საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველამ იცის, რომ ჩემს შვილს ხელში არაფერი ეკავა, თავადაც დაჭრილი იყო იმ დღეს" - რას ამბობს სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა?
"ყველამ იცის, რომ ჩემს შვილს ხელში არაფერი ეკავა, თავადაც დაჭრილი იყო იმ დღეს" - რას ამბობს სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა?

და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი მე­ნაბ­დის დედა ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი ბრალს არ აღი­ა­რებს. ამის შე­სა­ხებ მან "ტვ პირ­ვე­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ აკა­ვებ­დნენ აქამ­დე მის შვილს და ხომ არ უკავ­შირ­დე­ბო­და ეს, მა­მის, დე­კა­ნოზ შიო მა­ნებ­დის გავ­ლე­ნებს, ბრალ­დე­ბუ­ლის დედა პა­სუ­ხობს:

"სო­ფელ დიღ­მის მღვდე­ლი არის გავ­ლე­ნი­ა­ნი მღვდელმსა­ხუ­რი? ვისი გავ­ლე­ნი­ა­ნი მღვდელმსა­ხუ­რია? თა­ვი­დან, როცა მო­ა­კი­თხეს და და­კი­თხვა­ზე აიყ­ვა­ნეს, პირ­ვე­ლი დღი­დან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. არც და­მა­ლუ­ლა, არც უარი უთ­ქვამს არა­ფერ­ზე, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზეც და­ი­ო­და.

იმ დღეს თა­ვა­დაც დაჭ­რი­ლი იყო, 0,33 მი­ლი­მეტ­რი იყო და­შო­რე­ბუ­ლი სა­სიკ­ვდი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბას. უარ­ყოფს ბრალს, ყვე­ლამ იცის იქ მყოფ­მა, რომ ამას ხელ­ში არა­ფე­რი ეკა­ვა" - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის დედა.

და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი მე­ნაბ­დის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლის, ად­ვო­კა­ტის და­ვით და­დი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბულს ის დღეს შეხ­ვდე­ბა. მისი თქმით, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლებ­ზე მას შემ­დეგ ისა­უბ­რებს, რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბა საქ­მის მა­სა­ლებს გა­დას­ცემს და თა­ვად ბრალ­დე­ბულს გა­ე­სა­უბ­რე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე კი­დევ ერთი პირი, გი­ორ­გი მე­ნაბ­დე და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა გ.მ-მ, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერ­თად, ჯგუ­ფუ­რად, თან ნა­ქო­ნი ბას­რი საგ­ნით, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, არას­რულ­წლო­ვან და­ვით სა­რა­ლი­ძეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, 2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­საც ორი მო­ზარ­დის, და­ვით სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ - გი­ორ­გი ჯა­ნა­შია, გუგა ბარ­ბა­ქა­ძე და მი­ხე­ილ კა­ლან­დია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ­მა გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უკვე და­ტო­ვა. ის ე.წ. უდოს კო­მი­სი­ამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოკა
2

უსინდისოები ხართ. ბიჭი ცივ მიწაში სამუდამოდ ჩააწვინა და ადამიანობა არ გეყოთ რო სიმართლე გეღიარებინათ. სირცხვილია.

ანი
1

მე არ მახსოვს წლების მანძილზე ვინმე დაიჭირონ და თქვას დამნაშავე ვარო.. ან მშობელმა თქვას თუ ჩემა შვილმა დაააშავა დაისაჯოსო.. ყველა როგორ მართალია ამ საქართველოში

ავტორი:

"ყველამ იცის, რომ ჩემს შვილს ხელში არაფერი ეკავა, თავადაც დაჭრილი იყო იმ დღეს" - რას ამბობს სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა?

"ყველამ იცის, რომ ჩემს შვილს ხელში არაფერი ეკავა, თავადაც დაჭრილი იყო იმ დღეს" - რას ამბობს სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა?

დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მან "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ აკავებდნენ აქამდე მის შვილს და ხომ არ უკავშირდებოდა ეს, მამის, დეკანოზ შიო მანებდის გავლენებს, ბრალდებულის დედა პასუხობს:

"სოფელ დიღმის მღვდელი არის გავლენიანი მღვდელმსახური? ვისი გავლენიანი მღვდელმსახურია? თავიდან, როცა მოაკითხეს და დაკითხვაზე აიყვანეს, პირველი დღიდან ვთანამშრომლობთ. არც დამალულა, არც უარი უთქვამს არაფერზე, სასამართლო პროცესებზეც დაიოდა.

იმ დღეს თავადაც დაჭრილი იყო, 0,33 მილიმეტრი იყო დაშორებული სასიკვდილო მდგომარეობას. უარყოფს ბრალს, ყველამ იცის იქ მყოფმა, რომ ამას ხელში არაფერი ეკავა" - ამბობს ბრალდებულის დედა.

დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული გიორგი მენაბდის ინტერესების დამცველის, ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით, ბრალდებულს ის დღეს შეხვდება. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე მას შემდეგ ისაუბრებს, როდესაც გამოძიება საქმის მასალებს გადასცემს და თავად ბრალდებულს გაესაუბრება.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გ.მ-მ, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

შსს ავრცელებს ოპერატიულ ვიდეომასალას, სადაც ავლაბარში ჩატარებული სპეცოპერაციაა გადაღებული

რა განცხადებას ავრცელებს შსს ავლაბარში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულზე?

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ზუგდიდელი ნიკა წურწუმიაა