პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა" - რა განცხადებებს ელიან ექსპერტები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 19 აპრილის კონფერენციიდან
"მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა" - რა განცხადებებს ელიან ექსპერტები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 19 აპრილის კონფერენციიდან

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ მთა­ვა­რი თემა ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი იქ­ნე­ბა, რომ­ლი­თაც მარ­თლა გა­ვა­ო­ცეთ და დავ­ღა­ლეთ არა მხო­ლოდ ევ­რო­პა, არა­მედ ყვე­ლა ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი და ეს ძა­ლი­ან ცუ­დია, ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ აღ­მოგ­ვაჩ­ნდა რე­სურ­სი იმი­სათ­ვის, რომ ეს პრობ­ლე­მა გა­დაგ­ვე­წყვი­ტა, - ამის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფილ­მა მრჩე­ველ­მა, თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც 19 აპ­რილს და­გეგ­მილ ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

თენ­გიზ ფხა­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბი კი­დევ ერთხელ შე­ეც­დე­ბი­ან გაგ­ვა­გე­ბი­ნონ, რომ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის დას­რუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­შია.

"ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი ჩვენ­ზე მე­ტად ზრუ­ნა­ვენ და ფიქ­რო­ბენ რო­გორ უნდა გა­მო­იყ­ვა­ნონ სა­ქარ­თვე­ლო ამ კრი­ზი­სი­დან. კრი­ზი­სი­დან გა­მო­სა­ვა­ლი არის იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ამის სურ­ვი­ლი არის, მე­გობ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვეხ­მა­რონ, მაგ­რამ ჩვენს ნაც­ვლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ მი­ი­ღე­ბენ და ალ­ბათ, კი­დევ ერთხელ შე­ეც­დე­ბი­ან, რომ გაგ­ვა­გე­ბი­ნონ, რომ ამ კრი­ზი­სის დას­რუ­ლე­ბა არის სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­ში და ამას თუ გა­ვი­გებთ კარ­გი იქ­ნე­ბა. მკა­ფიო მე­სი­ჯე­ბი აქამ­დეც იყო და 19 აპ­რილ­საც იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ გზავ­ნილს სწო­რი წა­კი­თხვა და სწო­რი გა­აზ­რე­ბა სჭირ­დე­ბა და იმე­დი მაქვს ჩვენს პო­ლი­ტი­კურ კლასს ამის უნა­რი კი­დევ შერ­ჩე­ნი­ლი აქვს", - გა­ნა­ცხა­და ფხა­ლა­ძემ.

ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ 19 აპ­რილს ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის სა­კი­თხზე არ იმ­სჯე­ლე­ბენ, თუმ­ცა, მისი შე­ფა­სე­ბით, შე­საძ­ლოა, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გარ­კვე­უ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი გაჟ­ღერ­დეს.

რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ დიპ­ლო­მა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით მკაც­რი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი წარ­მო­მად­გენ­ლის კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის.

„ამ ეტაპ­ზე ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დე­ბი, რომ და­სავ­ლე­თი ასეთ მკვეთრ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს და სან­ქცი­ე­ბის თე­მას რე­ა­ლუ­რად აა­მუ­შა­ვებს. თუმ­ცა, ზო­გად ნა­წილ­ში შე­საძ­ლოა, ამა­ზეც იყოს მი­ნიშ­ნე­ბა და გარ­კვე­უ­ლი მო­თხოვ­ნე­ბიც. თუ ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო არ გამ­წვავ­და და უფრო რა­დი­კა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი არ მი­ი­ღო, არ მგო­ნია, რომ ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში რე­ა­ლუ­რად დად­გეს. თუმ­ცა, ჩემი აზ­რით, დიპ­ლო­მა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი უფრო მკვეთ­რი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის“,-გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან უკვე ის­მის შე­ფა­სე­ბე­ბი, რომ რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან პარ­ლა­მენ­ტის ბო­ი­კო­ტი, ასე­ვე პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის არ­გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რუ­სე­თის­თვის არის სა­სარ­გებ­ლო.

„და­სავ­ლე­თი უკვე აფა­სებს, რომ თუ ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში არ შევა და იქ ცა­რი­ე­ლი სკა­მე­ბი იქ­ნე­ბა, ეს რუ­სე­თის­თვი­საა სა­სარ­გებ­ლო. ასე­ვე აფა­სე­ბენ იმა­საც, რომ თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს, ესეც რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვია. და­სავ­ლეთს ოპო­ზი­ცი­ა­ზე პირ­და­პი­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა არ შე­უძ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ერ­თა­დერ­თი ბერ­კე­ტი აქვს და­სავ­ლეთს, ეს არის ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი, მაგ­რამ ეს უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა. ჩათ­ვა­ლეთ, რომ თუ და­სავ­ლეთ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვეყ­ნის­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე, ეს არ ნიშ­ნავს მარ­ტო ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტას, არა­მედ იმას, რომ და­სავ­ლეთ­მა სა­ერ­თოდ და­ი­ვი­წყა სა­ქარ­თვე­ლო“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ის მო­ე­ლის, რომ 19 აპ­რილს და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა მო­წო­დე­ბუ­ლი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გეგ­მა.

„დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მათ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა არ იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან შორს იმ გეგ­მას­თან, რაც კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის მიერ იყო შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი, რო­გორც და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის სა­ერ­თო პო­ზი­ცია. ვფიქ­რობ, ამ­ჯე­რად უკვე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა მო­წო­დე­ბუ­ლი ეს გეგ­მა ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის­თვის. რამ­დე­ნად მი­ი­ღებს ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ამ შე­მო­თა­ვაზვბას, ამის თქმა გა­მი­ჭირ­დე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის გზე­ბი უნდა ეძე­ბოს.

„გა­მო­სა­ვა­ლი არის ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს პა­ტიმ­რე­ბი და და­ი­წყოს შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში შევა თუ არა“,-გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 19 აპ­რილს ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის არა­ფორ­მა­ლუ­რი ვი­დეო კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ჟო­ზეფ ბო­რე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხის და და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. აქვე სა­უ­ბა­რია, რომ რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, გან­სა­ხილ­ველ სა­კი­თხებს შო­რის იქ­ნე­ბა ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ინ­დო­ეთ­ში, მი­ან­მარ­ში, მო­ზამ­ბიკ­ში, ასე­ვე ერ­თობ­ლი­ვი და მრავ­ლის­მომ­ცვე­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა (JCPOA), იგი­ვე ირა­ნის ბირ­თვუ­ლი შე­თან­ხმე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
2

რა დროს პარლამენტი და ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრებია. მთავარია ჰესები არ აშენდეს... არსებულებს კი დემონტაჟი ჩაუტარდეს.

არც ნაცი, არც ქოცი
1

ბლა-ბლა. 30 წელი ცირკის ციყვები ვარტ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა" - რა განცხადებებს ელიან ექსპერტები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 19 აპრილის კონფერენციიდან

"მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა" - რა განცხადებებს ელიან ექსპერტები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 19 აპრილის კონფერენციიდან

ძალიან სამწუხაროა, რომ მთავარი თემა ისევ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი იქნება, რომლითაც მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არა მხოლოდ ევროპა, არამედ ყველა ჩვენი მეგობარი და ეს ძალიან ცუდია, ამდენი ხნის განმავლობაში არ აღმოგვაჩნდა რესურსი იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაგვეწყვიტა, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რითაც 19 აპრილს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.

თენგიზ ფხალაძის შეფასებით, ევროპელი მეგობრები კიდევ ერთხელ შეეცდებიან გაგვაგებინონ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულება საქართველოს ინტერესებშია.

"ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ და ფიქრობენ როგორ უნდა გამოიყვანონ საქართველო ამ კრიზისიდან. კრიზისიდან გამოსავალი არის იმ შემთხვევაში თუ ამის სურვილი არის, მეგობრები შეიძლება დაგვეხმარონ, მაგრამ ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ და ალბათ, კიდევ ერთხელ შეეცდებიან, რომ გაგვაგებინონ, რომ ამ კრიზისის დასრულება არის საქართველოს ინტერესებში და ამას თუ გავიგებთ კარგი იქნება. მკაფიო მესიჯები აქამდეც იყო და 19 აპრილსაც იქნება, მაგრამ ნებისმიერ გზავნილს სწორი წაკითხვა და სწორი გააზრება სჭირდება და იმედი მაქვს ჩვენს პოლიტიკურ კლასს ამის უნარი კიდევ შერჩენილი აქვს", - განაცხადა ფხალაძემ.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ 19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხზე არ იმსჯელებენ, თუმცა, მისი შეფასებით, შესაძლოა, აღნიშნულ საკითხზე გარკვეული მინიშნებები გაჟღერდეს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მოსალოდნელია, რომ დიპლომატების განცხადებები გაცილებით მკაცრი იქნება, ვიდრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის.

„ამ ეტაპზე ნამდვილად არ ველოდები, რომ დასავლეთი ასეთ მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს და სანქციების თემას რეალურად აამუშავებს. თუმცა, ზოგად ნაწილში შესაძლოა, ამაზეც იყოს მინიშნება და გარკვეული მოთხოვნებიც. თუ ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდა და უფრო რადიკალური ხასიათი არ მიიღო, არ მგონია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში რეალურად დადგეს. თუმცა, ჩემი აზრით, დიპლომატების განცხადებები უფრო მკვეთრი იქნება, ვიდრე კრისტიან დანიელსონის“,-განაცხადა ძაბირაძემ.

მისი განმარტებით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკვე ისმის შეფასებები, რომ როგორც ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი, ასევე პოლიტპატიმრების არგათავისუფლება, რუსეთისთვის არის სასარგებლო.

„დასავლეთი უკვე აფასებს, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და იქ ცარიელი სკამები იქნება, ეს რუსეთისთვისაა სასარგებლო. ასევე აფასებენ იმასაც, რომ თუ „ქართული ოცნება“ პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, ესეც რუსული ნარატივია. დასავლეთს ოპოზიციაზე პირდაპირი ზემოქმედება არ შეუძლია. რაც შეეხება ხელისუფლებას, ერთადერთი ბერკეტი აქვს დასავლეთს, ეს არის ეკონომიკური სანქციები, მაგრამ ეს უკიდურეს შემთხვევაში იქნება. ჩათვალეთ, რომ თუ დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ეკონომიკური დახმარების შეწყვეტის თაობაზე, ეს არ ნიშნავს მარტო ეკონომიკური დახმარების შეწყვეტას, არამედ იმას, რომ დასავლეთმა საერთოდ დაივიწყა საქართველო“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ის მოელის, რომ 19 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იქნება მოწოდებული კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული გეგმა.

„დარწმუნებული ვარ, მათ მიერ გაკეთებული განცხადება არ იქნება ძალიან შორს იმ გეგმასთან, რაც კრისტიან დანიელსონის მიერ იყო შემუშავებული და ქართველი პოლიტიკოსებისთვის მიწოდებული, როგორც დასავლელი პარტნიორების საერთო პოზიცია. ვფიქრობ, ამჯერად უკვე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იქნება მოწოდებული ეს გეგმა ქართველი პოლიტიკური ელიტისთვის. რამდენად მიიღებს ქართული პოლიტიკური ელიტა ამ შემოთავაზვბას, ამის თქმა გამიჭირდება“,-განაცხადა ძაბირაძემ.

მისი შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე, ხელისუფლებამ კრიზისიდან გამოსვლის გზები უნდა ეძებოს.

„გამოსავალი არის ის, რომ ხელისუფლებამ გაათავისუფლოს პატიმრები და დაიწყოს შემოთავაზებული გეგმის შესრულება, მიუხედავად იმისა, ოპოზიცია პარლამენტში შევა თუ არა“,-განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, 19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ვიდეო კონფერენცია გაიმართება. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ინფორმაციას მიაწვდის ბოლო დროს განვითარებული რამდენიმე საკითხის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. აქვე საუბარია, რომ როგორც მოსალოდნელია, განსახილველ საკითხებს შორის იქნება ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოში, ინდოეთში, მიანმარში, მოზამბიკში, ასევე ერთობლივი და მრავლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA), იგივე ირანის ბირთვული შეთანხმება.

"გზააბნეული "მესიჯბოქსის" შემდეგ, თალაკვაძის განცხადებაში აისახა ის, რაც წასვლისას დავაფიქსირეთ" - გახარიას გუნდი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე

"გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში" - არჩილ თალაკვაძე მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

"ბოლოს და ბოლოს კარგი ამბავია საქართველოდან" - როგორ ეხმაურებიან ევროპარლამენტსა და კონგრესში "ოცნების" გადაწყვეტილებას, ხელმოწერასთან დაკავშირებით