მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ შეაჩერებს კორონავირუსს მხოლოდ ვაქცინები? - შვეიცარიული ყველის მოდელი
13:15 / 14-04-2021
რატომ ვერ შეაჩერებს კორონავირუსს მხოლოდ ვაქცინები? - შვეიცარიული ყველის მოდელი
13:15 / 14-04-2021

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებს მთე­ლი მსოფ­ლიო იმე­დით შეჰ­ყუ­რებს - ვე­ლით, რო­დის გახ­დე­ბა ეს გა­მო­სა­ვა­ლი, რო­დის და­ას­რუ­ლებს "ლო­ქ­და­უ­ნებს" და და­ვიბ­რუ­ნებთ ჩვენს ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას. თუმ­ცა, მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ვაქ­ცი­ნის "ჩხვლე­ტა" საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა და სხვა ზო­მე­ბის მი­ღე­ბა კვლავ სა­ჭი­როა.

რა­ტომ? - ამის დე­მონ­სტრი­რე­ბას შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ყვე­ლის მო­დე­ლი ახერ­ხებს.

პრობ­ლე­მა ისაა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით არ­ცერ­თი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა არაა 100%-ით ეფექ­ტი­ა­ნი, მათ შო­რის, არც ვაქ­ცი­ნე­ბი.

შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ყვე­ლი, თა­ვი­სი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ხვრე­ლე­ბით, ცხრა ნაჭ­რა­დაა დაჭ­რი­ლი. თი­თო­ე­უ­ლი ფენა ვირუ­სის­გან თავ­დაც­ვის ერთ-ერთ სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

სრულ­ყო­ფი­ლი არ­ცერ­თი ნა­ჭე­რი არ არის. თი­თო­ე­ულ მათ­განს ნახ­ვრე­ტე­ბი აქვს, რაც ამ ზო­მე­ბის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს წარ­მო­ად­გენს და რაც ვირუსს "გაძ­რო­მის" სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. რამ­დე­ნი­მე ფე­ნის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვირუ­სის შე­ჩე­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა იზ­რდე­ბა.

ეს უფრო ცხა­დი ხდე­ბა თი­თო­ე­ულ ნა­ჭერ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით...

  • რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვის?

აშ­კა­რაა, რომ 100%-იან დაც­ვას შვე­ი­ცა­რუ­ლი ყვე­ლის არ­ცერ­თი ნა­ჭე­რი იძ­ლე­ვა. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ნაჭ­რის ერ­თდრო­უ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბით ვქმნით სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და­ვიც­ვათ სა­კუ­თა­რი თავი და გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი.

ავ­სტრა­ლი­ე­ლი ვირუ­სო­ლო­გი, იან მა­კეი, პირ­ვე­ლი, ვინც შვე­ი­ცა­რი­ის ყვე­ლის მო­დე­ლი პან­დე­მი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნა, აღ­ნიშ­ნავს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლის ნახ­ვრე­ტე­ბი მუდ­მი­ვად იხ­სნე­ბა, იხუ­რე­ბა და/ან გა­და­ად­გილ­დე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ჩვე­ნი ქცე­ვის შე­სა­ბა­მი­სად ხდე­ბა. ამი­ტო­მაც, ის და სხვა მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ფარ­თოდ და­ნერგვის ად­გი­ლებ­შიც კი, მრა­ვა­ლი ზო­მის შეს­რუ­ლე­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს, რათა შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ყვე­ლის ხვრე­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ არ გან­ლაგ­დნენ და ვირუ­სი ადა­მი­ა­ნამ­დე არ მი­უშ­ვან.

ილუსტრა­ცი­ე­ბი: ეკა აბა­ში­ძე

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
000000000
1

რა თქვით ახალი?

გია
10

მართალია,რომ პანდემიის დამარცხებას ყველანაირად უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ, როგორ როცა ხელისუფლება და ჯანდაცვა არ ვარგა?

ავტორი:

რატომ ვერ შეაჩერებს კორონავირუსს მხოლოდ ვაქცინები? - შვეიცარიული ყველის მოდელი

რატომ ვერ შეაჩერებს კორონავირუსს მხოლოდ ვაქცინები? - შვეიცარიული ყველის მოდელი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს მთელი მსოფლიო იმედით შეჰყურებს - ველით, როდის გახდება ეს გამოსავალი, როდის დაასრულებს "ლოქდაუნებს" და დავიბრუნებთ ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას. თუმცა, მეცნიერების თქმით, ვაქცინის "ჩხვლეტა" საკმარისი არ იქნება და სხვა ზომების მიღება კვლავ საჭიროა.

რატომ? - ამის დემონსტრირებას შვეიცარიული ყველის მოდელი ახერხებს.

პრობლემა ისაა, რომ კორონავირუსის გავრცელების კუთხით არცერთი პრევენციული ღონისძიება არაა 100%-ით ეფექტიანი, მათ შორის, არც ვაქცინები.

შვეიცარიული ყველი, თავისი დამახასიათებელი ხვრელებით, ცხრა ნაჭრადაა დაჭრილი. თითოეული ფენა ვირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.

სრულყოფილი არცერთი ნაჭერი არ არის. თითოეულ მათგანს ნახვრეტები აქვს, რაც ამ ზომების ნაკლოვანებებს წარმოადგენს და რაც ვირუსს "გაძრომის" საშუალებას აძლევს. რამდენიმე ფენის არსებობის შემთხვევაში, ვირუსის შეჩერების ალბათობა იზრდება.

ეს უფრო ცხადი ხდება თითოეულ ნაჭერზე დაკვირვებით...

  • რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის?

აშკარაა, რომ 100%-იან დაცვას შვეიცარული ყველის არცერთი ნაჭერი იძლევა. მხოლოდ რამდენიმე ნაჭრის ერთდროულად გამოყენებით ვქმნით საუკეთესო შესაძლებლობას, დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები.

ავსტრალიელი ვირუსოლოგი, იან მაკეი, პირველი, ვინც შვეიცარიის ყველის მოდელი პანდემიასთან მიმართებაში გამოიყენა, აღნიშნავს, რომ სინამდვილეში, ყველის ნახვრეტები მუდმივად იხსნება, იხურება და/ან გადაადგილდება, ეს ყველაფერი კი ჩვენი ქცევის შესაბამისად ხდება. ამიტომაც, ის და სხვა მეცნიერები ამბობენ, რომ ვაქცინაციის ფართოდ დანერგვის ადგილებშიც კი, მრავალი ზომის შესრულება უნდა გაგრძელდეს, რათა შვეიცარიული ყველის ხვრელები ერთმანეთის პირისპირ არ განლაგდნენ და ვირუსი ადამიანამდე არ მიუშვან.

ილუსტრაციები: ეკა აბაშიძე

ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი სავალდებულო 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება - ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში COVID 19-ის 200 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1 030 ახალი ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 32 801 ტესტის შედეგები

"მცემა, როდესაც ჩემი შვილი რვა თვის იყო" - ირმა შარიქაძის თქმით, ისიც ყოფილი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი იყო