საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეჭვობ, ისტორია, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის" - რას ამბობენ კოლეგები მსახიობების ოჯახურ სკანდალზე
"ვეჭვობ, ისტორია, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის" - რას ამბობენ კოლეგები მსახიობების ოჯახურ სკანდალზე

"რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რი გმობს ყო­ველ­გვარ ძა­ლა­დო­ბას, მათ შო­რის ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას!" - ეს გან­ცხა­დე­ბა რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა მსა­ხი­ობ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ნი­ნუ­ცა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ბესო ზან­გუ­რის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და.

გა­და­ცე­მა „ფა­რულ კონ­ვერ­ტში“ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა თქვა, რომ ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ძა­ლა­დო­ბა იყო. რო­გორც აღ­ნიშ­ნა, ბესო ზან­გუ­რი მას ფი­ზი­კუ­რა­დაც უს­წორ­დე­ბო­და და ამ ყვე­ლა­ფერს თავი გაქ­ცე­ვით და­აღ­წია.

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და, აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი მო­ეს­მი­ნა.

თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

ასევე დაგაინტერესებთ
09:14 / 13-04-2021

"ორსულად ვიყავი, როცა ბესომ ოჯახის წევრების თვალწინ ძალიან მცემა..." - ნინუცა მაყაშვილი ყოფილი მეუღლის მხრიდან ოჯახურ ძალადობაზე პირველად ალაპარაკდა

14:30 / 13-04-2021

"რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას" - რა განცხადება ვრცელდება ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

16:45 / 13-04-2021

"დიდი დრო დასჭირდა, თუმცა, მთავარია, რომ შეძლო ამაზე საუბარი... უნდა თქვათ, უნდა ამოიღოთ ხმა" - რას წერს რუსკა მაყაშვილი დის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

18:45 / 13-04-2021

"ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი, ადამიანი არ უნდა ამბობდეს" - ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას პასუხობს

22:27 / 13-04-2021

"ეს ადამიანი უნდა წავიდეს თეატრიდან! პროტესტის ნიშნად, მე აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!" - რას წერს კოლეგა ბესო ზანგურზე

- რო­გორც ყვე­ლა, მეც იმ აზ­რზე ვარ, რომ ძა­ლა­დო­ბა არის სა­ში­ნე­ლე­ბა და ვგმობ მას. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ იძა­ლა­დებს - ოჯა­ხის წევ­რი, მე­გო­ბა­რი, კო­ლე­გა, ნა­თე­სა­ვი თუ მე­ზო­ბე­ლი. უნდა ვე­ცა­დოთ, ყო­ვე­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი გან­ვი­ხი­ლოთ. ადრე სირ­ცხვი­ლი იყო და ცუდ ტო­ნად ით­ვლე­ბო­და, თუ ვინ­მეს ამ­ხელ­დი, რა­საც ბევ­რი ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, ფსი­ქი­კა შე­ე­წი­რა. ამით კი მო­ძა­ლა­დე ყო­ველ­თვის სარ­გებ­ლობ­და. არა­და, ადა­მი­ა­ნებს რო­დე­საც რე­ა­ლუ­რად დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­დათ, ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩუ­მად ვი­ყა­ვით.

ამ სა­უ­კუ­ნე­ში, ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში აღარ არის სირ­ცხვი­ლი ვამ­ხი­ლოთ ძა­ლა­დო­ბა, რომ ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ძა­ლის­ხმე­ვით რა­ღაც­ნა­ი­რად აღვკვე­თოთ. ამი­ტომ, ჩემს თავ­საც ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი, რომ ამა­ზე თვა­ლი არ დავ­ხუ­ჭო. მო­ძა­ლა­დემ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­აზ­როს, რომ არ აქვს უფ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის, თუნ­დაც თა­ვი­სი გა­ჩე­ნი­ლი შვი­ლის მი­მარ­თაც კი იძა­ლა­დოს.

შე­საძ­ლე­ბე­ლია, ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში შევ­სწრე­ბი­ვარ კი­დეც ძა­ლა­დო­ბის ფაქტს, მაგ­რამ არ მქო­ნია იმის სი­თა­მა­მე, არც გა­მოც­დი­ლე­ბა და ვერ მო­მი­ხერ­ხე­ბია, მას წინ აღვდგო­მო­დი. ვი­მე­ო­რებ, ახლა სხვა დროა - ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა და­საგ­მო­ბია!

ცუ­დია, რომ მსხვერ­პლი გვი­ან ყვე­ბა ამ­ბავს, თუმ­ცა ესეც კარ­გია, რომ ამ­ბობს. ეს ყვე­ლა­ფე­რი დი­დად არც ერთი მხა­რის­თვის არ არის კარ­გი. ამას­თან, ჩვენ, ამ კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სა­საც ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს. შე­იძ­ლე­ბა, მო­ინ­დო­მო ვინ­მეს დაც­ვა, მაგ­რამ შე­მო­გიბ­რუნ­დეს ადა­მი­ნი და გი­თხრას, - ნუ ჩა­ე­რე­ვი ზედ­მე­ტად, ეს ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაა!.. ასე რომ, ვი­მე­ო­რებ, გარ­კვე­უ­ლი სიფრ­თხი­ლე და კულ­ტუ­რა გვმარ­თებს, ვინ რო­გორ გა­მოვ­ხა­ტავთ ამ პრო­ტესტს. ვუ­თა­ნაგ­რძნობ ყვე­ლა მსხვერ­პლს და მო­ძა­ლა­დეს ვურ­ჩევ, და­ფიქ­რდეს, რე­ა­ლუ­რად პირ­ველ რიგ­ში, ეს მის­თვის არის ცუდი შე­დე­გის მომ­ტა­ნი...

თუ სა­ჯა­როდ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. უნი­კა­ლუ­რი და იდე­ა­ლუ­რი შე­იძ­ლე­ბა არ იყო, მაგ­რამ, მით უმე­ტეს, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი, მი­ნი­მუმ, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის უნდა ვი­ყოთ მა­გა­ლი­თი, რა შე­იძ­ლე­ბა და რა არ შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ.

ანა სა­ნა­ია, მსა­ხი­ო­ბი:

- გუ­შინ მო­ვის­მი­ნე ინ­ტერ­ვიუ და ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხდი. ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ ჭო­რის დო­ნე­ზეც კი, არა­ფე­რი ვი­ცო­დი. თან, არც არას­დროს ვინ­ტე­რეს­დე­ბი არა­ვის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით... მაგ­რამ გუ­შინ ღამე იმ გა­და­ცე­მის შემ­დეგ და­ძი­ნე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და...

დღეს მე­გო­ბარ­მა მომ­წე­რა, - თუ მო­უს­მი­ნე ინ­ტერ­ვი­უს და რა­ტომ არა­ფერს ამ­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა? ისეთ რა­ღა­ცა­ზე აღ­შფოთ­დე­ბი­ან, რაც აღ­საშ­ფო­თე­ბე­ლი არ არის, იმა­ზე არა­ფერს ამ­ბო­ბენ, რა­ზეც უნდა ით­ქვა­სო...

შემ­დეგ შე­ვე­დი „ფე­ის­ბუქ­ზე“ და სხვა­დას­ხვა პორ­ტალ­ზე ამ ინ­ტერ­ვი­უს ქვე­მოთ ვნა­ხე ადა­მი­ა­ნე­ბის (ქა­ლის, კა­ცის) კო­მენ­ტა­რე­ბი. ნა­წი­ლი წერ­და, - „კარ­გი ცხე­ნი მათ­რახს არ და­ირ­ტყამ­სო“. ამ კო­მენ­ტა­რებს სა­თი­თა­ოდ და­ვუ­ა­რე და პა­სუ­ხე­ბი და­ვუ­წე­რე. მერე ვე­ლო­დე­ბო­დი, ვინ­მე ხმას ამო­ი­ღებ­და... არა­ვის ოჯა­ხურ ამ­ბავს წვრი­ლად არ გან­ვი­ხი­ლავ, არ ვე­ხე­ბი, თან, შე­იძ­ლე­ბა, დიდი ხნის ჩავ­ლი­ლი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ვინ­მეს სტა­ტუსს მა­ინც არ ვნა­ხავ­დი ამ თე­მა­ზე, გარ­და ჩემი მსა­ხი­ო­ბი მე­გობ­რი­სა.

ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ არა­ვინ არა­ფერს იტყო­და, ამან უფრო გა­მა­ნერ­ვი­უ­ლა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ერ­თა­დერ­თი ვარ, ვინც ამა­ზე სა­ტა­ტუ­სი და­წე­რა. მივ­მარ­თე ხალ­ხს, - იქ­ნებ გვე­სა­უბ­რა ამ თე­მა­ზე - რომ ძა­ლა­დო­ბა სა­ში­ა­ნე­ლე­ბაა! მოკ­ლედ, ორ­მხრი­ვად გულ­და­წყვე­ტი­ლი დავ­რჩი. არა­და, სხვა­დას­ხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის არა­ერ­თი პერ­ფო­მან­სი, აქ­ცია მი­ნა­ხავს, ქა­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით... მოკ­ლედ, ამა­ნაც შე­მა­წუ­ხა.

ჩემს სა­ტა­ტუს­ზეც სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მეა, ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლებს არ ვთვლი, ვინც გა­მო­მემ­ხმა­უ­რა... არც ის მე­გო­ნა, რომ მე ვიქ­ნე­ბო­დი პირ­ვე­ლი, ვინც ამა­ზე სტა­ტუსს და­წერ­და.

- რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა - „რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რი გმობს ყო­ველ­გვარ ძა­ლა­დო­ბას, მათ შო­რის ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას!"

- თე­ატ­რი ის ად­გი­ლია, სა­დაც მსა­ხი­ობ­მა შენი „მიკრო­ფო­ნით,“ პო­ზი­ცი­ით ხალ­ხს ხმა გა­ა­გო­ნო იმა­ზე, თუ ვინ­მეს რა­მე­ში არ ეთან­ხმე­ბი. თუმ­ცა ზო­გა­დად ძა­ლი­ან არა­გულ­წრფე­ლი მგო­ნია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა - ზოგ­ჯერ თვალს და­ხუ­ჭავს, პირ­ში წყალს ჩა­ი­გუ­ბებს და არა­ფერს იტყვის. ამი­ტო­მაც არის თე­ატ­რი დღემ­დე და­კე­ტი­ლი და ყო­ველ­გვარ რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლი.

თე­ატრმა რომ თქვა, ვგმო­ბო, - ეს რას ნიშ­ნავს? რით გმობს? რას აკე­თებს ამის­თვის? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამას არა­ფე­რი მოჰ­ყვე­ბა, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა.

ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, თე­ატრმ­ცოდ­ნე:

- ნე­ბის­მი­ერ ძა­ლა­დო­ბას ცალ­სა­ხად ვგმობ, მით უფრო, თუ მო­ძა­ლა­დე სა­ჯა­რო ფი­გუ­რაა, რო­მე­ლიც მა­გა­ლითს უნდა აძ­ლევ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მას მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მარ­თებს. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის გან­ცხა­დე­ბა მო­ძა­ლა­დე მსა­ხი­ო­ბის თა­ო­ბა­ზე, არის ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის, რად­გან, ვეჭ­ვობ, ის­ტო­რია, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობ­მა ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა სა­ჯა­რო გა­ხა­და, არ იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის, მაგ­რამ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი თე­ატრს აქამ­დე არ მი­უ­ღია. ამი­ტო­მაც, არ მაქვს იმე­დი, რომ თე­ატ­რის მიერ გა­ცხა­დე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის გმო­ბა, გარ­და სი­ტყვე­ბი­სა, სხვა შემ­დგომ ლო­გი­კურ ქმე­დე­ბებ­ში აი­სა­ხე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
262

აუუუ ახლა ამის განხილვებით უნდა წაილეკოს ტვინი, საერთოდ ვინ არის მაყაშვილი ან ზანგური რომ სრულიად საქართველოს გინდათ მოსდოთ?! 

 

ძალადობდა? დაგერეკა პოლიციაში და რა ტელეკრანების შოუდ გინდა აქციო ეს საკითხი?

 

ფემინისტები კიდევ მოითხოვენ ზანგური არათუ თეატრიდან გააძევონ არამედ საერთოდ ცხოვრება აუკრძალონ!!! მართლა ბოლშევიზმს ჰგავს რაღაც რაღაცეები

muamar kadafi
1

ოჯახიც ქართული პარლამენტივითაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვეჭვობ, ისტორია, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის" - რას ამბობენ კოლეგები მსახიობების ოჯახურ სკანდალზე

"ვეჭვობ, ისტორია, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის" - რას ამბობენ კოლეგები მსახიობების ოჯახურ სკანდალზე

"რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!" - ეს განცხადება რუსთაველის თეატრმა მსახიობ ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ გაავრცელა. ინტერვიუში ნინუცა ყოფილი მეუღლის, ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.

გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიზეზი ძალადობა იყო. როგორც აღნიშნა, ბესო ზანგური მას ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ამ ყველაფერს თავი გაქცევით დააღწია.

AMBEBI.GE შეეცადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლების კომენტარები მოესმინა.

თათული ედიშერაშვილი, მსახიობი:

- როგორც ყველა, მეც იმ აზრზე ვარ, რომ ძალადობა არის საშინელება და ვგმობ მას. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იძალადებს - ოჯახის წევრი, მეგობარი, კოლეგა, ნათესავი თუ მეზობელი. უნდა ვეცადოთ, ყოველი ძალადობის ფაქტი განვიხილოთ. ადრე სირცხვილი იყო და ცუდ ტონად ითვლებოდა, თუ ვინმეს ამხელდი, რასაც ბევრი ადამიანის პირადი ცხოვრება, ფსიქიკა შეეწირა. ამით კი მოძალადე ყოველთვის სარგებლობდა. არადა, ადამიანებს როდესაც რეალურად დახმარება სჭირდებოდათ, ჩვენ, საზოგადოება ჩუმად ვიყავით.

ამ საუკუნეში, ამ მოცემულობაში აღარ არის სირცხვილი ვამხილოთ ძალადობა, რომ ჩვენი დამოკიდებულებით, ძალისხმევით რაღაცნაირად აღვკვეთოთ. ამიტომ, ჩემს თავსაც ვალდებულად ვთვლი, რომ ამაზე თვალი არ დავხუჭო. მოძალადემ აუცილებლად უნდა გაიაზროს, რომ არ აქვს უფლება, ნებისმიერი ადამიანის, თუნდაც თავისი გაჩენილი შვილის მიმართაც კი იძალადოს.

შესაძლებელია, ადრეულ პერიოდში შევსწრებივარ კიდეც ძალადობის ფაქტს, მაგრამ არ მქონია იმის სითამამე, არც გამოცდილება და ვერ მომიხერხებია, მას წინ აღვდგომოდი. ვიმეორებ, ახლა სხვა დროა - ყველანაირი ძალადობა დასაგმობია!

ცუდია, რომ მსხვერპლი გვიან ყვება ამბავს, თუმცა ესეც კარგია, რომ ამბობს. ეს ყველაფერი დიდად არც ერთი მხარისთვის არ არის კარგი. ამასთან, ჩვენ, ამ კონკრეტული საკითხის კომენტირებისასაც ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. შეიძლება, მოინდომო ვინმეს დაცვა, მაგრამ შემოგიბრუნდეს ადამინი და გითხრას, - ნუ ჩაერევი ზედმეტად, ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა!.. ასე რომ, ვიმეორებ, გარკვეული სიფრთხილე და კულტურა გვმართებს, ვინ როგორ გამოვხატავთ ამ პროტესტს. ვუთანაგრძნობ ყველა მსხვერპლს და მოძალადეს ვურჩევ, დაფიქრდეს, რეალურად პირველ რიგში, ეს მისთვის არის ცუდი შედეგის მომტანი...

თუ საჯაროდ ცნობილი ადამიანია, ეს ყველაფერი კიდევ მეტი პასუხისმგებლობაა. უნიკალური და იდეალური შეიძლება არ იყო, მაგრამ, მით უმეტეს, ჩვენი პროფესიის ადამიანები, მინიმუმ, მომავალი თაობისთვის უნდა ვიყოთ მაგალითი, რა შეიძლება და რა არ შეიძლება გავაკეთოთ.

ანა სანაია, მსახიობი:

- გუშინ მოვისმინე ინტერვიუ და ძალიან ცუდად გავხდი. ამ ყველაფრის შესახებ ჭორის დონეზეც კი, არაფერი ვიცოდი. თან, არც არასდროს ვინტერესდები არავის პირადი ცხოვრებით... მაგრამ გუშინ ღამე იმ გადაცემის შემდეგ დაძინება ძალიან გამიჭირდა...

დღეს მეგობარმა მომწერა, - თუ მოუსმინე ინტერვიუს და რატომ არაფერს ამბობს საზოგადოება? ისეთ რაღაცაზე აღშფოთდებიან, რაც აღსაშფოთებელი არ არის, იმაზე არაფერს ამბობენ, რაზეც უნდა ითქვასო...

შემდეგ შევედი „ფეისბუქზე“ და სხვადასხვა პორტალზე ამ ინტერვიუს ქვემოთ ვნახე ადამიანების (ქალის, კაცის) კომენტარები. ნაწილი წერდა, - „კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო“. ამ კომენტარებს სათითაოდ დავუარე და პასუხები დავუწერე. მერე ველოდებოდი, ვინმე ხმას ამოიღებდა... არავის ოჯახურ ამბავს წვრილად არ განვიხილავ, არ ვეხები, თან, შეიძლება, დიდი ხნის ჩავლილი ამბავია, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ვინმეს სტატუსს მაინც არ ვნახავდი ამ თემაზე, გარდა ჩემი მსახიობი მეგობრისა.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ არავინ არაფერს იტყოდა, ამან უფრო გამანერვიულა, აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ვარ, ვინც ამაზე სატატუსი დაწერა. მივმართე ხალხს, - იქნებ გვესაუბრა ამ თემაზე - რომ ძალადობა საშიანელებაა! მოკლედ, ორმხრივად გულდაწყვეტილი დავრჩი. არადა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, უფლებადამცველების არაერთი პერფომანსი, აქცია მინახავს, ქალის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით... მოკლედ, ამანაც შემაწუხა.

ჩემს სატატუსზეც სამარისებური სიჩუმეა, ძალიან ახლობლებს არ ვთვლი, ვინც გამომემხმაურა... არც ის მეგონა, რომ მე ვიქნებოდი პირველი, ვინც ამაზე სტატუსს დაწერდა.

- რუსთაველის თეატრმა განცხადება გაავრცელა - „რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!"

- თეატრი ის ადგილია, სადაც მსახიობმა შენი „მიკროფონით,“ პოზიციით ხალხს ხმა გააგონო იმაზე, თუ ვინმეს რამეში არ ეთანხმები. თუმცა ზოგადად ძალიან არაგულწრფელი მგონია ჩვენი საზოგადოება - ზოგჯერ თვალს დახუჭავს, პირში წყალს ჩაიგუბებს და არაფერს იტყვის. ამიტომაც არის თეატრი დღემდე დაკეტილი და ყოველგვარ რეალობას მოწყვეტილი.

თეატრმა რომ თქვა, ვგმობო, - ეს რას ნიშნავს? რით გმობს? რას აკეთებს ამისთვის? დარწმუნებული ვარ, რომ ამას არაფერი მოჰყვება, რაც ძალიან სამწუხაროა.

ლაშა ჩხარტიშვილი, თეატრმცოდნე:

- ნებისმიერ ძალადობას ცალსახად ვგმობ, მით უფრო, თუ მოძალადე საჯარო ფიგურაა, რომელიც მაგალითს უნდა აძლევდეს საზოგადოებას, მას მეტი პასუხისმგებლობა მართებს. რუსთაველის თეატრის განცხადება მოძალადე მსახიობის თაობაზე, არის ფორმალური ხასიათის, რადგან, ვეჭვობ, ისტორია, რომელიც მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის, მაგრამ შესაბამისი ზომები თეატრს აქამდე არ მიუღია. ამიტომაც, არ მაქვს იმედი, რომ თეატრის მიერ გაცხადებული ძალადობის გმობა, გარდა სიტყვებისა, სხვა შემდგომ ლოგიკურ ქმედებებში აისახება.

"არ მომცეს უფრო მეტი შვილის გაჩენის უფლება, ფსიქიატრიულში გამომკეტეს... მე უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მსურს" - ბრიტნი სპირსის სიტყვა სასამართლოზე და ბრალდებები მამას

17 ივლისს საქართველოს ლეგენდარული DJ Terrence Parker ეწვევა

"ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა