პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გასასამართლებელი ვარ - გამასამართლონ... ჩამოსახრჩობი ვარ - ჩამომახრჩონ" - ბრალი წარედგინა ქალს, რომელმაც 13 წლის შვილის გაუპატიურების ამბავი პოლიციას დაუმალა
"გასასამართლებელი ვარ - გამასამართლონ... ჩამოსახრჩობი ვარ - ჩამომახრჩონ" - ბრალი წარედგინა ქალს, რომელმაც 13 წლის შვილის გაუპატიურების ამბავი პოლიციას დაუმალა

14 წელს მი­უღ­წე­ვე­ლი გო­გო­ნას მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის დე­დას ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა. საქ­მე ეხე­ბა გორ­ში მომ­ხდარ სა­ზა­რელ შემ­თხვე­ვას, რომ­ლის შე­სა­ხებ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი.

შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"14 წელს მი­უღ­წე­ველ გო­გო­ნას მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე არას­რულ­წლოვ­ნის დე­დას ე.ს.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლი­დან 2020 წლამ­დე ზ.მ. იყე­ნებ­და მის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით 14 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი გო­გო­ნას ასა­კით გა­მოწ­ვე­ულ უმ­წე­ო­ბას და ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სის­ტე­მა­ტუ­რად აუ­პა­ტი­უ­რებ­და მას. ზ.მ.-ს ქმე­დე­ბის შე­დე­გად არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ორ­სულ­და და 2020 წლის 21 ივ­ნისს ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ე.ს.-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და ზ.მ.-ს მიერ მისი შვი­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტი, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნოს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

ე.ს.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა იმის მიერ, ვინც ნამ­დვი­ლად იცის, რომ ჩა­დე­ნი­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ბრალ­დე­ბის მხა­რე ე.ს.-სთვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს, პრო­ცეს­ში ჩარ­თულ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან ერ­თად“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრალ­დე­ბის შემ­დეგ მო­ზარ­დის დე­დამ კო­მენ­ტა­რი "რუ­თა­ვი 2"-თან და­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ თუ ის გა­სა­სა­მარ­თლე­ბე­ლია - გა­ა­სა­მარ­თლონ და მო­სახ­დე­ნი მოხ­დეს.

"გა­სა­სა­მარ­თლე­ბე­ლი ვარ - გა­მა­სა­მარ­თლონ, ჩა­მო­სახ­რჩო­ბი ვარ - ჩა­მო­მახ­რჩონ, და­საწ­ვა­ვი ვარ - დამ­წვან. იცი რა­ტომ? როცა მე იმა­ში არ მი­მი­ძღვის ბრა­ლი და არ ვი­ცო­დი ჩემი შვი­ლის სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რა ხდე­ბო­და, ამ­ხე­ლა­ზე შე­ტო­პა ხალ­ხმა რომ მე ამა­ზე მე­და­ვე­ბი­ან, კი ბა­ტო­ნო. რო­გორც მო­სახ­დე­ნია მოხ­დეს ისე," - აცხა­დებს 14 წლის გო­გო­ნას დედა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

კი, ზუსტად ამაზე გედავებიან. ეგ შვილი შენი საკუთრება არაა და პასუხისმგებლობა გეკისრება მასზე, რომელიც მაშინ უგულველყავი.

...
0

უღირსი დედაკაცი....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გასასამართლებელი ვარ - გამასამართლონ... ჩამოსახრჩობი ვარ - ჩამომახრჩონ" - ბრალი წარედგინა ქალს, რომელმაც 13 წლის შვილის გაუპატიურების ამბავი პოლიციას დაუმალა

"გასასამართლებელი ვარ - გამასამართლონ... ჩამოსახრჩობი ვარ - ჩამომახრჩონ" - ბრალი წარედგინა ქალს, რომელმაც 13 წლის შვილის გაუპატიურების ამბავი პოლიციას დაუმალა

14 წელს მიუღწეველი გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დედას ბრალდება წარედგინა. საქმე ეხება გორში მომხდარ საზარელ შემთხვევას, რომლის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ გახდა ცნობილი.

შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"14 წელს მიუღწეველ გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე არასრულწლოვნის დედას ე.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე ზ.მ. იყენებდა მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი გოგონას ასაკით გამოწვეულ უმწეობას და ძალადობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა მას. ზ.მ.-ს ქმედების შედეგად არასრულწლოვანი დაორსულდა და 2020 წლის 21 ივნისს ბავშვი გააჩინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ს.-სთვის ცნობილი გახდა ზ.მ.-ს მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა.

ე.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ე.ს.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს, პროცესში ჩართულ შესაბამის უწყებებთან ერთად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურის ბრალდების შემდეგ მოზარდის დედამ კომენტარი "რუთავი 2"-თან დააკეთა და აღნიშნა, რომ თუ ის გასასამართლებელია - გაასამართლონ და მოსახდენი მოხდეს.

"გასასამართლებელი ვარ - გამასამართლონ, ჩამოსახრჩობი ვარ - ჩამომახრჩონ, დასაწვავი ვარ - დამწვან. იცი რატომ? როცა მე იმაში არ მიმიძღვის ბრალი და არ ვიცოდი ჩემი შვილის სიტუაციაში რა ხდებოდა, ამხელაზე შეტოპა ხალხმა რომ მე ამაზე მედავებიან, კი ბატონო. როგორც მოსახდენია მოხდეს ისე," - აცხადებს 14 წლის გოგონას დედა.

"ვინც არ უნდა დაისაჯოს, დათოს გაცოცხლება ვერ მოხდება... თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა" - ნესტან ლონდარიძე

"ყველამ იცის, რომ ჩემს შვილს ხელში არაფერი ეკავა, თავადაც დაჭრილი იყო იმ დღეს" - რას ამბობს სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა?

"ალბათ, ბრალდება მივიდა პოზიციამდე, რომ შესაძლოა, მენაბდეს ჰქონოდა ხელში დანა, რომლითაც სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს" - კალანდიას ადვოკატი