გულის მანკი და გულთან დაკავშირებით რიგი პრობლემები. უნდა ჩატარებოდა ოპერაცია, ამისთვის ამზადებდა დოკუმენტებს. ჰყავს ორსული მეუღლე, რომელსაც აქვს რიგი პრობლემები. დაკავებულს ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-ტარებას, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, ეს იყო პნევმატური იარაღი“, - აღნიშნა გიორგი ბარდაველიძემ.

ცნობისთვის, თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს გუშინ ერთი პირი - ნიკოლოზ წურწუმია თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. წურწუმია მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.

"საქართველოს ბანკში" მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

არსებული ინფორმაციით, ხაიშში ადგილობრივებმა სამართალდამცველს სცემეს - მომხდარი "კომენდანტის საათის" დარღვევას უკავშირდება

ბათუმში პოლიციელს ბოთლით დაზიანებები მიაყენეს - ბრალდებული დაკავებულია