სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მულმა მითხრა, ომარი აღარ არისო. ერთი კი ვიკივლე, მაგრამ როცა ბავშვები შემოცვივდნენ ოთახში, იმ დღიდან ქვა და რკინა გავხდი" - მექა ხანგოშვილი პირად ცხოვრებასა და ქართულ-ქისტურ ურთიერთობებზე
"მულმა მითხრა, ომარი აღარ არისო. ერთი კი ვიკივლე, მაგრამ როცა ბავშვები შემოცვივდნენ ოთახში, იმ დღიდან ქვა და რკინა გავხდი" - მექა ხანგოშვილი პირად ცხოვრებასა და ქართულ-ქისტურ ურთიერთობებზე

"ჩვენ­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში მღე­რი­ან ხოლ­მე - "სამ­შობ­ლო, რო­გორც უფა­ლი, ერ­თია ქვე­ყა­ნა­ზე­და“,- და, რა გულ­საკ­ლა­ვია ეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, ვინც ყოვ­ლის შემ­ძლემ ორი სამ­შობ­ლო­თი და­ა­სა­ჩუქ­რა... რას ვე­უბ­ნე­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­ზებ­სა და ინ­გი­ლო­ებს, ფე­რე­იდ­ნელ ქარ­თვე­ლებს, სი­რია-იორ­და­ნი­ა­სა და თურ­ქეთ­ში მცხოვ­რებ მუ­ჰა­ჯირ­თა შთა­მო­მავ­ლებ­სა და დღეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში მი­მო­ფან­ტულ ჩეჩ­ნებს. ისიც ხომ უფ­ლის­გან იყო, რომ იბე­რი­ის პირ­ვე­ლი მე­ფის, ფარ­ნა­ვა­ზის მე­უღ­ლე, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­დო­ფა­ლი დუ­რ­ძუ­კე­თის ასუ­ლი, ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი, ქის­ტის ქალი იყო. აქე­დან და­ი­წყო ჩვე­ნი ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბიც... სა­ქარ­თვე­ლო ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, პირ­ველ რიგ­ში - უდი­დე­სი გან­ძი და სიყ­ვა­რუ­ლი. მე ხომ ამ კულ­ტუ­რა­ზე გა­ვი­ზარ­დე. ბევ­რჯერ მით­ქვამს, რომ უფალ­მა ჩვენ, ქის­ტე­ბი იმი­თაც გა­მოგ­ვარ­ჩია, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, ორი­გი­ნალ­ში წა­ვი­კი­თხოთ რუს­თა­ვე­ლი, ვაჟა, ყაზ­ბე­გი, ილია, აკა­კი… არ ვიცი, ძა­ლი­ან რთუ­ლია იმის თქმა, თუ რას ნიშ­ნავს ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო... ალ­ბათ იმას, რის­თვი­საც შე­გიძ­ლია სი­ცო­ცხლე დათ­მო და სი­ცო­ცხლე­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის­თვის არის რამე?“ - გვე­უბ­ნე­ბა ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პან­კი­სის ხე­ო­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მექა ხან­გოშ­ვი­ლი და ეს სი­ტყვე­ბი ისე­თი­ვე მარ­თა­ლი, ნაღ­დია და გულ­წრფე­ლი, რო­გო­რა­დაც მას სა­ქარ­თვე­ლო­ში იც­ნო­ბენ. მას­თან სა­უ­ბარ­საც ბავ­შვო­ბით ვი­წყებთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ულა­მა­ზეს ხე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

  • ბავ­შვო­ბა

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დუ­ის­ში და­ვი­ბა­დე, პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში. მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, უფ­რო­სი და მყავს, სულ ოთხნი ვართ. ბავ­შვო­ბა ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ხანა იყო. დედა პე­და­გო­გი იყო, მა­თე­მა­ტი­კო­სი. სა­დღაც 8 წლის ვი­ყა­ვი, ჩემ­მა მშობ­ლებ­მა უზარ­მა­ზა­რი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა რომ და­ი­წყეს. კარ­გად მახ­სოვს დე­და­ჩე­მის სა­ო­ცა­რი შრო­მა და ჯაფა. დედა სკო­ლა­ში მა­თე­მა­ტი­კას ას­წავ­ლი­და, ოთხ შვილს ზრდი­და და ფი­ზი­კუ­რა­დაც ბევ­რს მუ­შა­ობ­და. გარ­და ამი­სა, მამა ძა­ლი­ან მო­ქე­ი­ფე კაცი იყო და ჩვენს ოჯახ­ში სტუ­მა­რი არ ილე­ო­და. ჩემი ბავ­შვო­ბა იყო მუდ­მი­ვად გაშ­ლი­ლი სუფ­რე­ბი და თეთ­რად გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბი... ბე­ბია ბოლო წლებ­ში ლო­გი­ნად იყო ჩა­ვარ­დნი­ლი და დედა მას, რო­გორც პა­ტა­რა ბავ­შვს, ისე უვ­ლი­და. მო­ხუ­ცე­ბის მი­მართ სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლებს სწო­რედ დე­დამ ჩაგ­ვი­ნერ­გა თა­ვი­სი მა­გა­ლი­თით, მისი ერთი და­წუ­წუ­ნე­ბაც კი არ მახ­სოვს. კერ­ძში სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლიც ბე­ბი­ა­სი იყო... ასე გა­ვი­ზარ­დეთ და ახლა მეც ჩემს შვი­ლებს უფ­რო­სი თა­ო­ბი­სად­მი მო­წი­წე­ბით ვზრდი. სწავ­ლა­ში პირ­ვე­ლე­ბი რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, ვინ გვა­პა­ტი­ებ­და? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი დღე ვშრო­მობ­დით, ღა­მე­ე­ბი გა­მი­თე­ნე­ბია და არ მახ­სენ­დე­ბა, და-ძმე­ბი სკო­ლა­ში უს­წავ­ლე­ლე­ბი წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ყვე­ლა­ნი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძლი­ე­რი მა­თე­მა­ტი­კა­ში ვი­ყა­ვი (ალ­ბათ დე­დის­გან გა­მომ­ყვა) და რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, სა­დოქ­ტო­როს ქარ­თულ ფი­ლო­ლო­გი­ა­ში თუ და­ვი­ცავ­დი?

  • "თა­ნა­კურ­სე­ლებ­მა რომ გა­ი­გეს ჩემ­ზე, ქის­ტი­აო, ეგო­ნათ, ჩან­თით ხან­ჯალს ვა­ტა­რებ­დი“

ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ბოლო წლებ­ში ფი­ზი­კა შე­მიყ­ვარ­და, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე მას­წავ­ლე­ბე­ლი მყავ­და, ხე­ე­დი მარ­გოშ­ვი­ლი, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუყ­ვარ­დი და ალ­ბათ, ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩვე­ნი ხე­ო­ბი­დან იმ პე­რი­ოდ­ში არა­ვინ აბა­რებ­და ფი­ზი­კურ­ზე და მე ვი­ყა­ვი ერ­თა­დერ­თი. სიის სა­ნა­ხა­ვად, "მაღ­ლივ კორ­პუს­ში“ მი­სულს ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, "უკონ­კურ­სო“ რომ ვე­წე­რე . ჩათ­ვლის წიგ­ნა­კის ასა­ღე­ბად როცა მი­ვე­დი, მკი­თხეს, პან­კი­სე­ლი ქის­ტი თქვენ ხარ­თო? ჩვენს დე­კანს რომ გა­უ­გია, ქის­ტი აბა­რებ­სო, უთ­ქვამს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­ვდე­სო და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­უფრ­თხი­ლე­ბია, ცო­ცხა­ლი ქის­ტი არ მყავს ნა­ნა­ხი და როცა მოვა, აუ­ცი­ლებ­ლად ჩემ­თან შე­მო­იყ­ვა­ნე­თო.

ბა­ტო­ნი ბი­ჭი­კო ვა­შა­კი­ძე სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო, იცო­და ქის­ტე­ბი­სა და სა­ერ­თოდ ერ­თი­ა­ნი კავ­კა­სი­ის ფასი... მახ­სოვს მისი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი სახე, როცა სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი და ჯერ კი­დევ ქა­ლა­ქის სიოს შე­უ­გუ­ე­ბე­ლი, მკაც­რი და ამა­ვე დროს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი მთი­ე­ლი, ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი შე­მიყ­ვა­ნეს მას­თან. მისი ჭა­ღა­რა, სპე­ტა­კი შუბ­ლი და კე­თი­ლი გული მა­მობ­რი­ვი მზრუნ­ვე­ლო­ბით მო­მე­კი­და იმ წუ­თი­დან. ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლა რთუ­ლი იყო, თუმ­ცა ძა­ლა­სა და ენერ­გი­ას არ ვი­შუ­რებ­დი და რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­მიყ­ვა­რეს. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს ბა­ტო­ნი გოგი ალექ­სან­დრია, ნა­ნას მამა - სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, მას გა­მორ­ჩე­უ­ლად ვუყ­ვარ­დი. სა­ო­ცა­რი წლე­ბი იყო.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მა­შინ ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ ქის­ტებ­ზე და მათ­ზე მარ­ტო ვა­ჟას პო­ე­მე­ბი­დან თუ გა­ე­გოთ, ყვე­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დათ ჩვენ­ზე. თა­ნა­კურ­სე­ლებ­მა რომ გა­ი­გეს ჩემ­ზე, ქის­ტი­აო, ეგო­ნათ, ჩან­თით ხან­ჯალს ვა­ტა­რებ­დი. ერთხელ მკი­თხეს, ხან­ჯა­ლი გაქ­ვსო? მეც გა­ვე­ხუმ­რე, აბა რა, ხან­ჯლის გა­რე­შე ქის­ტი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მეთ­ქი და და­ი­ჯე­რეს. ერთ დღე­საც,თა­ნა­კურ­სე­ლებს ჩემი ჩან­თა მო­უ­პა­რავთ და გა­უ­ჩხრე­კი­ათ, ხან­ჯალს ეძებ­დნენ... ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რო­ბა გვქონ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ბა­გე­ბის სტუ­დენ­ტუ­რი ქა­ლა­ქი­დან გა­მომ­ყვა, სა­დაც ჩემს დას­თან და 13 ქის­ტთან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. ეს ყვე­ლა­ზე შე­უ­და­რე­ბე­ლი და და­უ­ვი­წყა­რი პე­რი­ო­დი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

  • "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­ში, რო­გორც ქის­ტი, ისე - ქარ­თვე­ლი ერ­თნა­ი­რად ცო­ცხლობს...“

უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავ­და, მაგ­რამ ჩვე­ნი ადა­თი კრძა­ლავს სხვა ერის შვილ­თან ქორ­წი­ნე­ბას, ეს წესი დღემ­დე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია და მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი. სა­დღაც გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც ხდე­ბა, მაგ­რამ ჩემ­მა შვი­ლებ­მაც იცი­ან, რომ ვა­ი­ნა­ხის (ჩე­ჩე­ნი, ინ­გუ­ში, ქის­ტი) გარ­და, სხვა არა­ვინ უნდა შე­უყ­ვარ­დეთ, ასე ვიზ­რდე­ბო­დით ჩვენ და მეც ასე ვზრდი ჩემს შვი­ლებს. ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია, იცით, ჩვე­ნი ადათ-წე­სე­ბი და ტრა­დი­ცი­ე­ბი საკ­მა­ოდ მკაც­რია. მი­უ­ხე­და­ვად ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ ჩემი გან­წყო­ბა-და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა - ჩემ­ში, რო­გორც ქის­ტი, ისე - ქარ­თვე­ლი ერ­თნა­ი­რად ცო­ცხლობს, თუმ­ცა ქარ­თველ­თან ოჯა­ხის შექ­მნა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია. ერთი ნა­თე­სა­ვი გვყავ­და, სა­დაც ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბო­დით და ხდე­ბო­და ისე, რომ სუფ­რა­ზე 1-2 ჩემ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ ყმაწ­ვილს ვტო­ვებ­დი ხოლ­მე. მერე ეს ნა­თე­სა­ვი მიბ­რაზ­დე­ბო­და ხოლ­მე, გოგო, გა­თხოვ­დი, შენც და­ის­ვე­ნებ, მეც და ეს ახალ­გაზ­რდე­ბიც და­ის­ვე­ნე­ბენ, შემ­ჭა­მე­სო. რად­გან ვი­ცო­დი, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, არა­ვის ვი­კა­რებ­დი და თავ­საც ვზღუ­დავ­დი.

  • რო­გორ მოვ­ხვდი სი­რი­ა­სა და იორ­და­ნი­ა­ში

1992 წელს და­ვამ­თავ­რე ბი­ო­ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტი. ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო სა­მო­ქა­ლა­ქო ომი­თა, თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რით. იმ­ხა­ნად ჩემი უფ­რო­სი და ჩეჩ­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და და მეც შე­მომ­თა­ვა­ზა, გროზ­ნო­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, თავს იქ უფრო იო­ლად გა­ვი­ტან­თო. რო­გორც ბევ­რმა ახალ­გაზ­რდამ, მეც მი­ვა­შუ­რე გროზ­ნოს და სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბი­ო­ფი­ზი­კის კა­თედ­რა­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ვი­მუ­შა­ვე და 1994 წელს და­ი­წყო ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი ჩეჩ­ნე­თის ომი. პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის და­ბომბვას მეც შე­ვეს­წა­რი, სა­ოც­რე­ბე­ბი ხდე­ბო­და, შავ კვამლში იყო გახ­ვე­უ­ლი ყვე­ლა­ფე­რი... მე და ჩემი დის­შვი­ლი მა­შინ­ვე გა­მო­ვე­რი­დეთ და წა­მო­ვე­დით ისევ პან­კის­ში. მერე სი­რი­ა­სა და იორ­და­ნი­შიც მოვ­ხვდი...

1996 წელს უფ­რო­სი და - მე­დი­ნა სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ას იცავ­და თე­მა­ზე "ვა­ი­ნა­ხუ­რი დი­ას­პო­რე­ბი სი­რი­ა­სა და იორ­და­ნი­ა­ში“ და მა­მას და­ფი­ნან­სე­ბით წა­ვე­დით ამ ქვეყ­ნებ­ში, იქ, სა­დაც ჩე­ჩე­ნი მო­ჰა­ჯი­რე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. ჩემი და სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მარ­ტო არ გა­ვუშ­ვი, წავ­ყე­ვი და იქ რამ­დე­ნი­მე თვე დავ­ყა­ვით. ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი დღემ­დე მომ­ყვე­ბა. ისეთ ოჯა­ხებ­ში მოვ­ხვდით, სა­დაც ჩეჩ­ნებ­მა სამ­შობ­ლო­დან წა­ღე­ბუ­ლი ცე­ცხლი 14 წელი ატა­რეს და ბო­ლოს იორ­და­ნი­ის ქა­ლაქ ზარ­ქა­ში და­ან­თეს, სა­დაც ჩეჩ­ნე­ბის კომ­პაქ­ტუ­რი და­სახ­ლე­ბე­ბია.

სა­ო­ცა­რი ის იყო, რომ იქა­უ­რებს ენა, ადა­თი და ყვე­ლა ტრა­დი­ცია, სამ­ზა­რე­უ­ლოც კი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვთ. უდაბ­ნო­ში ასე­უ­ლი კი­ლო­მეტ­რე­ბი ვი­ა­რეთ, სა­დაც ერთი ხეც არ იყო და ბო­ლოს გა­მოჩ­ნდა ეს პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბა. იქა­უ­რებს ჩეჩ­ნუ­რი გა­რეგ­ნო­ბაც კი შე­ნა­რუ­ნე­ბუ­ლი აქვთ - სა­ოც­რად თეთ­რე­ბი, ქე­რე­ბი და ცის­ფერ­თვა­ლე­ბე­ბი იყ­ვნენ. ჩვენ ერთი რე­ლი­გია გვაქვს და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­თაც გვი­თხრეს, ჩვენს ქა­ლებს არა­ვის ვა­ტან­თო. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მიკ­ვირ­და, პან­კის­ში რა დი­ა­ლექ­ტი­თაც ვსა­უბ­რობთ, იორ­და­ნე­ლი ჩეჩ­ნე­ბიც იმ დი­ა­ლექ­ტზე ლა­პა­რა­კო­ბენ. ჩვე­ნი ერთ-ერთი მას­პინ­ძე­ლი, ნა­ბილ­ბი­ე­ნო, ქა­ლაქ ამა­ნის გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტში დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და და პა­რა­ლე­ლუ­რად ჩე­ჩენ კლა­სი­კო­სებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან აბუ­ზა­რა­იდ ამი­რო­ვი, მა­გო­მედ მა­მა­კა­ე­ვი და სხვე­ბი, ორი­გი­ნა­ლი­დან თარ­გმნი­და არა­ბულ და გერ­მა­ნულ ენებ­ზე, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ის­წავ­ლა ჩეჩ­ნუ­რად წერა-კი­თხვა. ერთხე­ლაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, ამა­ნის დე­დოფ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლე­ბი მკურ­ნა­ლო­ბენ (რო­მელ­თაც თვით იორ­და­ნი­ის დე­დო­ფა­ლი უწევ­და პატ­რო­ნა­ჟო­ბას) და თუ სურ­ვი­ლი გაქვთ, ერ­თად მო­ვი­ნა­ხუ­ლო­თო. ჩვენ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდით, მას მერე ხში­რად ვა­კი­თხავ­დით, როცა გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად მი­ვე­დით, ერთ-ერ­თმა მებ­რძოლ­მა, რო­მე­ლიც პო­ე­ტიც იყო, რა­მო­დე­ნი­მე ლექ­სი გად­მომ­ცა და მი­თხრა, შენ მო­გი­ძღვე­ნიო...

მა­შინ მე ჩეჩ­ნუ­რად წერა-კი­თხვა არ ვი­ცო­დი, ლექ­სე­ბის წა­კი­თხვაც ნა­წი­ლობ­რივ მხო­ლოდ იმი­ტომ შევ­ძე­ლი, რომ რუ­სუ­ლი კი­რი­ლი­ცა­თი იყო და­წე­რი­ლი, მა­შინ ვთქვი, რამ­ხე­ლა სირ­ცხვი­ლია, რომ იქ, იორ­და­ნი­ა­ში მცხოვ­რებ­მა ჩეჩ­ნებ­მა იცი­ან წერა-კი­თხვა და ჩვენ, კავ­კა­სი­ა­ში მცხოვ­რებ­მა - არა. მტკი­ცედ გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი ენა სრულ­ყო­ფი­ლად შე­მეს­წავ­ლა, იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ერთ წე­ლი­წად­ში ვის­წავ­ლე კი­დეც ჩეჩ­ნუ­რი წერა-კი­თხვა და უკვე შე­მეძ­ლო, სხვე­ბის­თვი­საც მეს­წავ­ლე­ბი­ნა. უხუ­ცე­სებ­თან ერ­თად დიდი ბრძო­ლა დაგ­ვჭირ­და იმის­თვის, რომ პან­კი­სის სკო­ლებ­ში ჩეჩ­ნუ­რი ენის სწავ­ლე­ბა შე­მო­სუ­ლი­ყო. მად­ლო­ბა უფალ­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს ქალ­ბა­ტონ თა­მარ სა­ნი­კი­ძეს, რომ­ლის უშუ­ა­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­თაც 2016 წელს, უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, რა­ღაც დო­ნე­ზე მშობ­ლი­უ­რი ენა­ზე წერა-კი­თხვის შეს­წავ­ლა. როცა ჩეჩ­ნე­თი იბომ­ბე­ბო­და, 2002 - 2005 წლებ­ში, მა­ში­ნაც კი ითარ­გმნე­ბოდ­ნენ ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სე­ბი ჩეჩ­ნურ ენა­ზე და ვაჟა, ილია, აკა­კი, გა­ლაქ­ტი­ო­ნი, დუმ­ბა­ძე, გა­ბაშ­ვი­ლი და სხვ. იბეჭ­დე­ბო­და სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დულ გა­მო­ცე­მებ­ში. ამას ბა­ტონ სულ­თან მარ­გოშ­ვილს უნდა ვუ­მად­ლო­დეთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ფლობს ორი­ვე მშობ­ლი­ურ ენას, ჩეჩ­ნურ­საც და ქარ­თულ­საც, აგ­რძე­ლებს მა­მის, პან­კი­სის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი გა­ნათ­ლე­ბის ფუ­ძემ­დებ­ლი­სა და პან­კი­სე­ლი ქის­ტე­ბის სა­ა­მა­ყო შვი­ლის, უსუფ მარ­გოშ­ვი­ლის მთარ­გმნე­ლო­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას.

  • ბი­ო­ფი­ზი­კი­დან - ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში

ჩეჩ­ნე­ბის აფხა­ზე­თის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან ცუ­დად აი­სა­ხა პან­კი­სელ ქის­ტებ­ზე, ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი იყო. პირ­ვე­ლი ჩეჩ­ნუ­რი ომის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ამ ჩემი ბი­ო­ფი­ზი­კით ბევ­რს ვე­რა­ფერს შევ­მა­ტებ­დი ჩვენს - ქარ­თვე­ლე­ბი­სა და ჩეჩ­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბებს და სხვაგ­ვა­რად უნდა მებ­რძო­ლა. მამა ფი­ლო­ლო­გი მყავს და გა­დავ­წყვი­ტე, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში მე­ცა­და ბედი. მერე ჩეჩ­ნეთ­შიც მო­მი­წია წას­ვლამ, მას­ხა­დოვ­თა­ნაც ჩავ­წე­რე ინ­ტერ­ვიუ... რამ­დე­ნი­მე გა­ზეთ­ში ვმუ­შა­ობ­დი, მათ შო­რის -"დი­ლის გა­ზეთ­შიც“ და ში­გა­და­შიგ, ჩეჩ­ნე­თის ეროვ­ნულ გმი­რებ­ზე ვბეჭ­დავ­დი სტა­ტი­ებს. იმ პე­რი­ოდ­ში ქა­ქუ­ცა­ზე არა­ვინ ლა­პა­რა­კობ­და და მე და­ვი­წყე მას­ზე წერა. ძა­ლი­ან გული დამ­წყდა, როცა ქა­ქუ­ცას ნეშ­ტი სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს და არც ერთი ქის­ტი არ მი­იწ­ვი­ეს. როცა ქა­ქუ­ცას ყვე­ლამ უღა­ლა­ტა, როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­უ­ჭირ­და, პან­კი­სე­ლებ­მა უერ­თგუ­ლეს და მის­მა შე­ფი­ცუ­ლებ­მა ჩეჩ­ნეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი კი ჩა­იყ­ვა­ნეს და თბი­ლის­ში დახ­ვრი­ტეს, მათ სი­ტყვა ვერ და­აც­დე­ვი­ნეს ქა­ქუ­ცა­ზე...

სხვა­თა შო­რის, ქის­ტებ­ში ინა­ხე­ბო­და ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი ელიზ­ბარ მა­ყაშ­ვი­ლის ლექ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემს ახალ წიგნ­ში შევა. ამ ყვე­ლა­ფერს ვწერ­დი და ვცდი­ლობ­დი, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­და­მერ­ჩი­ნა, ამა­ში რა­ღაც პა­ტა­რა წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა. ჩვენ ისეთ ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დით, სა­დაც ორი­ვე სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი ერ­თნა­ი­რად გვას­წავ­ლეს. კი მე­რი­დე­ბა ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბის თქმა ჩემს თავ­ზე, მაგ­რამ ერთხელ, იდუ­კა ჭინ­ჭა­რა­ულ­მა ჩემი სა­დღეგ­რძე­ლო და­ლია და ასე მი­თხრა, შენ არა მარ­ტო სა­უ­კე­თე­სო ქის­ტი ხარ, პირ­ველ რიგ­ში, სა­უ­კე­თე­სო ქარ­თვე­ლიც ხარო... ეს შე­ფა­სე­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ჩემ­თვის და უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი. მარ­თლაც, მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა არ გან­მის­ხვა­ვე­ბია ეს ორი ერი. მარ­თა­ლია, ჩემი ეთ­ნი­კუ­რო­ბა იმით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რომ პირ­ველ რიგ­ში ჩე­ჩე­ნი ვარ, მაგ­რამ რო­გორც დედ­მა­მიშ­ვი­ლებს არ ან­სხვა­ვებ, ამ შემ­თხვე­ვა­ში მეც ისე და­მე­მარ­თა.

  • "ბო­ლოს ისე გა­მო­ვი­და, ყვე­ლა ჩემი პატ­რო­ნი გახ­და“

რომ იტყვი­ან, ფუ­ლი­ა­ნი ან თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი პატ­რო­ნი არა­ვინ მყო­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან შე­მიყ­ვა­რა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა, ალ­ბათ ჩემი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლე­ბით. როცა ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში ას­პი­რანტ-გა­მომ­ძი­ებ­ლად ჩა­ვი­რი­ცხე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი 500 დო­ლა­რი იყო. ფული არას­დროს მქო­ნია, არც მა­შინ... ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა, ამი­რან არა­ბულ­მა და ეთერ თა­თა­რა­ი­ძემ გა­და­მა­წყვე­ტი­ნეს დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვა.

დას­თან - ნონა ხან­გოშ­ვილ­სა და პოეტ ეთერ თა­თა­რა­ი­ძეს­თან ერ­თად. ფო­ტოგ­რა­ფი: გივი ტუ­ხაშ­ვი­ლი

ბა­ტონ­მა ამი­რან­მა მი­თხრა, რომ დი­რექ­ტორს და­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­და და თან­ხას თან­და­თან გა­და­ვიხ­დი­დი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გუ­რამ ბე­ნაშ­ვი­ლის ვალ­ში ვიქ­ნე­ბი, არ და­მა­ვი­წყდე­ბა, როცა თა­ვის­თან და­მი­ძა­ხა და მი­თხრა, დიდი პა­ტი­ვია, ჩვე­ნი ას­პი­რან­ტი რომ იქ­ნე­ბი და არა­ვი­თა­რი გა­და­სა­ხა­დი არ გექ­ნე­ბაო. ასე­თი გა­ჭირ­ვე­ბის დროს ასე­თი დახ­მა­რე­ბა ალ­ბათ ადა­მი­ა­ნო­ბის უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლია. ბო­ლოს, მოხ­და ისე, რომ იქ გა­უქ­მდა დოქ­ტო­რან­ტუ­რა და სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვამ ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­მი­წია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, პატ­რო­ნი არა­ვინ მყავ­და, ბო­ლოს ისე გა­მო­ვი­და, ყვე­ლა ჩემი პატ­რო­ნი გახ­და. ამ ყვე­ლა­ფერს ნო­ვე­ლე­ბად ვწერ და ალ­ბათ გა­მოვ­ცემ. სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა იმის თქმა, მე­მე­მუ­ა­რე­ბი დავ­წე­რო, მაგ­რამ იმ­დენ­მა რა­მემ გა­და­ი­ა­რა ჩემს თავ­ზე და ჩა­ი­ა­რა ჩემს თვალ­წინ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დავ­წე­რო, არა იმი­ტომ, რომ რა­მეს წარ­მო­ვად­გენ, არა­მედ, ყვე­ლამ მინ­და გა­ი­გოს, რა სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი გა­დამ­ხდა და რა სა­ოც­რე­ბაა ქარ­თულ-ქის­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ფე­ნო­მე­ნი.

  • "იმ დღი­დან ქვა და რკი­ნა გავ­ხდი“...

არ მიყ­ვარს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, მით უფრო, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ. არც არას­დროს მი­სა­უბ­რია... მე და ომა­რი (მე­ქას მე­უღ­ლე, კავ­კა­სი­ის ხალ­ხთა ინ­ტეგ­რა­ცი­ის ფონ­დის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი უმარ იდი­გო­ვი- ნ.ფ.), ერთ-ერთი ქის­ტის დახ­მა­რე­ბით შევ­ხვდით სრუ­ლი­ად სხვა მიზ­ნით თბი­ლის­ში, დაჭ­რილს ვეხ­მა­რე­ბო­დით. მერე... ოჯა­ხიც შევ­ქმე­ნით. ჩეჩ­ნუ­რად უმა­რია, მე ქარ­თუ­ლად ვე­ძა­ხი ომარს... ცოტა რთუ­ლია ჩემ­თვის ამა­ზე ლა­პა­რა­კი.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ომა­რი სამ­ხედ­რო ქი­რურ­გი იყო და გი­ლა­ე­ვის პი­რა­დი ექი­მი. რუ­სეთ-ჩეჩ­ნე­თის ომის სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში, ხუ­თა­სამ­დე დაჭ­რილ მებ­რძოლს ჩა­უ­ტა­რა ურ­თუ­ლე­სი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია. სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ორ­ჯერ მო­წამ­ლეს და სიკ­ვდილს ძლივს გა­და­ურ­ჩა. სა­მა­გი­ე­როდ, ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ერ­ყა. სას­ტიკ სენს ებ­რძო­და და ყვე­ლა­ზე სას­წა­უ­ლი მა­ინც ის იყო, რომ სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ებ­ში მა­ინც გა­ბე­და, ძალა მო­იკ­რი­ბა და წა­ვი­და სამ­შობ­ლო­ში, 19 წლის და 19 დღის უნა­ხა­ვი მშობ­ლე­ბი ნახა და გროზ­ნო­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მგე­ლი­ვით მა­ინც სამ­შობ­ლო­ში მოკ­ვდა. ომარ­მა ერ­თა­დერ­თი ღამე გა­ა­ტა­რა მშობ­ლებ­თან, მერე 4 დღე რა­ნი­მა­ცი­ა­ში იყო და იქ აღეს­რუ­ლა. ჩემი მე­უღ­ლე 2018 წლის 15 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა და რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი დღემ­დე იმას წე­რენ, ცო­ცხა­ლია და ჩემ­თან ერ­თად ან­ტი­რუ­სულ პო­ლი­ტი­კას ეწე­ვა. რას არ გვივ­რცე­ლე­ბენ... ომა­რი რომ გარ­და­იც­ვა­ლა, იმ დი­ლას მა­მამ­თილ­მა და­მი­რე­კა და მე­უბ­ნე­ბა, მექა, შვი­ლო, უმარს უნდა შე­უნ­დოო. ჩეჩ­ნებს თურ­მე ასე­თი წესი აქვთ - ქმა­რი როცა კვდე­ბა, ცოლს სთხო­ვენ შენ­დო­ბას. მე არ ვი­ცო­დი და გა­მიკ­ვირ­და, ვუ­თხა­რი, რა სჭირს ომარს ჩემი შე­სან­დო­ბა­რი-მეთ­ქი. მერე მულ­მა ამიხ­სნა, ომა­რი აღარ არი­სო. ერთი კი ვი­კივ­ლე, მაგ­რამ როცა ბავ­შვე­ბი შე­მოც­ვივ­დნენ ოთახ­ში, იმ დღი­დან ქვა და რკი­ნა გავ­ხდი...

სამი ქა­ლიშ­ვი­ლი გვყავს, დღე ისე არ გავა, მამა არ გა­იხ­სე­ნონ. უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი 14 წლი­საა, მას მა­რი­ა­მი, შუ­ა­თა­ნას - მა­ლი­ქა (მა­მამ და­არ­ქვა) და უმ­ცროსს - მა­რი­ეთ (მა­რი­ტა) ჰქვი­ათ. ჩემს ქმარს ბიჭი კი უნ­დო­და, რო­გორც ყვე­ლა კავ­კა­სი­ელს, მაგ­რამ იტყო­და ხოლ­მე, რაც ღმერ­თმა გვი­წყა­ლო­ბა, იმას დავ­ჯერ­დე­თო. ჩეჩ­ნებს ახა­სი­ა­თებთ, რომ ბიჭი გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლია და მემ­კვიდ­რე უნდა ჰყავ­დეთ, ამით ამა­ყო­ბენ, თუმ­ცა ქა­ლის კულ­ტი ჩეჩ­ნებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლია.

  • "ქის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც შექ­მნეს პან­კი­სის ხე­ო­ბის ის­ტო­რია“

მთე­ლი ჩემი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა სულ იმა­ზე მწყდე­ბო­და გული, რომ პან­კი­სელ ქის­ტებს არ ჰქონ­დათ ის­ტო­რია და გუ­ლით მინ­დო­და იმ ღვაწლ­მო­სილ ხალ­ხზე და­მე­წე­რა რამე, რომ­ლებ­მაც ამ ხე­ო­ბის ბოლო ორას­წლო­ვა­ნი ის­ტო­რია შექ­მნეს. წლე­ბი ვწერ­დი და ვაგ­რო­ვებ­დი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ას, ვი­საც პან­კი­სე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში და ხე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ეკა­ვათ, არ მინ­დო­და მთი ღვაწ­ლი და­კარ­გუ­ლი­ყო. ამა­ში, რა თქმა უნდა, დიდი წვლი­ლი მა­მა­ჩემს, ხასო ხან­გოშ­ვილ­სა და ხე­ო­ბის სხვა უხუ­ცე­სებს მი­უ­ძღვით. რომ არა ისი­ნი, მათ­ზე ამ­დენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ შევ­კრებ­დი. წიგ­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 800 - გვერ­დი­ა­ნია და დიდი იმე­დი მაქვს, და­ი­ბეჭ­დე­ბა. მინ­დო­და, თა­ნა­ავ­ტო­რი მა­მა­ჩე­მი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ არაფ­რით დამ­თან­ხმდა. წიგნს ჰქვია "ქის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც შექ­მნეს პან­კი­სის ხე­ო­ბის ის­ტო­რია“. ან­ტი­კუ­რი დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რია მას­ში თავ­მოყ­რი­ლი, მათი ყვე­ლა რთუ­ლი პე­რი­ო­დია ასა­ხუ­ლი... მო­თხრო­ბი­ლია რე­ა­ლუ­რი ამ­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლე­ბი­სა და ქის­ტე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას ეხე­ბა. ჩემი მი­ზა­ნი იყო - არა­ვი­თა­რი ტყუ­ი­ლი, სრუ­ლი სი­მარ­თლე. ცხოვ­რე­ბაც არ ამი­გია ტყუ­ილ­ზე და ამით ვა­მა­ყობ...

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ვეთანხმები ქალბატონ მექას,დიახ მცირე ერებმა უნდა იბრძოლონ გამრავლებისთვის და გუგულივით სხვის ბუდეში კვერცხის დადებას არც ქართველებს ვურჩევ,იხარეთ და გაამრავლეთ თქვენი ერი ქალბატონო მექა.

კესო
2

უკეთილშობილესი ქალბატონია, ჩემი ღრმა პატივისცემა მას! <3 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მულმა მითხრა, ომარი აღარ არისო. ერთი კი ვიკივლე, მაგრამ როცა ბავშვები შემოცვივდნენ ოთახში, იმ დღიდან ქვა და რკინა გავხდი" - მექა ხანგოშვილი პირად ცხოვრებასა და ქართულ-ქისტურ ურთიერთობებზე

"მულმა მითხრა, ომარი აღარ არისო. ერთი კი ვიკივლე, მაგრამ როცა ბავშვები შემოცვივდნენ ოთახში, იმ დღიდან ქვა და რკინა გავხდი" - მექა ხანგოშვილი პირად ცხოვრებასა და ქართულ-ქისტურ ურთიერთობებზე

"ჩვენთან, საქართველოში მღერიან ხოლმე - "სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“,- და, რა გულსაკლავია ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს მდგომარეობაში არიან, ვინც ყოვლის შემძლემ ორი სამშობლოთი დაასაჩუქრა... რას ვეუბნებით მილიონობით ლაზებსა და ინგილოებს, ფერეიდნელ ქართველებს, სირია-იორდანიასა და თურქეთში მცხოვრებ მუჰაჯირთა შთამომავლებსა და დღეს მთელ მსოფლიოში მიმოფანტულ ჩეჩნებს. ისიც ხომ უფლისგან იყო, რომ იბერიის პირველი მეფის, ფარნავაზის მეუღლე, საქართველოს პირველი დედოფალი დურძუკეთის ასული, ჩრდილოკავკასიელი, ქისტის ქალი იყო. აქედან დაიწყო ჩვენი ნათესაური კავშირებიც... საქართველო ჩემთვის ყველაფერია, პირველ რიგში - უდიდესი განძი და სიყვარული. მე ხომ ამ კულტურაზე გავიზარდე. ბევრჯერ მითქვამს, რომ უფალმა ჩვენ, ქისტები იმითაც გამოგვარჩია, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ორიგინალში წავიკითხოთ რუსთაველი, ვაჟა, ყაზბეგი, ილია, აკაკი… არ ვიცი, ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რას ნიშნავს ჩემთვის საქართველო... ალბათ იმას, რისთვისაც შეგიძლია სიცოცხლე დათმო და სიცოცხლეზე ძვირფასი ადამიანისთვის არის რამე?“ - გვეუბნება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პანკისის ხეობელი ქალბატონი მექა ხანგოშვილი და ეს სიტყვები ისეთივე მართალი, ნაღდია და გულწრფელი, როგორადაც მას საქართველოში იცნობენ. მასთან საუბარსაც ბავშვობით ვიწყებთ, რომელიც საქართველოს ულამაზეს ხეობას უკავშირდება.

  • ბავშვობა

პანკისის ხეობაში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში დავიბადე, პედაგოგების ოჯახში. მეორე ქალიშვილი ვიყავი, უფროსი და მყავს, სულ ოთხნი ვართ. ბავშვობა ყველაზე ლამაზი ხანა იყო. დედა პედაგოგი იყო, მათემატიკოსი. სადღაც 8 წლის ვიყავი, ჩემმა მშობლებმა უზარმაზარი სახლის მშენებლობა რომ დაიწყეს. კარგად მახსოვს დედაჩემის საოცარი შრომა და ჯაფა. დედა სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა, ოთხ შვილს ზრდიდა და ფიზიკურადაც ბევრს მუშაობდა. გარდა ამისა, მამა ძალიან მოქეიფე კაცი იყო და ჩვენს ოჯახში სტუმარი არ ილეოდა. ჩემი ბავშვობა იყო მუდმივად გაშლილი სუფრები და თეთრად გათენებული ღამეები... ბებია ბოლო წლებში ლოგინად იყო ჩავარდნილი და დედა მას, როგორც პატარა ბავშვს, ისე უვლიდა. მოხუცების მიმართ საოცარი დამოკიდებულება შვილებს სწორედ დედამ ჩაგვინერგა თავისი მაგალითით, მისი ერთი დაწუწუნებაც კი არ მახსოვს. კერძში საუკეთესო ნაწილიც ბებიასი იყო... ასე გავიზარდეთ და ახლა მეც ჩემს შვილებს უფროსი თაობისადმი მოწიწებით ვზრდი. სწავლაში პირველები რომ არ ვყოფილიყავით, ვინ გვაპატიებდა? მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე ვშრომობდით, ღამეები გამითენებია და არ მახსენდება, და-ძმები სკოლაში უსწავლელები წავსულიყავით. ყველანი წარჩინებულები ვიყავით. განსაკუთრებულად ძლიერი მათემატიკაში ვიყავი (ალბათ დედისგან გამომყვა) და რას წარმოვიდგენდი, სადოქტოროს ქართულ ფილოლოგიაში თუ დავიცავდი?

  • "თანაკურსელებმა რომ გაიგეს ჩემზე, ქისტიაო, ეგონათ, ჩანთით ხანჯალს ვატარებდი“

ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბოლო წლებში ფიზიკა შემიყვარდა, ძალიან ლამაზი და მოსიყვარულე მასწავლებელი მყავდა, ხეედი მარგოშვილი, რომელსაც განსაკუთრებულად ვუყვარდი და ალბათ, ამანაც განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. ჩვენი ხეობიდან იმ პერიოდში არავინ აბარებდა ფიზიკურზე და მე ვიყავი ერთადერთი. სიის სანახავად, "მაღლივ კორპუსში“ მისულს ძალიან გამიკვირდა, "უკონკურსო“ რომ ვეწერე . ჩათვლის წიგნაკის ასაღებად როცა მივედი, მკითხეს, პანკისელი ქისტი თქვენ ხართო? ჩვენს დეკანს რომ გაუგია, ქისტი აბარებსო, უთქვამს, აუცილებლად უნდა მოხვდესო და თანამშრომლები გაუფრთხილებია, ცოცხალი ქისტი არ მყავს ნანახი და როცა მოვა, აუცილებლად ჩემთან შემოიყვანეთო.

ბატონი ბიჭიკო ვაშაკიძე საოცარი პიროვნება და პროფესიონალი იყო, იცოდა ქისტებისა და საერთოდ ერთიანი კავკასიის ფასი... მახსოვს მისი აღფრთოვანებული სახე, როცა სოფლიდან ჩამოსული და ჯერ კიდევ ქალაქის სიოს შეუგუებელი, მკაცრი და ამავე დროს მოკრძალებული მთიელი, ხელჩაკიდებული შემიყვანეს მასთან. მისი ჭაღარა, სპეტაკი შუბლი და კეთილი გული მამობრივი მზრუნველობით მომეკიდა იმ წუთიდან. ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლა რთული იყო, თუმცა ძალასა და ენერგიას არ ვიშურებდი და რაღაც განსაკუთრებულად შემიყვარეს. ძალიან კარგად მახსოვს ბატონი გოგი ალექსანდრია, ნანას მამა - საოცარი ადამიანი, მას გამორჩეულად ვუყვარდი. საოცარი წლები იყო.

უნივერსიტეტში, მაშინ ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ ქისტებზე და მათზე მარტო ვაჟას პოემებიდან თუ გაეგოთ, ყველას განსაკუთრებული წარმოდგენა ჰქონდათ ჩვენზე. თანაკურსელებმა რომ გაიგეს ჩემზე, ქისტიაო, ეგონათ, ჩანთით ხანჯალს ვატარებდი. ერთხელ მკითხეს, ხანჯალი გაქვსო? მეც გავეხუმრე, აბა რა, ხანჯლის გარეშე ქისტი წარმოუდგენელია მეთქი და დაიჯერეს. ერთ დღესაც,თანაკურსელებს ჩემი ჩანთა მოუპარავთ და გაუჩხრეკიათ, ხანჯალს ეძებდნენ... ძალიან კარგი მეგობრობა გვქონდა, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილებები ბაგების სტუდენტური ქალაქიდან გამომყვა, სადაც ჩემს დასთან და 13 ქისტთან ერთად ვცხოვრობდი. ეს ყველაზე შეუდარებელი და დაუვიწყარი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში.

  • "მიუხედავად იმისა, რომ ჩემში, როგორც ქისტი, ისე - ქართველი ერთნაირად ცოცხლობს...“

უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ ჩვენი ადათი კრძალავს სხვა ერის შვილთან ქორწინებას, ეს წესი დღემდე შენარჩუნებულია და მკაცრად განსაზღვრული. სადღაც გამონაკლისებიც ხდება, მაგრამ ჩემმა შვილებმაც იციან, რომ ვაინახის (ჩეჩენი, ინგუში, ქისტი) გარდა, სხვა არავინ უნდა შეუყვარდეთ, ასე ვიზრდებოდით ჩვენ და მეც ასე ვზრდი ჩემს შვილებს. ბევრჯერ მიფიქრია, იცით, ჩვენი ადათ-წესები და ტრადიციები საკმაოდ მკაცრია. მიუხედავად ქართველების მიმართ ჩემი განწყობა-დამოკიდებულებისა - ჩემში, როგორც ქისტი, ისე - ქართველი ერთნაირად ცოცხლობს, თუმცა ქართველთან ოჯახის შექმნაზე არასდროს მიფიქრია. ერთი ნათესავი გვყავდა, სადაც ხშირად ვიკრიბებოდით და ხდებოდა ისე, რომ სუფრაზე 1-2 ჩემზე შეყვარებულ ყმაწვილს ვტოვებდი ხოლმე. მერე ეს ნათესავი მიბრაზდებოდა ხოლმე, გოგო, გათხოვდი, შენც დაისვენებ, მეც და ეს ახალგაზრდებიც დაისვენებენ, შემჭამესო. რადგან ვიცოდი, ეს გამორიცხული იყო, არავის ვიკარებდი და თავსაც ვზღუდავდი.

  • როგორ მოვხვდი სირიასა და იორდანიაში

1992 წელს დავამთავრე ბიოფიზიკის ფაკულტეტი. ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო სამოქალაქო ომითა, თუ ეკონომიკური სიდუხჭირით. იმხანად ჩემი უფროსი და ჩეჩნეთის პარლამენტში მუშაობდა და მეც შემომთავაზა, გროზნოში გადავსულიყავი, თავს იქ უფრო იოლად გავიტანთო. როგორც ბევრმა ახალგაზრდამ, მეც მივაშურე გროზნოს და სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოფიზიკის კათედრაზე დავიწყე მუშაობა. წელიწადნახევარი ვიმუშავე და 1994 წელს დაიწყო ავადსახსენებელი ჩეჩნეთის ომი. პრეზიდენტის სასახლის დაბომბვას მეც შევესწარი, საოცრებები ხდებოდა, შავ კვამლში იყო გახვეული ყველაფერი... მე და ჩემი დისშვილი მაშინვე გამოვერიდეთ და წამოვედით ისევ პანკისში. მერე სირიასა და იორდანიშიც მოვხვდი...

1996 წელს უფროსი და - მედინა სადოქტორო დისერტაციას იცავდა თემაზე "ვაინახური დიასპორები სირიასა და იორდანიაში“ და მამას დაფინანსებით წავედით ამ ქვეყნებში, იქ, სადაც ჩეჩენი მოჰაჯირების შთამომავლები ცხოვრობდნენ. ჩემი და საველე სამუშაოების ჩასატარებლად მარტო არ გავუშვი, წავყევი და იქ რამდენიმე თვე დავყავით. ის შთაბეჭდილებები დღემდე მომყვება. ისეთ ოჯახებში მოვხვდით, სადაც ჩეჩნებმა სამშობლოდან წაღებული ცეცხლი 14 წელი ატარეს და ბოლოს იორდანიის ქალაქ ზარქაში დაანთეს, სადაც ჩეჩნების კომპაქტური დასახლებებია.

საოცარი ის იყო, რომ იქაურებს ენა, ადათი და ყველა ტრადიცია, სამზარეულოც კი შენარჩუნებული აქვთ. უდაბნოში ასეული კილომეტრები ვიარეთ, სადაც ერთი ხეც არ იყო და ბოლოს გამოჩნდა ეს პატარა დასახლება. იქაურებს ჩეჩნური გარეგნობაც კი შენარუნებული აქვთ - საოცრად თეთრები, ქერები და ცისფერთვალებები იყვნენ. ჩვენ ერთი რელიგია გვაქვს და მიუხედავად ამისა, მათაც გვითხრეს, ჩვენს ქალებს არავის ვატანთო. რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, პანკისში რა დიალექტითაც ვსაუბრობთ, იორდანელი ჩეჩნებიც იმ დიალექტზე ლაპარაკობენ. ჩვენი ერთ-ერთი მასპინძელი, ნაბილბიენო, ქალაქ ამანის გოეთეს ინსტიტუტში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა და პარალელურად ჩეჩენ კლასიკოსებს, როგორებიც არიან აბუზარაიდ ამიროვი, მაგომედ მამაკაევი და სხვები, ორიგინალიდან თარგმნიდა არაბულ და გერმანულ ენებზე, საკუთარი ძალებით ისწავლა ჩეჩნურად წერა-კითხვა. ერთხელაც შემოგვთავაზა, ამანის დედოფლის სახელობის საავადმყოფოში, ჩეჩენი მებრძოლები მკურნალობენ (რომელთაც თვით იორდანიის დედოფალი უწევდა პატრონაჟობას) და თუ სურვილი გაქვთ, ერთად მოვინახულოთო. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავთანხმდით, მას მერე ხშირად ვაკითხავდით, როცა გამოსამშვიდობებლად მივედით, ერთ-ერთმა მებრძოლმა, რომელიც პოეტიც იყო, რამოდენიმე ლექსი გადმომცა და მითხრა, შენ მოგიძღვენიო...

მაშინ მე ჩეჩნურად წერა-კითხვა არ ვიცოდი, ლექსების წაკითხვაც ნაწილობრივ მხოლოდ იმიტომ შევძელი, რომ რუსული კირილიცათი იყო დაწერილი, მაშინ ვთქვი, რამხელა სირცხვილია, რომ იქ, იორდანიაში მცხოვრებმა ჩეჩნებმა იციან წერა-კითხვა და ჩვენ, კავკასიაში მცხოვრებმა - არა. მტკიცედ გადავწყვიტე, ჩემი ენა სრულყოფილად შემესწავლა, იქიდან დაბრუნებულმა ერთ წელიწადში ვისწავლე კიდეც ჩეჩნური წერა-კითხვა და უკვე შემეძლო, სხვებისთვისაც მესწავლებინა. უხუცესებთან ერთად დიდი ბრძოლა დაგვჭირდა იმისთვის, რომ პანკისის სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლება შემოსულიყო. მადლობა უფალსა და განათლების მინისტრს ქალბატონ თამარ სანიკიძეს, რომლის უშუალო გადაწყვეტილებითაც 2016 წელს, უკვე შესაძლებელი გახდა, სურვილის შემთხვევაში, რაღაც დონეზე მშობლიური ენაზე წერა-კითხვის შესწავლა. როცა ჩეჩნეთი იბომბებოდა, 2002 - 2005 წლებში, მაშინაც კი ითარგმნებოდნენ ქართველი კლასიკოსები ჩეჩნურ ენაზე და ვაჟა, ილია, აკაკი, გალაქტიონი, დუმბაძე, გაბაშვილი და სხვ. იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში. ამას ბატონ სულთან მარგოშვილს უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც საქართველოშია დაბადებული, უმაღლეს დონეზე ფლობს ორივე მშობლიურ ენას, ჩეჩნურსაც და ქართულსაც, აგრძელებს მამის, პანკისის ისტორიაში ერთ-ერთი განათლების ფუძემდებლისა და პანკისელი ქისტების საამაყო შვილის, უსუფ მარგოშვილის მთარგმნელობით საქმიანობას.

  • ბიოფიზიკიდან - ჟურნალისტიკაში

ჩეჩნების აფხაზეთის ომში მონაწილეობა ძალიან ცუდად აისახა პანკისელ ქისტებზე, ურთულესი პერიოდი იყო. პირველი ჩეჩნური ომის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ამ ჩემი ბიოფიზიკით ბევრს ვერაფერს შევმატებდი ჩვენს - ქართველებისა და ჩეჩნების ურთიერთობებს და სხვაგვარად უნდა მებრძოლა. მამა ფილოლოგი მყავს და გადავწყვიტე, ჟურნალისტიკაში მეცადა ბედი. მერე ჩეჩნეთშიც მომიწია წასვლამ, მასხადოვთანაც ჩავწერე ინტერვიუ... რამდენიმე გაზეთში ვმუშაობდი, მათ შორის -"დილის გაზეთშიც“ და შიგადაშიგ, ჩეჩნეთის ეროვნულ გმირებზე ვბეჭდავდი სტატიებს. იმ პერიოდში ქაქუცაზე არავინ ლაპარაკობდა და მე დავიწყე მასზე წერა. ძალიან გული დამწყდა, როცა ქაქუცას ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს და არც ერთი ქისტი არ მიიწვიეს. როცა ქაქუცას ყველამ უღალატა, როცა ყველაზე მეტად გაუჭირდა, პანკისელებმა უერთგულეს და მისმა შეფიცულებმა ჩეჩნეთში გადაიყვანეს. მისი თანამებრძოლები კი ჩაიყვანეს და თბილისში დახვრიტეს, მათ სიტყვა ვერ დააცდევინეს ქაქუცაზე...

სხვათა შორის, ქისტებში ინახებოდა ემიგრაციაში მყოფი ელიზბარ მაყაშვილის ლექსები, რომლებიც ჩემს ახალ წიგნში შევა. ამ ყველაფერს ვწერდი და ვცდილობდი, ჩვენი ურთიერთობები გადამერჩინა, ამაში რაღაც პატარა წვლილი შემეტანა. ჩვენ ისეთ ოჯახში ვიზრდებოდით, სადაც ორივე სამშობლოს სიყვარული ერთნაირად გვასწავლეს. კი მერიდება ასეთი რაღაცეების თქმა ჩემს თავზე, მაგრამ ერთხელ, იდუკა ჭინჭარაულმა ჩემი სადღეგრძელო დალია და ასე მითხრა, შენ არა მარტო საუკეთესო ქისტი ხარ, პირველ რიგში, საუკეთესო ქართველიც ხარო... ეს შეფასება ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის და უბედნიერესი ვიყავი. მართლაც, მთელი ჩემი ცხოვრება არ განმისხვავებია ეს ორი ერი. მართალია, ჩემი ეთნიკურობა იმით განისაზღვრება, რომ პირველ რიგში ჩეჩენი ვარ, მაგრამ როგორც დედმამიშვილებს არ ანსხვავებ, ამ შემთხვევაში მეც ისე დამემართა.

  • "ბოლოს ისე გამოვიდა, ყველა ჩემი პატრონი გახდა“

რომ იტყვიან, ფულიანი ან თანამდებობის პირი პატრონი არავინ მყოლია, მაგრამ ძალიან შემიყვარა ქართველმა ხალხმა, ალბათ ჩემი სატელევიზიო გამოსვლებით. როცა ლიტერატურის ინსტიტუტში ასპირანტ-გამომძიებლად ჩავირიცხე, ოფიციალური გადასახადი 500 დოლარი იყო. ფული არასდროს მქონია, არც მაშინ... ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ამირან არაბულმა და ეთერ თათარაიძემ გადამაწყვეტინეს დისერტაციის დაცვა.

დასთან - ნონა ხანგოშვილსა და პოეტ ეთერ თათარაიძესთან ერთად. ფოტოგრაფი: გივი ტუხაშვილი

ბატონმა ამირანმა მითხრა, რომ დირექტორს დაელაპარაკებოდა და თანხას თანდათან გადავიხდიდი. მთელი ცხოვრება გურამ ბენაშვილის ვალში ვიქნები, არ დამავიწყდება, როცა თავისთან დამიძახა და მითხრა, დიდი პატივია, ჩვენი ასპირანტი რომ იქნები და არავითარი გადასახადი არ გექნებაო. ასეთი გაჭირვების დროს ასეთი დახმარება ალბათ ადამიანობის უმაღლესი მწვერვალია. ბოლოს, მოხდა ისე, რომ იქ გაუქმდა დოქტორანტურა და სადოქტორო დისერტაციის დაცვამ ტექნიკურ უნივერსიტეტში მომიწია. მიუხედავად იმისა, პატრონი არავინ მყავდა, ბოლოს ისე გამოვიდა, ყველა ჩემი პატრონი გახდა. ამ ყველაფერს ნოველებად ვწერ და ალბათ გამოვცემ. სირცხვილი იქნება იმის თქმა, მემემუარები დავწერო, მაგრამ იმდენმა რამემ გადაიარა ჩემს თავზე და ჩაიარა ჩემს თვალწინ, აუცილებლად უნდა დავწერო, არა იმიტომ, რომ რამეს წარმოვადგენ, არამედ, ყველამ მინდა გაიგოს, რა საინტერესო ამბები გადამხდა და რა საოცრებაა ქართულ-ქისტური ურთიერთობის ფენომენი.

  • "იმ დღიდან ქვა და რკინა გავხდი“...

არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მით უფრო, მისი გარდაცვალების შემდეგ. არც არასდროს მისაუბრია... მე და ომარი (მექას მეუღლე, კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ყოფილი პრეზიდენტი უმარ იდიგოვი- ნ.ფ.), ერთ-ერთი ქისტის დახმარებით შევხვდით სრულიად სხვა მიზნით თბილისში, დაჭრილს ვეხმარებოდით. მერე... ოჯახიც შევქმენით. ჩეჩნურად უმარია, მე ქართულად ვეძახი ომარს... ცოტა რთულია ჩემთვის ამაზე ლაპარაკი.

მეუღლესთან ერთად

ომარი სამხედრო ქირურგი იყო და გილაევის პირადი ექიმი. რუსეთ-ჩეჩნეთის ომის საველე პირობებში, ხუთასამდე დაჭრილ მებრძოლს ჩაუტარა ურთულესი ქირურგიული ოპერაცია. სპეცსამსახურებმა ორჯერ მოწამლეს და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. სამაგიეროდ, ჯანმრთელობა შეერყა. სასტიკ სენს ებრძოდა და ყველაზე სასწაული მაინც ის იყო, რომ სიცოცხლის ბოლო დღეებში მაინც გაბედა, ძალა მოიკრიბა და წავიდა სამშობლოში, 19 წლის და 19 დღის უნახავი მშობლები ნახა და გროზნოში გარდაიცვალა, მგელივით მაინც სამშობლოში მოკვდა. ომარმა ერთადერთი ღამე გაატარა მშობლებთან, მერე 4 დღე რანიმაციაში იყო და იქ აღესრულა. ჩემი მეუღლე 2018 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა და რუსული სპეცსამსახურები დღემდე იმას წერენ, ცოცხალია და ჩემთან ერთად ანტირუსულ პოლიტიკას ეწევა. რას არ გვივრცელებენ... ომარი რომ გარდაიცვალა, იმ დილას მამამთილმა დამირეკა და მეუბნება, მექა, შვილო, უმარს უნდა შეუნდოო. ჩეჩნებს თურმე ასეთი წესი აქვთ - ქმარი როცა კვდება, ცოლს სთხოვენ შენდობას. მე არ ვიცოდი და გამიკვირდა, ვუთხარი, რა სჭირს ომარს ჩემი შესანდობარი-მეთქი. მერე მულმა ამიხსნა, ომარი აღარ არისო. ერთი კი ვიკივლე, მაგრამ როცა ბავშვები შემოცვივდნენ ოთახში, იმ დღიდან ქვა და რკინა გავხდი...

სამი ქალიშვილი გვყავს, დღე ისე არ გავა, მამა არ გაიხსენონ. უფროსი ქალიშვილი 14 წლისაა, მას მარიამი, შუათანას - მალიქა (მამამ დაარქვა) და უმცროსს - მარიეთ (მარიტა) ჰქვიათ. ჩემს ქმარს ბიჭი კი უნდოდა, როგორც ყველა კავკასიელს, მაგრამ იტყოდა ხოლმე, რაც ღმერთმა გვიწყალობა, იმას დავჯერდეთო. ჩეჩნებს ახასიათებთ, რომ ბიჭი გვარის გამგრძელებელია და მემკვიდრე უნდა ჰყავდეთ, ამით ამაყობენ, თუმცა ქალის კულტი ჩეჩნებში გამორჩეულია.

  • "ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია“

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სულ იმაზე მწყდებოდა გული, რომ პანკისელ ქისტებს არ ჰქონდათ ისტორია და გულით მინდოდა იმ ღვაწლმოსილ ხალხზე დამეწერა რამე, რომლებმაც ამ ხეობის ბოლო ორასწლოვანი ისტორია შექმნეს. წლები ვწერდი და ვაგროვებდი იმ ადამიანების ისტორიას, ვისაც პანკისელების ცხოვრებაში და ხეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ, არ მინდოდა მთი ღვაწლი დაკარგულიყო. ამაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მამაჩემს, ხასო ხანგოშვილსა და ხეობის სხვა უხუცესებს მიუძღვით. რომ არა ისინი, მათზე ამდენ ინფორმაციას ვერ შევკრებდი. წიგნი დაახლოებით 800 - გვერდიანია და დიდი იმედი მაქვს, დაიბეჭდება. მინდოდა, თანაავტორი მამაჩემი ყოფილიყო, მაგრამ არაფრით დამთანხმდა. წიგნს ჰქვია "ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია“. ანტიკური დროიდან მოყოლებული, ყველაფერია მასში თავმოყრილი, მათი ყველა რთული პერიოდია ასახული... მოთხრობილია რეალური ამბებიც, რომლებიც ქართველებისა და ქისტების ურთიერთობას ეხება. ჩემი მიზანი იყო - არავითარი ტყუილი, სრული სიმართლე. ცხოვრებაც არ ამიგია ტყუილზე და ამით ვამაყობ...