პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მტკიცებულებების გარეშე არაფრის არ მჯერა... ზანგურს რომ ეთქვა ცოლი მცემდაო, უნდა დაგვეჯერებინა?" - იაგო ხვიჩია მაყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება
"მტკიცებულებების გარეშე არაფრის არ მჯერა... ზანგურს რომ ეთქვა ცოლი მცემდაო, უნდა დაგვეჯერებინა?" - იაგო ხვიჩია მაყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

"გირ­ჩის" ლი­დე­რი იაგო ხვი­ჩია ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ ატე­ხილ კამ­პა­ნი­ას აფა­სებს, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი ყო­ფილ მე­უღ­ლეს - ბესო ზან­გურს ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ხვი­ჩი­ას აზ­რით, მსა­ხი­ო­ბი “მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ტა­ლახს ის­ვრის”, რაც დიდი სი­ბინ­ძუ­რე და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბო­რო­ტე­ბაა, რო­მე­ლიც პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა­ზე მე­ტად ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბებს აზი­ა­ნებს.

AMBEBI.GE-სთან იაგო ხვი­ჩია ამ­ბობს, რომ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­თან არ აქვს პრე­ტენ­ზია, არა­მედ "Me Too კამ­პა­ნი­ის" ავ­ტო­რებ­თან, რომ­ლე­ბიც შუ­რის­ძი­ე­ბის ია­რა­ღად იქცა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- იაგო, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს ადა­მი­ანს 11 წლის შემ­დგ?

- ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უნდა გქონ­დეს, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე გაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. თუ არ გაქვს, მა­შინ მე შე­მიძ­ლია თქვენ­ზე ვთქვა რა­ღაც, ან და­გაბ­რა­ლოთ და სი­ა­მა­ყით გან­ვა­ცხა­დო, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გა­მაჩ­ნია, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა რა­ღაც­ნა­ი­რად იყოს ვალ­დე­ბუ­ლი, რომ მხა­რი და­გი­ჭი­როთ, თუ გა­გაკ­რი­ტი­კოთ. ზო­გა­დად, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე და­უშ­ვე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის­თვის ასე­თი რა­ღა­ცის სი­ა­მა­ყით დაბ­რა­ლე­ბა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, ვინც გინ­და იყოს. სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ ბესო ზან­გურს, რაც ვიცი, მას­ზე კარ­გი არა­ფე­რი გა­მი­გია, მაგ­რამ ადა­მი­ან­ზე ასე­თი რა­ღა­ცის დაბ­რა­ლე­ბა, ის, რომ 11 წლის წინ მან რა­ღა­ცა ქნა, რა­ზეც მას არ შე­უძ­ლია ნო­მი­ნა­ლუ­რა­დაც კი თა­ვის მარ­თლე­ბა, სი­სუ­ლე­ლეა.

ასევე დაგაინტერესებთ
00:02 / 14-04-2021

"ბესოს ძალადობები, თქვენ გარდა, ყველამ ვიცოდით, თქვენივე ხელით რომ გამოკვებეთ ეს ამაზრზენი ადამიანი, ვერც ხედავდით" - ნინუცა მაყაშვილის ბიცოლა რობერტ სტურუას

15:21 / 14-04-2021

"სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ" - ბესო ზანგურს კიდევ ერთ ძალადობაში ამხელენ

16:06 / 14-04-2021

"ჩვენების მიცემას არ ვაპირებ, არც ჩივილს, არ მინდა, რომ ბესო ზანგური დაიჭირონ" - რას ამბობს ნინუცა მაყაშვილი, რომელიც გამოკითხვაზე შსს-ში დაიბარეს

18:09 / 14-04-2021

"ნინუცა, ფაქტობრივად, გავაცოცხლეთ... უმძიმესი რაღაც აქვს გამოვლილი, შოკში ვარ გუშინდელი პოსტების შემდეგ" - რუსკა მაყაშვილი სტურუას და თეატრის პოზიციას ეხმაურება

20:09 / 14-04-2021

"მიყვებოდა, რომ იწვა ლოგინში, აზრს ვერ ხედავდა ცხოვრების... ჩემთვის კი ვიფიქრე, ამას რაღაც მიზეზი ექნებოდათქო" - რას იხსენებს ფაცაცია მაყაშვილზე?

20:30 / 14-04-2021

"მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი... სამაგალითოა მისი გამბედაობა" - რას წერს ნინო წილოსანი "ფეისბუქზე"?

მე რომ თქვენ და­გაბ­რა­ლოთ, აქ­ლე­მი ხარ­თო, თქვენ ხომ არ და­ი­წყებთ იმის მტკი­ცე­ბას, რომ კუზი არ გაქვთ? მე უნდა წარ­ვად­გი­ნო რა­ღა­ცა ტი­პის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. ვი­ღა­ცამ გა­მოთ­ქვა პრე­ტენ­ზია, ამ პრე­ტე­ნა­ზი­ას კი რა­ღა­ცა უნდა მო­ა­ყო­ლო. პი­რი­ქით რომ ეთ­ქვა ბესო ზან­გურს, ჩემი ცოლი აქეთ მცემ­დაო, ის უნდა დაგ­ვე­ჯე­რე­ბი­ნა? მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე არაფ­რის არ მჯე­რა, განა იმი­ტომ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ეს ფაქ­ტი მომ­ხდა­რი­ყო, ან ბესო ზან­გუ­რი მო­ძა­ლა­დე არ იყო.

- ჯერ იყო, პე­დო­ფი­ლი­ის მხარ­დამ­ჭე­რად, ახლა კი, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ძა­ლა­დო­ბის მომ­ხრე­დაც გა­მო­გა­ცხა­დონ..

- კი, ლი­ბე­რა­ლურ­მა მე­დი­ამ ერთხელ უკვე გა­მო­მა­ცხა­და პე­დო­ფი­ლი­ის მხარ­დამ­ჭე­რად, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვიცი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ავ­ყვე ამ სუ­ლე­ლი ხალ­ხის გან­წყო­ბებს. არ­სე­ბო­ბენ ბრიყ­ვე­ბი, და მე­ო­რეს მხრივ, ბო­დი­ში თქვენ­თან - ნა­ბიჭ­ვრო­ბა, რომ­ლე­ბიც ამას იყე­ნე­ბენ. ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­თან არა­ნა­ი­რი საქ­მე არ მაქვს, პრე­ტენ­ზია მაქვს Me Too კამ­პა­ნი­ის ავ­ტო­რებ­თან. ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ მაქ­ვსო და ამის მი­უ­ხე­და­ვად, აგ­რძე­ლე­ბენ ამ სი­ბინ­ძუ­რეს.

- ბევრ ქალს არ აქვს ძა­ლა­დო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მათ­ზე არ ძა­ლა­დო­ბენ...

- მე რომ ვთქვა ვინ­მე­ზე, რომ არის პე­დო­ფი­ლი, მაგ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ მაქვს, ეს და­მა­ჯე­რე­ბე­ლია? მა­გა­ლი­თად, თქვენ­მა მე­გო­ბარ­მა მო­მიყ­ვა, რომ თქვენ ცუდი ადა­მი­ა­ნი ხართ და მას სცემ­დით, მე რომ ეს გა­ვი­მე­ო­რო და თქვენ მო­გიხ­სე­ნი­ოთ რო­გორც ცუდი ადა­მი­ა­ნი, ეს სწო­რი იქ­ნე­ბა? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე ვარ პო­ლი­ტი­კო­სი, ბევ­რი მტე­რი მყავს და და­მაბ­რა­ლეს რა­ღა­ცა სი­გი­ჟე - სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას რომ პე­დო­ფი­ლი­ის მხარ­და­ჭე­რას და­აბ­რა­ლებ, ხომ ხარ იდი­ო­ტი? შენ ხომ ამას იმის­თვის ამ­ბობ, ვი­ღა­ცას სა­ხე­ლი გა­უ­ტე­ხო?

Me Too კამ­პა­ნია არის სა­ხე­ლის გა­ტე­ხის სა­შუ­ა­ლე­ბა, როცა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გაქვს. მე ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის გულ­წრფე­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ეჭვი არ შე­ვი­ტა­ნო, მაგ­რამ იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლებ­მაც თით­ქოს გულ­თან მი­ი­ტა­ნეს ეს ამ­ბა­ვი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ატე­ხეს კამ­პა­ნია, მე­პა­რე­ბა ეჭვი. მარ­ტო იმის გამო, რომ ვი­ღა­ცას ბესო ზან­გუ­რი არ მოს­წონს ( მეც არ მომ­წონს) ასე­თი ხმა­უ­რის ატე­ხა არ შე­იძ­ლე­ბა.

ამას იმის გამო არ ვამ­ბობ, რომ ბესო ზან­გურს, ან რო­ბი­კო სტუ­რუ­ას ვი­ცავ, არა­მედ იმი­ტომ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში მაქვს ამ­ბი­ცია და­ვიც­ვა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც არ არის მარ­ტი­ვი და ის ძი­რი­თა­დად ბრიყ­ვე­ბის­გან არის და­სა­ცა­ვი. მე ბრიყ­ვე­ბის­გან ვი­ცავ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას ამ კამ­პა­ნი­ა­ში და არა მარ­ტო ახლა - ამას ვი­ცავ­დი, როცა იყო მა­გა­ლი­თად, ბე­რას წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნია.

ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა და­ვას­რუ­ლოთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც ამ­გვა­რი სი­ბინ­ძუ­რით ცდი­ლო­ბენ დარ­ჩნენ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ას­პა­რეზ­ზე. ზო­გა­დად, ესე­ნი ქარ­თუ­ლი ლი­ბე­რა­ლუ­რი მე­დი­ის ვარ­სკვლა­ვე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც სა­ერ­თოდ წარ­მოდ­გე­ნა არ გა­აჩ­ნი­ათ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის რა­ო­ბა­ზე, არ გა­აჩ­ნი­ათ არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი ღერ­ძი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და აწ­ვე­ბი­ან ყვე­ლა­ფერს, რაც მო­და­ში შე­მო­ვა. ჰო­ლი­ვუ­დუ­რი კამ­პა­ნია გად­მო­ი­ტა­ნეს ერთი-ერ­თზე - თუ ვინ­მეს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ რა­ი­მე ტი­პის და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქონ­და, ძი­რი­თა­დად ესე­ნი იყ­ვნენ ყო­ფი­ლი საყ­ვარ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნე­თი აღარ მო­უნ­დათ, მი­ა­ტო­ვეს და შუ­რის­ძი­ე­ბა გა­ნიზ­რა­ხეს. Me Too კამ­პა­ნია სი­ნამ­დვი­ლე­ში არის არა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის და მტყუ­ან-მარ­თლის გარ­ჩე­ვის­თვის, არა­მედ შუ­რის­ძი­ე­ბის ია­რა­ღი.

მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
42

... რა თქმა უნდა , მოძალადე უნდა დაისაჯოს!!! მაგრამ ეს უნდა ფიქსირდებოდეს და უნდა არსებობდეს მტკიცებულებები!!! თუ ფაქტები არ არსებობს, ასე ყველას შეუძლია ერთმანეთს დააბრალოს ძალადობა და ცილი დასწამოს!!! თუ ვცდები იქნებ ამიხსნათ,რას ვწერ არასწორს!!!

მე
87

მოწმე ბევრი ჰყავს და მეტი რა მტკიცებულება გინდა? ყველაფერი ვიდეოკამერაზე არ არის აღბეჭდილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მტკიცებულებების გარეშე არაფრის არ მჯერა... ზანგურს რომ ეთქვა ცოლი მცემდაო, უნდა დაგვეჯერებინა?" - იაგო ხვიჩია მაყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

"მტკიცებულებების გარეშე არაფრის არ მჯერა... ზანგურს რომ ეთქვა ცოლი მცემდაო, უნდა დაგვეჯერებინა?" - იაგო ხვიჩია მაყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს შემდეგ ატეხილ კამპანიას აფასებს, სადაც მსახიობი ყოფილ მეუღლეს - ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. ხვიჩიას აზრით, მსახიობი “მტკიცებულებების გარეშე ტალახს ისვრის”, რაც დიდი სიბინძურე და ჩვეულებრივი ბოროტებაა, რომელიც პირველ რიგში, ყველაზე მეტად ქალების უფლებებს აზიანებს.

AMBEBI.GE-სთან იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ნინუცა მაყაშვილთან არ აქვს პრეტენზია, არამედ "Me Too კამპანიის" ავტორებთან, რომლებიც შურისძიების იარაღად იქცა საქართველოში.

- იაგო, რა მტკიცებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს 11 წლის შემდგ?

- ის მტკიცებულება უნდა გქონდეს, რომელიც თავის დროზე გაქვს მოპოვებული. თუ არ გაქვს, მაშინ მე შემიძლია თქვენზე ვთქვა რაღაც, ან დაგაბრალოთ და სიამაყით განვაცხადო, რომ მტკიცებულება არ გამაჩნია, მაგრამ საზოგადოება რაღაცნაირად იყოს ვალდებული, რომ მხარი დაგიჭიროთ, თუ გაგაკრიტიკოთ. ზოგადად, მტკიცებულებების გარეშე დაუშვებელია ადამიანისთვის ასეთი რაღაცის სიამაყით დაბრალება საჯარო სივრცეში, ვინც გინდა იყოს. საერთოდ არ ვიცნობ ბესო ზანგურს, რაც ვიცი, მასზე კარგი არაფერი გამიგია, მაგრამ ადამიანზე ასეთი რაღაცის დაბრალება, ის, რომ 11 წლის წინ მან რაღაცა ქნა, რაზეც მას არ შეუძლია ნომინალურადაც კი თავის მართლება, სისულელეა.

მე რომ თქვენ დაგაბრალოთ, აქლემი ხართო, თქვენ ხომ არ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ კუზი არ გაქვთ? მე უნდა წარვადგინო რაღაცა ტიპის მტკიცებულება. ვიღაცამ გამოთქვა პრეტენზია, ამ პრეტენაზიას კი რაღაცა უნდა მოაყოლო. პირიქით რომ ეთქვა ბესო ზანგურს, ჩემი ცოლი აქეთ მცემდაო, ის უნდა დაგვეჯერებინა? მე მტკიცებულებების გარეშე არაფრის არ მჯერა, განა იმიტომ, რომ არ შეიძლება ეს ფაქტი მომხდარიყო, ან ბესო ზანგური მოძალადე არ იყო.

- ჯერ იყო, პედოფილიის მხარდამჭერად, ახლა კი, არ არის გამორიცხული, ძალადობის მომხრედაც გამოგაცხადონ..

- კი, ლიბერალურმა მედიამ ერთხელ უკვე გამომაცხადა პედოფილიის მხარდამჭერად, აქედან გამომდინარე ვიცი, რომ არ შეიძლება ავყვე ამ სულელი ხალხის განწყობებს. არსებობენ ბრიყვები, და მეორეს მხრივ, ბოდიში თქვენთან - ნაბიჭვრობა, რომლებიც ამას იყენებენ. ნინუცა მაყაშვილთან არანაირი საქმე არ მაქვს, პრეტენზია მაქვს Me Too კამპანიის ავტორებთან. ადამიანი ამბობს, არანაირი მტკიცებულება არ მაქვსო და ამის მიუხედავად, აგრძელებენ ამ სიბინძურეს.

- ბევრ ქალს არ აქვს ძალადობის მტკიცებულება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათზე არ ძალადობენ...

- მე რომ ვთქვა ვინმეზე, რომ არის პედოფილი, მაგრამ მტკიცებულება არ მაქვს, ეს დამაჯერებელია? მაგალითად, თქვენმა მეგობარმა მომიყვა, რომ თქვენ ცუდი ადამიანი ხართ და მას სცემდით, მე რომ ეს გავიმეორო და თქვენ მოგიხსენიოთ როგორც ცუდი ადამიანი, ეს სწორი იქნება? წარმოიდგინეთ, მე ვარ პოლიტიკოსი, ბევრი მტერი მყავს და დამაბრალეს რაღაცა სიგიჟე - საქართველოში პოლიტიკურ პარტიას რომ პედოფილიის მხარდაჭერას დააბრალებ, ხომ ხარ იდიოტი? შენ ხომ ამას იმისთვის ამბობ, ვიღაცას სახელი გაუტეხო?

Me Too კამპანია არის სახელის გატეხის საშუალება, როცა მტკიცებულება არ გაქვს. მე ნინუცა მაყაშვილის გულწრფელობაში შეიძლება ეჭვი არ შევიტანო, მაგრამ იმ ადამიანებში, რომლებმაც თითქოს გულთან მიიტანეს ეს ამბავი და მტკიცებულებების გარეშე ატეხეს კამპანია, მეპარება ეჭვი. მარტო იმის გამო, რომ ვიღაცას ბესო ზანგური არ მოსწონს ( მეც არ მომწონს) ასეთი ხმაურის ატეხა არ შეიძლება.

ამას იმის გამო არ ვამბობ, რომ ბესო ზანგურს, ან რობიკო სტურუას ვიცავ, არამედ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მაქვს ამბიცია დავიცვა სამართლიანობა, რომელიც არ არის მარტივი და ის ძირითადად ბრიყვებისგან არის დასაცავი. მე ბრიყვებისგან ვიცავ სამართლიანობას ამ კამპანიაში და არა მარტო ახლა - ამას ვიცავდი, როცა იყო მაგალითად, ბერას წინააღმდეგ კამპანია.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ იმ ადამიანების პოპულარიზაცია, რომლებიც ამგვარი სიბინძურით ცდილობენ დარჩნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე. ზოგადად, ესენი ქართული ლიბერალური მედიის ვარსკვლავები არიან, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ გააჩნიათ, მტკიცებულებების რაობაზე, არ გააჩნიათ არანაირი მორალური ღერძი და ღირებულებები და აწვებიან ყველაფერს, რაც მოდაში შემოვა. ჰოლივუდური კამპანია გადმოიტანეს ერთი-ერთზე - თუ ვინმეს ერთმანეთის მიმართ რაიმე ტიპის დაპირისპირება ჰქონდა, ძირითადად ესენი იყვნენ ყოფილი საყვარლები, რომლებსაც ერთმანეთი აღარ მოუნდათ, მიატოვეს და შურისძიება განიზრახეს. Me Too კამპანია სინამდვილეში არის არა სამართლიანობის და მტყუან-მართლის გარჩევისთვის, არამედ შურისძიების იარაღი.

"მე მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა ჩემი კაბინეტის რამოდენიმე მინისტრს მართავდა" - გიორგი გახარია

"თქვენგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნისთვის არცერთი კაპიკი არ მომიპარავს - ნუ ყვირიხართ, დამამთავრებინეთ ბიჭო, მე თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე მხოლოდ ჩემი შრომით" - პრემიერი ოპოზიციას

ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტებს - გამოვიყვანთ გახელაძეს, ბებუას და ყველას! ეს არის ჩემი პასუხი!