საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების" იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს, მაგრამ იმედია, რომ ჯანსაღი აზრის ნაპერწკალი გაიმარჯვებს" - რა მოლოდინები აქვთ მელიას განაჩენზე ოპოზიციაში?
"ოცნების" იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს, მაგრამ იმედია, რომ ჯანსაღი აზრის ნაპერწკალი გაიმარჯვებს" - რა მოლოდინები აქვთ მელიას განაჩენზე ოპოზიციაში?

სრუ­ლი­ად ცალ­სა­ხაა, რომ ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვას შე­უ­წყობს ხელს, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩიხ­ში შე­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მე­ლია ბრუ­ტა­ლუ­რად და­ა­პა­ტიმ­რა, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გიგი უგუ­ლა­ვამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მთავ­რო­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვის მიზ­ნით ნიკა მე­ლი­ას გა­მოშ­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა მა­ნამ­დეც ეს­მო­და, თუმ­ცა ამ ნა­ბი­ჯებს არ დგამ­და.

„ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა არ ყო­ფი­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს მა­შინ­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი ამას არ აქვს. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ იმე­დი ჩემს მტერს ჰქონ­დეს, მაგ­რამ ჯან­სა­ღი აზ­რის ფარ­გლებ­ში მინ­და და­ვი­ტო­ვო იმე­დი, რომ მათ­ში ჯან­სა­ღი აზ­რის ნა­პერ­წკა­ლი გა­ი­მარ­ჯვებს. სულ მცი­რე, გა­მოჩ­ნდე­ბა ის ფა­რი­სევ­ლო­ბა, რო­მელ­საც ორი თვეა კულ­ტი­ვი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, ვხე­დავთ უსირ­ცხვი­ლო გან­ცხა­დე­ბებს, თით­ქოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­სა­ღე­ბი მე­ლი­ას ხელ­შია. იმე­დი მაქვს, ჯან­სა­ღი აზრი გა­ი­მარ­ჯვებს და ნიკა სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვებს. სრუ­ლი­ად ცალ­სა­ხაა, რომ ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვას შე­უ­წყობს ხელს, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩიხ­ში შე­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მე­ლია ბრუ­ტა­ლუ­რად და­ა­პა­ტიმ­რა. მთავ­რო­ბას ეს ეს­მო­და აქამ­დეც, თუმ­ცა ამ ნა­ბი­ჯებს არ დგამ­და“, - აღ­ნიშ­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის თქმით, ნიკა მე­ლია არის ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც გახ­და სიმ­ბო­ლო უსა­მარ­თლო­ბი­სა და ორ­მა­გი სტა­ნადრტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სა, რაც „და­ამ­კვიდ­რა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვი­სი ჯი­ბის სა­სა­მათ­ლოს მეშ­ვე­ო­ბით“.

„ნიკა მე­ლი­ას სა­მა­ჯუ­რი რომ გა­უ­კე­თეს, იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­მარ­თლო და უპ­რე­ცე­დენ­ტო, იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 400 ადა­მი­ანს აქვს სა­მა­ჯუ­რი გა­კე­თე­ბუ­ლი და 400-ვეს აქვს სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და ამის შემ­დეგ აქვს სა­მა­ჯუ­რი გა­კე­თე­ბუ­ლი. ნიკა ერ­თა­დერ­თი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით, რა თქმა უნდა, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ ჰქონ­და, მაგ­რამ სა­მა­ჯუ­რი გა­უ­კე­თეს, იმი­ტომ, რომ ასე აწყობს და ასე სჭირ­დე­ბო­და ივა­ნიშ­ვილს. ამის შემ­დეგ, რო­დე­საც გი­რაო და­უმ­ძი­მეს გი­რა­ო­თი, არ არ­სე­ბობს პრე­ცე­დენ­ტი, რო­დე­საც გი­რაო და­ემ­ძი­მე­ბი­ნოთ გი­რა­ო­თი და ესეც, რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნი­კამ თქვა, რომ ამ ორ­მაგ სტან­დარ­ტებ­სა და უსა­მარ­თლო­ბას არ შე­ე­გუ­ე­ბო­და და არ აპი­რებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის „ხუშ­ტუ­რებ­ზე“ სი­ა­რულს, ამი­ტომ არ და­ე­მორ­ჩი­ლა ამას და შემ­დეგ, პრაქ­ტი­კუ­ლად, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დი­დან მო­ი­ტა­ცეს ნიკა მე­ლია, რო­დე­საც შტურ­მი მი­ი­ტა­ნეს მთა­ვა­რი პრო­და­სავ­ლუ­რი პარ­ტი­ის და მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი პარ­ტი­ის ოფის­ზე და წა­იყ­ვა­ნეს სა­პყრო­ბი­ლე­ში,“- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ.

"ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რმა, ლე­ვან სა­მუ­ში­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რას პა­სუ­ხის გა­ცე­მა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მო­უ­წევს.

„სა­მარ­თლებ­რი­ვი პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან ქვე­ყა­ნა­ში არის პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა და ნიკა მე­ლია არის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ერ­თა­დერ­თი რაც ვიცი, რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლი გა­და­წყვეტს, ისე­თი იქ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩვენ კარ­გად ვი­ცით, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­მარ­თლებ­რივ აბ­სურ­დს სა­უბ­რობს თით­ქოს, რომ მე­ლი­ას თა­ვად სურს პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნა და გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი და შე­უძ­ლია გა­და­ი­ხა­დოს და გა­მო­ვი­დეს, რაც არის სრუ­ლი აბ­სურ­დი, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რა თვი­თონ შე­ვი­და ჩიხ­ში. დღეს დაც­ვის მხა­რემ თუ და­ა­ყე­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რას მო­უ­წევს პა­სუ­ხის გა­ცე­მა ან და­ე­თან­ხმე­ბა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, ან პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბას მო­ი­თხოვს, ან გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. პრო­კუ­რა­ტუ­რას დღეს ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მო­უ­წევს პა­სუ­ხის გა­ცე­მა", - გა­ნა­ცხა­და სა­მუ­ში­ამ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ დღე­ვან­დელ მო­სა­ლოდ­ნელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პროგ­ნო­ზი არ აქვს.

„და­ტო­ვე­ბენ ნიკა მე­ლი­ას თუ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ეს იქ­ნე­ბა სიგ­ნა­ლი არამ­ხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ის­თვის, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის იმის შე­სა­ხებ, აპი­რებს თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩვენ­თან ერ­თად რე­ა­ლუ­რად დაძ­ლი­ოს ის პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნა­შია შექ­მნი­ლი.

პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ნიკა მე­ლი­ას და გი­ორ­გი რუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წი­ნა­პი­რო­ბა იმის, რომ და­ი­წყოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯე­ბი და დავძლი­ოთ ის პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­შია შექ­მნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მო­რიგ რა­უნდს, მისი გა­მარ­თვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვენ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ეს არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მე­დი­ა­ტო­რებ­ზე, და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­ზე და რა თქმა უნდა, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რამ­დე­ნა­დაა ის მზად იმის­თვის, რომ პო­ზი­ცი­ე­ბი და­ახ­ლოვ­დეს. როცა მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან იმ­ყო­ფე­ბი, მზად უნდა იყო იმის­თვის, რომ შენც და მე­ო­რე მხა­რე­საც მო­უ­წევს კომ­პრო­მი­სი, მაგ­რამ ეს უნდა იყოს ორი­ვე მხრი­დან, მზად­ყოფ­ნა უნდა იყოს ორ­მხრი­ვი და არ უნდა იყოს ცალ­ხმრი­ვი. ამი­ტომ ბუ­ნებ­რი­ვია, თუ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სრულ­ფა­სოვ­ნად წა­რი­მარ­თე­ბა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მზად იქ­ნე­ბა, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში დაძ­ლი­ოს ძა­ლა­უფ­ლე­ბის წყურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­აჩ­ნია და რე­ა­ლუ­რად მი­უჯ­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას, ბუ­ნებ­რი­ვია კომ­პრო­მი­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს ორი­ვე მხრი­დან და ამას გვიჩ­ვე­ნებს მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი“,- გა­ნა­ცხა­და უდუ­მაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
6

და შენ ფიქრობთ რომ თქვენი იმედი აქვთ ხალხს?მართლა ჩემ მტერს ქონდეს თქვენი იმედი.

აკი
20

ჯანსაღ აზრს რას უძახით მავნებლებო!? კრიმინალი მელია გამოუშვან გარეთ?! მაშინ სხვებმა რაღა დააშავა და გავხსნათ ბარემ ციხის კარები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ოცნების" იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს, მაგრამ იმედია, რომ ჯანსაღი აზრის ნაპერწკალი გაიმარჯვებს" - რა მოლოდინები აქვთ მელიას განაჩენზე ოპოზიციაში?

"ოცნების" იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს, მაგრამ იმედია, რომ ჯანსაღი აზრის ნაპერწკალი გაიმარჯვებს" - რა მოლოდინები აქვთ მელიას განაჩენზე ოპოზიციაში?

სრულიად ცალსახაა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მელია ბრუტალურად დააპატიმრა, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით ნიკა მელიას გამოშვების მნიშვნელობა მანამდეც ესმოდა, თუმცა ამ ნაბიჯებს არ დგამდა.

„ნიკა მელიას დაკავება არ ყოფილა სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს მაშინვე პოლიტიკური იყო. შესაბამისად, გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მითუმეტეს, როდესაც სამართლებრივი საფუძველი ამას არ აქვს. „ქართული ოცნების“ იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს, მაგრამ ჯანსაღი აზრის ფარგლებში მინდა დავიტოვო იმედი, რომ მათში ჯანსაღი აზრის ნაპერწკალი გაიმარჯვებს. სულ მცირე, გამოჩნდება ის ფარისევლობა, რომელსაც ორი თვეა კულტივირებს საქართველოს პროკურატურა, ვხედავთ უსირცხვილო განცხადებებს, თითქოს თავისუფლების გასაღები მელიას ხელშია. იმედი მაქვს, ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და ნიკა საპატიმროს დატოვებს. სრულიად ცალსახაა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მელია ბრუტალურად დააპატიმრა. მთავრობას ეს ესმოდა აქამდეც, თუმცა ამ ნაბიჯებს არ დგამდა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის თქმით, ნიკა მელია არის ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც გახდა სიმბოლო უსამართლობისა და ორმაგი სტანადრტების წინააღმდეგ ბრძოლისა, რაც „დაამკვიდრა ივანიშვილმა თავისი ჯიბის სასამათლოს მეშვეობით“.

„ნიკა მელიას სამაჯური რომ გაუკეთეს, იყო აბსოლუტურად უსამართლო და უპრეცედენტო, იმიტომ, რომ საქართველოში 400 ადამიანს აქვს სამაჯური გაკეთებული და 400-ვეს აქვს სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და ამის შემდეგ აქვს სამაჯური გაკეთებული. ნიკა ერთადერთი იყო პოლიტიკური მიზნით, რა თქმა უნდა, რომელსაც არანაირი გამამტყუნებელი განაჩენი არ ჰქონდა, მაგრამ სამაჯური გაუკეთეს, იმიტომ, რომ ასე აწყობს და ასე სჭირდებოდა ივანიშვილს. ამის შემდეგ, როდესაც გირაო დაუმძიმეს გირაოთი, არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც გირაო დაემძიმებინოთ გირაოთი და ესეც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყო. აქედან გამომდინარე, ნიკამ თქვა, რომ ამ ორმაგ სტანდარტებსა და უსამართლობას არ შეეგუებოდა და არ აპირებდა ხელისუფლების „ხუშტურებზე“ სიარულს, ამიტომ არ დაემორჩილა ამას და შემდეგ, პრაქტიკულად, მოლაპარაკების მაგიდიდან მოიტაცეს ნიკა მელია, როდესაც შტურმი მიიტანეს მთავარი პროდასავლური პარტიის და მთავარი ოპონენტი პარტიის ოფისზე და წაიყვანეს საპყრობილეში,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

"ლელო საქართველოსთვის" წევრმა, ლევან სამუშიამ აღნიშნა, რომ ყველა შემთხვევაში დღეს პროკურატურას პასუხის გაცემა და გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

„სამართლებრივი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია, ვინაიდან ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი. შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი რაც ვიცი, როგორც ივანიშვილი გადაწყვეტს, ისეთი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ პროკურატურა სამართლებრივ აბსურდს საუბრობს თითქოს, რომ მელიას თავად სურს პატიმრობაში ყოფნა და გირაო აქვს შეფარდებული და შეუძლია გადაიხადოს და გამოვიდეს, რაც არის სრული აბსურდი, მაგრამ პროკურატურა თვითონ შევიდა ჩიხში. დღეს დაცვის მხარემ თუ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებასთან დაკავშირებით, პროკურატურას მოუწევს პასუხის გაცემა ან დაეთანხმება დაცვის მხარის შუამდგომლობას, ან პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს, ან გირაოთი გათავისუფლებას. პროკურატურას დღეს ყველა შემთხვევაში მოუწევს პასუხის გაცემა", - განაცხადა სამუშიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელ მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროგნოზი არ აქვს.

„დატოვებენ ნიკა მელიას თუ გაათავისუფლებენ სასამართლო დარბაზიდან, ორივე შემთხვევაში ეს იქნება სიგნალი არამხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის იმის შესახებ, აპირებს თუ არა ხელისუფლება ჩვენთან ერთად რეალურად დაძლიოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი.

პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმის, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები, გადავდგათ ნაბიჯები და დავძლიოთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. რაც შეეხება მორიგ რაუნდს, მისი გამართვის გადაწყვეტილება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს არის დამოკიდებული მედიატორებზე, დასავლელ პარტნიორებზე და რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რამდენადაა ის მზად იმისთვის, რომ პოზიციები დაახლოვდეს. როცა მოლაპარაკების მაგიდასთან იმყოფები, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც და მეორე მხარესაც მოუწევს კომპრომისი, მაგრამ ეს უნდა იყოს ორივე მხრიდან, მზადყოფნა უნდა იყოს ორმხრივი და არ უნდა იყოს ცალხმრივი. ამიტომ ბუნებრივია, თუ მოლაპარაკებები სრულფასოვნად წარიმართება და „ქართული ოცნება“ მზად იქნება, რომ მოლაპარაკებებში დაძლიოს ძალაუფლების წყურვილი, რომელიც გააჩნია და რეალურად მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას, ბუნებრივია კომპრომისები შეიძლება იყოს ორივე მხრიდან და ამას გვიჩვენებს მოლაპარაკების პროცესი“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

"თუ მელია ერთიანი კანდიდატი იქნება, პირველ ადგილზე გავა, თუ ოპოზიციას ბევრი კანდიდატი ეყოლება, გაიმარჯვებს კალაძე" - უგულავა

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"მაღალი ალბათობით, ჩატარდება კენჭისყრა" - მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს ნიკა მელია