სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედამიწა საავადმყოფოს პალატაში წევს - ადამიანების მეოხებით კოვიდი წარმატებას აღწევს" - ლადო კახაძე
"დედამიწა საავადმყოფოს პალატაში წევს - ადამიანების მეოხებით კოვიდი წარმატებას აღწევს" - ლადო კახაძე

"ჩვენ დღეს ვართ დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე, ჯერ სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­ლა­ტა­ში წევს დე­და­მი­წა. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და და ადა­მი­ა­ნე­ბის მე­ო­ხე­ბით აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას ეს კო­ვი­დი",- ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ლადო კა­ხა­ძემ სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დღეს და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 3,66% შე­ად­გი­ნა, 4% კი უკვე კრი­ტი­კუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას აი­ძუ­ლებს, რაც არც ერთ სფე­როს არ მოს­წონს. ლადო კა­ხა­ძემ მო­სახ­ლე­ო­ბას ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სა და პირ­ბა­დის ტა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და და გან­მარ­ტა, რომ მხო­ლოდ ასე შე­იძ­ლე­ბა ვირუ­სის მარ­თვა.

"მტე­რი გვყავს დე­და­მი­წას და­უ­ძი­ნე­ბე­ლი, ეს არის კო­ვი­დინ­ფექ­ცია და წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და და ჩვე­ნი მე­ო­ხე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის მე­ო­ხე­ბით, აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას ეს კო­ვი­დი, ჩვე­ნი­ვე ჩარ­თუ­ლო­ბით. ვირუ­სი მრავ­ლდე­ბა უმო­წყა­ლოდ და არა­მარ­ტო მრავ­ლდე­ბა, ფორ­მას იც­ვლის, შტა­მებს იც­ვლის, ინ­გლი­სუ­რი შტა­მი გვაქვს, იქით არის ბრა­ზი­ლი­უ­რი, სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი შტა­მი და კი­დევ ვინ იცის, რამ­დენ სა­ხეც­ვლი­ლე­ბას მო­ახ­დენს ეს ვირუ­სი და ჩვენ­ვე გა­დაგ­ვაქვს. ჯე­რა­დი მა­ტე­ბა გვაქვს, ადა­მი­ა­ნე­ბო! ჯე­რა­დი. ეს არ არის რამ­დე­ნი­მე ციფ­რით მა­ტე­ბა. 3,66%-ზე ავი­და და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, 4% არის უკვე კრი­ტი­კუ­ლი ზღვა­რი, რო­მე­ლიც გვა­ი­ძუ­ლებს ჩვენ, რომ რა­ღა­ცა იმ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მხა­რეს გა­და­ვი­ხა­როთ, რო­მე­ლიც არ მოგ­ვწონს არა­ვის, არც კა­ნონ­მდებ­ლებს, არც აღ­მას­რუ­ლებ­ლებს, არც ბიზ­ნესს, არც გა­ნათ­ლე­ბას, არც სპორ­ტს და არა­ვის. ხომ ხე­დავთ დარ­ბაზ­შიც შევ­თხელ­დით, ჩვენც მოგ­ვე­რია, რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი გა­მომ­ჟღავ­ნდა", - გა­ნა­ცხა­და ლადო კა­ხა­ძემ.

მისი თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბა ფა­რუ­ლად ატა­რებს სა­რი­ტუ­ა­ლო და გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რაც არა მარ­ტო კა­ნო­ნის, არა­მედ ჩვე­ნი­ვე ცხოვ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბაა.

"არ შე­მიძ­ლია ეს რომ არ ვთქვა, თუ გე­წყი­ნე­ბათ, ბო­დიშს მო­ვიხ­დი, მაგ­რამ არა­ვის არ მინ­და ეწყი­ნოს - კა­ტას­ტრო­ფუ­ლად და­ფა­რულ პი­რო­ბებ­ში ვი­თარ­დე­ბა სა­რი­ტუ­ა­ლო, თუ გა­სარ­თო­ბი თავ­შეყ­რი­ლო­ბე­ბი. კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, თქვე­ნი­ვე ცხოვ­რე­ბის წე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და ძა­ლი­ან გთხოვთ, რომ ჩვე­ნი­ვე მი­ღე­ბუ­ლი, ან თქვენ­თვის მი­ღე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი მხა­რის შე­ზღუდ­ვე­ბი გა­ი­სიგ­რძე­გა­ნოთ, რომ ამი­სი დაც­ვის გა­რე­შე ვირუ­სი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მის სა­სარ­გებ­ლოდ გა­დახ­რის პი­ნას.

ჩვენ დღეს ვართ დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე, ჯერ სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­ლა­ტა­ში წევს დე­და­მი­წა.

ორი არ­ჩე­ვა­ნია, ან ვაქ­ცი­ნა­ცია და გო­ნივ­რუ­ლი ნა­ბი­ჯი მო­მა­ვალ­ში, პოს­ტკო­ვი­დუ­რი აზ­როვ­ნე­ბა და კო­ვიდ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ზე­ი­მი, ან და­ყო­ლა იმ ში­ნა­გა­ნი უნ­დობ­ლო­ბის ფაქ­ტორ­ზე, რო­მე­ლიც 1-3% მაგ­რამ მერე გა­ბუ­ქე­ბუ­ლი 35-40%-მდე ადის. ძა­ლი­ან გთხოვთ, მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­შია და მივ­ხე­დოთ ამას, თქვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბაა სა­ჭი­რო და ბო­ლოს ვამ­თავ­რებ - პირ­ბა­დე, ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად და­იკ­ლო,“- გა­ნა­ცხა­და ლადო კა­ხა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედგაცრუება
0

ჩვენ რომ შემოგვჩივით პირბადეებს არ ატარებენო,რისთვის აგირჩიეთ აბა მთავრობაში, აკონტროლეთ. ისე, ბრძნული გამომეტყველებით კი პოზირებთ კადრებში, გეტყობათ აქედანვე საოჯახო არხივსათვს უფრო ზრუნავთ ვიდრე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე.

წმინდა გაგა
7

ბრძენი კაცია ბატონი ლადო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"დედამიწა საავადმყოფოს პალატაში წევს - ადამიანების მეოხებით კოვიდი წარმატებას აღწევს" - ლადო კახაძე

"დედამიწა საავადმყოფოს პალატაში წევს - ადამიანების მეოხებით კოვიდი წარმატებას აღწევს" - ლადო კახაძე

"ჩვენ დღეს ვართ დიდი გამოწვევის წინაშე, ჯერ საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა. წელიწადნახევარი გავიდა და ადამიანების მეოხებით აღწევს წარმატებას ეს კოვიდი",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს დადებითობის მაჩვენებელმა 3,66% შეადგინა, 4% კი უკვე კრიტიკული მაჩვენებელია, რაც ხელისუფლებას დამატებითი შეზღუდვების დაწესებას აიძულებს, რაც არც ერთ სფეროს არ მოსწონს. ლადო კახაძემ მოსახლეობას ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ მხოლოდ ასე შეიძლება ვირუსის მართვა.

"მტერი გვყავს დედამიწას დაუძინებელი, ეს არის კოვიდინფექცია და წელიწადნახევარი გავიდა და ჩვენი მეოხებით, ადამიანების მეოხებით, აღწევს წარმატებას ეს კოვიდი, ჩვენივე ჩართულობით. ვირუსი მრავლდება უმოწყალოდ და არამარტო მრავლდება, ფორმას იცვლის, შტამებს იცვლის, ინგლისური შტამი გვაქვს, იქით არის ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული შტამი და კიდევ ვინ იცის, რამდენ სახეცვლილებას მოახდენს ეს ვირუსი და ჩვენვე გადაგვაქვს. ჯერადი მატება გვაქვს, ადამიანებო! ჯერადი. ეს არ არის რამდენიმე ციფრით მატება. 3,66%-ზე ავიდა დადებითობის მაჩვენებელი, 4% არის უკვე კრიტიკული ზღვარი, რომელიც გვაიძულებს ჩვენ, რომ რაღაცა იმ ღონისძიებების მხარეს გადავიხაროთ, რომელიც არ მოგვწონს არავის, არც კანონმდებლებს, არც აღმასრულებლებს, არც ბიზნესს, არც განათლებას, არც სპორტს და არავის. ხომ ხედავთ დარბაზშიც შევთხელდით, ჩვენც მოგვერია, რაღაც-რაღაცები გამომჟღავნდა", - განაცხადა ლადო კახაძემ.

მისი თქმით, მოსახლეობა ფარულად ატარებს სარიტუალო და გასართობ ღონისძიებებს, რაც არა მარტო კანონის, არამედ ჩვენივე ცხოვრების საწინააღმდეგო ქმედებაა.

"არ შემიძლია ეს რომ არ ვთქვა, თუ გეწყინებათ, ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ არავის არ მინდა ეწყინოს - კატასტროფულად დაფარულ პირობებში ვითარდება სარიტუალო, თუ გასართობი თავშეყრილობები. კანონის საწინააღმდეგოდ, თქვენივე ცხოვრების წესის საწინააღმდეგოდ და ძალიან გთხოვთ, რომ ჩვენივე მიღებული, ან თქვენთვის მიღებული ორგანიზაციული მხარის შეზღუდვები გაისიგრძეგანოთ, რომ ამისი დაცვის გარეშე ვირუსი კატასტროფულად მის სასარგებლოდ გადახრის პინას.

ჩვენ დღეს ვართ დიდი გამოწვევის წინაშე, ჯერ საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა.

ორი არჩევანია, ან ვაქცინაცია და გონივრული ნაბიჯი მომავალში, პოსტკოვიდური აზროვნება და კოვიდზე გამარჯვებაზე ზეიმი, ან დაყოლა იმ შინაგანი უნდობლობის ფაქტორზე, რომელიც 1-3% მაგრამ მერე გაბუქებული 35-40%-მდე ადის. ძალიან გთხოვთ, მოსახლეობას, რომ ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია და მივხედოთ ამას, თქვენი აქტიურობაა საჭირო და ბოლოს ვამთავრებ - პირბადე, ამ მაჩვენებელმა კატასტროფულად დაიკლო,“- განაცხადა ლადო კახაძემ.