მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს? - გია მურღულიას "ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის"
რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს? - გია მურღულიას "ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის"

ფი­ლო­ლო­გი, პე­და­გო­გი გია მურ­ღუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს შე­გო­ნე­ბებს "პა­ტა­რა და დიდი ბი­ჭე­ბის­თვის" იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ არ უნდა ეკა­მა­თონ საყ­ვა­რელ ქალს.

გთა­ვა­ზობთ პოსტს:

"რა­ტომ არ უნდა შე­ე­კა­მა­თო საყ­ვა­რელ ქალს?

(ათი მცი­რე შე­გო­ნე­ბა პა­ტა­რა და დიდი ბი­ჭე­ბის­თვის)

  • შე­იძ­ლე­ბა არ მო­ე­წო­ნოს - ეს ყვე­ლა­ზე დიდი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც ამ სო­ფელ­ში არც მთავ­რდე­ბა;
  • რომც მო­უ­გო, იმ დღეს თუ არა, სხვა დროს მა­ინც წა­ა­გებ - და არა ერთხელ;
  • კა­მათ­ში და­მარ­ცხე­ბი­სას მისი მშვე­ნი­ე­რე­ბა იმა­ლე­ბა, რაც შენს გა­მარ­ჯვე­ბას აუ­ტა­ნელს ხდის;
  • მისი და­მარ­ცხე­ბა იმ­დე­ნად იშ­ვი­ა­თია, რომ სახ­სე­ნებ­ლად და შეჩ­ვე­ვად არც ღირს - უფრო მეტი ყალ­ბი გან­ცდა ილუ­ზი­ე­ბის მა­ღა­ზი­ა­შიც დე­ფი­ცი­ტია;
  • ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ სა­თა­ნა­დო არ­გუ­მენ­ტე­ბი და დე­ტა­ლე­ბი მას გა­ცი­ლე­ბით უკეთ და სრუ­ლად ახ­სოვს - ამ ტი­პის მახ­სოვ­რო­ბის ან მიხ­ვედ­რი­ლო­ბის შე­და­რე­ბი­სას შენი შან­სე­ბი ნუ­ლია;
  • კრი­ტი­კულ ვი­თა­რე­ბა­ში ერთს გა­ი­ღი­მებს და წი­ნა­რე მიღ­წე­ვე­ბი გან­ზე დაგ­რჩე­ბა - ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი ია­რა­ღია;
  • მის მხა­რეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა ქა­ლის ად­რინ­დელ გა­მარ­ჯვე­ბა­თა ძალა, მა­შინ რო­დე­საც შენ მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ირ­ჯე­ბი - ქალ­თა სო­ლი­და­რო­ბის ძალა დე­და­მი­წის სხვა მო­სახ­ლე­ე­ბი­სას ხა­რის­ხობ­რი­ვად აღე­მა­ტე­ბა;
  • ათას­ში ერთხელ წა­გე­ბულ კა­მათს ის არ და­ი­ვი­წყებს და ვაგ­ლა­ხად გა­გახ­სე­ნებს ნე­ბის­მი­ერ სა­ჭი­რო შემ­თხვე­ვა­ში - მა­გა­ლი­თად, უფსკრუ­ლის პი­რას სე­ირ­ნო­ბი­სას;
  • მისი მარ­ცხის სა­ფა­სურს ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში შენ გა­და­იხ­დი - ეს გარ­და­უ­ვა­ლი კომ­პენ­სა­ცი­აა;
  • თუ გა­ი­მარ­ჯვე, ისე შე­მოგ­ხე­დავს, რომ სამ­ყა­როს არ­სე­ბო­ბის პირ­ვე­ლი წა­მი­სა და სა­კუ­თა­რი და­ბა­დე­ბის შეგრცხვე­ბა;
  • პირ­ვე­ლი ცხრა ამ­ბა­ვი ვერ გა­ი­გე ან არაფ­რად ჩა­აგ­დე? - სჯობს ახ­ლა­ვე მიხ­ვი­დე და წი­ნას­წარ ბო­დი­ში უთხრა, რად­გან, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შენს სახლზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გაჩ­ნდე­ბა წარ­წე­რა: "აქ ცხოვ­რობს სუ­ლე­ლი". ჯერ კი­დევ ძვე­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ: "არ­სე­ბობს ქა­ლის მარ­თვის ორი გზა. პირ­ვე­ლი - და­ე­მორ­ჩი­ლო, მე­ო­რე კი არა­ვინ იცის" - წერს მურ­ღუ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
totika
6

Ha ha ha haaaaaa

1
3

ვააა, მართვის ორი გზა მაგარი იყო... ქალი კი არ უნდა მართოს კაცმა, პროცესი უნდა მართოს პროცესიიიიიიიი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს? - გია მურღულიას "ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის"

რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს? - გია მურღულიას "ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის"

ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში აქვეყნებს შეგონებებს "პატარა და დიდი ბიჭებისთვის" იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა ეკამათონ საყვარელ ქალს.

გთავაზობთ პოსტს:

"რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს?

(ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის)

  • შეიძლება არ მოეწონოს - ეს ყველაზე დიდი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ამ სოფელში არც მთავრდება;
  • რომც მოუგო, იმ დღეს თუ არა, სხვა დროს მაინც წააგებ - და არა ერთხელ;
  • კამათში დამარცხებისას მისი მშვენიერება იმალება, რაც შენს გამარჯვებას აუტანელს ხდის;
  • მისი დამარცხება იმდენად იშვიათია, რომ სახსენებლად და შეჩვევად არც ღირს - უფრო მეტი ყალბი განცდა ილუზიების მაღაზიაშიც დეფიციტია;
  • ეს იმიტომ ხდება, რომ სათანადო არგუმენტები და დეტალები მას გაცილებით უკეთ და სრულად ახსოვს - ამ ტიპის მახსოვრობის ან მიხვედრილობის შედარებისას შენი შანსები ნულია;
  • კრიტიკულ ვითარებაში ერთს გაიღიმებს და წინარე მიღწევები განზე დაგრჩება - ეს აბსოლუტური იარაღია;
  • მის მხარეს იქნება ყველა ქალის ადრინდელ გამარჯვებათა ძალა, მაშინ როდესაც შენ მხოლოდ ინდივიდუალურად გაირჯები - ქალთა სოლიდარობის ძალა დედამიწის სხვა მოსახლეებისას ხარისხობრივად აღემატება;
  • ათასში ერთხელ წაგებულ კამათს ის არ დაივიწყებს და ვაგლახად გაგახსენებს ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში - მაგალითად, უფსკრულის პირას სეირნობისას;
  • მისი მარცხის საფასურს ნებისმიერ შემთხვევაში შენ გადაიხდი - ეს გარდაუვალი კომპენსაციაა;
  • თუ გაიმარჯვე, ისე შემოგხედავს, რომ სამყაროს არსებობის პირველი წამისა და საკუთარი დაბადების შეგრცხვება;
  • პირველი ცხრა ამბავი ვერ გაიგე ან არაფრად ჩააგდე? - სჯობს ახლავე მიხვიდე და წინასწარ ბოდიში უთხრა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს სახლზე დაუყოვნებლივ გაჩნდება წარწერა: "აქ ცხოვრობს სულელი". ჯერ კიდევ ძველები ამბობდნენ: "არსებობს ქალის მართვის ორი გზა. პირველი - დაემორჩილო, მეორე კი არავინ იცის" - წერს მურღულია.

იზოლაციაში მყოფი ჰარი უილიამს ტელეფონით ესაუბრა - როგორ ცდილობს ქეით მიდლტონი ერთმანეთზე განაწყენებული ძმების შერიგებას

"ის დარჩება ბაბუად, რომელიც ბარბექიუს სპეციალისტი იყო და საოცარი იუმორი ჰქონდა...მე და მეგანს მუდამ გვემახსოვრება" - როგორ ემშვიდობებიან ჰარი და უილიამი პრინც ფილიპს

რა გავლენას მოახდენს 12 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე და რას უნდა ველოდოთ პოლიტიკური ცხოვრების ჭრილში - ასტროლოგ რამაზ გიგაურის განმარტება