მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქმარი და 70 წელი "ცოლის ჩრდილში"  - პრინც ფილიპისა და დედოფალ ელისაბედის სიყვარულის ამბავი: ბრიტანეთი პრინცს ემშვიდობება
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქმარი და 70 წელი "ცოლის ჩრდილში"  - პრინც ფილიპისა და დედოფალ ელისაბედის სიყვარულის ამბავი: ბრიტანეთი პრინცს ემშვიდობება

ედინ­ბურ­გის ჰერ­ცო­გი და უდა­ვოდ, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქმა­რი, პრინ­ცი ფი­ლი­პი 99 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მან შვი­დი ათწლე­უ­ლი თა­ვი­სი ცო­ლის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ მე­ო­რის ჩრდილ­ში გა­ა­ტა­რა - წერს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BBC პრინც ფი­ლი­პის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

ცო­ლის ჩრდილ­ში ყოფ­ნა მო­სიყ­ვა­რუ­ლე ქმრის­თვის არას­დროს ყო­ფი­ლა პრობ­ლე­მა და ის დე­დო­ფალ ელი­სა­ბე­დის მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო.

ერ­თად და­დი­ოდ­ნენ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში. ცოლს უმე­ტე­სად "ლი­ლი­ბეთს", ან "საყ­ვა­რე­ლოს" ეძახ­და და ოჯახ­ში ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბას ქმნი­და.

ფი­ლიპს ჰქონ­და პრინ­ცის სტა­ტუ­სი, ჰერ­ცო­გის ტი­ტუ­ლი, მაგ­რამ მისი მთა­ვა­რი სტა­ტუ­სი დე­დოფ­ლის ქმრო­ბა გახ­ლდათ. დღეს კი, როცა გარ­და­იც­ვა­ლა, ბრი­ტა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის ამ სტა­ტუსს ღირ­სე­უ­ლად ატა­რებ­და.

  • წარ­მო­მავ­ლო­ბა

პრინ­ცი ფი­ლი­პი 1921 წლის 20 ივ­ნისს, სა­ბერ­ძნეთ­ში, ბერ­ძნე­ბი­სა და და­ნი­ე­ლე­ბის დიდ­გვა­რო­ვან­თა ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ფი­ლი­პი იყო სა­ბერ­ძნე­თის პრინც ენ­დრი­უ­სა და ბან­ტენ­ბერ­გის პრინ­ცე­სა ელი­სის ერ­თა­დერ­თი ვაჟი. სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ, 1922 წელს მის­მა ოჯახ­მა სა­ბერ­ძნე­თი და­ტო­ვა. სხვა­დას­ხვა დროს ცხოვ­რობ­დნენ საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში და ასე­ვე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში.

  • მო­ზარ­დი პრინ­ცე­სა ელი­სა­ბე­დი და მი­თო­ლო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟის მსგავ­სი ფი­ლი­პი

პრინ­ცე­სა ელი­სა­ბე­დი ჯერ კი­დევ 13 წლის, ხოლო ფი­ლი­პი 18 წლის იყო, რო­დე­საც ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ. იმ დროს ფი­ლი­პი ახალ­გაზ­რდა სამ­ხედ­რო კა­დე­ტებ­ში ირი­ცხე­ბო­და. შეხ­ვედ­რა 1939 წელს დარ­თმუზ­ში გა­ი­მარ­თა და მას მეფე ჯორჯ VI-ც ეს­წრე­ბო­და.

ბრი­ტა­ნე­ლი ლედი პა­მე­ლა ჰიქ­სი იხ­სე­ნებს, ფი­ლი­პი ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის ღმერ­თს ჰგავ­და და მო­ზარდ პრინ­ცე­სას ის ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და. სა­მე­ფო ოჯა­ხის ის­ტო­რი­კო­სი რო­ბერტ ლე­ი­სი წერს, რომ მეფე ჯორჯ VI-ს არ სურ­და ქა­ლიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი­ვე შემ­ხვედრ მა­მა­კაცს გაჰ­ყო­ლო­და ცო­ლად, თუმ­ცა წყვი­ლის სიყ­ვა­რულს ხელი ვე­რა­ფერ­მა შე­უ­შა­ლა. მათ რო­მან­ტი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­დათ და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო წე­რი­ლებს სწერ­დნენ ერ­თმა­ნეთს.

ნიშ­ნო­ბა პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­დან 8 წლის შემ­დეგ, 1947 წელს გა­ი­მარ­თა, ამა­ვე წელს, ნო­ემ­ბერ­ში კი გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­აც შედ­გა, ისე­თი, რო­გო­რიც სა­მე­ფო ოჯახს შე­ე­ფე­რე­ბო­და. ჯვრის­წე­რა უეს­ტმინ­სტე­რის სა­ა­ბა­ტო­ში გა­ი­მარ­თა.

დე­დო­ფალ­სა და პრინც ფი­ლიპს 4 შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. პრინ­ცი ჩარლ­ზი, რო­მე­ლიც ახლა 72 წლი­საა, პრინ­ცე­სა ანა - 70 წლის, პრინ­ცი ენ­დრიუ - 61 წლის და პრინ­ცი ედ­ვარ­დი - 57 წლის.

"თა­ნაგ­რძნო­ბა მო­დის დე­დოფ­ლის­გან, მო­ვა­ლე­ო­ბა და დის­ციპ­ლი­ნა კი მა­მის­გან“, - ამ­ბობ­და პრინ­ცი ენ­დრიუ და ასე­ვე იხ­სე­ნებ­და იმა­საც, თუ რო­გორ ედგა მამა გვერ­დით ცხოვ­რე­ბის რთულ პე­რი­ოდ­ში.

ის თა­ვი­სუფ­ლად ფლობ­და ინ­გლი­სურ, გერ­მა­ნულ და ფრან­გულ ენებს და დე­დო­ფალ­თან ერ­თად 143 ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით და ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ.

პრინცმა ფი­ლიპ­მა 2017 წელს გა­ნა­ცხა­და, რომ უარს ამ­ბობ­და სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე, ყო­ვე­ლი­ვეს მი­ზე­ზი კი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა იყო. მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ურ­თულ­და მიმ­დი­ნა­რე წელს და რამ­დენ­ჯერ­მე სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც მოხ­ვდა.

კლი­ნი­კი­დან ის რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­წე­რეს და სა­მე­ფო სახ­ლმა ახა­ლი ფო­ტო­ე­ბიც გა­ავ­რცე­ლა, ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში კი ნათ­ქვა­მი იყო, რომ 99 წლის პრინ­ცი თავს კარ­გად გრძნობ­და.

დღეს, 9 აპ­რილს კი გა­ირ­კვა, რომ ედინ­ბურ­გის ჰერ­ცო­გი გარ­და­იც­ვა­ლა. ბრი­ტა­ნე­თი ახლა სა­მე­ფო ოჯა­ხის გა­მორ­ჩე­ულ წევ­რს ემ­შვი­დო­ბე­ბა.

ნატაშკა
1

მშვენივრად უცხოვრია, უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქმარი და 70 წელი "ცოლის ჩრდილში"  - პრინც ფილიპისა და დედოფალ ელისაბედის სიყვარულის ამბავი: ბრიტანეთი პრინცს ემშვიდობება

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქმარი და 70 წელი "ცოლის ჩრდილში"  - პრინც ფილიპისა და დედოფალ ელისაბედის სიყვარულის ამბავი: ბრიტანეთი პრინცს ემშვიდობება

ედინბურგის ჰერცოგი და უდავოდ, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქმარი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან შვიდი ათწლეული თავისი ცოლის, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის ჩრდილში გაატარა - წერს ბრიტანული გამოცემა BBC პრინც ფილიპის გარდაცვალების შემდეგ.

ცოლის ჩრდილში ყოფნა მოსიყვარულე ქმრისთვის არასდროს ყოფილა პრობლემა და ის დედოფალ ელისაბედის მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარი იყო.

ერთად დადიოდნენ ოფიციალური ვიზიტით სხვადასხვა ქვეყნებში. ცოლს უმეტესად "ლილიბეთს", ან "საყვარელოს" ეძახდა და ოჯახში ჰარმონიულობას ქმნიდა.

ფილიპს ჰქონდა პრინცის სტატუსი, ჰერცოგის ტიტული, მაგრამ მისი მთავარი სტატუსი დედოფლის ქმრობა გახლდათ. დღეს კი, როცა გარდაიცვალა, ბრიტანელები ამბობენ, რომ ის ამ სტატუსს ღირსეულად ატარებდა.

  • წარმომავლობა

პრინცი ფილიპი 1921 წლის 20 ივნისს, საბერძნეთში, ბერძნებისა და დანიელების დიდგვაროვანთა ოჯახში დაიბადა. ფილიპი იყო საბერძნეთის პრინც ენდრიუსა და ბანტენბერგის პრინცესა ელისის ერთადერთი ვაჟი. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, 1922 წელს მისმა ოჯახმა საბერძნეთი დატოვა. სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ საფრანგეთში, გერმანიაში და ასევე დიდ ბრიტანეთში.

  • მოზარდი პრინცესა ელისაბედი და მითოლოგიური პერსონაჟის მსგავსი ფილიპი

პრინცესა ელისაბედი ჯერ კიდევ 13 წლის, ხოლო ფილიპი 18 წლის იყო, როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ. იმ დროს ფილიპი ახალგაზრდა სამხედრო კადეტებში ირიცხებოდა. შეხვედრა 1939 წელს დართმუზში გაიმართა და მას მეფე ჯორჯ VI-ც ესწრებოდა.

ბრიტანელი ლედი პამელა ჰიქსი იხსენებს, ფილიპი ბერძნული მითოლოგიის ღმერთს ჰგავდა და მოზარდ პრინცესას ის ერთი ნახვით შეუყვარდა. სამეფო ოჯახის ისტორიკოსი რობერტ ლეისი წერს, რომ მეფე ჯორჯ VI-ს არ სურდა ქალიშვილი პირველივე შემხვედრ მამაკაცს გაჰყოლოდა ცოლად, თუმცა წყვილის სიყვარულს ხელი ვერაფერმა შეუშალა. მათ რომანტიკული სიყვარული აკავშირებდათ და წლების განმავლობაში სასიყვარულო წერილებს სწერდნენ ერთმანეთს.

ნიშნობა პირველი შეხვედრიდან 8 წლის შემდეგ, 1947 წელს გაიმართა, ამავე წელს, ნოემბერში კი გრანდიოზული საქორწინო ცერემონიაც შედგა, ისეთი, როგორიც სამეფო ოჯახს შეეფერებოდა. ჯვრისწერა უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა.

დედოფალსა და პრინც ფილიპს 4 შვილი შეეძინათ. პრინცი ჩარლზი, რომელიც ახლა 72 წლისაა, პრინცესა ანა - 70 წლის, პრინცი ენდრიუ - 61 წლის და პრინცი ედვარდი - 57 წლის.

"თანაგრძნობა მოდის დედოფლისგან, მოვალეობა და დისციპლინა კი მამისგან“, - ამბობდა პრინცი ენდრიუ და ასევე იხსენებდა იმასაც, თუ როგორ ედგა მამა გვერდით ცხოვრების რთულ პერიოდში.

ის თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს და დედოფალთან ერთად 143 ქვეყანაში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით და ისინი ერთმანეთის განუყოფელ ნაწილად ითვლებოდნენ.

პრინცმა ფილიპმა 2017 წელს განაცხადა, რომ უარს ამბობდა სამეფო მოვალეობებზე, ყოველივეს მიზეზი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო. მდგომარეობა განსაკუთრებით გაურთულდა მიმდინარე წელს და რამდენჯერმე საავადმყოფოშიც მოხვდა.

კლინიკიდან ის რამდენიმე დღის წინ გამოწერეს და სამეფო სახლმა ახალი ფოტოებიც გაავრცელა, ოფიციალურ განცხადებაში კი ნათქვამი იყო, რომ 99 წლის პრინცი თავს კარგად გრძნობდა.

დღეს, 9 აპრილს კი გაირკვა, რომ ედინბურგის ჰერცოგი გარდაიცვალა. ბრიტანეთი ახლა სამეფო ოჯახის გამორჩეულ წევრს ემშვიდობება.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩინური წარმოების ვაქცინები დაბალეფექტიანია

ჩინეთში დატბორილ მაღაროში 21 ადამიანია ჩარჩენილი

"ჩვენი  მიზანია, რომ შავი ზღვა იყოს მშვიდობის ზღვა" - რას აცხადებს ერდოღანი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ