კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუთაისიდან ჩამოვედი... ყველაზე უცნაური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში" - გოგონა დოჩანაშვილის დაკრძალვიდან, რომლის ფოტოც ინტერნეტჰიტად იქცა
"ქუთაისიდან ჩამოვედი... ყველაზე უცნაური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში" - გოგონა დოჩანაშვილის დაკრძალვიდან, რომლის ფოტოც ინტერნეტჰიტად იქცა

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ფოტო, რო­მელ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლია გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის საფ­ლავ­თან მდგო­მი გო­გო­ნა. ფო­ტო­ზე კი ასეთ წარ­წე­რას ვკი­თხუ­ლობთ: "გო­გო­ნა ბო­ლომ­დე იდგა გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის საფ­ლავ­თან, ძვირ­ფას დროს ელო­დე­ბო­და - ხალ­ხი რო­დის წა­ვი­დო­და, ხელ­ში კი, სიყ­ვა­რუ­ლის უც­ნა­უ­რი მცე­ნა­რე ეჭი­რა, რო­მე­ლიც ათას ყვა­ვილ­ში ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო იყო."

ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია გვან­ცა მხე­ი­ძე, რო­მე­ლიც რო­გორც ირ­კვე­ვა, ქუ­თა­ი­სი­დან ჩა­მო­ვი­და გე­ნი­ა­ლუ­რი მწერ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე და­სას­წრე­ბად. ამის შე­სა­ხებ გვან­ცა "ფე­ის­ბუქ­ში" თა­ვად წერს.

"დღეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი დღე იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. დი­ლით ქუ­თა­ი­სი­დან ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე და­სას­წრე­ბად. თან ჩა­მო­ვი­ტა­ნე და სა­საფ­ლა­ო­ზე მი­ვი­ტა­ნე კაქ­ტუ­სი ქოთ­ნით.

"და უცებ სულ­ში გა­მე­ფურ­ჩქნა უც­ნა­უ­რი მცე­ნა­რე, სიყ­ვა­რუ­ლის კაქ­ტუ­სი - ეკ­ლი­ა­ნი და ეკ­ლე­ბი­ა­ნი, ოღონდ სა­ოც­რად ტკბი­ლი იყო მისი ყო­ვე­ლი ჩხვლე­ტა, და აი, ახ­ლაც, რომ გი­ყუ­რებთ, ახ­ლაც მჩხვლეტს და რომ იცო­დეთ, რო­გორ მიყ­ვარ­ხართ..."

და ორმა უსაყ­ვარ­ლეს­მა ადა­მი­ან­მა - თეკ­ლემ და Demetre Samkharadze-მ და­ი­ნა­ხა, შე­ამ­ჩნია ქოთ­ნით კაქ­ტუ­სი, მო­ვიდ­ნენ და გა­მეც­ნენ, ფო­ტო­ე­ბი გა­და­მი­ღეს, "შო­ო­ო­რე­უ­ლი" დიღ­მის მა­სი­ვე­ბის­კენ გაგ­ნე­ბა­ში და­მეხ­მარ­ნენ...

მოკ­ლედ, უსაყ­ვარ­ლე­სი ნაც­ნო­ბე­ბი შე­ვი­ძი­ნე სა­ერ­თო საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის და ერთი ქო­თა­ნი კაქ­ტუ­სის, სიყ­ვა­რუ­ლის უც­ნა­უ­რი მცე­ნა­რის მეშ­ვე­ო­ბით" - წერს გვან­ცა მხე­ი­ძე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი 3 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა. ის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 1962 წელს და­ამ­თავ­რა თსუ-ის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი. 1968 წელს გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი მწე­რალ­თა კავ­შირ­ში მი­ი­ღეს. გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბე­ბი 1961 წელს და­ი­ბეჭ­და ჟურ­ნალ „ცის­კარ­ში“. მწე­რა­ლი არის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია - "სა­ბას" ლა­უ­რე­ა­ტი ნო­მი­ნა­ცი­ა­ში - "ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის".

მწე­რა­ლი 6 აპ­რილს, სა­კუ­თა­რი ან­დერ­ძის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე, შვი­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
7

ღმერთმა გაანათლოს და მადლობა თითოეულ მკითხველს

ნინია 29 წლის
2

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი გურამის სული!

ძალიან დამწყდა გული, ძალიან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ქუთაისიდან ჩამოვედი... ყველაზე უცნაური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში" - გოგონა დოჩანაშვილის დაკრძალვიდან, რომლის ფოტოც ინტერნეტჰიტად იქცა

"ქუთაისიდან ჩამოვედი... ყველაზე უცნაური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში" - გოგონა დოჩანაშვილის დაკრძალვიდან, რომლის ფოტოც ინტერნეტჰიტად იქცა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია გურამ დოჩანაშვილის საფლავთან მდგომი გოგონა. ფოტოზე კი ასეთ წარწერას ვკითხულობთ: "გოგონა ბოლომდე იდგა გურამ დოჩანაშვილის საფლავთან, ძვირფას დროს ელოდებოდა - ხალხი როდის წავიდოდა, ხელში კი, სიყვარულის უცნაური მცენარე ეჭირა, რომელიც ათას ყვავილში ყველაზე თვალსაჩინო იყო."

ფოტოზე აღბეჭდილია გვანცა მხეიძე, რომელიც როგორც ირკვევა, ქუთაისიდან ჩამოვიდა გენიალური მწერლის დაკრძალვაზე დასასწრებად. ამის შესახებ გვანცა "ფეისბუქში" თავად წერს.

"დღეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დილით ქუთაისიდან ჩამოვედი თბილისში, გურამ დოჩანაშვილის დაკრძალვაზე დასასწრებად. თან ჩამოვიტანე და სასაფლაოზე მივიტანე კაქტუსი ქოთნით.

"და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი, ახლაც, რომ გიყურებთ, ახლაც მჩხვლეტს და რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ..."

და ორმა უსაყვარლესმა ადამიანმა - თეკლემ და Demetre Samkharadze-მ დაინახა, შეამჩნია ქოთნით კაქტუსი, მოვიდნენ და გამეცნენ, ფოტოები გადამიღეს, "შოოორეული" დიღმის მასივებისკენ გაგნებაში დამეხმარნენ...

მოკლედ, უსაყვარლესი ნაცნობები შევიძინე საერთო საყვარელი მწერლის და ერთი ქოთანი კაქტუსის, სიყვარულის უცნაური მცენარის მეშვეობით" - წერს გვანცა მხეიძე.

ინფორმაციისთვის, გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".

მწერალი 6 აპრილს, საკუთარი ანდერძის შესაბამისად, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს.

რა ღირს მწვანე ქურთუკი, რომელიც ანუკი არეშიძემ პარიზში მოირგო - სამოსი "ინსტაგრამზე", დიზაინერის გამომწერთა ფავორიტია

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია - ქართველმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ატაცში 222 კგ დასძლია

მეგან მარკლი პრინც ფილიპის დაკრძალვაზე ქმრის გვერდით არ იქნება - "ორსულობის გამო ექიმმა ურჩია, რომ არ იმოგზაუროს"