სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც საქმეში დამაგრდება" - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პაატა იმნაძის და ლევან რატიანის გამოკითხვას მოითხოვენ
"გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც საქმეში დამაგრდება" - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პაატა იმნაძის და ლევან რატიანის გამოკითხვას მოითხოვენ

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ექთ­ნის, მეგი ბაქ­რა­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტე­ბი დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რას და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან რა­ტი­ა­ნის გა­მო­კი­თხვის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ შე­საძ­ლოა, მათ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა შე­ეძ­ლოთ.

მეგი ბაქ­რა­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, ვახ­ტანგ ბა­რა­მაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს ისი­ნი იმ ინექ­ცი­ის კო­ლო­ფის გა­და­ცე­მას ელო­დე­ბი­ან, რომ­ლი­თაც მეგი ბაქ­რა­ძე აც­რეს.

"გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გარ­კვე­უ­ლი ფაქ­ტე­ბი იდენ­ტი­ფი­ცუ­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა, ფაქტთა უმე­ტე­სო­ბა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია სწო­რედ იმ პი­რე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც საქ­მე­ში ცრუ მოწ­მის სა­ხით მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. გა­მო­ძი­ე­ბა ამო­ი­ღებს ფლა­კონს, რო­მე­ლიც საქ­მე­ში და­მაგრდე­ბა. გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეს ფლა­კო­ნი და­ვათ­ვა­ლე­როთ. რო­გორც უკვე ბევ­რჯერ გა­ვაჟ­ღე­რეთ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რა­ტომ აწე­რია ფლა­კონს 11 სთ და 40 წუთი, ან თუ 11 სთ-სა და 40 წუთ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყო, რა­ნა­ი­რად მო­ხერ­ხდა 35 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 10 ადა­მი­ა­ნის აცრა“,-გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, 27 წლის ექთანს მეგი ბაქ­რა­ძე „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გა­ნუ­ვი­თარ­და. ის ახალ­ცი­ხი­დან თსსუ-ს პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უცნობი
0

ჯერ წერა ისწავლე კატოო! და მერე წერე კომენტარები რა! ხალხს ნერვებს ნუ უშლი!

უცნობი
1

განა რა გიჭირდა მაგისთანა ბატონო ლევან ეგ რომ იკადრე?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც საქმეში დამაგრდება" - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პაატა იმნაძის და ლევან რატიანის გამოკითხვას მოითხოვენ

"გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც საქმეში დამაგრდება" - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პაატა იმნაძის და ლევან რატიანის გამოკითხვას მოითხოვენ

ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები დღეს პროკურატურას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის გამოკითხვის მოთხოვნით მიმართავენ.

უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, მათ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეეძლოთ.

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის, ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, დღეს ისინი იმ ინექციის კოლოფის გადაცემას ელოდებიან, რომლითაც მეგი ბაქრაძე აცრეს.

"გამოძიების ფარგლებში გარკვეული ფაქტები იდენტიფიცურებულია, თუმცა, ფაქტთა უმეტესობა იდენტიფიცირებულია სწორედ იმ პირების მიერ, რომლებიც საქმეში ცრუ მოწმის სახით მონაწილეობენ. გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც საქმეში დამაგრდება. გვექნება საშუალება, რომ ეს ფლაკონი დავათვალეროთ. როგორც უკვე ბევრჯერ გავაჟღერეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რატომ აწერია ფლაკონს 11 სთ და 40 წუთი, ან თუ 11 სთ-სა და 40 წუთზე ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, რანაირად მოხერხდა 35 წუთის განმავლობაში 10 ადამიანის აცრა“,-განაცხადა ბარამაშვილმა.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანს მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის ახალციხიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.