სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა პროკურორზე - "ბულბულაშვილს" სადაც ვნახავ, პირში ვეტყვი, რომ არის მატყუარა - "პლინტუსს" ქვევითაა მისი პროფესიული ღირსება
გიგი უგულავა პროკურორზე - "ბულბულაშვილს" სადაც ვნახავ, პირში ვეტყვი, რომ არის მატყუარა - "პლინტუსს" ქვევითაა მისი პროფესიული ღირსება

„ბულ­ბუ­ლაშ­ვილს” სა­დაც ვნა­ხავ, პირ­ში ვე­ტყვი, რომ ის არის ნა­ძი­რა­ლა, მა­ტყუ­ა­რა იმი­ტომ, რომ არ არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში გი­რაო და უსინ­დი­სოა, „პლინ­ტუსს“ ქვე­ვი­თაა მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და პრო­ფე­სი­უ­ლი ღირ­სე­ბა. ყვე­ლა პრო­კუ­რო­რი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ნიკა მე­ლი­ამ გა­და­ი­ხა­დოს გი­რაო და გა­მო­ვა, არის ვი­გინ­და­რა, უვი­ცი, მა­ტყუ­ა­რა ან შეგ­ნე­ბუ­ლად ატყუ­ებს ხალ­ხს, - ამის შე­სა­ხებ “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში ჟურნ­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ყო­ვე­ლი დღე ნიკა მე­ლი­ას და გი­ორ­გი რუ­რუ­ას პა­ტიმ­რო­ბის, არის მძი­მე ქვეყ­ნის­თვის და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის".

„არ არ­სე­ბობს ნიკა მე­ლი­ას შემ­თხვე­ვა­ში სა­პა­ტიმ­რო გი­რაო. გი­რაო გა­უქ­მე­ბუ­ლია და ყვე­ლა პრო­კუ­რო­რი, რო­მე­ლიც ამ­ბობს: გა­და­ი­ხა­დოს და გა­მო­ვა, არის ვი­გინ­და­რა, უვი­ცი, მა­ტყუ­ა­რა ან შეგ­ნე­ბუ­ლად ატყუ­ებს ხალ­ხს. პრო­ცე­სი ასე­თია - უნდა მო­ვი­დეს პრო­ცეს­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ან მე­ო­რე მხა­რემ უნდა და­ა­ყე­ნოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გი­რა­ოს ან სა­პა­ტიმ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ, მო­სა­მარ­თლემ უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, პა­ტი­მა­რი უნდა გა­მო­ვი­დეს და მერე იმ ვა­და­ში გა­და­ი­ხა­დოს ან არ გა­და­ი­ხა­დოს. მარ­ტი­ვად, რომ ვთქვათ ჯერ უნდა გა­მო­ვი­დეს ცი­ხი­დან და მე­რეა შე­საძ­ლო გი­რა­ოს გა­დახ­და, ამი­ტომ ყვე­ლა პრო­კუ­რო­რი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი, ვინც ამას იძა­ხის, არის შეგ­ნე­ბუ­ლი მა­ტყუ­ა­რა და თუ ეს ასე არ არის, და­მი­დონ კა­ნო­ნი და მე ბო­დიშს მო­ვუხ­დი და თუ ეს ასეა, გა­მო­ვიდ­ნენ და თქვან, რომ იტყუ­ე­ბი­ან. კონ­სტი­ტუ­ცი­ა­საც თავ­ზე ახე­ვენ და სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსსაც და ეს ვი­გინ­და­რა "ბულ­ბუ­ლაშ­ვი­ლი” ამას შვე­ბა უკვე მე­ო­რე­ჯერ. პა­ტი­მა­რია და პრაქ­ტი­კუ­ლად არ­ჩე­ვა­ნიც არ აქვს მო­სა­მარ­თლეს. ნიკა მე­ლია გა­ა­ძე­ვა სამი-ოთხი თვის წინ, როცა ჯერ კი­დევ არ იყო პა­ტი­მა­რი და რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი პა­ტი­მა­რია, ის ირ­ჩევს, ის წყვეტს უნდა თუ არა, რომ პრო­ცესს და­ეს­წროს. ნი­კას, რო­გორც პა­ტი­მარს აქვს უფ­ლე­ბა მო­ვი­დეს პრო­ცეს­ზე ან არ მო­ვი­დეს ამა­საც ამ­ბობს კა­ნო­ნი.

13-ში რა მოხ­დე­ბა, მე ვერ ვი­მარ­ჩი­ე­ლებ, ამათ თავ­ში რა მო­ი­ხარ­შე­ბა მე არ ვიცი. მე ვიცი ერ­თა­დერ­თი რამ, ყო­ვე­ლი დღე ნი­კას პა­ტიმ­რო­ბის, ისე­ვე რო­გორც გი­ორ­გი რუ­რუ­ას პა­ტიმ­რო­ბის, არის მძი­მე ქვეყ­ნის­თვის და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის". "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის", რომ ეს მძი­მეა მე, რა თქმა უნდა, არ მა­დარ­დებს, მაგ­რამ მა­დარ­დებს, რომ ეს არის ქვეყ­ნის­თვის მძი­მე. აქ რომ მო­ვი­და ეს „ბულ­ბუ­ლაშ­ვი­ლი“, სა­დაც ვნა­ხავ პირ­ში ვე­ტყვი, რომ ის არის ნა­ძი­რა­ლა, მა­ტყუ­ა­რა იმი­ტომ, რომ არ არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში გი­რაო და უსინ­დი­სოა, „პლინ­ტუსს“ ქვე­ვი­თაა მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და პრო­ფე­სი­უ­ლი ღირ­სე­ბა, რო­დე­საც ასე ურ­ცხვად ცდი­ლობს ხალ­ხი მო­ა­ტყუ­ოს”, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სირცხვილია
12

ეს კაცუნა, ღირსებაზე არ უნდა საუბრობდეს.

უგულავას
13

და 48 მილიონი რომ მიგქონდა სახლში... შენი პროფესია როგორ იყო ან არის, პლინტუსს ზემოთ?..

ავტორი:

გიგი უგულავა პროკურორზე - "ბულბულაშვილს" სადაც ვნახავ, პირში ვეტყვი, რომ არის მატყუარა - "პლინტუსს" ქვევითაა მისი პროფესიული ღირსება

გიგი უგულავა პროკურორზე - "ბულბულაშვილს" სადაც ვნახავ, პირში ვეტყვი, რომ არის მატყუარა - "პლინტუსს" ქვევითაა მისი პროფესიული ღირსება

„ბულბულაშვილს” სადაც ვნახავ, პირში ვეტყვი, რომ ის არის ნაძირალა, მატყუარა იმიტომ, რომ არ არსებობს ბუნებაში გირაო და უსინდისოა, „პლინტუსს“ ქვევითაა მისი პროფესიონალიზმი და პროფესიული ღირსება. ყველა პროკურორი, რომელიც ამბობს, რომ ნიკა მელიამ გადაიხადოს გირაო და გამოვა, არის ვიგინდარა, უვიცი, მატყუარა ან შეგნებულად ატყუებს ხალხს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნლისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველი დღე ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობის, არის მძიმე ქვეყნისთვის და "ქართული ოცნებისთვის".

„არ არსებობს ნიკა მელიას შემთხვევაში საპატიმრო გირაო. გირაო გაუქმებულია და ყველა პროკურორი, რომელიც ამბობს: გადაიხადოს და გამოვა, არის ვიგინდარა, უვიცი, მატყუარა ან შეგნებულად ატყუებს ხალხს. პროცესი ასეთია - უნდა მოვიდეს პროცესზე, პროკურატურამ ან მეორე მხარემ უნდა დააყენოს შუამდგომლობა გირაოს ან საპატიმრო ღონისძიების შეწყვეტის შესახებ, მოსამართლემ უნდა დააკმაყოფილოს, პატიმარი უნდა გამოვიდეს და მერე იმ ვადაში გადაიხადოს ან არ გადაიხადოს. მარტივად, რომ ვთქვათ ჯერ უნდა გამოვიდეს ციხიდან და მერეა შესაძლო გირაოს გადახდა, ამიტომ ყველა პროკურორი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვინც ამას იძახის, არის შეგნებული მატყუარა და თუ ეს ასე არ არის, დამიდონ კანონი და მე ბოდიშს მოვუხდი და თუ ეს ასეა, გამოვიდნენ და თქვან, რომ იტყუებიან. კონსტიტუციასაც თავზე ახევენ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსაც და ეს ვიგინდარა "ბულბულაშვილი” ამას შვება უკვე მეორეჯერ. პატიმარია და პრაქტიკულად არჩევანიც არ აქვს მოსამართლეს. ნიკა მელია გააძევა სამი-ოთხი თვის წინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო პატიმარი და როდესაც ადამიანი პატიმარია, ის ირჩევს, ის წყვეტს უნდა თუ არა, რომ პროცესს დაესწროს. ნიკას, როგორც პატიმარს აქვს უფლება მოვიდეს პროცესზე ან არ მოვიდეს ამასაც ამბობს კანონი.

13-ში რა მოხდება, მე ვერ ვიმარჩიელებ, ამათ თავში რა მოიხარშება მე არ ვიცი. მე ვიცი ერთადერთი რამ, ყოველი დღე ნიკას პატიმრობის, ისევე როგორც გიორგი რურუას პატიმრობის, არის მძიმე ქვეყნისთვის და "ქართული ოცნებისთვის". "ქართული ოცნებისთვის", რომ ეს მძიმეა მე, რა თქმა უნდა, არ მადარდებს, მაგრამ მადარდებს, რომ ეს არის ქვეყნისთვის მძიმე. აქ რომ მოვიდა ეს „ბულბულაშვილი“, სადაც ვნახავ პირში ვეტყვი, რომ ის არის ნაძირალა, მატყუარა იმიტომ, რომ არ არსებობს ბუნებაში გირაო და უსინდისოა, „პლინტუსს“ ქვევითაა მისი პროფესიონალიზმი და პროფესიული ღირსება, როდესაც ასე ურცხვად ცდილობს ხალხი მოატყუოს”, - განაცხადა უგულავამ.

გია გაჩეჩილაძე საზოგადოებრივ მოძრაობას, "აი იას" აფუძნებს  - "მე მგონი, ქვეყანა იმ დღეშია, რომ თავზე ზემოთ უნდა ავხტეთ"

"დამაჯარიმეს ვანდალიზმისთვის, წარმოგიდგენიათ? ჩემთან თანამშრომლობს "ოცნება" თუ "ნაცმოძრაობასთან?" ლოგიკას ხომ უნდა მოუხმოთ?!" - "უცნობი"

"ნიკა მელიას სააკაშვილი დიდიწილად ჩაჩოჩებული ჰყავს...  მეტსაც გეტყვით, მელია რომ ციხეშია, ეს სააკაშვილის ინტერესებშიც არის" - ხუხაშვილი