კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილები აბასთუმანში არიან, ისვენებენ... ბერა ხან ამერიკაშია, ხან - სხვაგან, შეეშვან რა!" - რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ვაჟის კორეაში წასვლაზე?
"ივანიშვილები აბასთუმანში არიან, ისვენებენ... ბერა ხან ამერიკაშია, ხან - სხვაგან, შეეშვან რა!" - რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ვაჟის კორეაში წასვლაზე?

ზუს­ტად ერთი თვის წინ, "იმედ­ზე" გა­სულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე სა­უბ­რი­სას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­ცნო, რომ დუ­ე­ტის ჩა­სა­წე­რად კო­რე­ა­ში მი­დი­ო­და.

"მალე მი­ვემ­გზავ­რე­ბი სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, სა­დაც მაქვს და­გეგ­მი­ლი რამ­დე­ნი­მე დუ­ე­ტი. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იქა­ურ კარგ მუ­სი­კო­სებ­თან. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ, გა­აქ­ტი­უ­რე­ბას მუ­სი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, იქ­ნე­ბა ახა­ლი კლი­პე­ბი, სიმ­ღე­რე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ურპრი­ზი, რაც ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს, ჩემს ნამ­დვი­ლებს გა­უ­ხარ­დე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბე­რას ცო­ლის დამ - ანი გუ­და­ვა­ძემ ინ­სტაგ­რამ­ზე სე­ულ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე და ბე­რუ­კა ივა­ნიშ­ვი­ლიც ჩა­ნან.

AMBEBI.GE ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის მე­გო­ბარს ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის" ანონ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ბე­რას კო­რე­ა­ში ვი­ზიტ­ზეა სა­უ­ბა­რი.

ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძე:

- რა უნდა გი­თხრათ ამა­ზე? ხალ­ხს აგი­ჟე­ბენ, ეს რა უბე­დუ­რე­ბაა? ვის ატყუ­ე­ბენ, ან რო­დემ­დე? მარ­თლა არა­ფე­რი ვიცი, სად არის ბერა და აპი­რებ­და თუ არა კო­რე­ა­ში წას­ვლას. ხალ­ხი, რო­მე­ლიც გუ­შინ იყო გა­მო­სუ­ლი აქ­ცი­ა­ზე, ვერ ხვდე­ბი­ან, რას აპ­რო­ტეს­ტებ­და? მერე გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რა­ტომ აქვთ აგ­რე­სია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მარ­თო. ტყუ­ი­ლე­ბის, ცი­ლის­წა­მე­ბის გამო აქვთ აგ­რე­სია. აღარც ვუ­ყუ­რებ ამათ, სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს.. ხალ­ხს ამ­დე­ნი სტრე­სის გამო გული ცუ­დად უხ­დე­ბა. ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ცე­ვი­ან, ძა­ლი­ან...

ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე კო­რე­ა­ში

- ბოლო დროს, ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან თუ გქონ­დათ კონ­ტაქ­ტი?

- არა, ისი­ნი წა­სუ­ლე­ბი არი­ან აბას­თუ­მან­ში და ის­ვე­ნე­ბენ. მათ­თვის ასე­თი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის კი­თხვას არც ვა­პი­რებ, ასეთ სი­ბინ­ძუ­რე­ებს არც ავ­ყვე­ბი. ისე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში, რე­ებს ლა­პა­რა­კო­ბენ, ფე­ხებ­ზე ჰკი­დი­ათ ყვე­ლა­ფე­რი, ან დედა არ ჰყავთ, ან ოჯა­ხი... სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა ახალ­გაზ­რდა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, მო­წამ­ლუ­ლი ტვი­ნე­ბით რო­გორ უნდა იცხოვ­რონ? კრი­ტი­კა სა­ჭი­როა და მეც კი მინ­და, რა­ღაც ჩემი კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბა გა­მოვ­თქვა, მაგ­რამ ეს კრი­ტი­კა აღარ არის, არ ვიცი რა ჰქვია ამას - უზ­რდე­ლო­ბა, გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა... კრი­ტი­კა რომ სა­ჭი­როა დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, ვინ გვას­წავ­ლი­ან, ეგე­ნი? კრი­ტი­კა სა­ჭი­როა, ოღონდ, ჯან­სა­ღი. ბერა გა­იქ­ცაო... სა­სა­ცი­ლოც აღა­რაა.

ბერა ხან ამე­რი­კა­შია, სა­დაც სტუ­დია აქვს, ხან - სად, თა­ვის­თვი­საა და შე­ეშ­ვან, რა! ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან? და­ა­ნე­ბონ თავი, ეს ბიჭი სა­ერ­თოდ იღებს ხმას? ჰგო­ნი­ათ, ეს რე­ი­ტინგს მო­უ­ტანთ? გა­ო­ცე­ბას ვარ... ძა­ლი­ან ცუდი სი­ტუ­ა­ცი­აა, აგ­რე­სია იღ­ვრე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან და ჩვენ­ზე ამ­ბო­ბენ, აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ა­ნო. გა­ა­გი­ჟეს და გა­ა­სუ­ლე­ლეს ხალ­ხი. მათ ლა­პა­რაკს რომ ვუს­მენ, მგო­ნია, 2007 წე­ლია და მე ვზი­ვარ და ვლა­პა­რა­კობ. ერთი-ერ­თში იმე­ო­რე­ბენ იმას, რა­საც ჩვენ 2007-2008-2009-2010-ში ვლა­პა­რა­კობ­დით, სა­ოც­რე­ბაა, რა! ახ­ლან­დელ და მა­შინ­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას შო­რის გან­სხვა­ვე­ბას თუ ვერ ხე­და­ვენ, კარ­გად ყო­ფი­ლა საქ­მე.

- გუ­შინ­დელ აქ­ცი­ა­ზე იყა­ვით? ით­ქვა, რომ ეს შეკ­რე­ბა ერის მე­ტად გახ­ლე­ჩას ემ­სა­ხუ­რე­ბა, თა­ნაც, რა­ტომ მა­ინც და მა­ინც 9 აპ­რი­ლი?

- აქ­ცი­ა­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, განა იმი­ტომ, რომ პრო­ტეს­ტი არ მქონ­და. მგო­ნი, ხალ­ხმა აღარ მი­აქ­ცია ყუ­რად­რე­ბა რა დღე იყო. უბ­რა­ლოდ, რა­საც გა­დავ­ხე­დე, იქ ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ გა­მო­სუ­ლე­ბი, რო­მელ­თაც პრო­ტეს­ტი აქვთ და სახ­ლში ჯდო­მა უკვე აღარ შე­უძ­ლი­ათ, ეტყო­ბა, გა­მო­ვარ­დნენ. ამ ეტაპ­ზე, მე პი­რა­დად, ამის სა­ჭი­რო­ე­ბას არ ვთვლი­დი, მაგ­რამ, ეტყო­ბა, დაგ­როვ­და რა­ღა­ცა და გა­მო­ვიდ­ნენ, პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა უნ­დო­დათ.

- პრო­ტეს­ტი მხო­ლოდ მე­დი­ი­სა და ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ... სხვა ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა?

- გუ­შინ ავ­რცე­ლებ­დნენ, კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის და­ხურ­ვა უნ­და­თო. მე­დი­ის და­ხურ­ვა არა­ვის უნდა, ეს რა კი­თხვაა, სა­ერ­თოდ? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე­დი­ას ვინ­მე შე­ე­ხოს, მაგ­რამ მე­დი­ას ხომ უნდა ჰქონ­დეს ოდ­ნა­ვი ნა­მუ­სი, სინ­დი­სი, წე­სი­ე­რე­ბა და ადა­მი­ა­ნო­ბა? შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ იყოს სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ რა­ტომ ამ­ძაფ­რებ ამას? როცა ავად ხარ და ყო­ველ დღე გი­ძა­ხი­ან - ავად ხარ, ავად ხარო, ხომ უფრო ავად ხდე­ბი? ხომ შე­იძ­ლე­ბა 10 სი­უ­ჟე­ტი­დან 9 ცუდი იყოს და ერთი მა­ინც პო­ზი­ტი­უ­რი?

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ სა­ერ­თოდ არ გაქვთ პრე­ტენ­ზია?

- იცით რა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რა­ღა­ცა მომ­წონს, რა­ღა­ცა - არა, სა­ერ­თოდ არ ვიცი, ვინ არი­ან, მათი გვა­რე­ბიც არ ვიცი, მაგ­რამ გა­მო­დი­ან და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ. მე ამ დროს ვა­და­რებ იმ დროს, რო­მელ­შიც ვი­ყა­ვი, როცა აქ­ცი­ის მერე ჩემს მე­გო­ბარს ტრო­ტუ­არს აქეთ სცემ­დნენ, მე­ო­რე მხა­რეს მის შვილს სცემ­დნენ და ერ­თმა­ნეთს აყუ­რე­ბი­ნებ­დნენ. მე ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი მაქვს ნა­ნა­ხი. იმის მა­გივ­რად, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უ­ფა­სო, რომ 9 წელი ომი არ ყო­ფი­ლა, მშვი­დო­ბაა და ესაა მთა­ვა­რი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, 9 წლი­ა­ნი სიმ­შვი­დე რომ გაქვს და არ­ჩევ­ნე­ბის ციკ­ლი არ აი­რე­ვა, ლან­ძღავ და აგი­ნებ? ესაა დე­მოკ­რა­ტია, ევ­რო­პა და ამე­რი­კა. ეს ასე უნდა მოხ­დეს და ის, რომ ვი­ღა­ცა 4 ადა­მი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტში ვერ შე­ვი­და, ქვე­ყა­ნამ არ უნდა ზი­დოს ეს ტვირ­თი.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ariel
223

ნოდარ მელაძე არის უბოროტესი კაცუნა

უფალი შეგეწიოთ !
52

ისე როგორც თქვენ შეეწიეთ გაჭირვებულ საქართველოს !

თქვენი მოდგმა გვენახოს ისე როგორც ახლა საქართველოა...

ავტორი:

"ივანიშვილები აბასთუმანში არიან, ისვენებენ... ბერა ხან ამერიკაშია, ხან - სხვაგან, შეეშვან რა!" - რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ვაჟის კორეაში წასვლაზე?

"ივანიშვილები აბასთუმანში არიან, ისვენებენ... ბერა ხან ამერიკაშია, ხან - სხვაგან, შეეშვან რა!" - რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ვაჟის კორეაში წასვლაზე?

ზუსტად ერთი თვის წინ, "იმედზე" გასულ ინტერვიუში, ბერა ივანიშვილმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას, საზოგადოებას ამცნო, რომ დუეტის ჩასაწერად კორეაში მიდიოდა.

"მალე მივემგზავრები სამხრეთ კორეაში, სადაც მაქვს დაგეგმილი რამდენიმე დუეტი. თანამშრომლობა იქაურ კარგ მუსიკოსებთან. უახლოეს მომავალში ვაპირებ, გააქტიურებას მუსიკალური მიმართულებით, იქნება ახალი კლიპები, სიმღერები და ძალიან ბევრი სიურპრიზი, რაც ჩემს გულშემატკივრებს, ჩემს ნამდვილებს გაუხარდებათ", - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ბერას ცოლის დამ - ანი გუდავაძემ ინსტაგრამზე სეულში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ნანუკა გუდავაძე და ბერუკა ივანიშვილიც ჩანან.

AMBEBI.GE ივანიშვილების ოჯახის მეგობარს ეკატერინე ჭიჭინაძეს დაუკავშირდა, რომელიც "ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსაც გამოეხმაურა, სადაც ბერას კორეაში ვიზიტზეა საუბარი.

ეკატერინე ჭიჭინაძე:

- რა უნდა გითხრათ ამაზე? ხალხს აგიჟებენ, ეს რა უბედურებაა? ვის ატყუებენ, ან როდემდე? მართლა არაფერი ვიცი, სად არის ბერა და აპირებდა თუ არა კორეაში წასვლას. ხალხი, რომელიც გუშინ იყო გამოსული აქციაზე, ვერ ხვდებიან, რას აპროტესტებდა? მერე გაკვირვებულები არიან, რატომ აქვთ აგრესია ჟურნალისტების მიმართო. ტყუილების, ცილისწამების გამო აქვთ აგრესია. აღარც ვუყურებ ამათ, საერთოდ არ მაინტერესებს.. ხალხს ამდენი სტრესის გამო გული ცუდად უხდება. ძალიან ცუდად იქცევიან, ძალიან...

ნანუკა გუდავაძე კორეაში

- ბოლო დროს, ივანიშვილების ოჯახთან თუ გქონდათ კონტაქტი?

- არა, ისინი წასულები არიან აბასთუმანში და ისვენებენ. მათთვის ასეთი სისულელეების კითხვას არც ვაპირებ, ასეთ სიბინძურეებს არც ავყვები. ისეთი რაღაცეები ხდება ამ ქვეყანაში, რეებს ლაპარაკობენ, ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი, ან დედა არ ჰყავთ, ან ოჯახი... სიმართლე გითხრათ, ძალიან მეცოდება ახალგაზრდა ჟურნალისტები, მოწამლული ტვინებით როგორ უნდა იცხოვრონ? კრიტიკა საჭიროა და მეც კი მინდა, რაღაც ჩემი კრიტიკული მოსაზრება გამოვთქვა, მაგრამ ეს კრიტიკა აღარ არის, არ ვიცი რა ჰქვია ამას - უზრდელობა, გაუნათლებლობა... კრიტიკა რომ საჭიროა დემოკრატიისთვის, ვინ გვასწავლიან, ეგენი? კრიტიკა საჭიროა, ოღონდ, ჯანსაღი. ბერა გაიქცაო... სასაცილოც აღარაა.

ბერა ხან ამერიკაშია, სადაც სტუდია აქვს, ხან - სად, თავისთვისაა და შეეშვან, რა! ადამიანები არ არიან? დაანებონ თავი, ეს ბიჭი საერთოდ იღებს ხმას? ჰგონიათ, ეს რეიტინგს მოუტანთ? გაოცებას ვარ... ძალიან ცუდი სიტუაციაა, აგრესია იღვრება ტელევიზიებიდან და ჩვენზე ამბობენ, აგრესიულები არიანო. გააგიჟეს და გაასულელეს ხალხი. მათ ლაპარაკს რომ ვუსმენ, მგონია, 2007 წელია და მე ვზივარ და ვლაპარაკობ. ერთი-ერთში იმეორებენ იმას, რასაც ჩვენ 2007-2008-2009-2010-ში ვლაპარაკობდით, საოცრებაა, რა! ახლანდელ და მაშინდელ სიტუაციას შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავენ, კარგად ყოფილა საქმე.

- გუშინდელ აქციაზე იყავით? ითქვა, რომ ეს შეკრება ერის მეტად გახლეჩას ემსახურება, თანაც, რატომ მაინც და მაინც 9 აპრილი?

- აქციაზე არ ვყოფილვარ, განა იმიტომ, რომ პროტესტი არ მქონდა. მგონი, ხალხმა აღარ მიაქცია ყურადრება რა დღე იყო. უბრალოდ, რასაც გადავხედე, იქ ნამდვილი ადამიანები იყვნენ გამოსულები, რომელთაც პროტესტი აქვთ და სახლში ჯდომა უკვე აღარ შეუძლიათ, ეტყობა, გამოვარდნენ. ამ ეტაპზე, მე პირადად, ამის საჭიროებას არ ვთვლიდი, მაგრამ, ეტყობა, დაგროვდა რაღაცა და გამოვიდნენ, პროტესტის გამოხატვა უნდოდათ.

- პროტესტი მხოლოდ მედიისა და ოპოზიციის მიმართ... სხვა ყველაფერი რიგზეა?

- გუშინ ავრცელებდნენ, კრიტიკული მედიის დახურვა უნდათო. მედიის დახურვა არავის უნდა, ეს რა კითხვაა, საერთოდ? როგორ შეიძლება მედიას ვინმე შეეხოს, მაგრამ მედიას ხომ უნდა ჰქონდეს ოდნავი ნამუსი, სინდისი, წესიერება და ადამიანობა? შეიძლება ქვეყანაში არ იყოს სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ რატომ ამძაფრებ ამას? როცა ავად ხარ და ყოველ დღე გიძახიან - ავად ხარ, ავად ხარო, ხომ უფრო ავად ხდები? ხომ შეიძლება 10 სიუჟეტიდან 9 ცუდი იყოს და ერთი მაინც პოზიტიური?

- ხელისუფლების მიმართ საერთოდ არ გაქვთ პრეტენზია?

- იცით რა, ხელისუფლების რაღაცა მომწონს, რაღაცა - არა, საერთოდ არ ვიცი, ვინ არიან, მათი გვარებიც არ ვიცი, მაგრამ გამოდიან და გაწონასწორებულები საუბრობენ. მე ამ დროს ვადარებ იმ დროს, რომელშიც ვიყავი, როცა აქციის მერე ჩემს მეგობარს ტროტუარს აქეთ სცემდნენ, მეორე მხარეს მის შვილს სცემდნენ და ერთმანეთს აყურებინებდნენ. მე ასეთი რაღაცეები მაქვს ნანახი. იმის მაგივრად, ამ ხელისუფლებას დაუფასო, რომ 9 წელი ომი არ ყოფილა, მშვიდობაა და ესაა მთავარი ქვეყნის განვითარებისთვის, 9 წლიანი სიმშვიდე რომ გაქვს და არჩევნების ციკლი არ აირევა, ლანძღავ და აგინებ? ესაა დემოკრატია, ევროპა და ამერიკა. ეს ასე უნდა მოხდეს და ის, რომ ვიღაცა 4 ადამიანი პარლამენტში ვერ შევიდა, ქვეყანამ არ უნდა ზიდოს ეს ტვირთი.

"სადაც წყალი უნდა ჩასულიყო, დახურული იყო პოლიეთილენის პარკებით" - კალაძე განმარტავს, რამ გამოიწვია დიღომის დატბორვა

კახი კავსაძე საზოგადოებამ თეატრიდან ტაშით გააცილა - მსახიობის გამოსვენების კადრები

რუსთაველის თეატრში, სადაც კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი მივიდა