მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გინდა, დასავლეთის ნაწილი იყო, მაშინ იქცევი ისე, როგორც დასავლეთის ნაწილი, ოპოზიციას ციხეში არ სვამ" - ესტონეთის ექსპრეზიდენტი
"თუ გინდა, დასავლეთის ნაწილი იყო, მაშინ იქცევი ისე, როგორც დასავლეთის ნაწილი, ოპოზიციას ციხეში არ სვამ" - ესტონეთის ექსპრეზიდენტი

„თუ გინ­და, და­სავ­ლე­თის ნა­წი­ლი იყო, მა­შინ იქ­ცე­ვი ისე, რო­გორც და­სავ­ლე­თის ნა­წი­ლი, ოპო­ზი­ცი­ას ცი­ხე­ში არ სვამ“, - ამის შე­სა­ხებ ეს­ტო­ნე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, ტო­ო­მას ჰენ­დრიკ ილ­ვეს­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მან უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, თუ რა აწუ­ხებს ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში და აღ­ნიშ­ნა, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს არ იზი­ა­რებს, ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბის ყველ­გან აღ­მარ­თვა სა­ჭი­რო არ არის.

„ვი­ტყო­დი, რომ თუ გინ­და, და­სავ­ლე­თის ნა­წი­ლი იყო, მა­შინ იქ­ცე­ვი ისე, რო­გორც და­სავ­ლე­თის ნა­წი­ლი, ოპო­ზი­ცი­ას ცი­ხე­ში არ სვამ. ეს ძა­ლი­ან ელე­მენ­ტა­რუ­ლია, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რა­საც და­სავ­ლე­თის მიერ ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს, რაც მო­ი­ცავს თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას. რა­ტომ არ არის რუ­სე­თი და­სავ­ლე­თის ნა­წი­ლი? იმი­ტომ, რომ მათ არ აქვთ თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, არ აქვთ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და არც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა. რუ­სე­თი არ ამ­ბობს: ”ჩვენ გვინ­და, და­სავ­ლე­თის ნა­წი­ლი ვი­ყოთ”, პი­რი­ქით, ისი­ნი ამას უარ­ყო­ფენ - უარ­ყო­ფენ თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას. ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ თუ გინ­და, და­სავ­ლე­თის ნა­წი­ლი იყო, რის­გან გა­მომ­დი­ნა­რეც, თუ ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს იზი­ა­რებ, ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა­სა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე გაქვს პრე­ტენ­ზია, მა­შინ კარ­გი; მაგ­რამ თუ არა, მა­შინ ნუ შე­წუხ­დე­ბით! არ გჭირ­დე­ბათ ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბის ყველ­გან აღ­მარ­თვა, თუ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს არ იზი­ა­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და ილ­ვეს­მა.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი ცი­ხე­ში არ უნდა ჩას­ვა.

„ეს ია­კუ­ნო­ვიჩ­მა გა­ა­კე­თა და ასე არ უნდა მო­იქ­ცეთ, უკ­რა­ი­ნა­ში ასე მოხ­და. ასე რომ, თქვენ ნამ­დვი­ლად არ გსურთ მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ეს­ტო­ნე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამართალი
21

ე.ი. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა რაც არ უნდა დააშავონ,ციხეში არ უნდა ჩავსვათ.ეს არის დემოკრატია?სირცხვილია ასეთი განცხადებების გაკეთება.ასეთი უკანონო ქმედებები საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას.ამათი აზრით გამოდის,რომ პოლიტიკოსს ყველანაირი დანაშაული უნდა ვაპატიოთ,ხოლო ჩვეულებრივ ადამიანს არაფერი არ უნდა ეპატიოს.ეს არის სამართალი? 

Kaxa
17

wadi raa chven qvekanas chven movuvlit tkven marto sheshfoteba icit

ავტორი:

"თუ გინდა, დასავლეთის ნაწილი იყო, მაშინ იქცევი ისე, როგორც დასავლეთის ნაწილი, ოპოზიციას ციხეში არ სვამ" - ესტონეთის ექსპრეზიდენტი

"თუ გინდა, დასავლეთის ნაწილი იყო, მაშინ იქცევი ისე, როგორც დასავლეთის ნაწილი, ოპოზიციას ციხეში არ სვამ" - ესტონეთის ექსპრეზიდენტი

„თუ გინდა, დასავლეთის ნაწილი იყო, მაშინ იქცევი ისე, როგორც დასავლეთის ნაწილი, ოპოზიციას ციხეში არ სვამ“, - ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას, თუ რა აწუხებს ამჟამად ყველაზე მეტად საქართველოში მიმდინარე პროცესებში და აღნიშნა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის ღირებულებებს არ იზიარებს, ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა საჭირო არ არის.

„ვიტყოდი, რომ თუ გინდა, დასავლეთის ნაწილი იყო, მაშინ იქცევი ისე, როგორც დასავლეთის ნაწილი, ოპოზიციას ციხეში არ სვამ. ეს ძალიან ელემენტარულია, იმის გათვალისწინებით, თუ რასაც დასავლეთის მიერ ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება წარმოადგენს, რაც მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. რატომ არ არის რუსეთი დასავლეთის ნაწილი? იმიტომ, რომ მათ არ აქვთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არ აქვთ კანონის უზენაესობა და არც ადამიანის უფლებების პატივისცემა. რუსეთი არ ამბობს: ”ჩვენ გვინდა, დასავლეთის ნაწილი ვიყოთ”, პირიქით, ისინი ამას უარყოფენ - უარყოფენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობის პატივისცემას. ვგულისხმობ იმას, რომ თუ გინდა, დასავლეთის ნაწილი იყო, რისგან გამომდინარეც, თუ ამ ღირებულებებს იზიარებ, ევროკავშირში შესვლასა და ნატოში გაწევრიანებაზე გაქვს პრეტენზია, მაშინ კარგი; მაგრამ თუ არა, მაშინ ნუ შეწუხდებით! არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ სინამდვილეში, ევროკავშირის ღირებულებებს არ იზიარებთ“, - განაცხადა ილვესმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერები ციხეში არ უნდა ჩასვა.

„ეს იაკუნოვიჩმა გააკეთა და ასე არ უნდა მოიქცეთ, უკრაინაში ასე მოხდა. ასე რომ, თქვენ ნამდვილად არ გსურთ მსგავსი რაღაცების გაკეთება“, - აღნიშნა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

"აღარ სჭირდება საქართველოს ეკონომიკას ჰიდრორესურსების გამოყენებაო, ჩვეულებრივი სისულელეა, აბა, დენი საიდან უნდა მოვიტანოთ?" - ზურაბ ჯაფარიძე სააკაშვილზე

"თბილისის პარალიზების უფლებას არავის მივცემთ..." - რას აპირებს 26 მაისს ხელისუფლება

რას ამბობენ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციასა და პროექტის შესახებ