კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდგინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შემოსავლების სამსახური
11 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდგინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შემოსავლების სამსახური

სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუქ­ტი "ნი­ნოწ­მინ­დას" მე­ბა­ჟე ოფიც­რებს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ. ინ­ფორ­მა­ცი­ას ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ამ ეტაპ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 11 მე­ბა­ჟე ოფიც­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

"COVID-19-ზე რისკ ჯგუ­ფე­ბის მიზ­ნობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სი­სა და პე­რი­ო­დუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნ­ქტ "ნი­ნოწ­მინ­დას“ მე­ბა­ჟე ოფიც­რებ­სა და თა­ნამ­შრო­მელ­თა სრულ შე­მად­გენ­ლო­ბას (სა­ერ­თო ჯამ­ში 50 პირი) გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­უ­ტარ­დათ.

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი "ნი­ნოწ­მინ­და“ სრუ­ლი დატ­ვირ­თვით, ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, მიზ­ნობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა რისკ ჯგუ­ფებ­ში მყოფ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს ჩა­უ­ტარ­და. ამას­თან, სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის ექი­მი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის მიერ, მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი, რაც გუ­ლის­ხმობს სა­თა­ნა­დო კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბას და მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე შე­სა­ბა­მი­სი დე­ტა­ლუ­რი ანამ­ნე­ზის შეკ­რე­ბას.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან კო­ორ­დი­ნი­რე­ბით, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ობი­ექ­ტებ­ზე, რისკ ჯგუ­ფებ­ში შე­მა­ვა­ლი პი­რე­ბის სის­ტე­მუ­რი ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა. ამას­თან, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, უწყე­ბის მიერ, ყვე­ლა ობი­ექ­ტზე შე­ტა­ნი­ლია ეფექ­ტუ­რი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობს და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი.ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი ყვე­ლას სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას უსურ­ვებს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

11 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდგინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შემოსავლების სამსახური

11 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდგინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შემოსავლების სამსახური

საბაჟო გამშვები პუქტი "ნინოწმინდას" მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირებული 11 მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"COVID-19-ზე რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას (საერთო ჯამში 50 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ.

აქვე განვმარტავთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდა“ სრული დატვირთვით, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მიზნობრივი ტესტირება რისკ ჯგუფებში მყოფ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, მიმდინარეობს ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური ანამნეზის შეკრებას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ობიექტებზე, რისკ ჯგუფებში შემავალი პირების სისტემური ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება. ამასთან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უწყების მიერ, ყველა ობიექტზე შეტანილია ეფექტური სადეზინფექციო საშუალებები და მიმდინარეობს დამუშავების პროცესი.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამართალდამცავებმა სოფელ გუმათში მოწყობილი რკინის კედელი აიღეს

"8 წელია ყოფილი მეუღლე არ მინახავს... ის ქალი როგორია? ახალგაზრდა და ლამაზი" - მარინა ბერიძე მეუღლეზე, რომელთან ერთადაც 42 წელი იცხოვრა

"უზრდელობაა დღეს საზოგადოებაში ნიღბის გარეშე გამოჩენა" - პაატა იმნაძე