პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 აპრილიდან „ფორმულაზე“ კულინარიული პროექტი „სამზარეულოს ომები“ იწყება!
17 აპრილიდან „ფორმულაზე“ კულინარიული პროექტი „სამზარეულოს ომები“ იწყება!

17 აპ­რი­ლი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი - „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი“ - ახა­ლი სე­ზო­ნით ბრუნ­დე­ბა! ეს ამ პრო­ექ­ტის მე­ო­რე სე­ზო­ნია, თუმ­ცა ამ­ჯე­რად შთამ­ბეჭ­დავ კუ­ლი­ნა­რი­ულ შერ­კი­ნე­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში ვი­ხი­ლავთ. რო­გორც პრო­ექ­ტის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დი აღ­ნიშ­ნავს, ეს სე­ზო­ნი ბევ­რი კუ­თხით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი.

„სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის“ ახა­ლი სე­ზო­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ის არის, რომ მა­ყუ­რებ­ლე­ბი მხო­ლოდ ქარ­თულ კერ­ძებს იხი­ლა­ვენ. პრო­ექ­ტის შე­მოქ­მე­დე­ბით­მა გუნ­დმა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბევ­რი მი­ზე­ზის გამო მი­ი­ღო. ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და მა­ყუ­რებ­ლის­თვის მათი სხვა კუ­თხით და­ნა­ხე­ბაა. გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის ნაც­ნობ კერ­ძებს ნაც­ნო­ბი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით, მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი ვა­რი­ა­ცი­ე­ბით, მო­ამ­ზა­დე­ბენ, რაც მოყ­ვა­რულ კუ­ლი­ნა­რებს მათს სახ­ლში მომ­ზა­დე­ბას გა­უ­მარ­ტი­ვებს.

რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ ფრო­დაქ­შენ გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­თუ­კა ნარ­ტყოშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის“ ეს სე­ზო­ნი მას­შტა­ბუ­რი კას­ტინ­გით და­ი­წყო: „სტუ­დი­ა­ში მო­ვიწ­ვი­ეთ 40 წყვი­ლი, რომ­ლებ­საც ჟი­უ­რის გუ­ლის მო­სა­გე­ბად სულ რა­ღაც 30 წუთი ჰქონ­დათ. პრო­ექ­ტის ჟი­უ­რის ორ წევ­რს მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს, ყვე­ლა­ზე „სა­ხალ­ხო შეფი“ - გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლი და „ბო­კუზ დორ სა­ქარ­თვე­ლოს“ პრე­ზი­დენ­ტი, ბრენდ შეფი - მიშა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი, ხოლო ჟი­უ­რის მე­სა­მე წევ­რის ვი­ნა­ო­ბას მა­ყუ­რე­ბე­ლი 17 აპ­რილს გა­ი­გებს. მცი­რე ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­გიმ­ხელთ და გე­ტყვით, რომ იგი ეს­პა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­ფია. ვფიქ­რობ, პრო­ექ­ტში მისი გა­მო­ჩე­ნა „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებს“ კი­დევ უფრო გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებს, თა­ნაც ის აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­გებს ქალ­ბა­ტო­ნე­ბის გუ­ლებს,“ - აღ­ნიშ­ნავს თა­თუ­კა ნარ­ტყოშ­ვი­ლი.

უკვე ცნო­ბი­ლია „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის“ მო­ნა­წი­ლე­თა ვი­ნა­ო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტში ბედს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სახე ცდის, რაც მა­ყუ­რე­ბელ­მა უკვე იცის „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის“ ფე­ის­ბუ­კგ­ვერ­დი­დან და თი­ზე­რე­ბი­დან, მაგ­რამ მო­ი­პო­ვე­ბენ თუ არა ისი­ნი ად­გილს სა­ფი­ნა­ლო ათე­ულ­ში, ამას მალე გა­ვი­გებთ.

შე­გახ­სე­ნებთ, „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი“ ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ მიერ შექ­მნი­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მე­გაპ­რო­ექ­ტია, რო­მელ­საც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უკვე არა­ერ­თი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს.

„სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი“ 17 აპ­რი­ლი­დან ყო­ველ შა­ბათს, 22:30 სა­ათ­ზე „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გავა „ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თედო
9

წარმატება............

ილკარი
22

ფარჩაკები

ავტორი:

17 აპრილიდან „ფორმულაზე“ კულინარიული პროექტი „სამზარეულოს ომები“ იწყება!

17 აპრილიდან „ფორმულაზე“ კულინარიული პროექტი „სამზარეულოს ომები“ იწყება!

17 აპრილიდან ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი კულინარიული პროექტი - „სამზარეულოს ომები“ - ახალი სეზონით ბრუნდება! ეს ამ პროექტის მეორე სეზონია, თუმცა ამჯერად შთამბეჭდავ კულინარიულ შერკინებას ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ვიხილავთ. როგორც პროექტის შემოქმედებითი გუნდი აღნიშნავს, ეს სეზონი ბევრი კუთხით იქნება გამორჩეული.

„სამზარეულოს ომების“ ახალი სეზონის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ მაყურებლები მხოლოდ ქართულ კერძებს იხილავენ. პროექტის შემოქმედებითმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება ბევრი მიზეზის გამო მიიღო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართული კერძების პოპულარიზაცია და მაყურებლისთვის მათი სხვა კუთხით დანახებაა. გარდა ამისა, პროექტის მონაწილეები ქართველი მაყურებლისთვის ნაცნობ კერძებს ნაცნობი ინგრედიენტებით, მხოლოდ გამორჩეული ვარიაციებით, მოამზადებენ, რაც მოყვარულ კულინარებს მათს სახლში მომზადებას გაუმარტივებს.

როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ფროდაქშენ განყოფილების ხელმძღვანელი თათუკა ნარტყოშვილი აღნიშნავს, „სამზარეულოს ომების“ ეს სეზონი მასშტაბური კასტინგით დაიწყო: „სტუდიაში მოვიწვიეთ 40 წყვილი, რომლებსაც ჟიურის გულის მოსაგებად სულ რაღაც 30 წუთი ჰქონდათ. პროექტის ჟიურის ორ წევრს მაყურებელი კარგად იცნობს, ყველაზე „სახალხო შეფი“ - გურამ ბაღდოშვილი და „ბოკუზ დორ საქართველოს“ პრეზიდენტი, ბრენდ შეფი - მიშა ავსაჯანიშვილი, ხოლო ჟიურის მესამე წევრის ვინაობას მაყურებელი 17 აპრილს გაიგებს. მცირე ინფორმაციას გაგიმხელთ და გეტყვით, რომ იგი ესპანეთში მოღვაწე ძალიან წარმატებული შეფია. ვფიქრობ, პროექტში მისი გამოჩენა „სამზარეულოს ომებს“ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს, თანაც ის აუცილებლად მოიგებს ქალბატონების გულებს,“ - აღნიშნავს თათუკა ნარტყოშვილი.

უკვე ცნობილია „სამზარეულოს ომების“ მონაწილეთა ვინაობა. აღსანიშნავია, რომ პროექტში ბედს არაერთი ცნობილი სახე ცდის, რაც მაყურებელმა უკვე იცის „სამზარეულოს ომების“ ფეისბუკგვერდიდან და თიზერებიდან, მაგრამ მოიპოვებენ თუ არა ისინი ადგილს საფინალო ათეულში, ამას მალე გავიგებთ.

შეგახსენებთ, „სამზარეულოს ომები“ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ შექმნილი ორიგინალური ქართული კულინარიული მეგაპროექტია, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით უკვე არაერთი გულშემატკივარი და ერთგული მაყურებელი ჰყავს.

„სამზარეულოს ომები“ 17 აპრილიდან ყოველ შაბათს, 22:30 საათზე „ჩემი ცოლის დაქალების“ დასრულებისთანავე გავა „ფორმულას“ ეთერში.

კახეთში მოსახლეობის დასახლების და დასაქმების ახალი ინიციატივა KTW ჯგუფისგან

მზა ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება – რომელია ყველაზე გაყიდვადი სახეობები გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთსა და საქართველოში

„ვოისის“ ბოლო და მთავარი ეტაპი იწყება - როგორია ჟიურის მოლოდინი