მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მრავალმხრივი ინტერესების მქონე წარმატებული სტუდენტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან
მრავალმხრივი ინტერესების მქონე წარმატებული სტუდენტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან

ანნა თა­ბუ­აშ­ვი­ლი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დნ­ტია. ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქემ სკო­ლა თბი­ლის­ში და­ამ­თავ­რა. გო­გო­ნას ოჯახ­ში გა­ნათ­ლე­ბას და წიგ­ნი­ე­რე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ შე­სა­ბა­მი­სად, მო­ზარ­დის ინ­ტე­რე­სებ­სა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ზე ამან დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია. ამ­ჟა­მად, ანნა KIU-ში მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მას გა­დის. მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მართ ინ­ტე­რესს წინ ბევ­რი, ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სფე­რო/ჰობი უძღვო­და. ბავ­შვო­ბა­ში გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ხე­ლოვ­ნე­ბით, უყ­ვარ­და ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბა. ძერ­წავ­და თი­ხა­ზე, მუ­შა­ობ­და თე­ქა­ზე, ქსოვ­და, ქარ­გვდა. შემ­დეგ თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბით და­ინ­ტე­რეს­და, მო­ნა­წი­ლე­ობ­და სპექ­ტაკ­ლებ­ში და წარ­მა­ტე­ბით ირ­გებ­და სხვა­დას­ხვა როლს. გო­გო­ნა სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის მსგავ­სად, რე­ჟი­სუ­რამ და ფოტო-ხე­ლოვ­ნე­ბა­მაც გა­ი­ტა­ცა.

ბუ­ნე­ბით აქ­ტი­უ­რი ახალ­გაზ­რდა პირ­ვე­ლი კლა­სი­დან­ვე ჩარ­თუ­ლი იყო უამ­რავ აქ­ტი­ვო­ბა­სა და ოლიმ­პი­ა­და­ში. თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და USAID-ის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტში - „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“, სა­დაც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას ეწე­ო­და. 2018 წელს გა­ი­მარ­ჯვა აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ევ­რო­პუ­ლი სკო­ლის სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მა­ში, რო­მე­ლიც „ახა­ლი სკო­ლის“ ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და. პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­დიპ­ლო­მო პროგ­რა­მის (IB) სრულ და­ფი­ნან­სე­ბას ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის 6 ქვეყ­ნა­ში გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში 30 გა­მარ­ჯვე­ბულს შო­რის შე­არ­ჩი­ეს. სა­ერ­თა­ში­რი­სო მო­სამ­ზა­დე­ბელ­მა პროგ­რა­მამ ან­ნას მსგავ­სად, მის თა­ნა­ტო­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა და­უფ­ლე­ბოდ­ნენ ლო­გი­კურ, კრი­ტი­კულ და და­მო­უ­კი­დე­ბელ აზ­როვ­ნე­ბას. ან­ნამ ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა და და­წე­რა თემა სა­ხელ­წო­დე­ბით - ვიზა ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში „To what extent has the EU visa liberalization affected Georgia’s emigration as of May 2019“. ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, მო­ნა­წი­ლე­ობ­და „ევ­რო­პუ­ლი სკო­ლის სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნაკ­ში“, რო­მელ­შიც ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბი­დან 14-18 წლის მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­ნა­კი დატ­ვირ­თუ­ლი იყო კულ­ტუ­რუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, ასე­ვე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­დუ­ლე­ბით, ახალ­გაზ­რდებს ყო­ველ­დღე უტარ­დე­ბო­დათ ტრე­ნინ­გე­ბი სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე, მათ შო­რის: „სა­ქარ­თვე­ლო“, „ახალ­გაზ­რდუ­ლი პო­ლი­ტი­კა, ახალ­გაზ­რდუ­ლი მუ­შა­ო­ბა“, „ევ­რო­კავ­ში­რი: გა­ნათ­ლე­ბა და და­საქ­მე­ბა, გა­რე­მო და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა“, „სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი“, „პრო­ექ­ტე­ბის წერა“. ერთი წლის შემ­დეგ, სწო­რედ ამ ბა­ნაკ­ში, ანნა გახ­ლდათ მიწ­ვე­უ­ლი სკო­ლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის წარ­სად­გე­ნად, სა­დაც მო­მა­ვალ სტი­პენ­დი­ან­ტებს ესა­უბ­რა აი­ბი­ზე, სკო­ლა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა­ზე.

გო­გო­ნა, ასე­ვე, აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც. მო­ნა­წი­ლე­ობ­და წი­თე­ლი ჯვრის კამ­პა­ნი­ა­ში „აჩუ­ქე სით­ბო“, და ამავდრო­უ­ლად იყო წი­თე­ლი ჯვრის ელჩი სკო­ლა­ში. 2019 წელს ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ სე­სი­ა­ში ის გახ­ლდათ „ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის “(FEMM) დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რი.

მე-11 კლას­ში ტუ­რიზ­მის ბიზ­ნე­სი­თა და რეს­ტორ­ნე­ბი­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტით და­ინ­ტე­რეს­და, ფიქ­რობ­და, რომ ზუს­ტად ამ სფე­რო­ში იპო­ვი­და სა­კუ­თარ თავს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის უკე­თე­სად გა­საც­ნო­ბად წა­ი­კი­თხა არა­ერ­თი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ასე­ვე, გა­ი­ა­რა რამ­დე­ნი­მე კვი­რი­ა­ნი ინ­თერნ­ში­ფი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­ში. გა­ეც­ნო სას­ტუმ­რო­ე­ბის ინ­დუსტრი­ას, იყო რამ­დე­ნი­მე დე­პარ­ტა­მენ­ტში: გა­ყიდ­ვე­ბი და მარ­კე­ტინ­გი, რე­ზერ­ვა­ცი­ე­ბი და მიმ­ღე­ბი (front desk).

მე­ნე­ჯმენ­ტი, ლი­დე­რო­ბა და გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებ­და. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, პან­დე­მია და­ეხ­მა­რა გა­ე­აზ­რე­ბი­ნა, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე წელი ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რის­თვის ნაკ­ლე­ბად სა­ხარ­ბი­ე­ლო იქ­ნე­ბო­და. ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა პრობ­ლე­მის­თვის სხვა თვა­ლით შე­ე­ხე­და და სა­უ­კე­თე­სო ალ­ტერ­ნა­ტი­ვა მო­ძებ­ნა, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მა­ზე ჩა­ა­ბა­რა. ჭკვი­ან­მა და წარ­მა­ტე­ბულ­მა ახალ­გაზ­რდამ კარ­გად იცის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვი­სათ­ვის სა­ჭი­რო თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და მის­თვის არა­ხა­ლია ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა, თუმ­ცა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მე­ბის სირ­თუ­ლემ და ხა­რის­ხმა სტუ­დენ­ტის მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. გო­გო­ნას კარ­გად აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი იმ შე­დე­გის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლიც KIU-ს დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ დად­გე­ბა. ზუს­ტად იცის, რომ ისეთ ცოდ­ნას მი­ი­ღებს, რო­მე­ლიც მას კა­რი­ე­რის და­გეგ­მვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც მას კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანს გახ­დის და­საქ­მე­ბის მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე. ანნა აქ­ტი­უ­რი სტუ­დენ­ტია. მო­ნა­წი­ლე­ობ­და KIU-ს მა­თე­მა­ტი­კის ზამ­თრის სკო­ლა­ში, სა­დაც მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­გან­ში ცოდ­ნა გა­იღ­რმა­ვა, დღეს კი მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს. ამ­ჟა­მად, მე­გო­ბარ სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი ბა­ნა­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის იდე­ა­ზე მუ­შა­ობს, ახალ­გაზ­რდებს სურთ თა­ვი­ან­თი პრო­ექ­ტი კონ­კურ­სში წა­რად­გი­ნონ, რომ­ლის მო­წო­ნე­ბის/გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად დატ­ვირ­თუ­ლი უამ­რა­ვი აქ­ტი­ვო­ბა და­გეგ­მონ.

„ამე­რი­კა­ში და ვი­ბა­დე და ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეც ვარ. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით სა­ზღვარ­გა­რეთ მსურ­და წას­ვლა, თუმ­ცა პან­დე­მი­ამ და იმ გა­რე­მო­ე­ბამ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე არ­სე­ბობ­და მსოფ­ლიო მას­შტა­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქი გეგ­მე­ბი შე­მაც­ვლე­ვი­ნა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე მოხ­და. დღეს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მა­ზე ვსწავ­ლობ. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია KIU-ს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­ნი არი­ან უცხო­ე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რე­ბი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე არა­ფერს ვამ­ბობ, შთამ­ბეჭ­და­ვია. სწავ­ლის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე მივ­ხვდი, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უსა­ზღვროა, და ვფიქ­რობ, KIU სწო­რედ ის უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მე­ლიც და­მეხ­მა­რე­ბა ჩემი უნა­რე­ბი მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო გან­ვა­ვი­თა­რო. და­მო­უ­კი­დე­ბელ სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას­თან ერ­თად ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას ვი­ღებ. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ჩემს მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. აქ, სტუ­დენ­ტის აზრს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩვენს სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი.“ – KIU-ს მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი ანნა თა­ბუ­აშ­ვი­ლი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მრავალმხრივი ინტერესების მქონე წარმატებული სტუდენტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან

მრავალმხრივი ინტერესების მქონე წარმატებული სტუდენტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან

ანნა თაბუაშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდნტია. ამერიკის მოქალაქემ სკოლა თბილისში დაამთავრა. გოგონას ოჯახში განათლებას და წიგნიერებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ შესაბამისად, მოზარდის ინტერესებსა და მსოფლმხედველობაზე ამან დიდი გავლენა იქონია. ამჟამად, ანნა KIU-ში მენეჯმენტის პროგრამას გადის. მენეჯმენტის მიმართ ინტერესს წინ ბევრი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სფერო/ჰობი უძღვოდა. ბავშვობაში გატაცებული იყო ხელოვნებით, უყვარდა ხელნაკეთი ნივთების დამზადება. ძერწავდა თიხაზე, მუშაობდა თექაზე, ქსოვდა, ქარგვდა. შემდეგ თეატრალური ხელოვნებით დაინტერესდა, მონაწილეობდა სპექტაკლებში და წარმატებით ირგებდა სხვადასხვა როლს. გოგონა სამსახიობო ოსტატობის მსგავსად, რეჟისურამ და ფოტო-ხელოვნებამაც გაიტაცა.

ბუნებით აქტიური ახალგაზრდა პირველი კლასიდანვე ჩართული იყო უამრავ აქტივობასა და ოლიმპიადაში. თანატოლებთან ერთად მონაწილეობდა USAID-ის მიერ დაფინანსებულ სამოქალაქო განათლების პროექტში - „მომავლის თაობა“, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას ეწეოდა. 2018 წელს გაიმარჯვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამაში, რომელიც „ახალი სკოლის“ ბაზაზე განხორციელდა. პროექტი ითვალისწინებდა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IB) სრულ დაფინანსებას ორი წლის განმავლობაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნაში გამოცხადებულ კონკურსში 30 გამარჯვებულს შორის შეარჩიეს. საერთაშირისო მოსამზადებელმა პროგრამამ ანნას მსგავსად, მის თანატოლებს საშუალება მისცა დაუფლებოდნენ ლოგიკურ, კრიტიკულ და დამოუკიდებელ აზროვნებას. ანნამ ჩაატარა კვლევა და დაწერა თემა სახელწოდებით - ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოში „To what extent has the EU visa liberalization affected Georgia’s emigration as of May 2019“. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, მონაწილეობდა „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკში“, რომელშიც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან 14-18 წლის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. აღნიშნული ბანაკი დატვირთული იყო კულტურული და სოციალური აქტივობებით, ასევე, საგანმანათლებლო მოდულებით, ახალგაზრდებს ყოველდღე უტარდებოდათ ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: „საქართველო“, „ახალგაზრდული პოლიტიკა, ახალგაზრდული მუშაობა“, „ევროკავშირი: განათლება და დასაქმება, გარემო და გენდერული თანასწორობა“, „საჯარო გამოსვლები“, „პროექტების წერა“. ერთი წლის შემდეგ, სწორედ ამ ბანაკში, ანნა გახლდათ მიწვეული სკოლისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის წარსადგენად, სადაც მომავალ სტიპენდიანტებს ესაუბრა აიბიზე, სკოლასა და საქართველოში ცხოვრებაზე.

გოგონა, ასევე, აქტიურად იყო ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაშიც. მონაწილეობდა წითელი ჯვრის კამპანიაში „აჩუქე სითბო“, და ამავდროულად იყო წითელი ჯვრის ელჩი სკოლაში. 2019 წელს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ეროვნულ სესიაში ის გახლდათ „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის “(FEMM) დელეგაციის წევრი.

მე-11 კლასში ტურიზმის ბიზნესითა და რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტით დაინტერესდა, ფიქრობდა, რომ ზუსტად ამ სფეროში იპოვიდა საკუთარ თავს. ამ მიმართულების უკეთესად გასაცნობად წაიკითხა არაერთი ლიტერატურა, ასევე, გაიარა რამდენიმე კვირიანი ინთერნშიფი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროების ქსელში. გაეცნო სასტუმროების ინდუსტრიას, იყო რამდენიმე დეპარტამენტში: გაყიდვები და მარკეტინგი, რეზერვაციები და მიმღები (front desk).

მენეჯმენტი, ლიდერობა და გუნდური მუშაობა ყოველთვის აინტერესებდა. როგორც თავად ამბობს, პანდემია დაეხმარა გაეაზრებინა, რომ სავარაუდოდ მომდევნო რამდენიმე წელი ტურიზმის სექტორისთვის ნაკლებად სახარბიელო იქნებოდა. ამიტომ გადაწყვიტა პრობლემისთვის სხვა თვალით შეეხედა და საუკეთესო ალტერნატივა მოძებნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მენეჯმენტის პროგრამაზე ჩააბარა. ჭკვიანმა და წარმატებულმა ახალგაზრდამ კარგად იცის მიზნების მიღწევისათვის საჭირო თავდაუზოგავი შრომის აუცილებლობა და მისთვის არახალია ეს მოცემულობა, თუმცა უნივერსიტეტის პროგრამების სირთულემ და ხარისხმა სტუდენტის მოლოდინს გადააჭარბა. გოგონას კარგად აქვს გააზრებული იმ შედეგის მნიშვნელობა, რომელიც KIU-ს დამთავრების შემდეგ დადგება. ზუსტად იცის, რომ ისეთ ცოდნას მიიღებს, რომელიც მას კარიერის დაგეგმვაში დაეხმარება, რომელიც მას კონკურენტუნარიანს გახდის დასაქმების მსოფლიო ბაზარზე. ანნა აქტიური სტუდენტია. მონაწილეობდა KIU-ს მათემატიკის ზამთრის სკოლაში, სადაც მისთვის საინტერესო საგანში ცოდნა გაიღრმავა, დღეს კი მიღებულ გამოცდილებას წარმატებით იყენებს. ამჟამად, მეგობარ სტუდენტებთან ერთად, რამდენიმე დღიანი ბანაკის განხორციელების იდეაზე მუშაობს, ახალგაზრდებს სურთ თავიანთი პროექტი კონკურსში წარადგინონ, რომლის მოწონების/გამარჯვების შემთხვევაშიც, საშუალება ექნებათ საგანმანათლებლო და შემოქმედებითად დატვირთული უამრავი აქტივობა დაგეგმონ.

„ამერიკაში და ვიბადე და ამერიკის მოქალაქეც ვარ. უმაღლესი განათლების მიღების მიზნით საზღვარგარეთ მსურდა წასვლა, თუმცა პანდემიამ და იმ გარემოებამ, რომ საქართველოში უკვე არსებობდა მსოფლიო მასშტაბის საუნივერსიტეტო ქალაქი გეგმები შემაცვლევინა. ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა. დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მენეჯმენტის პროგრამაზე ვსწავლობ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია KIU-ს თანამშრომლობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან უცხოეთიდან მოწვეული ლექტორები, ინფრასტრუქტურაზე არაფერს ვამბობ, შთამბეჭდავია. სწავლის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, და ვფიქრობ, KIU სწორედ ის უნივერსიტეტია, რომელიც დამეხმარება ჩემი უნარები მომავალში კიდევ უფრო განვავითარო. დამოუკიდებელ სტუდენტურ ცხოვრებასთან ერთად ხარისხიან განათლებას ვიღებ. უნივერსიტეტმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. აქ, სტუდენტის აზრს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ყველაფერი მაქსიმალურად ჩვენს საჭიროებებზეა მორგებული.“ – KIU-ს მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი ანნა თაბუაშვილი.

NS

ფიზიკური დაპირისპირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან - დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გუმათში გრძელდება - აქციის მონაწილეებს გზა ავტომობილებით აქვთ გადაკეტილი

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში