პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართველ ხალხს დედაენის დღეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართველ ხალხს დედაენის დღეს ულოცავს

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ქარ­თველ ხალ­ხს ულო­ცავს დე­და­ე­ნის დღეს და რექ­ტო­რის, პრო­ფე­სორ და­ვით გურ­გე­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

„1978 წლის 14 აპ­რილ­მა საბ­ჭო­თა სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის სრუ­ლი­ად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­შა­ლა. New York Times-მა 18 აპ­რილს გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია - „საბ­ჭო­თა ქარ­თვე­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს ენის სა­კი­თხზე“, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის­თვის უჩ­ვე­უ­ლი დათ­მო­ბა­ზე წა­ვი­და და ქარ­თულ ენას სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუ­სი შე­უ­ნარ­ჩუ­ნა.

43 წლის წინ, 14 აპ­რილს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მო­სუ­ლი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი წინ აღუდ­გა ქარ­თუ­ლი ენის ხელ­ყო­ფას, სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუ­სის ჩა­მორ­თმე­ვის გან­ზრახ­ვას.

ქარ­თველ­მა ხალ­ხმა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდო­ბამ, სტუ­დენ­ტებ­მა 14 აპ­რილს მშობ­ლი­უ­რი ენა გა­და­არ­ჩი­ნეს!

სა­ა­მა­ყოა, რომ ქარ­თუ­ლი ენის დამ­ცველ­თა რი­გებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის, იმ­ჟა­მინ­დე­ლი პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტე­ბი და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

ქარ­თუ­ლი ენის დაც­ვა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის დაც­ვას ნიშ­ნავს.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი სიწ­მინ­დე­ე­ბის დამ­ცვე­ლი.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ქარ­თუ­ლი ენის ტექ­ნო­ლო­გი­ზე­ბის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც ციფ­რულ ეო­ქა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ენე­ბის ციფ­რუ­ლი კვდო­მის საფრ­თხის­გან დაც­ვის მიზ­ნით მრა­ვა­ლი წე­ლია ამუ­შა­ვებს გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებს „ქარ­თუ­ლი ენის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ან­ბა­ნი“ და „აფხა­ზუ­რი ენის სრუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გეგ­მა-პროგ­რა­მა“ .

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენს მშობ­ლი­ურ ენას, მის სა­ხელ­მწი­ებ­რივ სტა­ტუსს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა.

ჩვე­ნი ვა­ლია და­ვა­ფა­სოთ, მო­ვუფრ­თხილ­დეთ, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ენის სიწ­მინ­დე, დამ­წერ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს 14 ან­ბან­თა­გან ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და უნი­კა­ლუ­რია. გი­ლო­ცავთ დედა ენის დღეს!“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

NS

რატი
0

მეც გილოცავთ ყველას. ამბები.ჯი დღეს ათას უაზრობაზე აქვეყნებთ სტატიებს და სად არის ამ დღისადმი მიძღვნილი ერთი სტატია მაინც, რა გჭირთ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართველ ხალხს დედაენის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართველ ხალხს დედაენის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართველ ხალხს ულოცავს დედაენის დღეს და რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებას ავრცელებს:

„1978 წლის 14 აპრილმა საბჭოთა სინამდვილეში საქართველოს უახლესი ისტორიის სრულიად განსაკუთრებული ფურცელი გადაშალა. New York Times-მა 18 აპრილს გამოაქვეყნა სტატია - „საბჭოთა ქართველებმა გაიმარჯვეს ენის საკითხზე“, რომელშიც ნათქვამია, რომ საბჭოთა ხელისუფლება მისთვის უჩვეული დათმობაზე წავიდა და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

43 წლის წინ, 14 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამოსული ათასობით ადამიანი წინ აღუდგა ქართული ენის ხელყოფას, სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევის განზრახვას.

ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, სტუდენტებმა 14 აპრილს მშობლიური ენა გადაარჩინეს!

საამაყოა, რომ ქართული ენის დამცველთა რიგებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, იმჟამინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

ქართული ენის დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვას ნიშნავს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ეროვნული სიწმინდეების დამცველი.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ციფრულ ეოქაში საქართველოს სახელმწიფო ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის მიზნით მრავალი წელია ამუშავებს გრძელვადიან პროექტებს „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ და „აფხაზური ენის სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის გეგმა-პროგრამა“ .

საბედნიეროდ, ჩვენს მშობლიურ ენას, მის სახელმწიებრივ სტატუსს საფრთხე აღარ ემუქრება.

ჩვენი ვალია დავაფასოთ, მოვუფრთხილდეთ, შევინარჩუნოთ ენის სიწმინდე, დამწერლობა, რომელიც მსოფლიოს 14 ანბანთაგან ერთ-ერთი უძველესი და უნიკალურია. გილოცავთ დედა ენის დღეს!“ - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებაში.

NS

რატომ ვერ შეაჩერებს კორონავირუსს მხოლოდ ვაქცინები? - შვეიცარიული ყველის მოდელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისათვის ახალ, უპრეცედენტო პროგრამას იწყებს

"თითქოს ახალი ტრენდი დამკვიდრდა, ძალადობაზე რომ ყვებიან ქალები" - რას პასუხობს გურამ ჩალაგაშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას?