პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყურანი არ არის ისეთი წიგნი, რომ ნავალნის თავისი ბინძური ხელებით შეხება შეეძლოს" - რა თხოვნით მიმართავს კადიროვი საპატიმროს თანამშრომლებს, სადაც ნავალნი იმყოფება
"ყურანი არ არის ისეთი წიგნი, რომ ნავალნის თავისი ბინძური ხელებით შეხება შეეძლოს" - რა თხოვნით მიმართავს კადიროვი საპატიმროს თანამშრომლებს, სადაც ნავალნი იმყოფება

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი, რამ­ზან კა­დი­რო­ვი ალექ­სეი ნა­ვალ­ნის აკ­რი­ტი­კებს და აცხა­დებს, რომ მას ის­ლა­მო­ფო­ბი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კა­დი­რო­ვი "ტე­ლეგ­რამ­ზე“ წერს.

კა­დი­რო­ვი თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში ნა­ვალ­ნის "მტერს და გამ­ყიდ­ველს“ უწო­დებს. მი­სი­ვე თქმით, ნა­ვალ­ნიმ მუს­ლიმ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც ჰი­ჯაბს ატა­რე­ბენ "შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ვე­ლუ­რე­ბი“ უწო­და და ის მე­ჩე­თე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და.

"ვინ მის­ცა ნა­ვალ­ნის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა, რომ ყუ­რანს შე­ე­ხოს?

ეს ის­ლა­მო­ფო­ბი ცდი­ლობს, გა­მო­ი­ყე­ნოს საღვთო წე­რი­ლი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის და პრო­ვო­კა­ცი­ის­თვის რო­გორ ეს ევ­რო­პა­ში ას­წავ­ლეს“, - წერს კა­დი­რო­ვი და აღ­ნიშ­ნავს, რომ ნა­ვალ­ნის ცხოვ­რე­ბის წეს­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო რწმე­ნას­თან. კა­დი­რო­ვი მო­უ­წო­დებს იმ კო­ლო­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, სა­დაც ნა­ვალ­ნი პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, რომ პა­ტი­მარს არ მის­ცენ ყუ­რა­ნი.

რუ­სე­თის მუს­ლიმ­თა სა­ხე­ლით, მივ­მარ­თავ კო­ლო­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, სა­დაც პრო­ვო­კა­ტო­რი იმ­ყო­ფე­ბა, არ და­უშ­ვან, რომ პა­ტი­მარ­მა, რო­მე­ლიც სა­მარ­თლი­ან სას­ჯელს იხ­დის, მტრო­ბა და­თე­სოს. თუ პა­ტი­მა­რი გულ­წრფე­ლად მო­ი­ნა­ნი­ებს, სურს, რომ სი­მარ­თლის გზა­ზე დად­გეს, მი­ი­ღებს ის­ლამს და მთე­ლი გუ­ლით მო­ის­მენს უზე­ნა­ეს სი­ტყვას (რა­შიც ეჭვი მე­პა­რე­ბა), მა­შინ ეს და­საშ­ვე­ბია. მაგ­რამ სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ყუ­რა­ნი არ არის ისე­თი წიგ­ნი, რომ მას შე­ეძ­ლოს თა­ვი­სი ბინ­ძუ­რი ხე­ლე­ბით შე­ხე­ბა, - წერს კა­დი­რო­ვი.

ცნო­ბის­თვის, ნა­ვალ­ნიმ გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ტიმ­რო­ბის დროს ყუ­რა­ნის წა­კი­თხვას აპი­რებს, რად­გა­ნაც უკეთ გა­უ­გოს ამ რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

წყა­რო: ria.ru

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
83

კადიროვი ახლა მარტალია

ლაზი
140

მიაწექი რამზან ) ეგრე ლიბერალებს მაგათი დრო უნდა დამთავრდეს , საქართველოს ჭირდება კადიროვი )

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ყურანი არ არის ისეთი წიგნი, რომ ნავალნის თავისი ბინძური ხელებით შეხება შეეძლოს" - რა თხოვნით მიმართავს კადიროვი საპატიმროს თანამშრომლებს, სადაც ნავალნი იმყოფება

"ყურანი არ არის ისეთი წიგნი, რომ ნავალნის თავისი ბინძური ხელებით შეხება შეეძლოს" - რა თხოვნით მიმართავს კადიროვი საპატიმროს თანამშრომლებს, სადაც ნავალნი იმყოფება

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ალექსეი ნავალნის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას ისლამოფობიური შეხედულებები აქვს. აღნიშნულის შესახებ კადიროვი "ტელეგრამზე“ წერს.

კადიროვი თავის განცხადებაში ნავალნის "მტერს და გამყიდველს“ უწოდებს. მისივე თქმით, ნავალნიმ მუსლიმ ქალებს, რომლებიც ჰიჯაბს ატარებენ "შუასაუკუნეების ველურები“ უწოდა და ის მეჩეთების მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა.

"ვინ მისცა ნავალნის მორალური უფლება, რომ ყურანს შეეხოს?

ეს ისლამოფობი ცდილობს, გამოიყენოს საღვთო წერილი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და პროვოკაციისთვის როგორ ეს ევროპაში ასწავლეს“, - წერს კადიროვი და აღნიშნავს, რომ ნავალნის ცხოვრების წესსა და შეხედულებებს არაფერი აქვს საერთო რწმენასთან. კადიროვი მოუწოდებს იმ კოლონიის ხელმძღვანელებს, სადაც ნავალნი პატიმრობაში იმყოფება, რომ პატიმარს არ მისცენ ყურანი.

რუსეთის მუსლიმთა სახელით, მივმართავ კოლონიის თანამშრომლებს, სადაც პროვოკატორი იმყოფება, არ დაუშვან, რომ პატიმარმა, რომელიც სამართლიან სასჯელს იხდის, მტრობა დათესოს. თუ პატიმარი გულწრფელად მოინანიებს, სურს, რომ სიმართლის გზაზე დადგეს, მიიღებს ისლამს და მთელი გულით მოისმენს უზენაეს სიტყვას (რაშიც ეჭვი მეპარება), მაშინ ეს დასაშვებია. მაგრამ სხვა შემთხვევაში, ყურანი არ არის ისეთი წიგნი, რომ მას შეეძლოს თავისი ბინძური ხელებით შეხება, - წერს კადიროვი.

ცნობისთვის, ნავალნიმ განაცხადა, რომ პატიმრობის დროს ყურანის წაკითხვას აპირებს, რადგანაც უკეთ გაუგოს ამ რელიგიის წარმომადგენლებს.

წყარო: ria.ru