მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისათვის ახალ, უპრეცედენტო პროგრამას იწყებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისათვის ახალ, უპრეცედენტო პროგრამას იწყებს

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ახალ, უპ­რე­ცე­დენ­ტო პროგ­რა­მას - „ერთი პრო­ექ­ტი სტუ-ის ფაბ­ლაბ­თან ერ­თად“ იწყებს. პროგ­რა­მა გათ­ვლი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი­სა თუ დი­ას­პო­რე­ბის­თვის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

უპ­რე­ცე­დენ­ტო პროგ­რა­მის იდეა და­ი­ბა­და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფაბ­ლაბ­ში (ბიზ­ნე­სინ­კუ­ბა­ტო­რი), რო­მე­ლიც უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია ინო­ვა­ცი­ე­ბის სამ­ჭედ­ლოა და უნი­კა­ლუ­რი მო­დუ­ლე­ბის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს.

„პროგ­რა­მას, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფაბ­ლა­ბი იწყებს, ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, თა­ვი­ან­თი უნა­რე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნონ და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად, კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი დიდ წვლილს შე­ი­ტანს ფაბ­ლაბ­ში გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში, რაც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვაა, სათ­ვის­ტო­მო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თონ სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ მცხოვ­რე­ბი სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი - ეს მათ მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნას­თან და­ა­ახ­ლო­ვებს და მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, თა­ვი­ან­თი ნიჭი სამ­შობ­ლოს მო­ახ­მა­რონ. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ პროგ­რა­მა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ფარ­გლებ­ში და პირ­ველ ეტაპ­ზე მო­ი­ცავს აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს“, - აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და­ვით გურ­გე­ნი­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფაბ­ლა­ბის პორ­ტფო­ლი­ო­ში 300-ზე მეტი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი, ინ­სტა­ლა­ცია, ასე­ვე, მრა­ვალ ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტში, ღო­ნის­ძი­ე­ბა­სა თუ კონ­კურ­სში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა. სტუ-ის ფაბ­ლა­ბის პრო­ექ­ტე­ბი 3D პრინ­ტე­რე­ბის, CNC რუ­ტე­რე­ბის, ლა­ზე­რუ­ლი მჭრე­ლე­ბი­სა და სხვა და­ნად­გა­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შექ­მნი­ლი „გო­ნი­ე­რი“ ნივ­თე­ბი და პრო­ტო­ტი­პე­ბია.

„რე­გი­ო­ნუ­ლი პროგ­რა­მა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ვი­წყებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. „ერთი პრო­ექ­ტი სტუ-ის ფაბ­ლაბ­თან ერ­თად“ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს თა­ვი­ან­თი კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბი ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფაბ­ლა­ბის გუნ­დის წევ­რებ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თვე­ბა ყვე­ლა სკო­ლა, სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში უკვე შედ­გა რამ­დე­ნი­მე ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა, რა­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და ეს გვაძ­ლევს იმედს, რომ პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სკო­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­ხე­ლი გა­უთ­ქვან თა­ვი­ანთ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რე­გი­ონს, ქვე­ყა­ნას. პროგ­რა­მა ხელს შე­უ­წყობს ახა­ლი ტა­ლან­ტე­ბის, ინო­ვა­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნას. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი კონ­ტაქტს და­ამ­ყა­რებს ყვე­ლა სკო­ლას­თან და მოს­წავ­ლე­ებს მის­ცემს დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ვი­ან­თი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ“, - აცხა­დებს სტუ-ის ფაბ­ლა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ფრან­გიშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პროგ­რა­მა სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში 15 მარ­ტი­დან მუ­შა­ობს, 15 აპ­რი­ლი­დან კი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყე­ბა. ამ ეტაპ­ზე, მოს­წავ­ლე­თა რე­გის­ტრა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს ბმულ­ზე: https://docs.google.com/forms

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის ინ­ტე­რე­სი, აღ­ნიშ­ნულ ბმულ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბით, უკვე ათე­უ­ლო­ბით სკო­ლამ გა­მო­ხა­ტა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისათვის ახალ, უპრეცედენტო პროგრამას იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისათვის ახალ, უპრეცედენტო პროგრამას იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალ, უპრეცედენტო პროგრამას - „ერთი პროექტი სტუ-ის ფაბლაბთან ერთად“ იწყებს. პროგრამა გათვლილია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული სკოლებისა თუ დიასპორებისთვის და მასში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უპრეცედენტო პროგრამის იდეა დაიბადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბში (ბიზნესინკუბატორი), რომელიც უკვე მრავალი წელია ინოვაციების სამჭედლოა და უნიკალური მოდულების შექმნაზე მუშაობას აგრძელებს.

„პროგრამას, რომლის განხორციელებასაც საქართველოს უნივერსიტეტის ფაბლაბი იწყებს, ანალოგი არ გააჩნია. პირველად საქართველოში, სკოლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, თავიანთი უნარები გამოავლინონ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, კრეატიული იდეები განახორციელონ.

უნივერსიტეტი დიდ წვლილს შეიტანს ფაბლაბში გენერირებული იდეების რეალიზაციაში, რაც სკოლის მოსწავლეებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. უნივერსიტეტის ინიციატივაა, სათვისტომოების მხარდაჭერით, პროგრამაში ჩაერთონ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები სასკოლო ასაკის ბავშვები და მოზარდები - ეს მათ მშობლიურ ქვეყანასთან დააახლოვებს და მისცემს საშუალებას, თავიანთი ნიჭი სამშობლოს მოახმარონ. სიმბოლურია, რომ პროგრამა განხორციელდება უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში და პირველ ეტაპზე მოიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასწავლო დაწესებულებებს“, - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის პორტფოლიოში 300-ზე მეტი განხორციელებული ინოვაციური პროექტი, ინსტალაცია, ასევე, მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში, ღონისძიებასა თუ კონკურსში წარმატებული მონაწილეობაა. სტუ-ის ფაბლაბის პროექტები 3D პრინტერების, CNC რუტერების, ლაზერული მჭრელებისა და სხვა დანადგარების მეშვეობით შექმნილი „გონიერი“ ნივთები და პროტოტიპებია.

„რეგიონული პროგრამა, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით ხორციელდება. „ერთი პროექტი სტუ-ის ფაბლაბთან ერთად“ სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თავიანთი კრეატიული იდეები ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის გუნდის წევრებთან ერთად განახორციელონ. პროექტში ჩაერთვება ყველა სკოლა, სატესტო რეჟიმში უკვე შედგა რამდენიმე ონლაინ შეხვედრა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ეს გვაძლევს იმედს, რომ პროგრამა წარმატებული იქნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლებსა და მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, სახელი გაუთქვან თავიანთ სასწავლო დაწესებულებას, რეგიონს, ქვეყანას. პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი ტალანტების, ინოვატორების აღმოჩენას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კონტაქტს დაამყარებს ყველა სკოლასთან და მოსწავლეებს მისცემს დიდ მოტივაციას ტექნოლოგიების განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ“, - აცხადებს სტუ-ის ფაბლაბის ხელმძღვანელი გიორგი ფრანგიშვილი.

საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროგრამა სატესტო რეჟიმში 15 მარტიდან მუშაობს, 15 აპრილიდან კი იდეების განხორციელებაზე მუშაობა დაიწყება. ამ ეტაპზე, მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: https://docs.google.com/forms

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამაში ჩართვის ინტერესი, აღნიშნულ ბმულზე დარეგისტრირებით, უკვე ათეულობით სკოლამ გამოხატა.

NS

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართველ ხალხს დედაენის დღეს ულოცავს

"თითქოს ახალი ტრენდი დამკვიდრდა, ძალადობაზე რომ ყვებიან ქალები" - რას პასუხობს გურამ ჩალაგაშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას?

"ცოტნემ დაიწყო მეტყველება, ყოველდღიურად ახალ-ახალ სიტყვებს ამბობს" - რას ჰყვება ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე