პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ადამიანი უნდა წავიდეს თეატრიდან! პროტესტის ნიშნად, მე აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!" - რას წერს კოლეგა ბესო ზანგურზე
"ეს ადამიანი უნდა წავიდეს თეატრიდან! პროტესტის ნიშნად, მე აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!" - რას წერს კოლეგა ბესო ზანგურზე

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი თამ­თა ინაშ­ვი­ლი მსა­ხი­ობ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილს, რო­მელ­მაც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სკან­და­ლურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, სრულ მხარ­დაჭ­რას უცხა­დებს. თამ­თა ინაშ­ვი­ლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან ბესო ზან­გუ­რის წას­ვლას ითხოვს. ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ო­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"Rustaveli Theatre - რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი სო­ლი­და­რო­ბა ჩემს ერ­თგულ, ნამ­დვილ, მარ­თალ მე­გო­ბარს Ninuca Makashvili-ს... მე შენს გვერ­დით ვარ! ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ მისი სი­მარ­თლის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას... "სა­დღაც ცი­სარ­ტყე­ლას მიღ­მა" არ­სე­ბობს ასე­თი სპექ­ტაკ­ლი, სა­დაც ერ­თმა­ნეთს პარტნი­ო­რო­ბას ვუ­წევთ მე და ბესო ზან­გუ­რი. პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, მე აღარ ვა­პი­რებ, მას­თან ერ­თად სცე­ნა­ზე დგო­მას!

ეს ადა­მი­ა­ნი უნდა წა­ვი­დეს თე­ატ­რი­დან, იქ­ნებ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ სი­ნამ­დვი­ლის მხა­რეს დად­გეს ეს თე­ატ­რი!" - წერს მსა­ხი­ო­ბი.

გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა თქვა, რომ ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ძა­ლა­დო­ბა იყო. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბესო ზან­გუ­რი მას ფი­ზი­კუ­რა­დაც უს­წორ­დე­ბო­და და ამ ყვე­ლა­ფერს თავი გაქ­ცე­ვით და­აღ­წია:

ასევე დაგაინტერესებთ
09:14 / 13-04-2021

"ორსულად ვიყავი, როცა ბესომ ოჯახის წევრების თვალწინ ძალიან მცემა..." - ნინუცა მაყაშვილი ყოფილი მეუღლის მხრიდან ოჯახურ ძალადობაზე პირველად ალაპარაკდა

14:30 / 13-04-2021

"რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას" - რა განცხადება ვრცელდება ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

16:45 / 13-04-2021

"დიდი დრო დასჭირდა, თუმცა, მთავარია, რომ შეძლო ამაზე საუბარი... უნდა თქვათ, უნდა ამოიღოთ ხმა" - რას წერს რუსკა მაყაშვილი დის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

19:41 / 13-04-2021

"ვეჭვობ, ისტორია, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის" - რას ამბობენ კოლეგები მსახიობების ოჯახურ სკანდალზე

13:20 / 14-04-2021

"ფემინისტთა სახლში ხომ არ ერევა ეს ღირსეული სასახლე" - ბესო ზანგური თამთა ინაშვილს პასუხობს და წერს, რომ დაწყებული კამპანია სტურუას წინააღმდეგაა მიმართული

18:09 / 14-04-2021

"ნინუცა, ფაქტობრივად, გავაცოცხლეთ... უმძიმესი რაღაც აქვს გამოვლილი, შოკში ვარ გუშინდელი პოსტების შემდეგ" - რუსკა მაყაშვილი სტურუას და თეატრის პოზიციას ეხმაურება

"რთუ­ლი მო­სა­ყო­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­დე­საც ამ­დე­ნი ხანი ჩუ­მად ხარ. ისე­დაც ამ­დე­ნი დო­ზით არის ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა. არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ერთ-ერთი გავ­ხდე­ბო­დი, ვი­საც ასე­თი ცხოვ­რე­ბა მო­უ­წევ­და. თუმ­ცა არც ისე­თი ვარ­დის­ფე­რი სამ­ყა­რო იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გო­რიც მე­გო­ნა. პირ­ვე­ლად რა მი­ზე­ზით აღ­მარ­თა ხელი, ეს არ მახ­სოვს, მაგ­რამ მახ­სოვს, ძა­ლი­ან შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წინ და მე ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად... მცე­მა ძა­ლი­ან. ამ ყვე­ლა­ფერს მოს­დევ­და კო­რი­ან­ტე­ლი ბო­დი­შე­ბის და სა­ჩუქ­რე­ბის, რო­მე­ლიც მე აღარ მჭირ­დე­ბო­და.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რად ხდე­ბო­და. მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ის, რომ ჭა­მის შემ­დეგ თეფ­ში და ჩან­გა­ლი თა­ვის დრო­ზე არ გა­მე­რე­ცხა, ან შუქ­ნი­შან­ზე გა­ჩე­რე­ბი­სას მო­წყე­ნი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ან თუნ­დაც მი­ზე­ზი ყო­ფი­ლი­ყო, ქუ­ჩა­ში უბ­რა­ლოდ და­ნა­ხუ­ლი ბიჭი.

მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პლექ­სი აქვს და ამის კომ­პენ­სი­რე­ბას ცდი­ლობ­და ჩემ­თან, მარ­ტი­ვია სუს­ტი და­ჩაგ­რო. მე მა­შინ სუს­ტი ვი­ყა­ვი. რა­ტომ ვპა­ტი­ობ­დი? ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, იყო მუ­ქა­რე­ბი. ვერც ოჯა­ხის წევ­რებს ვუყ­ვე­ბო­დი. ყვე­ლა ელო­დე­ბო­და ჩემ­გან, რომ ვი­ტყო­დი, მიშ­ვე­ლეთ-თქო, მაგ­რამ მე ვერ ვამ­ბობ­დი. ბო­ლოს იყო, რომ ვთქვი, მიშ­ვე­ლე­თო.

ბოლო წვე­თი იყო, რო­დე­საც გას­ტრო­ლებ­ზე იყო, ღა­მის 4 სა­ათ­ზე ჩა­მო­ვი­და, ბე­ბი­ას­თან ვი­ყა­ვი ბავ­შვთან ერ­თად, ვთხო­ვე, რომ იქ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ უარი თქვა. წა­ვე­დით სახ­ლში და რომ და­ი­წყო ღა­მის 4 სა­ათ­ზე, არ გა­ჩერ­და დი­ლის 8 სა­ა­თამ­დე. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­შინ შე­მეძ­ლო, იყო, რომ ჩემი შვი­ლის სა­ხე­ლი მეთ­ქვა, რო­მე­ლიც გვერ­დზე ოთახ­ში ღნა­ო­და. მე ვი­ცო­დი, რომ ბავ­შვი უნდა წა­მეყ­ვა­ნა იქი­დან".

ბესო ზან­გურ­მა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ყო და მას სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვი­ლით და­ე­მუქ­რა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
18

და სტურუა?

მურთაზვი
26

 ვინ დაუკრავს ტაშს ბესიკის?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ეს ადამიანი უნდა წავიდეს თეატრიდან! პროტესტის ნიშნად, მე აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!" - რას წერს კოლეგა ბესო ზანგურზე

"ეს ადამიანი უნდა წავიდეს თეატრიდან! პროტესტის ნიშნად, მე აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!" - რას წერს კოლეგა ბესო ზანგურზე

რუსთაველის თეატრის მსახიობი თამთა ინაშვილი მსახიობ ნინუცა მაყაშვილს, რომელმაც ყოფილი მეუღლე სკანდალურ ინტერვიუში ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, სრულ მხარდაჭრას უცხადებს. თამთა ინაშვილი რუსთაველის თეატრიდან ბესო ზანგურის წასვლას ითხოვს. ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს:

"Rustaveli Theatre - რუსთაველის თეატრი სოლიდარობა ჩემს ერთგულ, ნამდვილ, მართალ მეგობარს Ninuca Makashvili-ს... მე შენს გვერდით ვარ! ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას... "სადღაც ცისარტყელას მიღმა" არსებობს ასეთი სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური. პროტესტის ნიშნად, მე აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!

ეს ადამიანი უნდა წავიდეს თეატრიდან, იქნებ ერთხელ და სამუდამოდ სინამდვილის მხარეს დადგეს ეს თეატრი!" - წერს მსახიობი.

გადაცემა "ფარულ კონვერტში" ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიზეზი ძალადობა იყო. როგორც მან აღნიშნა, ბესო ზანგური მას ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ამ ყველაფერს თავი გაქცევით დააღწია:

"რთული მოსაყოლია ეს ყველაფერი, როდესაც ამდენი ხანი ჩუმად ხარ. ისედაც ამდენი დოზით არის ქალზე ძალადობა. არასდროს მიფიქრია, რომ ერთ-ერთი გავხდებოდი, ვისაც ასეთი ცხოვრება მოუწევდა. თუმცა არც ისეთი ვარდისფერი სამყარო იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორიც მეგონა. პირველად რა მიზეზით აღმართა ხელი, ეს არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ძალიან შოკირებული ვიყავი. მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად... მცემა ძალიან. ამ ყველაფერს მოსდევდა კორიანტელი ბოდიშების და საჩუქრების, რომელიც მე აღარ მჭირდებოდა.

მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ ჭამის შემდეგ თეფში და ჩანგალი თავის დროზე არ გამერეცხა, ან შუქნიშანზე გაჩერებისას მოწყენილი ვყოფილიყავი, ან თუნდაც მიზეზი ყოფილიყო, ქუჩაში უბრალოდ დანახული ბიჭი.

მივხვდი, რომ ძალიან ბევრი კომპლექსი აქვს და ამის კომპენსირებას ცდილობდა ჩემთან, მარტივია სუსტი დაჩაგრო. მე მაშინ სუსტი ვიყავი. რატომ ვპატიობდი? ძალიან მეშინოდა, იყო მუქარები. ვერც ოჯახის წევრებს ვუყვებოდი. ყველა ელოდებოდა ჩემგან, რომ ვიტყოდი, მიშველეთ-თქო, მაგრამ მე ვერ ვამბობდი. ბოლოს იყო, რომ ვთქვი, მიშველეთო.

ბოლო წვეთი იყო, როდესაც გასტროლებზე იყო, ღამის 4 საათზე ჩამოვიდა, ბებიასთან ვიყავი ბავშვთან ერთად, ვთხოვე, რომ იქ დავრჩენილიყავი, მაგრამ უარი თქვა. წავედით სახლში და რომ დაიწყო ღამის 4 საათზე, არ გაჩერდა დილის 8 საათამდე. ერთადერთი, რაც მაშინ შემეძლო, იყო, რომ ჩემი შვილის სახელი მეთქვა, რომელიც გვერდზე ოთახში ღნაოდა. მე ვიცოდი, რომ ბავშვი უნდა წამეყვანა იქიდან".

ბესო ზანგურმა ყოფილი მეუღლის ბრალდებები უარყო და მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

"საკმარისი უნდა იყოს თუ არა ერთი ქალის მონაყოლი იმისთვის, რომ ადამიანი პროფესიული სიკვდილით დაისაჯოს?" - გია ნოდია ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის სკანდალის შესახებ

"ენგურჰესის უნიკალური კადრები, რომლის გადაღებაც ტექნიკური სამუშაოების დროს, მხოლოდ 15 წელში ერთხელაა შესაძლებელი" - 20 ფოტო

"მივხვდი, რომ პროვოკაციას მიმზადებდნენ... იქ  არასასურველი სტუმარი ვიყავი" - რას წერს მაჩალიკაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ფაქტზე