სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფული მისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, კარგად ითამაშოს" - რას ჰყვება ყველაზე ძვირადღირებული, ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამა
"ფული მისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, კარგად ითამაშოს" - რას ჰყვება ყველაზე ძვირადღირებული, ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამა

ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე გახ­და - "ტრანსფერ­მარ­კტ­მა" მარ­ტის სა­ნაკ­რე­ბო მატ­ჩე­ბის შემ­დეგ, ხვი­ჩა კვარ­ცხე­ლი­ას შე­ფა­სე­ბას კი­დევ 5 მი­ლი­ო­ნი და­უ­მა­ტა. ამ­გვა­რად, გერ­მა­ნულ­მა სა­მე­ნე­ჯე­რო სა­ა­გენ­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და ყა­ზა­ნის "რუ­ბი­ნის" 20 წლის თავ­დამ­სხმე­ლის ფასი 15 მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ზარ­და.

kvirispalitra.ge ხვი­ჩას მა­მას - ბად­რი კვა­რა­ცხე­ლი­ას და­უ­კავ­შირ­და:

- რა თქმა უნდა, ეს სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტია, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე ფულს და ფასს არ ვუ­ყუ­რებ, ჩემ­თვის ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მთა­ვა­რი და უპირ­ვე­ლე­სი ისაა, რომ ვხე­დავ, რო­გორ იზ­რდე­ბა ხვი­ჩა პრო­ფე­სი­უ­ლად, იხ­ვე­წე­ბა, მეტს შრო­მობს, მეტს ცდი­ლობს, წინ მი­დის და ესაა უპირ­ვე­ლე­სი, ჩემ­თვის ეს უფრო მი­სა­ღე­ბია. მთა­ვა­რია, მინ­დორ­ზე გას­ვლი­სას რას აკე­თებს.

თვი­თო­ნაც ასეა, ფული მის­თვის არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მთა­ვა­რია, კარ­გად ითა­მა­შოს, კარგ გუნდში, მისი ფიქ­რი და ამო­ცა­ნა ესაა. მთა­ვა­რია, მის მიერ და­სა­ხულ მიზ­ნებს მი­აღ­წი­ოს და ჩა­ნა­ფიქ­რი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

- რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­გორ აფა­სებთ, რა კუ­თხით უფრო გა­ი­ზარ­და ხვი­ჩა, თუნ­დაც, ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- ბევ­რი რა­მით, იცით, რაც ბოლო თა­მა­შებ­ზე უფრო გა­მოჩ­ნდა. არამ­ხო­ლოდ რო­მე­ლი­მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის თვა­ლი, გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც შე­ამ­ჩნევს, რამ­დენს შრო­მობს და წვა­ლობს. თუნ­დაც, რო­გო­რი მონ­დო­მე­ბით ითა­მა­შა ჩვენს ნაკ­რებ­ში, ასე­ვე, ის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი, რაც რუ­სეთ­ში ტარ­დე­ბა.

- თქვენ­თვის რა ემო­ცი­აა მისი თა­მა­შე­ბის ყუ­რე­ბა?

- რას ამ­ბობთ, ვერც გად­მოგ­ცემთ... ხვი­ჩას­თვის ოც­ნე­ბა იყო სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მა­ში. როცა მატ­ჩე­ბის სა­ყუ­რებ­ლად დავ­დი­ო­დით და ხვი­ჩა ჩემ გვერ­დით იჯდა ხოლ­მე, თვი­თო­ნაც ემო­ცი­ებ­ში იყო, ახლა უკვე, მე რომ მის თა­მა­შებ­ზე გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში ვზი­ვარ და ჩემს შვილს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ვხე­დავ, რა­ღაც­ნა­ი­რად დიდ ემო­ცი­ებ­ში ვარ ხოლ­მე. მით უმე­ტეს, როცა ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­თან გოლი გა­ი­ტა­ნა... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
0

მამას ცალკე მადლობა, რომ ამ სრული აფათიის ფონზე სიხარული გვაჩუქა ქართველებს და იმედი ჩაგვისახა... ვიჩას მატჩს არ ვტოვებ - რუბინის გულშემატკივარი გავხდი... სლუცკი არაჩვეულებრივი ადამიანია და უყვარს ხვიჩა საიმანოვსაც - ბიჭებსაც მგონი კარგი კოლექთივია - ხვიჩას წარმატებები - ისე გადაწყდება ყველაფერი რაც ხვიცასთვის იქნება საუკეთესო - ამის დიდი იმედი მაქვს

tngh
0

ბადრი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. იმედია, არ შეცდება შვილის კარიერის დაგეგმვაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ფული მისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, კარგად ითამაშოს" - რას ჰყვება ყველაზე ძვირადღირებული, ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამა

"ფული მისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, კარგად ითამაშოს" - რას ჰყვება ყველაზე ძვირადღირებული, ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამა

ახალგაზრდა ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე გახდა - "ტრანსფერმარკტმა" მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ხვიჩა კვარცხელიას შეფასებას კიდევ 5 მილიონი დაუმატა. ამგვარად, გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" 20 წლის თავდამსხმელის ფასი 15 მილიონამდე გაზარდა.

kvirispalitra.ge ხვიჩას მამას - ბადრი კვარაცხელიას დაუკავშირდა:

- რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ფულს და ფასს არ ვუყურებ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი და უპირველესი ისაა, რომ ვხედავ, როგორ იზრდება ხვიჩა პროფესიულად, იხვეწება, მეტს შრომობს, მეტს ცდილობს, წინ მიდის და ესაა უპირველესი, ჩემთვის ეს უფრო მისაღებია. მთავარია, მინდორზე გასვლისას რას აკეთებს.

თვითონაც ასეა, ფული მისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, კარგად ითამაშოს, კარგ გუნდში, მისი ფიქრი და ამოცანა ესაა. მთავარია, მის მიერ დასახულ მიზნებს მიაღწიოს და ჩანაფიქრი განახორციელოს.

- როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, როგორ აფასებთ, რა კუთხით უფრო გაიზარდა ხვიჩა, თუნდაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

- ბევრი რამით, იცით, რაც ბოლო თამაშებზე უფრო გამოჩნდა. არამხოლოდ რომელიმე პროფესიონალის თვალი, გულშემატკივარიც შეამჩნევს, რამდენს შრომობს და წვალობს. თუნდაც, როგორი მონდომებით ითამაშა ჩვენს ნაკრებში, ასევე, ის ჩემპიონატები, რაც რუსეთში ტარდება.

- თქვენთვის რა ემოციაა მისი თამაშების ყურება?

- რას ამბობთ, ვერც გადმოგცემთ... ხვიჩასთვის ოცნება იყო საქართველოს ნაკრებში თამაში. როცა მატჩების საყურებლად დავდიოდით და ხვიჩა ჩემ გვერდით იჯდა ხოლმე, თვითონაც ემოციებში იყო, ახლა უკვე, მე რომ მის თამაშებზე გულშემატკივრებში ვზივარ და ჩემს შვილს საქართველოს ნაკრებში ვხედავ, რაღაცნაირად დიდ ემოციებში ვარ ხოლმე. მით უმეტეს, როცა ესპანეთის ნაკრებთან გოლი გაიტანა... გააგრძელეთ კითხვა

"შეთანხმება იქნა მიღწეული, ერთმანეთს მიუტევეს და შეურიგდნენ" - აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი

"ყველაზე მეტად მიყვარს... ბავშვებზე მეტად ქრისტინა მიყვარს" - მამა სერაფიმე ოჯახსა და ეკლესიურ ცხოვრებაზე

დმანისის შესასვლელთან ფიზიკური დაპირისპირება იყო