მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-მა, ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამ J&J-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს - რა სახელდება მიზეზად
აშშ-მა, ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამ J&J-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს - რა სახელდება მიზეზად

აშშ-მა, ევ­რო­კავ­შირ­მა და სამ­ხრეთ აფ­რი­კამ Johnson & Johnson-ის ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი აშშ-ში ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში თრომ­ბის წარ­მოქ­მნის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნა გახ­და.

აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრმა და აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ Johnson & Johnson-ის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია მას შემ­დეგ გას­ცეს, რაც Johnson & Johnson-ით ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შო­რის თრომ­ბის წარ­მოქ­მნის 6 შემ­თხვე­ვა 18 და 48 წლამ­დე ასა­კის ქა­ლებ­ში და­ფიქ­სირ­და. თრომ­ბის წარ­მოქ­ნის სიმპტო­მე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­დან 6-13 დღე­ში გა­მოვ­ლინ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­მა Johnson & Johnson-ის ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­და­დე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბლო­კის­თვის მისი მი­წო­დე­ბის და­წყე­ბი­დან 24 სა­ათ­ში მი­ი­ღეს. ვაქ­ცი­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში ჯერ არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ და ამი­ტომ ევ­რო­პე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი აშშ-ის შემ­დგომ ნა­ბიჯს ელო­დე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხრეთ აფ­რი­კას, ქვე­ყა­ნას, რო­მელ­მაც ამ ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა პირ­ველ­მა და­ი­წყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში თრომ­ბის წარ­მოქ­მნის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა, ქვე­ყა­ნამ Johnson & Johnson-ის გა­მო­ყე­ნე­ბა დრო­ე­ბით მა­ინც შე­ა­ჩე­რა.

აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრი დღეს იმუ­ნი­ზა­ცი­ის წე­სე­ბის მრჩე­ველ­თა კო­მი­ტე­ტის სხდო­მას მო­იწ­ვევს, სა­დაც თრომ­ბის წარ­მოქ­მნის შემ­თხვე­ვებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. შემ­თხვე­ვებს იკ­ვლევს აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც.

„სა­ნამ ეს პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა, ჩვენ გირ­ჩევთ, სიფრ­თხი­ლის გამო, ამ ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ა­პა­უ­ზოთ," - ნათ­ქვა­მია აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრი­სა და აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც გუ­შინ გავ­რცელ­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
12

ყველა ვაკცინა იწვევს ტრომბს და უამრვ სასიკვდილო დავადებებს ზოგი ეგრევე ზოგი რამოდენიმე ხნის მერე ზოგიც გვიან ყველაფერს დაბრალდება ახალი შტამები კორონასი მართლა დაიწკებს ხალხი სიკვდილს და ესენი ყველაფერს უარყოფენ არა ექპერიმენტულ ვაკცინებს უარიიიიი.....

beso
0

 

ზაზა-ს თრომბის ნაკლებად მჯერა მანდ, ყველა ადამიანი კი გიპოკაპსიით კვდება, ხოლო თრობის დასახელებას რა უნდა. 5 წლის მერე გეტყვი, ან გავიგებთ მიზეზს, მანამდე ამოხსნიან, საქმე წინ წაწეულში ექნებათ, მერე მოგყიდიან, ხოლო შენ ცდის ობიექტი ხარ. ესაა მთელი ფილოსოფია. მე კი ეს სულ ერთ ადგილას მკიდია. თქვენ კი კომენტარები არ განიხილოთ. მაშინ მეგიც თრომბმა მოკლა?

ავტორი:

აშშ-მა, ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამ J&J-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს - რა სახელდება მიზეზად

აშშ-მა, ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამ J&J-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს - რა სახელდება მიზეზად

აშშ-მა, ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ში ვაქცინირებულ მოქალაქეებში თრომბის წარმოქმნის რამდენიმე შემთხვევის გამოვლენა გახდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია მას შემდეგ გასცეს, რაც Johnson & Johnson-ით ვაქცინირებულ ადამიანებს შორის თრომბის წარმოქმნის 6 შემთხვევა 18 და 48 წლამდე ასაკის ქალებში დაფიქსირდა. თრომბის წარმოქნის სიმპტომები ვაქცინაციიდან 6-13 დღეში გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების გადადების შესახებ გადაწყვეტილება ბლოკისთვის მისი მიწოდების დაწყებიდან 24 საათში მიიღეს. ვაქცინა ევროკავშირში ჯერ არ გამოუყენებიათ და ამიტომ ევროპელი ექსპერტები აშშ-ის შემდგომ ნაბიჯს ელოდებიან.

რაც შეეხება სამხრეთ აფრიკას, ქვეყანას, რომელმაც ამ ვაქცინის გამოყენება პირველმა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესში თრომბის წარმოქმნის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, ქვეყანამ Johnson & Johnson-ის გამოყენება დროებით მაინც შეაჩერა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი დღეს იმუნიზაციის წესების მრჩეველთა კომიტეტის სხდომას მოიწვევს, სადაც თრომბის წარმოქმნის შემთხვევებს განიხილავენ. შემთხვევებს იკვლევს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციაც.

„სანამ ეს პროცესი დასრულდება, ჩვენ გირჩევთ, სიფრთხილის გამო, ამ ვაქცინის გამოყენება დააპაუზოთ," - ნათქვამია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გუშინ გავრცელდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, "ეფესბემ" უკრაინის კონსული დააკავა

"...განხორციელდება მტკივნეული გადაწყვეტილებები ამერიკისთვის, ეს ჩვენი არჩევანი არ არის" - რას პასუხობს რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ის სანქციებს

პოლიტიკოსები თავიანთი ქვეყნების დროშების გამოსახულებიანი პირბადეებით - როგორ იქცა დროშა პანდემიური დრესკოდის ნაწილად