მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების" დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს... ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება - რას ამბობენ სამომავლო გეგმებზე დეპუტატები, რომლებიც გახარიას გუნდს უერთდებიან
"ოცნების" დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს... ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება - რას ამბობენ სამომავლო გეგმებზე დეპუტატები, რომლებიც გახარიას გუნდს უერთდებიან

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა - გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა, ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლი­ამ, ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა, შალ­ვა კე­რე­სე­ლი­ძემ, მი­ხე­ილ და­უშ­ვილ­მა და ანა ბუ­ჩუ­კურ­მა მმარ­თველ პარ­ტია და­ტო­ვეს. ამის შე­სა­ხებ დე­პუ­ტა­ტებ­მა გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში გა­ა­კე­თეს.

გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი იძ­ლე­ვა ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გუნ­დის წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა.

„რა თქმა უნდა, არ­სე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ჩვენ გვაძ­ლევს იმ ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ჩვე­ნი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ მო­თხოვ­ნას, ჩვენ მხარს და­ვუ­ჭერთ ყვე­ლა ისეთ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც გან­მუხ­ტავს რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ას და გან­მუხ­ტავს ამ დიდ გან­ხეთ­ქი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, წინ ნუ გა­ვუს­წრებთ მოვ­ლე­ნებს,“ - გა­ნა­ცხა­და ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­ხა­რი­ას ლი­დე­რო­ბით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი გუნ­დი მო­ემ­ზა­დე­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ნე­ბის­მი­ერ შემ­დგომ არ­ჩევ­ნებ­ში.

„იქ­ნე­ბა ეს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი თუ სხვა არ­ჩევ­ნე­ბი, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი მზა­დე­ბას და­ი­წყებს ამ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის და შე­სა­ბა­მი­სად, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს არ­ჩევ­ნებ­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან გა­სუ­ლი კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტის ბექა ლი­ლუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“, რო­გორც ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის დღის წეს­რი­გი, ამა­ვე ხალ­ხის სა­ჭი­რო­ე­ბებს და მიზ­ნებს აღარ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რო­გორც ლი­ლუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, პარ­ტი­ი­დან წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა.

„ვდგა­ვარ ჩემი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის გვერ­დით და ჩემ­თვის, რო­გორ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის­თვის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ეს არის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ჩვენ რამ­დე­ნი­მე თვეა ვაკ­ვირ­დე­ბით რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ით გა­ჯე­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგს მას შემ­დეგ, რაც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ენერ­გია უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და მათი ოჯა­ხე­ბის ყო­ველ­დღი­ურ, ეკო­ნო­მი­კურ, ჯან­დაც­ვის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და სამ­წუ­ხა­როდ, ეს ასე არ ხდე­ბა. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა აღარ იცი­ან, რო­გორ მიგ­ვა­ნიშ­ნონ, რომ მათ­თვის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის გაზ­რდი­ლი სი­ღა­რი­ბე, უმუ­შევ­რო­ბა, პან­დე­მია და არ აინ­ტე­რე­სებთ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა თუ მო­პო­ვე­ბის­თვის გა­ჩა­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დოღი. სწო­რედ ამი­ტომ, მი­მაჩ­ნია, რომ რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის მსგავ­სი ხა­რის­ხის პი­რო­ბებ­ში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რო­გორც ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის დღის წეს­რი­გი აღარ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ამა­ვე ხალ­ხის სა­ჭი­რო­ე­ბებს და მიზ­ნებს. სწო­რედ ამი­ტომ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დავ­ტო­ვო პარ­ტია“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

დე­პუ­ტატ შალ­ვა კე­რე­სე­ლი­ძის თქმით, საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ისე გა­აგ­რძე­ლებს.

„ჩვენ, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გუნ­დის წევ­რე­ბი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ვტო­ვებთ და პარ­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში გა­დავ­დი­ვართ. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ რო­გორც მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი მცხე­თის, თი­ა­ნე­თი­სა და ყაზ­ბე­გის საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ისე გა­ვაგ­რძე­ლებ. ჩარ­თუ­ლი ვიქ­ნე­ბი, რო­გორც რე­გი­ო­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე მა­ღალმთი­ა­ნი სოფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში.

ჩვენ „ქარ­თულ ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბი ვი­ყა­ვით, რო­გორც აღ­მას­რუ­ლე­ბელ, ასე­ვე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სწო­რედ ამი­ტომ კარ­გად გვაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და მზად ვართ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად გა­დავ­დგათ ქმე­დით ნა­ბი­ჯე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კე­რე­სე­ლი­ძემ.

ანა ბუ­ჩუ­კუ­რის გან­ცხა­დე­ბით კი, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ი­გებს.

„გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - დღე­ი­დან ვი­წყებთ პარ­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბის აქ­ტი­ურ ფა­ზას, შე­სა­ბა­მი­სად, ვტო­ვებთ ფრაქ­ცი­ას და პარ­ტია „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არც თქვენ­თვის და არც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“. რაც შე­ე­ხე­ბა გეგ­მებს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბას მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით“, - გა­ნა­ცხა­და ბუ­ჩუ­კურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
48

ეხლა თუ მაინც დარჩა საქართველოში ვინმე,რომელიც ვერ მიხვდება ბიძინას რა აქვს ჩაფიქრებული? რამდენჯერ გონია,რომ მოატყუებს ხალხსაც და დასავლეთაც?რაც არ უნდა დაირქვან მაინც ოცნების ნატეხები იქნებიან და პასუხისმგებლობაც წინანდელ შეცდომებზე მათთან ერთად მოუწევთ.

ალეკსანდრე
16

მიწები თურქებს მიყიდეს ფული აიღეს და ეხლა გარბიან "სხვა" პარტიის შესაქმნელად და გონიათ რომ შერჩებათ ერის წინაშე დანაშაული 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ოცნების" დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს... ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება - რას ამბობენ სამომავლო გეგმებზე დეპუტატები, რომლებიც გახარიას გუნდს უერთდებიან

"ოცნების" დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს... ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება - რას ამბობენ სამომავლო გეგმებზე დეპუტატები, რომლებიც გახარიას გუნდს უერთდებიან

"ქართული ოცნების“ დეპუტატებმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა მმართველ პარტია დატოვეს. ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.

გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, არსებული პროცესები იძლევა ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„რა თქმა უნდა, არსებული პროცესები ჩვენ გვაძლევს იმ ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნას, ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას და განმუხტავს ამ დიდ განხეთქილებას საზოგადოებაში. შესაბამისად, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს,“ - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, გახარიას ლიდერობით ჩამოყალიბებული გუნდი მოემზადება და მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერ შემდგომ არჩევნებში.

„იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადებას დაიწყებს ამ არჩევნებისთვის და შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში,“ - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული კიდევ ერთი დეპუტატის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, რადიკალიზაციის პირობებში, „ქართული ოცნების“, როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი, ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს აღარ შეესაბამება.

როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება უალტერნატივოა.

„ვდგავარ ჩემი თანამოაზრეების გვერდით და ჩემთვის, როგორ პარლამენტის წევრისთვის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში ეს არის უალტერნატივო გადაწყვეტილება.

ჩვენ რამდენიმე თვეა ვაკვირდებით რადიკალიზაციით გაჯერებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს მას შემდეგ, რაც თითოეული ჩვენგანის, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ენერგია უნდა იყოს მიმართული ჩვენი მოქალაქეების და მათი ოჯახების ყოველდღიურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვის გამოწვევებზე და სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. ამ ადამიანებმა აღარ იციან, როგორ მიგვანიშნონ, რომ მათთვის მთავარი პრობლემა არის გაზრდილი სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია და არ აინტერესებთ ძალაუფლების შენარჩუნებისა თუ მოპოვებისთვის გაჩაღებული პოლიტიკური დოღი. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხის პირობებში, „ქართული ოცნების“ როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო პარტია“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

დეპუტატ შალვა კერესელიძის თქმით, საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ისე გააგრძელებს.

„ჩვენ, გიორგი გახარიას გუნდის წევრები „ქართულ ოცნებას“ ვტოვებთ და პარტიის მშენებლობის პროცესში გადავდივართ. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც მაჟორიტარი დეპუტატი მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ისე გავაგრძელებ. ჩართული ვიქნები, როგორც რეგიონული მიმართულებით, ასევე მაღალმთიანი სოფლების განვითარების საქმეში.

ჩვენ „ქართულ ოცნების“ წევრები ვიყავით, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში, სწორედ ამიტომ კარგად გვაქვს გაცნობიერებული ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და მზად ვართ გიორგი გახარიასთან ერთად გადავდგათ ქმედით ნაბიჯები“, - განაცხადა კერესელიძემ.

ანა ბუჩუკურის განცხადებით კი, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს.

„გიორგი გახარიასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება - დღეიდან ვიწყებთ პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას, შესაბამისად, ვტოვებთ ფრაქციას და პარტია „ქართულ ოცნებას“. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის მოულოდნელი არც თქვენთვის და არც „ქართული ოცნებისთვის“. რაც შეეხება გეგმებს, უახლოეს მომავალში, გიორგი გახარიასთან ერთად საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

რა შესთავაზა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - ევროსაბჭოს პრეზიდენტი სრულ დოკუმენტს აქვეყნებს

"მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, თუმცა ის უკეთესია, ვიდრე წინა იყო" - ზურაბ ჯაფარიძე

"მკაფიოდ იყო შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის თანხის გადახდა" - ვახტანგ მეგრელიშვილი