მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილება" - დავით ბაქრაძე "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და საკუთარ პოლიტიკურ გეგმაზე წერს
"ეს არის ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილება" - დავით ბაქრაძე "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და საკუთარ პოლიტიკურ გეგმაზე წერს

და­ვით ბაქ­რა­ძე "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს" ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზეზს კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს.

ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ რჩე­ბა პო­ლი­ტი­კურ და სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­ურ ბრძო­ლა­ში.

"დღეს გა­ი­მარ­თე­ბა პარ­ტია “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ყრი­ლო­ბა, რო­მელ­ზეც აირ­ჩე­ვენ პარ­ტი­ის ახალ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. მინ­და, კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტო მი­ზე­ზი, რის გა­მოც არ ვეს­წრე­ბი ყრი­ლო­ბას, უარს ვამ­ბობ “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა­ზე და პარ­ტი­ის წევ­რო­ბა­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან 2020 სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის უხე­ში და და­უ­ფა­რა­ვი გა­ყალ­ბე­ბი­სა, “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” მიერ ნაჩ­ვე­ნე­ბი შე­დე­გი ძა­ლი­ან შორს იდგა სა­სურ­ვე­ლის­გან - წინა არ­ჩევ­ნებ­თან შე­და­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლე­ბა და დიდ ქა­ლა­ქებ­ში (პირ­ველ რიგ­ში, თბი­ლის­ში) ნაჩ­ვე­ნე­ბი უკი­დუ­რე­სად ცუდი შე­დე­გი მკა­ფიო ნი­შა­ნია, რომ პარ­ტია სა­ჭი­რო­ებს ფუნ­და­მენ­ტურ სი­ახ­ლე­ებს და რე­ფორ­მებს, მათ შო­რის, ლი­დე­რე­ბის გუნ­დის მთლი­ან გა­ნახ­ლე­ბას, ახა­ლი სა­ხე­ე­ბის წინ წა­მო­წე­ვას და სხვა პარ­ტი­ებ­თან ახალ პო­ლი­ტი­კურ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ებ­ში ჩარ­თვას.

სწო­რედ ამი­ტომ, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, აღარ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და ამით გზა გა­მეხ­სნა პარ­ტი­ა­ში ახა­ლი ლი­დე­რე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის. ანა­ლო­გი­უ­რი პო­ზი­ცია აქვთ გიგი უგუ­ლა­ვას და ლი­დე­რე­ბის გუნ­დის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილ­საც. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა აღ­მო­აჩ­ნდა გიგა ბო­კე­რი­ას, რო­მელ­მაც ჩათ­ვა­ლა, რომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყო მისი დარ­ჩე­ნა პარ­ტი­ულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

პა­ტივს ვცემ გი­გას აზრს, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ეს პო­ზი­ცია არ ემ­სა­ხუ­რე­ბა პარ­ტი­ის ინ­ტე­რესს - დღეს ყრი­ლო­ბა­ზე წარ­დგე­ნი­ლი ლი­დე­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა, პარ­ტი­ამ მო­ა­ხერ­ხოს ამომ­რჩევ­ლის და პო­ტენ­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცი­უ­რი პარტნი­ო­რე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა გა­ნახ­ლე­ბა­ში, ახალ ხედ­ვებ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, უკე­თეს სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვა­ში.

სწო­რედ ამი­ტომ, რად­გან არ ხდე­ბა პარ­ტი­ის ფუნ­და­მენ­ტუ­რად გა­ნახ­ლე­ბა - რა­შიც მზად ვი­ყა­ვი, თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, უკვე რი­გი­თი წევ­რის სტა­ტუ­სით დავ­ხმა­რე­ბო­დი პარ­ტი­ას - მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბას­თან ერ­თად უარი ვთქვა პარ­ტი­ის წევ­რო­ბა­ზეც.

ცხა­დია, ეს არის ადა­მი­ა­ნუ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - და­მო­უ­კი­დებ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­გან, “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბა ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი და ღი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გუნ­დად, ვის­თან ერ­თა­დად ბევ­რი სირ­თუ­ლე გა­ვი­ა­რეთ და ღირ­სე­უ­ლად ვიბ­რძო­ლეთ.

დღეს, კი­დევ ერთხელ, მად­ლო­ბას ვე­უბ­ნე­ბი ყვე­ლას - ლი­დე­რებს, ოფი­სის თა­ნამ­შრომ­ლებს, რე­გი­ო­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნდს.უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩვე­ნი სა­ერ­თო ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და, პარ­ტი­ით თუ უპარ­ტი­ოდ, ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პო­ლი­ტი­კურ გეგ­მებს, ამ ეტაპ­ზე არ ვა­პი­რებ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას და “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან” წას­ვლის შემ­დეგ ვი­ღებ პარ­ტი­ულ პა­უ­ზას. მაგ­რამ ვრჩე­ბი პო­ლი­ტი­კურ და სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­ურ ბრძო­ლა­ში და რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე და პო­ლი­ტი­კო­სი, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რად წელ­ში გა­მარ­თუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, ერ­თი­ა­ნი და ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო!" - წერს ბაქ­რა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდუქა
7

ამას რომ გააშუქებ და ვინმე რამე აზრს კითხავს, რეიტინგი = 0, განსაკუთრებით თავი დაამახსოვრა საქართველოს მოსახლეობას 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების დროს ჩადენილი ,,გმირობით"

mdaa
0

ბაქრაძე არის არაფერი პოლიტიკურად, ნუ ოჯახსა და მეგობრებში ალბათ აფასებენ, ტიპური საშუალო მოქალაქეა. ისე არაფერი არ არის, შეუძლებელია მისი პოლიტიკური აწონა, რადგან წონის უმცირეს ერთეულამდე ვერ მიდის, არანაირი ქარიზმა, არანაირი საკუთარი აზრი, დაქოქილი თოჯინა, უმარილო გარეგნობით. აი ეს არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს არის ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილება" - დავით ბაქრაძე "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და საკუთარ პოლიტიკურ გეგმაზე წერს

"ეს არის ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილება" - დავით ბაქრაძე "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და საკუთარ პოლიტიკურ გეგმაზე წერს

დავით ბაქრაძე "ევროპულ საქართველოს" ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და გადაწყვეტილების მიზეზს კიდევ ერთხელ განმარტავს.

ასევე აღნიშნავს, რომ რჩება პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში.

"დღეს გაიმართება პარტია “ევროპული საქართველოს” ყრილობა, რომელზეც აირჩევენ პარტიის ახალ ხელმძღვანელობას. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო მიზეზი, რის გამოც არ ვესწრები ყრილობას, უარს ვამბობ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეობაზე და პარტიის წევრობაზე.

მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან 2020 საპარლამენტო არჩევნების უხეში და დაუფარავი გაყალბებისა, “ევროპული საქართველოს” მიერ ნაჩვენები შედეგი ძალიან შორს იდგა სასურველისგან - წინა არჩევნებთან შედარებით მიღებული ხმების მნიშვნელოვანი კლება და დიდ ქალაქებში (პირველ რიგში, თბილისში) ნაჩვენები უკიდურესად ცუდი შედეგი მკაფიო ნიშანია, რომ პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებს და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას, ახალი სახეების წინ წამოწევას და სხვა პარტიებთან ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებში ჩართვას.

სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, აღარ დავრჩენილიყავი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამით გზა გამეხსნა პარტიაში ახალი ლიდერების დამკვიდრებისთვის. ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და ლიდერების გუნდის მნიშვნელოვან ნაწილსაც. განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო მისი დარჩენა პარტიულ თანამდებობაზე.

პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს - დღეს ყრილობაზე წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით ძალიან რთული იქნება, პარტიამ მოახერხოს ამომრჩევლის და პოტენციური კოალიციური პარტნიორების დარწმუნება განახლებაში, ახალ ხედვებში და შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში.

სწორედ ამიტომ, რადგან არ ხდება პარტიის ფუნდამენტურად განახლება - რაშიც მზად ვიყავი, თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, უკვე რიგითი წევრის სტატუსით დავხმარებოდი პარტიას - მივიღე გადაწყვეტილება, თავმჯდომარეობასთან ერთად უარი ვთქვა პარტიის წევრობაზეც.

ცხადია, ეს არის ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილება - დამოუკიდებლად პოლიტიკური პროცესებისგან, “ევროპული საქართველო” ყოველთვის დარჩება ჩემთვის ძვირფასი და ღირებული ადამიანების გუნდად, ვისთან ერთადად ბევრი სირთულე გავიარეთ და ღირსეულად ვიბრძოლეთ.

დღეს, კიდევ ერთხელ, მადლობას ვეუბნები ყველას - ლიდერებს, ოფისის თანამშრომლებს, რეგიონულ ორგანიზაციებს, საპარლამენტო გუნდს.უკეთესი საქართველოსთვის ჩვენი საერთო ბრძოლა გრძელდება და, პარტიით თუ უპარტიოდ, ყველას ვუსურვებ წარმატებას.

რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, ამ ეტაპზე არ ვაპირებ რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას და “ევროპული საქართველოდან” წასვლის შემდეგ ვიღებ პარტიულ პაუზას. მაგრამ ვრჩები პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პოლიტიკოსი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული, თავისუფალი, ერთიანი და ევროპული სახელმწიფო!" - წერს ბაქრაძე.

"პუტინმა უნდა იცოდეს თავისი ქმედებების ფასი" - მანფრედ ვებერი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას

"ფორმულა“ და "მთავარი არხი“ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს თუ დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიხადონ ბოდიში ცილისწამებისთვის" - ანრი ოხანაშვილი

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს