საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლაშა კლდი­აშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა გი­ორ­გი მე­ნაბ­დის­თვის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი მისი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას ითხოვ­და.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის, მი­რი­ან მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მე­ნაბ­დის პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი, ასე­ვე ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი, კერ­ძოდ კი, მი­მალ­ვის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე არ­სე­ბობს. პრო­კუ­რო­რის თქმით, გი­ორ­გი მე­ნაბ­დემ სის­ხლი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი გა­რე­ცხა, თუმ­ცა, ექ­სპერ­ტი­ზამ სის­ხლის დად­გე­ნა მა­ინც შეძ­ლო.

მი­რი­ან მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის თქმით, მსჯავ­რდე­ბულ გუგა ბარ­ბა­ქა­ძის ჩვე­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „ბარ­ბა­ქა­ძე აქამ­დეც ამ­ბობ­და, რომ მე­ნაბ­დე სა­რა­ლი­ძეს ურტყამ­და, ახლა კი ამ სა­განს სა­ხე­ლი და­არ­ქვა და თქვა, რომ და­ნას ურტყამ­და".

ად­ვო­კატ და­ვით და­დი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით კი, მე­ნაბ­დე უდა­ნა­შა­უ­ლოა. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, გუგა ბარ­ბა­ქა­ძემ რამ­დე­ნი­მე სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, „6 აპ­რილს გა­იღ­ვი­ძა და თქვა, რომ გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს ხელ­ში დანა და­უ­ნა­ხა".

და­დი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მთე­ლი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს ქვეყ­ნი­დან წას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა, მას ეს არ გა­უ­კე­თე­ბია. ად­ვო­კა­ტის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ აც­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა და­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ და ასე და­ი­ჭი­რეს.

და­დი­ა­ნი ეჭვქვეშ აყე­ნებს მსჯავ­რდე­ბულ ბარ­ბა­ქა­ძის ჩვე­ნე­ბას. ის და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა­ტომ და­კი­თხეს ბარ­ბა­ქა­ძე მა­შინ, როცა მას არა­ერ­თხელ აქვს ჩვე­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი და სამი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი ძა­ლა­შია შე­სუ­ლი.

პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით კი, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და ბარ­ბა­ქა­ძის გარ­და, ბოლო ერთ თვე­ში ათამ­დე პირი და­ი­კი­თხა.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გი­ორ­გი მე­ნაბ­დე გუ­შინ და­ა­კა­ვა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა გი­ორ­გი მე­ნაბ­დემ გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას­თან და მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თან ერ­თად, ჯგუ­ფუ­რად, თან ნა­ქო­ნი ბას­რი საგ­ნით, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, არას­რულ­წლო­ვან და­ვით სა­რა­ლი­ძეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­საც ორი მო­ზარ­დის, და­ვით სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ - გი­ორ­გი ჯა­ნა­შია, გუგა ბარ­ბა­ქა­ძე და მი­ხე­ილ კა­ლან­დია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ­მა გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უკვე და­ტო­ვა. ის ე.წ. უდოს კო­მი­სი­ამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ავტორი:

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა გიორგი მენაბდისთვის პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, მენაბდის პატიმრობაში ყოფნის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები, კერძოდ კი, მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმით, გიორგი მენაბდემ სისხლიანი ტანსაცმელი გარეცხა, თუმცა, ექსპერტიზამ სისხლის დადგენა მაინც შეძლო.

მირიან მეგრელიშვილის თქმით, მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ჩვენება მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, „ბარბაქაძე აქამდეც ამბობდა, რომ მენაბდე სარალიძეს ურტყამდა, ახლა კი ამ საგანს სახელი დაარქვა და თქვა, რომ დანას ურტყამდა".

ადვოკატ დავით დადიანის განცხადებით კი, მენაბდე უდანაშაულოა. ადვოკატის თქმითვე, გუგა ბარბაქაძემ რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, „6 აპრილს გაიღვიძა და თქვა, რომ გიორგი მენაბდეს ხელში დანა დაუნახა".

დადიანის განცხადებით, მთელი 3 წლის განმავლობაში, გიორგი მენაბდეს ქვეყნიდან წასვლის საშუალება ჰქონდა, თუმცა, მას ეს არ გაუკეთებია. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაურეკეს და უთხრეს, რომ აცრასთან დაკავშირებით უნდა დალაპარაკებოდნენ და ასე დაიჭირეს.

დადიანი ეჭვქვეშ აყენებს მსჯავრდებულ ბარბაქაძის ჩვენებას. ის დაინტერესდა, თუ რატომ დაკითხეს ბარბაქაძე მაშინ, როცა მას არაერთხელ აქვს ჩვენება მიცემული და სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაშია შესული.

პროკურორის განცხადებით კი, ამ წლების განმავლობაში გამოძიება არ დასრულებულა და ბარბაქაძის გარდა, ბოლო ერთ თვეში ათამდე პირი დაიკითხა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე გუშინ დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

მკვლელობა ქობულეთში - ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა

შსს ავრცელებს ოპერატიულ ვიდეომასალას, სადაც ავლაბარში ჩატარებული სპეცოპერაციაა გადაღებული

რა განცხადებას ავრცელებს შსს ავლაბარში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულზე?