მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაიწყო ფსიქოლოგიური ძალადობა... უცენზურო ლექსიკით მოგვმართავდა და სტუმრებთან გვიყვიროდა" - რას ჰყვებიან პროდიუსერები ია ფარულავაზე გადაცემიდან წასვლის შემდეგ?
"დაიწყო ფსიქოლოგიური ძალადობა... უცენზურო ლექსიკით მოგვმართავდა და სტუმრებთან გვიყვიროდა" - რას ჰყვებიან პროდიუსერები ია ფარულავაზე გადაცემიდან წასვლის შემდეგ?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქონ­და, რის გა­მოც ეკა­ტე­რი­ნე გვა­ხა­რი­ამ და ქეთი გუნ­ცა­ძემ გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტი" და­ტო­ვეს. პრო­დუ­სე­რე­ბი ტე­ლე­წამ­ყვანს ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

სა­ი­დან და­ი­წყო უთან­ხმო­ე­ბა და რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და წამ­ყვა­ნის მხრი­დან ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა, დე­ტა­ლებ­ზე AMBEBI.GE-ს ეკა­ტე­რი­ნე გვა­ხა­რია და ქეთი გუნ­ცა­ძე ესა­უბრნენ.

- რო­გორ და­ი­წყო თქვენ­სა და იას შო­რის უთან­ხმო­ე­ბა?

ქეთი:

- ჯერ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის გამო, ერთი წელი გაგ­ვე­ბუ­ტა. ია ყო­ველ­თვის რთუ­ლად იღებს მის­გან გან­სხვა­ვე­ბულ აზრს, ამ მხრივ სა­მუ­შაო პრო­ცე­სი ჯან­სა­ღად ვერ იმარ­თე­ბო­და. ეგო­ნა, რომ ყო­ველ­თვის მარ­თა­ლი იყო და მხო­ლოდ მის აზრს უნდა გა­ე­მარ­ჯვა. ჩვენ, პრო­დი­უ­სე­რებს, თუ რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი გვექ­ნე­ბო­და, თით­ქოს მტრუ­ლად იღებ­და. ყო­ფი­ლა მო­მენ­ტე­ბი, როცა რა­ღა­ცებს ამოვ­ჭრი­დით გა­და­ცე­მი­დან და ეს არ მოს­წონ­და, რაც არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა და­პი­რის­პი­რე­ბის სა­გა­ნი. ათას­ნა­ი­რი სტუ­მა­რი გვყო­ლია, ხან ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი, ხან ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი აზრი გა­მო­ით­ქმე­ბა, რა­ღაც არას­წო­რი ტერ­მი­ნო­ლო­გია და ძა­ლი­ან ბევ­რჯერ გა­დაგ­ვირ­ჩე­ნია გა­და­ცე­მაც და არ­ხიც, ჩვენ ამას სულ ვა­რე­გუ­ლი­რებ­დით, ყო­ველ­თვის, ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით ვი­ცავ­დით ეთი­კის ნორ­მებს.

ეკა:

- მე და ქეთი პრო­დი­უ­სე­რე­ბი ვართ, ამ­დე­ნი ხა­ნია ერ­თად ვმუ­შა­ობთ და ჩვენც გვაქვს იდე­უ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბი. ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, რომ ერთ აზ­რზე ვი­ყოთ, მაგ­რამ ეს სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლუ­რია, ამის გამო ხომ არ შე­იძ­ლე­ბა მუდ­მი­ვად სტრე­სი­სა და თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში იყო, სულ გვი­წევ­და თავ­დას­ხმა - თავ­დაც­ვის რე­ჟიმ­ში ყოფ­ნა.

- ასეთ პი­რო­ბებ­ში რო­გორ ახერ­ხებ­დით მუ­შა­ო­ბას?

- ვა­ხერ­ხებ­დით, ვი­ყა­ვით სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში, რო­გორც მა­ნამ­დე. ყვე­ლაფრს ჩვენ ვამ­ზა­დებ­დით - სტუ­მარ­თან შეხ­ვედ­რას, სცე­ნა­რის და­წე­რას, სი­უ­ჟე­ტე­ბის და­გეგ­მვას, შოუს ელე­მენ­ტე­ბის მო­ფიქ­რე­ბას. ამ ყვე­ლა­ფერს გამ­ზა­დე­ბულს ვუგ­ზავ­ნი­დით იას, ის ამას წა­ი­კი­თხავ­და ან არ წა­ი­კი­თხავ­და, არ ვიცი, მო­ვი­დო­და ეთერ­ში, ჩა­წერ­და და მი­დი­ო­და. არა­ფერ­ში არ ერე­ო­და. ამ­ბობ­და კი­დეც ამას - არა­ფერ­ში ვე­რე­ვიო. არ ერე­ო­და და თან ახერ­ხებ­და, რომ სულ პრე­ტენ­ზი­ე­ბი გა­მო­ეთ­ქვა.

- რო­გორ შე­რიგ­დით?

ქეთი:

- იან­ვრი­დან შეგ­ვი­რიგ­და. ჩვენ­თან ერ­თად ვინც მუ­შა­ობ­და და ვისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც გვე­კონ­ტაქ­ტე­ობ­და, ისი­ნი გა­და­ვიდ­ნენ სხვა არხზე, მარ­ტო­ე­ბი დავ­რჩით, შუ­ა­მა­ვა­ლი აღარ ჰყავ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და შეგ­ვრი­გე­ბო­და. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­აგ­რძე­ლა და­რეკ­ვა. ჩვენ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შეგვქმნია, მტრულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში არ ვყო­ფილ­ვართ. იან­ვრი­დან ნორ­მა­ლუ­რად იქ­ცე­ო­და, მაგ­რამ ბოლო ერთი თვე გა­და­წყვი­ტა გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი­ყო. პრო­დი­უ­სე­რის ფუნ­ქცი­ე­ბიც თა­ვის თავ­ზე აიღო. და­ი­წყო მონ­ტაჟ­ში ჩა­რე­ვა და ასე შემ­დეგ....

- რო­დე­საც პოს­ტი და­წე­რეთ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა ახ­სე­ნეთ... ეს რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და?

- ნელ-ნელა და­ი­წყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ რაც არ უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, მუდ­მი­ვად საყ­ვე­დუ­რებს ვი­ღებ­დით. თუ რა­ღაც ვერ მო­ვიფ­ქ­რეთ, რა­ტომ ვერ მო­ი­ფიქ­რეთ? თუ რა­ღაც მო­ვი­ფიქ­რეთ - ეს რა­ტომ მო­ი­ფიქ­რეთ, ვინ მო­ი­ფიქ­რა ეს "სი­სუ­ლე­ლეო"... ოღონდ ამ ყვე­ლა­ფერს უცენ­ზუ­რო ლექ­სი­კით ამ­ბობ­და, ისე, რა­საც აქ ვერ ვი­ტყვი. არც ამა­ზე გვქონ­და პრობ­ლე­მა, ასე მე­ტყვე­ლებს და თა­ვი­სი საქ­მეა, მაგ­რამ ჩვენს შრო­მას ხაზს უს­ვამ­და, მხო­ლოდ თა­ვის მარ­თლე­ბა­ში ვი­ყა­ვით. თუ ოდ­ნავ სად­მე რა­ღაც ისე არ იქ­ნე­ბო­და, ეს ჩვე­ნი ბრა­ლი იყო, თუ მა­ღალ რე­ი­ტინგს და­წერ­და - მისი დამ­სა­ხუ­რე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი იყო. გა­და­ცე­მის ჩა­წე­რი­სას, ჩვენ ხომ სა­ე­თე­რო­ში ვი­ყა­ვით მას­თან "ყურ­ზე" და სტუმ­რის თან­დას­წრე­ბი­თაც არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა, რომ გვიყ­ვი­რო­და - ეს რა და­გი­წე­რი­ათ, ეს ვინ გა­ა­კე­თა, მე ამას არ წა­ვი­კი­თხა­ვო...

- ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, რა იყო ბოლო წვე­თი, რა­მაც გა­და­ცე­მი­დან წა­მოს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­გა­ღე­ბი­ნათ?

ეკა:

- ახალ მე­ნე­ჯმენ­ტთან გვქონ­და შეხ­ვედ­რა და­ნიშ­ნუ­ლი. შეხ­ვედ­რის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა "სთო­რად" ვი­დეო ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის სტუმ­რო­ბი­დან და და­წე­რა, - თუ ამ ხალ­ხს ან ტე­ლე­ვი­ზია ეს­მის, ან შოუს კე­თე­ბა, ეს რო­გორ უნდა ამო­ეჭ­რა­თო. სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი გა­და­ცე­მი­დან რომ 45 წუთი უნდა და­ტო­ვო, რა­ღა­ცებს ამოჭ­რი, აბა, რა იქ­ნე­ბა. რა გა­და­ცე­მაც გვქონ­და და რაც მოყ­ვე­ბო­და, ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცო­დით. მერე ახალ მე­ნე­ჯმენ­ტთან შეხ­ვედ­რი­სას, 15 ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით შეკ­რე­ბი­ლი, ზო­გი­ერთს სა­ერ­თოდ პირ­ვე­ლად ვხე­დავ­დით და ამ­დე­ნი ხალ­ხის თან­დას­წრე­ბით და­ი­წყო აგ­რე­სია ჩვენს მი­მართ - ეს ამოჭ­რეს და რა­ტომ ამოჭ­რეს, ცუდი სტუ­მა­რი მო­მიყ­ვა­ნეს და ასე შემ­დეგ. მერე ბო­ლოს ძა­ლი­ან უხამ­სი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი მი­ვი­ღეთ, თან მა­ღალ ტო­ნა­ლო­ბა­ში, არც გვინ­და გა­მე­ო­რე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, ჩვენს ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს იმ­პე­რა­ტი­უ­ლი ტო­ნით მი­წე­რა, - სად არის სცე­ნა­რიო?

- არ­ხის მე­ნე­ჯმენ­ტის­გან რა რე­აქ­ცია მოჰ­ყვა ამ ყვე­ლა­ფერს?

- დღეს გვქონ­და შეხ­ვედ­რა არ­ხის მე­ნე­ჯმენ­ტთან. მათ ამ ეტაპ­ზე სრუ­ლი­ად ჯან­სა­ღი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტეს და მათ­თვი­საც მი­უ­ღე­ბე­ლია თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ამ ფორ­მით ურ­თი­ერ­თო­ბა. შეგ­ვპირ­დნენ და ახლა ვე­ლო­დე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მით ამ ყვე­ლაფ­რის სა­ჯა­როდ გა­ცხა­დე­ბას.

ქეთი:

- ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლე­ბი ვართ. ამ­ხე­ლა სტრე­სუ­ლი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გა­და­დის, რაც ძა­ლი­ან გულ­სა­წყვე­ტია. რეს­პონ­დენ­ტებ­ზე თა­მა­მად ვი­ტყვი, რომ ყვე­ლა გვი­რე­კავ­და, რო­გორც გუნდს და მად­ლო­ბას გვიხ­დი­და. სტუმ­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო ის, რაც გვა­ბედ­ნი­ე­რებ­და და გვაძ­ლე­ბი­ნებ­და.

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111
0

ამქალს ძალიან მაღალი თვითშეფასება აქვს. მართლა ჰოლივუდის ვარკვლავი გონია ტავი და გონია მაგ თავისი გინებებით რარაც რეიტინგს დებს და ამით აბითურებს იმ არხებსაც სადაც მუშაობს, არადა ხალხს უკვე ყელში ყავს თავის გინებებით მაგრამ სამწუხაროდ ვერ ხვდებიან აგერ ახალი გადაცემა მისცეს რაღა უნდა ვილაპარაკოთ მაგ ადამიანთან რაც სალაპარაკოიყო ყველამ ყველაფერი ილაპარაკა, არა მგონია მაგ გადაცემას მაყურებელი ყავდეს

 

ყნდა აუცვას ყველამ და უმუშვარი დარჩეს სახლში აი მაშინ მიხვდება რომ ყელში ყავს ყველას..

ნათია
0

რა მოგდით, რა ხალხს ასაქმებთ ტელევიზიებში. გაემოვნება არ გაქვთ? როგორც ვიცი თბილისში დღემდე არიან ღირსეულ ქალთა ნიმუში ქალები, ან ნ არკომანებს რატომ აჩვენებთ სამაგალითოა მათი საქმიანობა ან ცხოვრება, ან ათასგვარი სიბინძურის ჩამდენ დედაკაცებს, კარგები არ არიან?, დასვამთ ტქლევიზიაშიამკაბაწამოხდილ ქალებს და ასაუბრებთ ათას სისულელეებზე. ღირსება სულ დავკარგეთ? აღარ გვჭირდება? იმიტომ არის ქუჩაში რომ სცემენ ქალებს, ქმარს ცოლთან კამათს და დავას არ პატიობთ და სასამართლომდე მიგყავთ მათი ოჯახური საქმეების გარჩევა და წესიერ და პატიოსან ადამიანებზე სიტყვას არ ძრავთ. რა დაგიშავეს სკოლებმა თვქში ერთხელ რომ ვერ ახერხებთ სასწავლებლებზე გადაცცემას. ჩაწვდომიხართ და გამოგიკვლევიათ სახლიდან ბავშვების მეცადინეობა რა ძნელია? რაში გვჭირდება ია ფარულავას გადაცემები ამ დონეზე. ან ნარკომანებთან შეხვედრები და საუბრები, წყალს მიაქვს თქვენთან ყველაფერი რასაც ზნეობა მოითხოვს, თუ აწირ უნდა წაიღოს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დაიწყო ფსიქოლოგიური ძალადობა... უცენზურო ლექსიკით მოგვმართავდა და სტუმრებთან გვიყვიროდა" - რას ჰყვებიან პროდიუსერები ია ფარულავაზე გადაცემიდან წასვლის შემდეგ?

"დაიწყო ფსიქოლოგიური ძალადობა... უცენზურო ლექსიკით მოგვმართავდა და სტუმრებთან გვიყვიროდა" - რას ჰყვებიან პროდიუსერები ია ფარულავაზე გადაცემიდან წასვლის შემდეგ?

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ია ფარულავას გადაცემის პროდიუსერებთან დაპირისპირება ჰქონდა, რის გამოც ეკატერინე გვახარიამ და ქეთი გუნცაძემ გადაცემა "ფარულ კონვერტი" დატოვეს. პროდუსერები ტელეწამყვანს ფსიქოლოგიურ ძალადობასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

საიდან დაიწყო უთანხმოება და რაში გამოიხატებოდა წამყვანის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობა, დეტალებზე AMBEBI.GE-ს ეკატერინე გვახარია და ქეთი გუნცაძე ესაუბრნენ.

- როგორ დაიწყო თქვენსა და იას შორის უთანხმოება?

ქეთი:

- ჯერ სამუშაო რეჟიმზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, ერთი წელი გაგვებუტა. ია ყოველთვის რთულად იღებს მისგან განსხვავებულ აზრს, ამ მხრივ სამუშაო პროცესი ჯანსაღად ვერ იმართებოდა. ეგონა, რომ ყოველთვის მართალი იყო და მხოლოდ მის აზრს უნდა გაემარჯვა. ჩვენ, პროდიუსერებს, თუ რაიმე განსხვავებული აზრი გვექნებოდა, თითქოს მტრულად იღებდა. ყოფილა მომენტები, როცა რაღაცებს ამოვჭრიდით გადაცემიდან და ეს არ მოსწონდა, რაც არაერთხელ გამხდარა დაპირისპირების საგანი. ათასნაირი სტუმარი გვყოლია, ხან ჰომოფობიური, ხან ქსენოფობიური აზრი გამოითქმება, რაღაც არასწორი ტერმინოლოგია და ძალიან ბევრჯერ გადაგვირჩენია გადაცემაც და არხიც, ჩვენ ამას სულ ვარეგულირებდით, ყოველთვის, ნებისმიერი ფორმით ვიცავდით ეთიკის ნორმებს.

ეკა:

- მე და ქეთი პროდიუსერები ვართ, ამდენი ხანია ერთად ვმუშაობთ და ჩვენც გვაქვს იდეური განსხვავებები. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ერთ აზრზე ვიყოთ, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია, ამის გამო ხომ არ შეიძლება მუდმივად სტრესისა და თავის მართლების რეჟიმში იყო, სულ გვიწევდა თავდასხმა - თავდაცვის რეჟიმში ყოფნა.

- ასეთ პირობებში როგორ ახერხებდით მუშაობას?

- ვახერხებდით, ვიყავით სამუშაო რეჟიმში, როგორც მანამდე. ყველაფრს ჩვენ ვამზადებდით - სტუმართან შეხვედრას, სცენარის დაწერას, სიუჟეტების დაგეგმვას, შოუს ელემენტების მოფიქრებას. ამ ყველაფერს გამზადებულს ვუგზავნიდით იას, ის ამას წაიკითხავდა ან არ წაიკითხავდა, არ ვიცი, მოვიდოდა ეთერში, ჩაწერდა და მიდიოდა. არაფერში არ ერეოდა. ამბობდა კიდეც ამას - არაფერში ვერევიო. არ ერეოდა და თან ახერხებდა, რომ სულ პრეტენზიები გამოეთქვა.

- როგორ შერიგდით?

ქეთი:

- იანვრიდან შეგვირიგდა. ჩვენთან ერთად ვინც მუშაობდა და ვისი საშუალებითაც გვეკონტაქტეობდა, ისინი გადავიდნენ სხვა არხზე, მარტოები დავრჩით, შუამავალი აღარ ჰყავდა და იძულებული გახდა შეგვრიგებოდა. ჩვეულებრივად გააგრძელა დარეკვა. ჩვენ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, მტრულ დამოკიდებულებაში არ ვყოფილვართ. იანვრიდან ნორმალურად იქცეოდა, მაგრამ ბოლო ერთი თვე გადაწყვიტა გააქტიურებულიყო. პროდიუსერის ფუნქციებიც თავის თავზე აიღო. დაიწყო მონტაჟში ჩარევა და ასე შემდეგ....

- როდესაც პოსტი დაწერეთ, ფსიქოლოგიური ძალადობა ახსენეთ... ეს რაში გამოიხატებოდა?

- ნელ-ნელა დაიწყო ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, მუდმივად საყვედურებს ვიღებდით. თუ რაღაც ვერ მოვიფქრეთ, რატომ ვერ მოიფიქრეთ? თუ რაღაც მოვიფიქრეთ - ეს რატომ მოიფიქრეთ, ვინ მოიფიქრა ეს "სისულელეო"... ოღონდ ამ ყველაფერს უცენზურო ლექსიკით ამბობდა, ისე, რასაც აქ ვერ ვიტყვი. არც ამაზე გვქონდა პრობლემა, ასე მეტყველებს და თავისი საქმეა, მაგრამ ჩვენს შრომას ხაზს უსვამდა, მხოლოდ თავის მართლებაში ვიყავით. თუ ოდნავ სადმე რაღაც ისე არ იქნებოდა, ეს ჩვენი ბრალი იყო, თუ მაღალ რეიტინგს დაწერდა - მისი დამსახურება. ეს ყველაფერი დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იყო. გადაცემის ჩაწერისას, ჩვენ ხომ საეთეროში ვიყავით მასთან "ყურზე" და სტუმრის თანდასწრებითაც არაერთხელ ყოფილა, რომ გვიყვიროდა - ეს რა დაგიწერიათ, ეს ვინ გააკეთა, მე ამას არ წავიკითხავო...

- ამ ყველაფრის შემდეგ, რა იყო ბოლო წვეთი, რამაც გადაცემიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიგაღებინათ?

ეკა:

- ახალ მენეჯმენტთან გვქონდა შეხვედრა დანიშნული. შეხვედრის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა "სთორად" ვიდეო ნინუცა მაყაშვილის სტუმრობიდან და დაწერა, - თუ ამ ხალხს ან ტელევიზია ესმის, ან შოუს კეთება, ეს როგორ უნდა ამოეჭრათო. საათნახევრიანი გადაცემიდან რომ 45 წუთი უნდა დატოვო, რაღაცებს ამოჭრი, აბა, რა იქნება. რა გადაცემაც გვქონდა და რაც მოყვებოდა, ძალიან კარგად ვიცოდით. მერე ახალ მენეჯმენტთან შეხვედრისას, 15 ადამიანი ვიყავით შეკრებილი, ზოგიერთს საერთოდ პირველად ვხედავდით და ამდენი ხალხის თანდასწრებით დაიწყო აგრესია ჩვენს მიმართ - ეს ამოჭრეს და რატომ ამოჭრეს, ცუდი სტუმარი მომიყვანეს და ასე შემდეგ. მერე ბოლოს ძალიან უხამსი და შეურაცხმყოფელი სიტყვები მივიღეთ, თან მაღალ ტონალობაში, არც გვინდა გამეორება. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს იმპერატიული ტონით მიწერა, - სად არის სცენარიო?

- არხის მენეჯმენტისგან რა რეაქცია მოჰყვა ამ ყველაფერს?

- დღეს გვქონდა შეხვედრა არხის მენეჯმენტთან. მათ ამ ეტაპზე სრულიად ჯანსაღი პოზიცია გამოხატეს და მათთვისაც მიუღებელია თანამშრომლებთან ამ ფორმით ურთიერთობა. შეგვპირდნენ და ახლა ველოდებით ოფიციალური ფორმით ამ ყველაფრის საჯაროდ გაცხადებას.

ქეთი:

- ძალიან შეურაცხყოფილები ვართ. ამხელა სტრესული მუშაობის შემდეგ, პირად შეურაცხყოფაზე გადადის, რაც ძალიან გულსაწყვეტია. რესპონდენტებზე თამამად ვიტყვი, რომ ყველა გვირეკავდა, როგორც გუნდს და მადლობას გვიხდიდა. სტუმრების დამოკიდებულება იყო ის, რაც გვაბედნიერებდა და გვაძლებინებდა.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია