საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი ქვეყანაში განსაკუთრებულ რისკებს ქმნის" - რა ინფორმაციას ავრცელებს თამარ გაბუნია
"კორონავირუსის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი ქვეყანაში განსაკუთრებულ რისკებს ქმნის" - რა ინფორმაციას ავრცელებს თამარ გაბუნია

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ რის­კებს კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მე­ბი და მათი სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბის უნა­რი ქმნის.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ბოლო პე­რი­ოდ­ში სი­ტუ­ა­ცია გარ­კვე­ულ­წი­ლად უა­რეს­დე­ბა.

"შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის და მო­ბი­ლო­ბის გაზ­რდის ფონ­ზე ეს რამ­დე­ნად­მე მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო. თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბულ რის­კებს ქმნის ახა­ლი შტა­მე­ბი და მათი სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბის უნა­რი. კი­დევ მეტი ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­რო იმ წე­სე­ბის დაც­ვის­თვის, რაც უკვე და­წე­სე­ბუ­ლია, რათა არ მოგ­ვიხ­დეს კი­დევ მე­ტად გამ­კაც­რე­ბა და ისევ არ დავ­ბრუნ­დეთ შე­ზღუდ­ვე­ბის რე­ჟიმ­ზე, რაც იყო ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნი რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი, ასე­ვე ბიზ­ნეს აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მას, 15 700-მდე ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი ამ დი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით. ვაქ­ცი­ნა­ცია გრძელ­დე­ბა და აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ იმის­თვის, რომ ვაქ­ცი­ნე­ბის და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბი მო­ვი­ზი­დოთ. აქ­ტი­ვო­ბაც იზ­რდე­ბა. გვიხ­დე­ბა და­მა­ტე­ბით კლი­ნი­კე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა თბი­ლის­ში იმის­თვის, რომ მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნა ვაქ­ცი­ნა­ზე და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ. რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნებს, სამ­წუ­ხა­როდ, აქ­ტი­ვო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, მი­ზა­ნი ნა­ხევ­რად მიღ­წე­უ­ლია. ჩვე­ნი მი­ზა­ნია დღე­ში 3 ათა­სი ადა­მი­ა­ნი აიც­რას“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე ტალ­ღას, რო­გორც გა­ბუ­ნია აცხა­დებს, ტალ­ღა ფიქ­სირ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა ძა­ლი­ან მკვეთ­რია.

"დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, ჩვენ აშ­კა­რად ვხე­დავთ მა­ტე­ბის სუ­რათს, თუმ­ცა ეს ჯერ კი­დევ არ ნიშ­ნავს იმას, რომ ამას სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­რცე­ლე­ბა ექ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­ყუ­რა­დღე­ბოა იმის­თვის, რომ სწო­რედ მე­სა­მე ტალ­ღა არ მი­ვი­ღოთ და ფარ­თო, სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას 30 წლამ­დე პი­რებ­ში, რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, დღის ბო­ლომ­დე, ექ­სპერ­ტე­ბის მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ, პო­ზი­ცია სრუ­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამერიკის ხმა!
0

ყურადღება,საქმე ახალგაზრდებს ეხება,6 აპრილს ამერიკის ხმაში გაკეთდა განცხადება,რომ საფრანდეთმა,გერმანიამ და ჰოლანდიამ ახალგაზრდებში აკრძალა ასტრა ზენეკას ვაქცინის გამოყენება.იქვეა ახსნილი მიზეზებიც. ნათქვამია ტრომბოზებზე რომელიც აცრიდან ერთ კვირამდე დღეებში გამოვლინდა თავის ტვინში.

სუს
7

ᲨემოეტანაᲗ ფაიზერი და Ხვეწნა მუდარა არ დაᲭირდებოდაᲗ.

ან ექᲗანი რომ გარდაიცვალა რატო არ დადგა მაᲗი პასუხისმგებლობა მინისტრის ᲩაᲗვლიᲗ...ასე რომ Თავიდანვე უნდა მობილიზებულიყოᲗ მაგრამ არ გეყოᲗ Ჭკუა

ავტორი:

"კორონავირუსის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი ქვეყანაში განსაკუთრებულ რისკებს ქმნის" - რა ინფორმაციას ავრცელებს თამარ გაბუნია

"კორონავირუსის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი ქვეყანაში განსაკუთრებულ რისკებს ქმნის" - რა ინფორმაციას ავრცელებს თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში განსაკუთრებულ რისკებს კორონავირუსის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი ქმნის.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში სიტუაცია გარკვეულწილად უარესდება.

"შეზღუდვების შემსუბუქების და მობილობის გაზრდის ფონზე ეს რამდენადმე მოსალოდნელიც იყო. თუმცა, განსაკუთრებულ რისკებს ქმნის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი. კიდევ მეტი ყურადღებაა საჭირო იმ წესების დაცვისთვის, რაც უკვე დაწესებულია, რათა არ მოგვიხდეს კიდევ მეტად გამკაცრება და ისევ არ დავბრუნდეთ შეზღუდვების რეჟიმზე, რაც იყო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რთული გადასატანი როგორც სოციალური, ასევე ბიზნეს აქტივობებისთვის. რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას, 15 700-მდე ადამიანია აცრილი ამ დილის მდგომარეობით. ვაქცინაცია გრძელდება და აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვაქცინების დამატებითი დოზები მოვიზიდოთ. აქტივობაც იზრდება. გვიხდება დამატებით კლინიკების მობილიზება თბილისში იმისთვის, რომ მაღალი მოთხოვნა ვაქცინაზე დავაკმაყოფილოთ. რაც შეეხება რეგიონებს, სამწუხაროდ, აქტივობა ძალიან დაბალია. დღევანდელი მდგომარეობით, მიზანი ნახევრად მიღწეულია. ჩვენი მიზანია დღეში 3 ათასი ადამიანი აიცრას“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება მესამე ტალღას, როგორც გაბუნია აცხადებს, ტალღა ფიქსირდება მაშინ, როდესაც შემთხვევების მატება ძალიან მკვეთრია.

"დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ აშკარად ვხედავთ მატების სურათს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამას სერიოზული გავრცელება ექნება, მაგრამ საყურადღებოა იმისთვის, რომ სწორედ მესამე ტალღა არ მივიღოთ და ფართო, სწრაფი გავრცელება თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება "ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას 30 წლამდე პირებში, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღის ბოლომდე, ექსპერტების მსჯელობის შემდეგ, პოზიცია სრულად ჩამოყალიბდება.

"რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან?! უკომპრომისოები ვიქნებით, ყველას მიეხედება" - მეუფე იაკობი

"ეშმაკების დამარცხება შეიძლება მხოლოდ შებრძოლებით - არ მივიღოთ ის, რასაც გვკარნახობენ დემონები" - მეუფე შიო

"ქვეყანაში მესამე ტალღა იწყება" - ამირან გამყრელიძე