სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას" - რა განცხადება ვრცელდება ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ
"რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას" - რა განცხადება ვრცელდება ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

მსა­ხი­ობ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ, სა­დაც ის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ბესო ზან­გუ­რის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გმო­ბენ ყო­ველ­გვარ ძა­ლა­დო­ბას.

"რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რი გმობს ყო­ველ­გვარ ძა­ლა­დო­ბას, მათ შო­რის ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას!" - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა თქვა, ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ძა­ლა­დო­ბა იყო. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბესო ზან­გუ­რი მას ფი­ზი­კუ­რა­დაც უს­წორ­დე­ბო­და და ამ ყვე­ლა­ფერს თავი გაქ­ცე­ვით და­აღ­წია.

"რთუ­ლი მო­სა­ყო­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­დე­საც ამ­დე­ნი ხანი ჩუ­მად ხარ. ისე­დაც ამ­დე­ნი დო­ზით არის ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა. არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ერთ-ერთი გავ­ხდე­ბო­დი, ვი­საც ასე­თი ცხოვ­რე­ბა მო­უ­წევ­და. თუმ­ცა არც ისე­თი ვარ­დის­ფე­რი სამ­ყა­რო იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გო­რიც მე­გო­ნა. პირ­ვე­ლად რა მი­ზე­ზით აღ­მარ­თა ხელი, ეს არ მახ­სოვს, მაგ­რამ მახ­სოვს, ძა­ლი­ან შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წინ და მე ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად... მცე­მა ძა­ლი­ან. ამ ყვე­ლა­ფერს მოს­დევ­და კო­რი­ან­ტე­ლი ბო­დი­შე­ბის და სა­ჩუქ­რე­ბის, რო­მე­ლიც მე აღარ მჭირ­დე­ბო­და.

ასევე დაგაინტერესებთ
09:14 / 13-04-2021

"ორსულად ვიყავი, როცა ბესომ ოჯახის წევრების თვალწინ ძალიან მცემა..." - ნინუცა მაყაშვილი ყოფილი მეუღლის მხრიდან ოჯახურ ძალადობაზე პირველად ალაპარაკდა

18:45 / 13-04-2021

"ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი, ადამიანი არ უნდა ამბობდეს" - ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას პასუხობს

19:41 / 13-04-2021

"ვეჭვობ, ისტორია, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის" - რას ამბობენ კოლეგები მსახიობების ოჯახურ სკანდალზე

22:27 / 13-04-2021

"ეს ადამიანი უნდა წავიდეს თეატრიდან! პროტესტის ნიშნად, მე აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!" - რას წერს კოლეგა ბესო ზანგურზე

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რად ხდე­ბო­და. მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ის, რომ ჭა­მის შემ­დეგ თეფ­ში და ჩან­გა­ლი თა­ვის დრო­ზე არ გა­მე­რე­ცხა, ან შუქ­ნი­შან­ზე გა­ჩე­რე­ბი­სას მო­წყე­ნი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ან თუნ­დაც მი­ზე­ზი ყო­ფი­ლი­ყო, ქუ­ჩა­ში უბ­რა­ლოდ და­ნა­ხუ­ლი ბიჭი.

მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პლექ­სი აქვს და ამის კომ­პენ­სი­რე­ბას ცდი­ლობ­და ჩემ­თან, მარ­ტი­ვია სუს­ტი და­ჩაგ­რო. მე მა­შინ სუს­ტი ვი­ყა­ვი. რა­ტომ ვპა­ტი­ობ­დი? ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, იყო მუ­ქა­რე­ბი. ვერც ოჯა­ხის წევ­რებს ვუყ­ვე­ბო­დი. ყვე­ლა ელო­დე­ბო­და ჩემ­გან, რომ ვი­ტყო­დი, მიშ­ვე­ლეთ-თქო, მაგ­რამ მე ვერ ვამ­ბობ­დი. ბო­ლოს იყო, რომ ვთქვი, მიშ­ვე­ლე­თო.

ბოლო წვე­თი იყო, რო­დე­საც გას­ტრო­ლებ­ზე იყო, ღა­მის 4 სა­ათ­ზე ჩა­მო­ვი­და, ბე­ბი­ას­თან ვი­ყა­ვი ბავ­შვთან ერ­თად, ვთხო­ვე, რომ იქ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ უარი თქვა. წა­ვე­დით სახ­ლში და რომ და­ი­წყო ღა­მის 4 სა­ათ­ზე, არ გა­ჩერ­და დი­ლის 8 სა­ა­თამ­დე. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­შინ შე­მეძ­ლო, იყო, რომ ჩემი შვი­ლის სა­ხე­ლი მეთ­ქვა, რო­მე­ლიც გვერ­დზე ოთახ­ში ღნა­ო­და. მე ვი­ცო­დი, რომ ბავ­შვი უნდა წა­მეყ­ვა­ნა იქი­დან".

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თათა
10

თუ გმობთ გაუშვით თეატრიდან.

ზურაბ
197

თუ გცემდა სამაგიეროდ პოპულარული, ცდნობადი სახე გაგხადა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას" - რა განცხადება ვრცელდება ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

"რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას" - რა განცხადება ვრცელდება ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

მსახიობ ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, სადაც ის ყოფილი მეუღლის, ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, რუსთაველის თეატრი განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გმობენ ყოველგვარ ძალადობას.

"რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!" - წერია განცხადებაში.

გადაცემა "ფარულ კონვერტში" ნინუცა მაყაშვილმა თქვა, ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიზეზი ძალადობა იყო. როგორც მან აღნიშნა, ბესო ზანგური მას ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ამ ყველაფერს თავი გაქცევით დააღწია.

"რთული მოსაყოლია ეს ყველაფერი, როდესაც ამდენი ხანი ჩუმად ხარ. ისედაც ამდენი დოზით არის ქალზე ძალადობა. არასდროს მიფიქრია, რომ ერთ-ერთი გავხდებოდი, ვისაც ასეთი ცხოვრება მოუწევდა. თუმცა არც ისეთი ვარდისფერი სამყარო იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორიც მეგონა. პირველად რა მიზეზით აღმართა ხელი, ეს არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ძალიან შოკირებული ვიყავი. მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად... მცემა ძალიან. ამ ყველაფერს მოსდევდა კორიანტელი ბოდიშების და საჩუქრების, რომელიც მე აღარ მჭირდებოდა.

მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ ჭამის შემდეგ თეფში და ჩანგალი თავის დროზე არ გამერეცხა, ან შუქნიშანზე გაჩერებისას მოწყენილი ვყოფილიყავი, ან თუნდაც მიზეზი ყოფილიყო, ქუჩაში უბრალოდ დანახული ბიჭი.

მივხვდი, რომ ძალიან ბევრი კომპლექსი აქვს და ამის კომპენსირებას ცდილობდა ჩემთან, მარტივია სუსტი დაჩაგრო. მე მაშინ სუსტი ვიყავი. რატომ ვპატიობდი? ძალიან მეშინოდა, იყო მუქარები. ვერც ოჯახის წევრებს ვუყვებოდი. ყველა ელოდებოდა ჩემგან, რომ ვიტყოდი, მიშველეთ-თქო, მაგრამ მე ვერ ვამბობდი. ბოლოს იყო, რომ ვთქვი, მიშველეთო.

ბოლო წვეთი იყო, როდესაც გასტროლებზე იყო, ღამის 4 საათზე ჩამოვიდა, ბებიასთან ვიყავი ბავშვთან ერთად, ვთხოვე, რომ იქ დავრჩენილიყავი, მაგრამ უარი თქვა. წავედით სახლში და რომ დაიწყო ღამის 4 საათზე, არ გაჩერდა დილის 8 საათამდე. ერთადერთი, რაც მაშინ შემეძლო, იყო, რომ ჩემი შვილის სახელი მეთქვა, რომელიც გვერდზე ოთახში ღნაოდა. მე ვიცოდი, რომ ბავშვი უნდა წამეყვანა იქიდან".

თბილისის მერია ხუთშაბათიდან ქუჩების მორეცხვის მასშტაბურ სამუშაოს დაიწყებს - "არის სრული მზადყოფნა"

„მიჰყევი ხმას“ - კსუ მულტიმედია ცენტრის ახალი პროექტი

ქოუჩინგის სკოლა სამი წლისაა