საზოგადოება
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა იმისთვის, რომ არსებობთ...ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ" - ნიკა მელია მოსამართლეს
"მადლობა იმისთვის, რომ არსებობთ...ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ" - ნიკა მელია მოსამართლეს

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ნიკა მე­ლი­ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლე ნინო ჩახ­ნაშ­ვილს მი­მარ­თა.

"თქვენც მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ იმის­თვის, რომ არ­სე­ბობთ, ენერ­გი­ას მაძ­ლევთ, ბრძო­ლის ჟინს მი­ათ­კე­ცებთ, ენ­თუ­ზი­აზმს მაძ­ლევთ, მო­ტი­ვა­ცია მეძ­ლე­ვა და მეძ­ლე­ვა, როცა ვიცი, რომ თქვენ არ­სე­ბობთ და არ­სე­ბობს ბა­ტო­ნი გუ­ლუ­აშ­ვი­ლის მსგავ­სი პრო­კუ­რო­რე­ბი. ად­ვო­კა­ტე­ბის ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა უსი­ტყვოდ უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს, სა­უ­ბა­რია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელ­ზე, რო­მელ­მაც თქვა, რომ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ავა­ლებ­და, აყალ­ბე­ბი­ნებ­და იმ საქ­მის ფარ­გლებ­ში მა­სა­ლებს, რო­მელ­ზეც მე აქ მო­მა­თავ­სეს.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თქვენ საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა გინ­დო­დეთ და ამ ადა­მი­ა­ნის და­კი­თხვის სურ­ვი­ლი არ გა­გიჩ­ნდეთ?...თუ ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებთ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნისთგის გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა რას ემ­სა­ხუ­რე­ბით თქვენ და მე - რას. სა­ნამ თქვენ აქ იმ­სჯე­ლებ­დით ჩემ და­კა­ვე­ბა­ზე, იმ ადა­მი­ა­ნებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი ჰქონ­და რომ მე სა­ტუ­სა­ღო­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. თქვენ თქვენ რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე უნდა იფიქ­როთ, ცოტა მო­მავ­ლის გად­მო­სა­ხე­დი­და­ნაც ხომ უნდა იმ­სჯე­ლოთ.

კო­ბა­ხი­ძე რომ მოწ­მის სა­ხით არ და­ი­ბა­როთ და არ და­კი­თხოთ, ეს ხომ თქვენ რე­პუ­ტა­ცი­ას შე­ლა­ხავს? ამ საქ­მე­ზე ხომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა დად­გინ­დე­ბა? ამ ადა­მი­ან­მა აღი­ა­რა, მე და გა­ხა­რია შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რომ მე­ლია უნდა დაგ­ვე­ჭი­რაო და ბო­ლოს გა­დათ­ქვაო, თქვენ კი­დევ გან­ჩი­ნე­ბა არ გქონ­დათ გა­მო­ტა­ნი­ლი. რა თქმა უნდა, ჩემ და­კა­ვე­ბა­ზე გა­ხა­რი­ა­საც ჰქონ­და მი­ცე­მუ­ლი თან­ხმო­ბა და კო­ბა­ხი­ძე­საც. ახლა რომ გა­ხა­რია ცდი­ლობს თავი ისე მო­აჩ­ვე­ნოს, თით­ქოს, წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბის, ის ჩემი და­კა­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი იმუ­ნი­ტეტს არ მო­მიხ­სნიდ­ნენ", - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მადლობა იმისთვის, რომ არსებობთ...ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ" - ნიკა მელია მოსამართლეს

"მადლობა იმისთვის, რომ არსებობთ...ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ" - ნიკა მელია მოსამართლეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს მიმართა.

"თქვენც მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ არსებობთ, ენერგიას მაძლევთ, ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ, ენთუზიაზმს მაძლევთ, მოტივაცია მეძლევა და მეძლევა, როცა ვიცი, რომ თქვენ არსებობთ და არსებობს ბატონი გულუაშვილის მსგავსი პროკურორები. ადვოკატების ეს შუამდგომლობა უსიტყვოდ უნდა დაკმაყოფილდეს, საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე, რომელმაც თქვა, რომ შს მინისტრის მოადგილე ავალებდა, აყალბებინებდა იმ საქმის ფარგლებში მასალებს, რომელზეც მე აქ მომათავსეს.

როგორ შეიძლება თქვენ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა გინდოდეთ და ამ ადამიანის დაკითხვის სურვილი არ გაგიჩნდეთ?...თუ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებთ, ბევრი ადამიანისთგის გასაგები გახდება რას ემსახურებით თქვენ და მე - რას. სანამ თქვენ აქ იმსჯელებდით ჩემ დაკავებაზე, იმ ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა რომ მე სატუსაღოში უნდა წავსულიყავი. თქვენ თქვენ რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ, ცოტა მომავლის გადმოსახედიდანაც ხომ უნდა იმსჯელოთ.

კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შელახავს? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება? ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი. რა თქმა უნდა, ჩემ დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა მიცემული თანხმობა და კობახიძესაც. ახლა რომ გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს, წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ის ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ", - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიამ მოსამართლეს "ჩინჩალაძის მონა“ უწოდა, რის გამოც ის პროცესიდან გააძევეს

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

"სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ" - ნიკა მელია