ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი "ქართული ოცნების" მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციას მიესალმება, რომ პარტია კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.
"ბოლოს და ბოლოს კარგი ამბავია საქართველოდან. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ევროპული საბჭოს დესპანის მიერ წარდგენილ შეთანხმებას.
ეს არის არსებული ჩიხიდან ნაყოფიერი გამოსვლისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ნაბიჯს სხვა დაინტერესებული მხარეებიც მიყვებიან“, - წერს ევროპარლამენტარი "ტვიტერზე“.
ამერიკელი კონგრესმენი და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერი კონოლი ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს. იგი „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს.
„ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ ხელისუფლებას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალების ერთგულების გარშემო. მოხარული ვარ, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნისკენ მიმართა საკუთარი ძალისხმევა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წაახალისა, იგივე გააკეთოს“, - წერს კონგრესმენი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა.
რასაც უნდათ მოაწერონ ხელი და ვინც გინდა დაჯდეს ვითომ ქვეყნის სათავეში.....20 პროცენტი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული დანარჩენი 80 კი აშშ-ს მიერ.
ნეტაი წინასწარ თავებს არ იცხელებდეთ,ეს ოცნების ბლეფია ბლეფი! ოცნებამ იცის თუ არ მოგატყუა ფონს ვერ გავა.ისე რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, ვადამდელი არჩევნებისთვის და პოლიტპატიმრებისთვის.არა უნდა ეთქვას 20 ივნისის ამინისტიას.ახალგაზრდების თვალების დათხრისათვის დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.