პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქორწილის, ქელეხის, იუბილის და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა იკრძალება - მთავრობის ახალი დადგენილება
ქორწილის, ქელეხის, იუბილის და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა იკრძალება - მთავრობის ახალი დადგენილება

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა (მაგ.: ქორ­წი­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი იუ­ბი­ლე, ქელე­ხი და ა.შ.) და მა­სობ­რი­ვი გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვის მიზ­ნით ფარ­თის გა­და­ცე­მა/დათ­მო­ბა იკ­რძა­ლე­ბა", - შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა „იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში შე­ვი­და.

დად­გე­ნი­ლე­ბა ფარ­თის მფლო­ბელს ავალ­დე­ბუ­ლებს, მი­ი­ღოს ყვე­ლა გო­ნივ­რუ­ლი ზომა, მათ შო­რის, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბის გზით, რათა თა­ვი­დან იყოს აცი­ლე­ბუ­ლი ფარ­თის გა­მო­ყე­ნე­ბა დად­გე­ნი­ლე­ბით აკ­რძა­ლუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის. ამას­თან, ფარ­თის მე­სა­კუთ­რე ვალ­დე­ბუ­ლია, დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბოს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს.

გარ­და ამი­სა, თუ აკ­რძა­ლუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვას ახ­ლავს კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა, შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, დრო­ე­ბით შე­ზღუ­დოს გა­რე­შე პირ­თა შეს­ვლა ობი­ექ­ტზე. ობი­ექ­ტზე უნე­ბარ­თვოდ შეს­ვლა, ლუ­ქის ახ­სნა ან შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის მიერ ამ ობი­ექ­ტზე და­წე­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა და­უშ­ვე­ბე­ლია.

რო­გოც ცნო­ბი­ლია, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ქვე­ყა­ნა­ში შე­ზღუ­დუ­ლია 10-ზე მეტი ფი­ზი­კუ­რი პი­რის ისე­თი თავ­შეყ­რა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან, რო­გო­რი­ცაა მათ შო­რის ქორ­წი­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი იუ­ბი­ლე, ქელე­ხი და ა.შ.

„იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ხელი უკვე მო­ა­წე­რა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აზდაკი))
10

ქელეხებზე სულ დატოვეთ ეგ კანონი ძალაში რა...ეგებ გადავეჩვიოთ ამ მავნე "ტრადიციას"...მაგას ჯობია,გასაცემი მოხუცთა თავშესაფარში და ბავშვთა სახლებში გავცეთ ხოლმე....

სიმართლე
11

თურქეთში წლიურმა ინფლაციამ მარტში 16 პროცენტს გადააჭარბა. ეს 2019 წლის შემდეგ ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ქვეყნის ცენტრალური ბანკის ახალ მმართველ საჰაპ კავჩიოგლუზე ზეწოლას აძლიერებს.

წლიდან წლამდე გადაანგარიშებით, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპმა 16.19 პროცენტს მიაღწია. თებერვლის მაჩვენებელი 15.61 პროცენტი იყო, „როიტერსის“ მიერ ეკონომისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვა კი ინფლაციას 16.11 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებდა. აი ამიტომაა ჩვენთან საქართველოში ინფლაცია! ეს ესმით ოპოზიციას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ქორწილის, ქელეხის, იუბილის და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა იკრძალება - მთავრობის ახალი დადგენილება

ქორწილის, ქელეხის, იუბილის და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა იკრძალება - მთავრობის ახალი დადგენილება

"საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა იკრძალება", - შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს.

გარდა ამისა, თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევა, შრომის ინსპექციის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე. ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა დაუშვებელია.

როგოც ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

“ვიცით, რომ ნოემბერში გრიპის ვაქცინა გაუკეთებია და მაშინ გადასხმები დასჭირვებია - უნდა შეესწავლათ ჯანმრთელობის მდგომარეობა” - მეგი ბაქრაძის ბიძა

"ვისაც გაინტერესებთ, რატომ ვერ შევნიშნე მატარებელი და რატომ არ გავაჩერე მანქანა..." - რას წერს უმძიმეს ავარიაში მოყოლილი დეპუტატი კლინიკიდან გაწერის შემდეგ

"ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება" - აშშ-ის საელჩოს განცხადება ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე