მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის დარჩება ბაბუად, რომელიც ბარბექიუს სპეციალისტი იყო და საოცარი იუმორი ჰქონდა...მე და მეგანს მუდამ გვემახსოვრება" - როგორ ემშვიდობებიან ჰარი და უილიამი პრინც ფილიპს
"ის დარჩება ბაბუად, რომელიც ბარბექიუს სპეციალისტი იყო და საოცარი იუმორი ჰქონდა...მე და მეგანს მუდამ გვემახსოვრება" - როგორ ემშვიდობებიან ჰარი და უილიამი პრინც ფილიპს

კემ­ბრი­ჯი­სა და სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გებ­მა, უი­ლი­ამ­მა და ჰა­რიმ პრინ­ცი ფი­ლი­პის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს. ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო სახ­ლმა მათი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ბა­ბუ­ა­ჩე­მი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ქვე­ყა­ნას. მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ის ყო­ველ­თვის ჩვენ­თან იყო რო­გორც კარგ, ასე­ვე ცუდ დროს. მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი მას­თან გა­ვა­ტა­რე“, - გა­ნა­ცხა­და პრინცმა უი­ლი­ამ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრინც ჰა­რის, სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა თქვა, რომ მისი ბა­ბუა ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ბარ­ბე­ქი­უს სპე­ცი­ა­ლის­ტი და კაცი, რო­მელ­საც სა­ო­ცა­რი იუ­მო­რი ჰქონ­და. ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მისი და მე­გა­ნის გულ­ში ფი­ლი­პი სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა.

"ის ემახ­სოვ­რე­ბათ რო­გორც პრინ­ცი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ემ­სა­ხუ­რა. ჩემ­თვის კი ის იქ­ნე­ბა ბა­ბუა, რო­მე­ლიც იყო ბარ­ბე­ქი­უს სპე­ცი­ა­ლის­ტი და ლე­გენ­და­რუ­ლი იუ­მო­რის მქო­ნე. ის დე­დოფ­ლის გვერ­დით 73 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იდგა. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბე­ბი­ის გვერ­დით ყოფ­ნის­თვის, ჩვენ ის ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა. ის მე­გა­ნის, არ­ჩის, ჩემი და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი შვი­ლის გულ­ში ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ჰა­რიმ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰარი აშშ-დან ბა­ბუ­ის დაკ­რძალ­ვა­ზე და­სას­წრე­ბად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში უკვე დაბ­რუნ­და, თუმ­ცა მას თან არ ახ­ლავს მე­უღ­ლე, მე­გან მარ­კლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, მე­ო­რე შვილ­ზე ორ­სულ მე­გან მარ­კლს ექიმ­მა ურ­ჩია, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა.

ედინ­ბურ­გის ჰერ­ცო­გი, პრინ­ცი ფი­ლი­პი 99 წლის ასაკ­ში 9 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა. მას 17 აპ­რილს დაკ­რძა­ლა­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერთ დღეს
49

მიეწიეთ უკან

ია
29

უფალმა დაგიფაროთ ჰარი , უილიამი და ყველა !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ის დარჩება ბაბუად, რომელიც ბარბექიუს სპეციალისტი იყო და საოცარი იუმორი ჰქონდა...მე და მეგანს მუდამ გვემახსოვრება" - როგორ ემშვიდობებიან ჰარი და უილიამი პრინც ფილიპს

"ის დარჩება ბაბუად, რომელიც ბარბექიუს სპეციალისტი იყო და საოცარი იუმორი ჰქონდა...მე და მეგანს მუდამ გვემახსოვრება" - როგორ ემშვიდობებიან ჰარი და უილიამი პრინც ფილიპს

კემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგებმა, უილიამმა და ჰარიმ პრინცი ფილიპის ხსოვნას პატივი მიაგეს. ბრიტანეთის სამეფო სახლმა მათი ოფიციალური განცხადებები გამოაქვეყნა.

"ბაბუაჩემი სიცოცხლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქვეყანას. მე ბედნიერი ვარ, რომ ის ყოველთვის ჩვენთან იყო როგორც კარგ, ასევე ცუდ დროს. მადლიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მასთან გავატარე“, - განაცხადა პრინცმა უილიამმა.

რაც შეეხება პრინც ჰარის, სასექსის ჰერცოგმა თქვა, რომ მისი ბაბუა ყოველთვის იქნება ბარბექიუს სპეციალისტი და კაცი, რომელსაც საოცარი იუმორი ჰქონდა. ასევე აღნიშნა, რომ მისი და მეგანის გულში ფილიპი სამუდამოდ დარჩება.

"ის ემახსოვრებათ როგორც პრინცი, რომელიც ქვეყანას საკმაოდ დიდხანს ემსახურა. ჩემთვის კი ის იქნება ბაბუა, რომელიც იყო ბარბექიუს სპეციალისტი და ლეგენდარული იუმორის მქონე. ის დედოფლის გვერდით 73 წლის განმავლობაში იდგა. მინდა მადლობა გადავუხადო ბებიის გვერდით ყოფნისთვის, ჩვენ ის ყოველთვის გვემახსოვრება. ის მეგანის, არჩის, ჩემი და ჩვენი მომავალი შვილის გულში ყოველთვის იქნება“,- განაცხადა ჰარიმ.

აღსანიშნავია, რომ ჰარი აშშ-დან ბაბუის დაკრძალვაზე დასასწრებად დიდ ბრიტანეთში უკვე დაბრუნდა, თუმცა მას თან არ ახლავს მეუღლე, მეგან მარკლი. ოფიციალური განცხადების თანახმად, მეორე შვილზე ორსულ მეგან მარკლს ექიმმა ურჩია, რომ მოგზაურობისგან თავი შეეკავებინა.

ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს გარდაიცვალა. მას 17 აპრილს დაკრძალავენ.

მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

"შემომხედა თავისი საოცარი თვალებით და..." - ამინდზე საუბრით დაწყებული პიკესა და შაკირას სიყვარულის ისტორია, რომელმაც დროს გაუძლო

ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და ბექჰემის შეხვედრა უემბლის სტადიონზე - ფოტოები ინგლისი-გერმანიის თამაშიდან