სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა თან... ახლა დიდი ემოციური ფონი აქვს" - რას ამბობს "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელზე ადვოკატი?
"სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა თან... ახლა დიდი ემოციური ფონი აქვს" - რას ამბობს "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელზე ადვოკატი?

"სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლის, ნი­კო­ლოზ წურ­წუ­მი­ას ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი ჭო­ჭუ­ას გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით აღ­ჭურ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა და მხო­ლოდ სა­თა­მა­შო ტი­პის, სპორ­ტუ­ლი ია­რა­ღი ჰქონ­და.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, წურ­წუ­მია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს თა­ვად ჩა­ბარ­და. ამას­თან, მისი გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბულს ემო­ცი­უ­რი ფონი აქვს და ჯერ­ჯე­რო­ბით დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

"ამ ეტაპ­ზე სარ­გებ­ლობს დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით, ვი­ნა­ი­დან არის ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი. დიდი ემო­ცი­უ­რი ფონი აქვს და ხვა­ლი­დან დამ­შვი­დე­ბულ­ზე ითა­ნამ­შრომ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას­თან. მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი არ ჰქო­ნია. ჰქონ­და სა­თა­მა­შო ტი­პის, სპორ­ტუ­ლი ია­რა­ღი.

არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ აქვს. თვი­თონ­ვე ჩა­ბარ­და. ახლა იმ­ყო­ფე­ბა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში. ხვალ შე­ვალთ ად­ვო­კა­ტე­ბი, მო­ვი­ნა­ხუ­ლებთ და და­ნარ­ჩე­ნი, რომ გა­ვე­სა­უბ­რე­ბით მეტი ინ­ფორ­მა­ცია გვექ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ბრა­ლის წარ­დგე­ნას, ხვალ დაგ­ვი­კავ­შირ­დე­ბი­ან",- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჭო­ჭუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, დღეს თბი­ლის­ში, მეტ­რო­სად­გურ „ავ­ლაბ­რის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალს თავს ერთი პირი და­ეს­ხა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმელს მძევ­ლად 7 ადა­მი­ა­ნი ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი. მა­მა­კა­ცი მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტასტუს ქუო
9

პნევმატური იარაღი არაა სათამაშო იარაღი. 

ვერმიცანა
7

დიდი ხანია ფულზე გაწუწკებული და სინდისთან მწყრალად მყოფი ადვოკატები, იგონებენ აბსურდულ ტერმინებს, მკვლელების და ყაჩაღების სამართლიანი სასჯელისგან თავისდაღწევის ან სასჯელის შემსუფუქების მიზნით. სამართლის არცერთ ნორმაში არ არსებობს ცნება "სათამაშო ტიპის სპორტული იარაღი".

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა თან... ახლა დიდი ემოციური ფონი აქვს" - რას ამბობს "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელზე ადვოკატი?

"სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა თან... ახლა დიდი ემოციური ფონი აქვს" - რას ამბობს "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელზე ადვოკატი?

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულის, ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი არ ყოფილა და მხოლოდ სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა.

როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, წურწუმია სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. ამასთან, მისი განმარტებით, დაკავებულს ემოციური ფონი აქვს და ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს.

"ამ ეტაპზე სარგებლობს დუმილის უფლებით, ვინაიდან არის ძალიან აღელვებული. დიდი ემოციური ფონი აქვს და ხვალიდან დამშვიდებულზე ითანამშრომლებს გამოძიებასთან. მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. ჰქონდა სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი.

არანაირი დაზიანება არ აქვს. თვითონვე ჩაბარდა. ახლა იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში. ხვალ შევალთ ადვოკატები, მოვინახულებთ და დანარჩენი, რომ გავესაუბრებით მეტი ინფორმაცია გვექნება. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, ხვალ დაგვიკავშირდებიან",- განაცხადა გიორგი ჭოჭუამ.

ცნობისთვის, დღეს თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, "საქართველოს ბანკის" ფილიალს თავს ერთი პირი დაესხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. მამაკაცი მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.

"ნაქირავები ბინიდან გაშვებით ემუქრებოდნენ... აქვს გულის მანკი, ჰყავს ორსული მეუღლე" - ადვოკატი ასახელებს მოტივს, რის გამოც ნიკოლოზ წურწუმია ბანკში შეიჭრა

"მიყვარხართ და მენატრებით, მეუღლეს მიმიხედეთო..." - ადვოკატის თქმით, ბანკზე თავდამსხმელი ბოდიშს იხდის

საზარელი ფაქტი თბილისში - 63 წლის კაცმა ავტოფარეხში 7 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, შემდეგ იგივე განახორციელა 16 წლამდე პირთანაც