საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიმსივნის ასაკობრივი კატეგორიები და ეფექტიანი მკურნალობა თოდუას კლინიკაში
სიმსივნის ასაკობრივი კატეგორიები და ეფექტიანი მკურნალობა თოდუას კლინიკაში

მსოფ­ლიო ონ­კოს­ტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, რამ­დე­ნი­მე ათე­ულ წე­ლი­წად­ში კი­ბო­თი ავა­დო­ბის 70% სა­შუ­ა­ლო და ხნი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ზე მოვა.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­ცე­მე­ბი, ამ მხრივ, ემ­თხვე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტის­ტი­კას. შუ­ახ­ნი­სა და მო­ხუ­ცე­ბულ­თა ასა­კის პა­ცი­ენ­ტებ­ში სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდებ­ში. ამას­თა­ნა­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ სიმ­სივ­ნურ და­ა­ვა­დე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, მა­გა­ლი­თად, ამ სტა­ტის­ტი­კა­ში ხვდე­ბა ფილ­ტვის ან კუჭ-ნწლა­ვის კიბო, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თი იკ­ვე­თე­ბა ძუ­ძუს კი­ბოს შემ­თხვე­ვა­ში.

ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნის შე­სა­ხებ აკ. ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ონ­კო­ლო­გი ნანა ოთხო­ზო­რია გვე­სა­უბ­რა, რო­მელ­მაც ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ონ­კო­პა­თო­ლო­გი­ე­ბი და ისე­თი სა­ყუ­რა­დღე­ბო დე­ტა­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლა, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ფერ­ტი­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ.

„თუ სიმ­სივ­ნის გავ­რცე­ლე­ბას ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ე­ბად დავ­ყოფთ, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ონ­კო­და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ახალ­გაზ­რდა ასა­კი დღემ­დე შეს­წავ­ლის სა­გა­ნია. ამის გამო, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­სა და მის მკუ­რა­ნალ­ბას ენი­ჭე­ბა, რაც, ამ მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ბა­მის გვერ­დით ეფექ­ტე­ბტა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­გო­მას სა­ჭი­რო­ებს რო­გორც მა­მა­კა­ცებ­ში, ასე­ვე ქალ­ბა­ტო­ნებ­ში.

ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სტა­ტის­ტი­კას ე.წ. „სის­მსივ­ნის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბას“ ვერ და­ვარ­ქმევთ, თუმ­ცა არის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ზო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­რე­ულ ასაკ­ში ვლინ­დე­ბა. ამის მრა­ვა­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფაქ­ტო­რი არ­სე­ბობს, თუმ­ცა ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბაა.

იმი­სათ­ვის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მზარ­დი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი შევ­ცვა­ლოთ, ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და სკრი­ნინ­გია სა­ჭი­რო, რაც ად­რე­ულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­სა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტი­ან მკურ­ნა­ლო­ბა­საც გუ­ლის­ხმობს.“- გან­მარ­ტა ნანა ოთხზო­რი­ამ.

ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გავ­რცე­ლე­ბით პირ­ველ ად­გილს ძუ­ძუს კიბო იკა­ვებს, თუმ­ცა ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ დი­ა­პა­ზონ­ში ვა­რი­რებს; თუ ნაკ­ლე­ბი პრო­ცენ­ტუ­ლო­ბით გვხვდე­ბა 18-29 წლის ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში, მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კით, და­ა­ვა­დე­ბულ­თა 36% 30-44 წლის პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კა­ცებს, სა­წყის პო­ზი­ცი­ას ფილ­ტვის კიბო იკა­ვებს, ორი­ვე ნო­ზო­ლო­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია სკრი­ნინ­გი. 40-დან 70 წლის ჩათ­ვლით ასა­კის ქა­ლე­ბის­თვის. სკრი­ნინ­გი ით­ვა­ლის­წი­ნებს მა­მოგ­რა­ფი­ულ გა­მოკ­ვლე­ვას, პა­თო­ლო­გი­ის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი, ძუ­ძუს ექოს­კო­პი­ა­სა და მა­მო­ლო­გის მიერ გა­სინ­ჯვას, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბი­ოფ­სი­უ­რი მა­სა­ლის აღე­ბას და ცი­ტო­ლო­გი­ურ კვლე­ვას. სკრი­ნინ­გი ფილ­ტვის კი­ბოს აღ­მო­ჩე­ნის­თვის აქ­ტი­უ­რად მწე­ველ 45 წლის ზე­მოთ კა­ცებ­ში ტარ­დე­ბა გულ­მკერ­დის და­ბა­ლი დო­ზის კტ კვლე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასაკ­თან ერ­თად ონ­კო­ლო­გი­უ­რი ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იზ­რდე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 75 წლის ასაკს ზე­მოთ პა­ცი­ენ­ტე­ბი ონ­კო­და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის ერთ მე­სა­მედს წარ­მო­ად­გე­ნენ. აღ­ნიშ­ნულ მაჩ­ვე­ნე­ბელს გა­ნა­პი­რო­ბებს სხვა­დას­ხვა მი­ზეზ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, მა­გა­ლი­თად გე­ნო­მუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა, იმუ­ნო­სუპ­რე­სია, გა­რე­მოს მავ­ნე და ეპი­გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი და ა.შ.

„რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ასაკ­ზე, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი და ფუნ­ქცი­უ­რი.

მო­ხუ­ცე­ბუ­ლი ასა­კი ეს არის სუ­ბი­ექ­ტუ­რი კულ­ტუ­რი ცნე­ბა, რომ­ლის დე­ფი­ნი­ცია ვა­რი­რებს ჯან­მრთე­ლო­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლოდ 70 წე­ლია. ზო­გი­ერთ გან­ვი­თა­რე­ბად ქვე­ყა­ნა­ში 60-65. ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი და ფუნ­ქცი­უ­რი ასა­კი შე­იძ­ლე­ბა ძლი­ე­რად გან­სხვავ­დე­ბო­დეს ერ­თმა­ნე­თი­სა­გან.

გე­რი­ატ­რი­ულ ონ­კო­ლო­გი­ა­ში სწო­რედ ფუქ­ცი­უ­რი ასა­კი გან­სა­ზღვრას მკურნ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ დე­ტა­ლებს. სწო­რედ ამი­ტომ უნდა მოხ­დეს მო­ხუ­ცე­ბულ­ტა ასაკ­ში პა­ცი­ენ­ტის კომ­პლექ­სუ­რად, მრა­ვა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბიტ შე­ფა­სე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის სწო­რი ტაქ­ტი­კის და­გეგ­მვა.

ევ­რო­პის ონ­კო­ლოგ­თა სკო­ლას აქვს ძა­ლი­ან კარ­გი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ამაღ­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამ­ბობს, რომ ყვე­ლა ახ­ხარ­გაზ­რდა არ არის ჯან­მრთე­ლი და ყვე­ლა მო­ხუ­ცი არ არის ავად­მყო­ფი. ეს ყო­ვე­ლი­ვე უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას და რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს მკურ­ნა­ლო­ბის მენ­ჯმენ­ტი­სათ­ვის.“ - აღ­ნიშ­ნა თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ონ­კო­ლოგ­მა ნანა ოთხზო­რი­ამ.

ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას, მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დგომ, შვი­ლოს­ნო­ბის ფუნ­ქცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურს. სიმ­სივ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თე­რა­პი­ის სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბი რო­გო­რი­ცაა მაგ: ქი­რუ­გი­უ­ლი მკი­ურ­ნა­ლო­ბა, ქი­მი­ო­თე­რა­პია, რა­დი­ო­თე­რა­პია, ჰორ­მო­ნო­თე­რა­პია ახალ­გაზ­რდა ქა­ლებ­ში ხე­ლო­ვუ­რად იწ­ვე­ვენ ნა­ად­რევ მე­ნო­პა­უ­ზას, ხოლო მა­მა­კა­ცებ­ში სპერ­მა­ტო­გე­ნე­ზის დარ­ღვე­ვას.

მხო­ლოდ 2018 წელს მსოფ­ლი­ოს მაშ­ტა­ბით ქალ­ბა­ტო­ნებ­ში 8.6 მი­ლი­ო­ნი ონ­კო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზი­დან 10% ზე მეტი 40 წლამ­დე ასაკ­ში და­ის­ვა. ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის წყა­ლო­ბით ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში სა­ერ­თო გა­დარ­ჩე­ნა­დო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ზო­გი­ერ­თი ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ბოლო წლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია ინ­ტე­რე­სი ფერ­ტი­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სად­მი, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იძუ­ლე­ბი ვხვდე­ბით არ­ჩე­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ვა­კე­თოთ.

„ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნე­ბის საკ­ვერ­ცხე­ე­ბი მე­ტად მდგრა­დია ცი­ტოს­ტა­ტი­კუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის აგ­რე­სი­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ, ამის გამო ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შემ­დეგ უნა­ყო­ფო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ 30%-ს შე­ად­გენს. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იზ­რდე­ბა შუა ხნის ასაკ­ში.

მა­მა­კა­ცე­ბის 20-50% კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან 2-3 წე­ლი­წად­ში აღუდ­გე­ბა სპერ­მა­ტო­გე­ნე­ზის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. რო­გორც წესი ეს პრო­ცე­სი შექ­ცე­ვა­დია და აღ­დგე­ნის­თვის სა­შუ­ა­ლოდ სწო­რედ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდს სა­ჭი­რო­ებს

ხში­რად ქალ­ბა­ტო­ნებ­ში ფერ­ტი­ლო­ბის ფუნ­ქცი­ის აღ­დგე­ნის პე­რი­ო­დად 1-დან 3 წლამ­დე მო­ვი­აზ­რებთ, თუმ­ცა არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლის დრო­საც ზუს­ტად ვი­ცით, რომ ამ შე­დეგს არ უნდა ვე­ლო­დეთ. მა­მა­კა­ცებ­ში კი პრო­ცე­სის შექ­ცე­ვა­დო­ბის პრო­ცენ­ტუ­ლო­ბა ბევ­რად მა­ღა­ლია“, - აღ­ნიშ­ნა ნანა ოთხზო­რი­ამ.

ონ­კო­ფერ­ტი­ლო­ბა შე­და­რე­ბით ინო­ვა­ცი­უ­რი კონ­ცეფ­ცი­აა და ფერ­ტი­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­საძ­ლობ­ლა­ზე მო­მუ­შა­ვე ექ­სპერტთა გუნდს მო­ი­ცავს, თუმ­ცა დღემ­დე ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბად ონ­კო­ლო­გი­ა­ში ემ­ბრიო და/ან ოო­ცი­ტე­ბის კრი­ო­კონ­სერ­ვა­ცია რჩე­ბა. თუმ­ცა არ­სე­ბობს შე­და­რე­ბით ახა­ლი, ექ­სპე­რი­მენ­ტა­ლუ­რი მე­თო­დე­ბი, რო­გო­რი­ცაა საკ­ვერ­ცხის ქსო­ვი­ლის კრი­ო­კონ­სერ­ვა­ცია, ხე­ლოვ­ნუ­რი საკ­ვერ­ცხის ინ.ვიტ­რო მომ­წი­ფე­ბა. თუმ­ცა ონ­კო­ლო­გის პრე­რო­გა­ტი­ვაა ძი­რი­თა­თად შე­ე­ხოს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის­გან გა­მოწ­ვე­ულ ტოქ­სი­უ­რო­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას.

„თო­დუ­ას კლი­ნი­კის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პია, რომ კიბო გა­ნა­ჩე­ნი არ არის. ეს კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბასს, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, სტა­ტის­ტი­კას პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ცვლის.

რო­გორც წესი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვუ­წყობთ ფეხს იმ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს, პრო­ტო­კო­ლებ­სა და გა­იდ­ლა­ი­ნებს, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ო­ში ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის არ­სე­ბობს და რა­საც ამე­რი­კი­სა თუ ევ­რო­პის ონ­კო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცია ნერ­გავს.

ჩვენს კლი­ნი­კა­ში თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა კონ­სი­ლი­უმ­ზე ირ­ჩე­ვა, რომ­ლის დრო­საც ყვე­ლა ექი­მი სა­კუ­თარ აზრს გა­მოთ­ქვამს მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ბო­ლოს კი, მკურ­ნა­ლო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სახე, იქ­ნე­ბა ეს იმუ­ნო, ქი­მიო თუ თარ­გეთ თე­რა­პი­ე­ბი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ნა­მედ­რო­ვე გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის მი­ხედ­ვით წა­რი­მარ­თე­ბა.

თუმ­ცა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა და სხვა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ექიმ­სა და პა­ცი­ენტს შო­რის ხდე­ბა და სწო­რედ ასე ირ­ჩე­ვა მის­თვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი.

ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი კამ­პა­ნია, რომ­ლის ლო­ზუნ­გია - „მად­ლო­ბა, რომ ამ ბრძო­ლა­ში გვეხ­მა­რე­ბით!“. თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებ­თან ერ­თად, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რაც სა­ჭი­როა, რო­მელ­საც ავად­მყო­ფო­ბის და­მარ­ცხე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ“, - გან­მარ­ტა ფრი­დონ თო­დუ­ას კლი­ნი­კის ონ­კო­ლოგ­მა.

ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში, ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­მარ­ცხე­ბის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა, ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და შე­სა­ბა­მი­სი, თა­ნა­მედ­რო­ვე და ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის გავ­ლა.

ყვე­ლა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბის, მათ შო­რის ფერ­ტი­ლო­ბის სა­კი­თხი, მკურ­ნალ­მა ექიმ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა გა­ნი­ხი­ლოს და და­გეგ­მოს შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი პა­ცი­ენ­ტის დი­აგ­ნო­ზის, ასა­კის, სტა­დი­ის, სქე­სის, ოჯა­ხუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

რა ვუთხრა ეხლა მე ნანა ოთხოზორიას, დუდ ღორონთ (ნანა, დედასა და თავი ღმერთის სინონიმი კოლხებისა) ოთხოზორიას. რანაირად უნდა ვანდო თავი თქვენ ლუჩევოი თერაპიას, ან ქიმო თერაპიას, როცა ადამიანს იმის გაგება უნდა მისცე რანაირად არ უნდა წარმოიშვას ის, რა გარემოება ქმნის ამას მრავლობითში და თუ შეამჩნიე გადახრები სხეულში, რანაირად უნდა მოხდეს მისი გასწორება, თუ არა ჩემო ნანა, ფივტი-ფივტის მედიცინისა არ მჯერა. სისტემური მოწყვალოდიბა არ უნდა შექმნათ სხეულში, თუ არა სხეულს აეშლება გადავა მეტაბოლიზმის სხვა რეჟიმსა და არეულ იმუნო გარემოში. რანაირად ხდება ეს, ეს უნდა ასწავლო ადამიანს, ამის გაგება უნდა მისცე და მნიშვნელობა და გაუხარდება მისი მოსმენა და ჩაენაცვლება ეს საქმე სერიალების ყურებას. ადამიანს უნდა ესაუბრო სხეულზე ანოტაციურ გაგებაში, რომ მისთვის დანახვადი იყოს თავისი სხეული და არა ტერმინოლოგიურ გაურკვვლობაში, თუ არა სხეული მისია და ის ყველაფერს ხედავს და დადის მასში. სხავარად ვერც დადიდ, საუბრობს, ცეკვავს, ან უსმენს მუსიკას. არ წარმოქმნის ჰარმონიას მელოდია თქვენში? მუდმივად თუ კერძო მისტიკას უსმენთ, არა, მაგრამ ხალხურში, სადაც მელოდია, რიტმი და ჰარმონია შენს ჰარმონიაში გაჩერდა, შენთან ერთი, ნოხჩესთან სხვა, აფხაზებთან კიდევ სხვა, ხოლო ციმბირელ სკვითებთან ვაბშე განსხვავებულში, ხოლო მის გვერდით ჩინეთიც იყო და სხვა მელოდიებიც. ტუვა იმიტომ, რომ სამანების აზროვნებაშია და აზროვნებამ თავად იცის სად ჩერდება მელოდია, ან რანაირშია, სამყაროში მისი შექმნა>>>>>>>>>>>უნიკალური ხორხის სიმღერები გააჩნიათ, ევრაზიულ საერთო კულტურაში, რადგან ფანდური, ჭუნირი და დოლო საერთოა. დოლი ისე ყველასათვის საერთოა, ხოლო ფანდური და ჭუნირი ეს დაფიქრების სამყაროა>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>შედით საკუთარი თავის გაგებაში და გაგიხარდებათ ბიოლოგიის მიღწევების გაგება და გააზრება.

კალო
0

საფრანგეთში ვცხოვრობ, ჩემს ქალაქში 6 ადამიანი ვიცი, პირადად ვიცნობ, ყურმოკრულს არ ვწერ, ვისაც საქართველოში ონკოლოგიური დაავადებები დაუდგინეს, ქიმიები და სხივები დაუნიშნეს, ის ხალხი აქ გამოიქცა და აქაურმა ექიმებმა დიაგნოზი არ დაუდასტურეს. გამოდის მანდ მოგონილი დიაგნოზებს სვამენ. ძალიან გთხოვთ, ვინც ესეთი შემთხვევის მსხვერპლი ხართ, ნუ მალავთ იმ ექიმების სახელებს ვინც შესცოდა, გაასაჯაროვეთ რომ სხვები გადარჩნენ.

ავტორი:

სიმსივნის ასაკობრივი კატეგორიები და ეფექტიანი მკურნალობა თოდუას კლინიკაში

სიმსივნის ასაკობრივი კატეგორიები და ეფექტიანი მკურნალობა თოდუას კლინიკაში

მსოფლიო ონკოსტატისტიკის თანახმად, რამდენიმე ათეულ წელიწადში კიბოთი ავადობის 70% საშუალო და ხნიერი ასაკის ადამიანებზე მოვა.

საქართველოს მონაცემები, ამ მხრივ, ემთხვევა საერთაშორისო სტატისტიკას. შუახნისა და მოხუცებულთა ასაკის პაციენტებში სიმსივნის განვითარების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ახალგაზრდებში. ამასთანავე, მნიშვნელობა ენიჭება, კონკრეტულად რომელ სიმსივნურ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მაგალითად, ამ სტატისტიკაში ხვდება ფილტვის ან კუჭ-ნწლავის კიბო, თუმცა განსხვავებული სურათი იკვეთება ძუძუს კიბოს შემთხვევაში.

ასაკთან დაკავშირებული სიმსივნის შესახებ აკ. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგი ნანა ოთხოზორია გვესაუბრა, რომელმაც ქალებსა და მამაკაცებში განვითარებული ონკოპათოლოგიები და ისეთი საყურადღებო დეტალები განიხილა, როგორიცაა, მაგალითად, ფერტილობის შენარჩუნება მკურნალობის შემდეგ.

„თუ სიმსივნის გავრცელებას ასაკობრივ კატეგორიებად დავყოფთ, უნდა აღინიშნოს, რომ ონკოდაავადებები და ახალგაზრდა ასაკი დღემდე შესწავლის საგანია. ამის გამო, დიდი მნიშვნელობა დაავადების გავრცელებასა და მის მკურანალბას ენიჭება, რაც, ამ მკურნალობის შესაბამის გვერდით ეფექტებტანაა დაკავშირებული და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებში.

ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენის სტატისტიკას ე.წ. „სისმსივნის გაახალგაზრდავებას“ ვერ დავარქმევთ, თუმცა არის კონკრეტული ნაზოლოგიები, რომლებიც ადრეულ ასაკში ვლინდება. ამის მრავალი განსხვავებული ფაქტორი არსებობს, თუმცა ერთ-ერთი საფუძველი გენეტიკური წინასწარგანწყობაა.

იმისათვის, რომ აღნიშნული მზარდი სტატისტიკური მონაცემები შევცვალოთ, ადრეული დიაგნოსტიკა და სკრინინგია საჭირო, რაც ადრეულ გამოჯანმრთელებასა და მაქსიმალურად ეფექტიან მკურნალობასაც გულისხმობს.“- განმარტა ნანა ოთხზორიამ.

ქალების შემთხვევაში გავრცელებით პირველ ადგილს ძუძუს კიბო იკავებს, თუმცა ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ასაკობრივ დიაპაზონში ვარირებს; თუ ნაკლები პროცენტულობით გვხვდება 18-29 წლის ასაკის ადამიანებში, მსოფლიო სტატისტიკით, დაავადებულთა 36% 30-44 წლის პაციენტები არიან.

რაც შეეხება მამაკაცებს, საწყის პოზიციას ფილტვის კიბო იკავებს, ორივე ნოზოლოგიის შემთხვევაში შესაძლებელია სკრინინგი. 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კი, ძუძუს ექოსკოპიასა და მამოლოგის მიერ გასინჯვას, საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას. სკრინინგი ფილტვის კიბოს აღმოჩენისთვის აქტიურად მწეველ 45 წლის ზემოთ კაცებში ტარდება გულმკერდის დაბალი დოზის კტ კვლევას ითვალისწინებს.

ასაკთან ერთად ონკოლოგიური ავადობის მაჩვენებელი იზრდება. აღსანიშნავია, რომ 75 წლის ასაკს ზემოთ პაციენტები ონკოდაავადებულების ერთ მესამედს წარმოადგენენ. აღნიშნულ მაჩვენებელს განაპირობებს სხვადასხვა მიზეზთა ერთობლიობა, მაგალითად გენომური არასტაბილურობა, იმუნოსუპრესია, გარემოს მავნე და ეპიგენეტიკური ფაქტორები და ა.შ.

„როდესაც ვსაუბრობთ ასაკზე, უნდა გავითვალისწინოთ ქრონოლოგიური და ფუნქციური.

მოხუცებული ასაკი ეს არის სუბიექტური კულტური ცნება, რომლის დეფინიცია ვარირებს ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 70 წელია. ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში 60-65. ქრონოლოგიური და ფუნქციური ასაკი შეიძლება ძლიერად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.

გერიატრიულ ონკოლოგიაში სწორედ ფუქციური ასაკი განსაზღვრას მკურნლობასთან დაკავშირებულ დეტალებს. სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს მოხუცებულტა ასაკში პაციენტის კომპლექსურად, მრავალი მონაცემებიტ შეფასება და მკურნალობის სწორი ტაქტიკის დაგეგმვა.

ევროპის ონკოლოგთა სკოლას აქვს ძალიან კარგი კამპანია, რომელიც ამაღლებს მოსახლეობის ცნობიერებას ამ მიმართულებით და ამბობს, რომ ყველა ახხარგაზრდა არ არის ჯანმრთელი და ყველა მოხუცი არ არის ავადმყოფი. ეს ყოველივე უნდა ემსახურებოდეს ცნობიერების ამაღლებას და როგორც დამოუკიდებელი ფაქტორი არ უნდა გამოიყენებოდეს მკურნალობის მენჯმენტისათვის.“ - აღნიშნა თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგმა ნანა ოთხზორიამ.

ახალგაზრდა ასაკში ონკოლოგიური პაციენტების უმეტესობას, მკურნალობის შემდგომ, შვილოსნობის ფუნქციის შენარჩუნება სურს. სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის სხვადასხვა მეთოდები როგორიცაა მაგ: ქირუგიული მკიურნალობა, ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია, ჰორმონოთერაპია ახალგაზრდა ქალებში ხელოვურად იწვევენ ნაადრევ მენოპაუზას, ხოლო მამაკაცებში სპერმატოგენეზის დარღვევას.

მხოლოდ 2018 წელს მსოფლიოს მაშტაბით ქალბატონებში 8.6 მილიონი ონკოლოგიური დიაგნოზიდან 10% ზე მეტი 40 წლამდე ასაკში დაისვა. ადრეული დიაგნოსტიკისა და ეფექტური მკურნალობის წყალობით ახალგაზრდა ასაკში საერთო გადარჩენადობის მაჩვენებლები ზოგიერთი ლოკალიზაციის სიმსივნური დაავადებების დროს უმჯობესდება. ბოლო წლებში განსაკუთრებით მაღალია ინტერესი ფერტილობის შენარჩუნებისადმი, თუმცა სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში იძულები ვხვდებით არჩევანი პაციენტის ჯანმრთელობის შენარჩუნების სასარგებლოდ გავაკეთოთ.

„ახალგაზრდა ქალბატონების საკვერცხეები მეტად მდგრადია ციტოსტატიკური მედიკამენტების აგრესიული ზემოქმედების მიმართ, ამის გამო ქიმიოთერაპიის შემდეგ უნაყოფობის მაჩვენებელი მხოლოდ 30%-ს შეადგენს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი იზრდება შუა ხნის ასაკში.

მამაკაცების 20-50% კომბინირებული მკურნალობის დასრულებიდან 2-3 წელიწადში აღუდგება სპერმატოგენეზის მაჩვენებლები. როგორც წესი ეს პროცესი შექცევადია და აღდგენისთვის საშუალოდ სწორედ ზემოთ აღნიშნულ პერიოდს საჭიროებს

ხშირად ქალბატონებში ფერტილობის ფუნქციის აღდგენის პერიოდად 1-დან 3 წლამდე მოვიაზრებთ, თუმცა არსებობს მედიკამენტები, რომლის დროსაც ზუსტად ვიცით, რომ ამ შედეგს არ უნდა ველოდეთ. მამაკაცებში კი პროცესის შექცევადობის პროცენტულობა ბევრად მაღალია“, - აღნიშნა ნანა ოთხზორიამ.

ონკოფერტილობა შედარებით ინოვაციური კონცეფციაა და ფერტილობის შენარჩუნების შესაძლობლაზე მომუშავე ექსპერტთა გუნდს მოიცავს, თუმცა დღემდე ყველაზე ეფექტურ საშუალებად ონკოლოგიაში ემბრიო და/ან ოოციტების კრიოკონსერვაცია რჩება. თუმცა არსებობს შედარებით ახალი, ექსპერიმენტალური მეთოდები, როგორიცაა საკვერცხის ქსოვილის კრიოკონსერვაცია, ხელოვნური საკვერცხის ინ.ვიტრო მომწიფება. თუმცა ონკოლოგის პრეროგატივაა ძირითათად შეეხოს ქიმიოთერაპიისგან გამოწვეულ ტოქსიურობას და საზოგადოებაში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.

„თოდუას კლინიკის ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური განყოფილების მუშაობის პრინციპია, რომ კიბო განაჩენი არ არის. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაავადების ადრეული გამოვლინების ეფექტურობასს, რაც, საბოლოოდ, სტატისტიკას პაციენტების სასარგებლოდ ცვლის.

როგორც წესი, აბსოლუტურად ვუწყობთ ფეხს იმ თანამედროვე სტანდარტებს, პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, რომლებიც მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის არსებობს და რასაც ამერიკისა თუ ევროპის ონკოლოგთა ასოციაცია ნერგავს.

ჩვენს კლინიკაში თითოეული პაციენტის შემთხვევა კონსილიუმზე ირჩევა, რომლის დროსაც ყველა ექიმი საკუთარ აზრს გამოთქვამს მკურნალობის მეთოდის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ბოლოს კი, მკურნალობის ნებისმიერი სახე, იქნება ეს იმუნო, ქიმიო თუ თარგეთ თერაპიები, აბსოლუტურად თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით წარიმართება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გართულებებისა და სხვა დეტალური ინფორმაციის მიწოდება ინდივიდუალურად, ექიმსა და პაციენტს შორის ხდება და სწორედ ასე ირჩევა მისთვის ყველაზე ეფექტიანი მკურნალობის მეთოდი.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კამპანია, რომლის ლოზუნგია - „მადლობა, რომ ამ ბრძოლაში გვეხმარებით!“. თანამედროვე მეთოდებთან ერთად, ფსიქოსოციალური მხარდაჭერაც საჭიროა, რომელსაც ავადმყოფობის დამარცხებამდე მივყავართ“, - განმარტა ფრიდონ თოდუას კლინიკის ონკოლოგმა.

ნებისმიერ ასაკში, ონკოლოგიური დაავადებების დამარცხებისთვის, მნიშვნელოვანია პროფესიონალური მკურნალობის მეთოდები, ინდივიდუალური მიდგომა, ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი, თანამედროვე და ეფექტური მკურნალობის კურსის გავლა.

ყველანაირი გართულების, მათ შორის ფერტილობის საკითხი, მკურნალმა ექიმმა ინდივიდუალურად უნდა განიხილოს და დაგეგმოს შესაბამისი ნაბიჯები პაციენტის დიაგნოზის, ასაკის, სტადიის, სქესის, ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობისა და მკურნალობის სქემიდან გამომდინარე.

NS

"ელიტ ელექტრონიქსი“ "ჰოთსეილის“ პარტნიორი გახდა

პაატა იმნაძის განცხადებით, ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ, კიდევ ერთი "კლასტერი“ გაჩნდა

"ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება... ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს" - თამარ გაბუნია