საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ხვალ ნიკა მელიას გათავისუფლებას არ ელის - რას ამბობს გიორგი ვაშაძე "მესამე რაუნდის" შესახებ
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ხვალ ნიკა მელიას გათავისუფლებას არ ელის - რას ამბობს გიორგი ვაშაძე "მესამე რაუნდის" შესახებ

„სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის ხვალ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ ელის.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის­გან არა­ფერს გან­სა­კუთ­რე­ბულს არ ელო­დე­ბა.

„ზედ­მეტ მო­ლო­დი­ნებს ნუ შევ­ქმნით სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, იმი­ტომ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს ის ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი, მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღონ. ზემ­დეტ მო­ლო­დი­ნებს ნუ შე­ვიქ­მნით, რომ ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ხვალ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოხ­დე­ბა. მე არ მგო­ნია, რომ შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე ეს მოხ­დეს. ამი­ტომ არის შე­თან­ხმე­ბა სა­ჭი­რო, რომ შემ­დეგ ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა და­ი­წყოს“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ხვალ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ნიკა მე­ლი­ას მი­მართ შე­ფარ­დე­ბულ აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბას - პა­ტიმ­რო­ბას გა­და­სინ­ჯავს. ამ დრომ­დე უც­ნო­ბია, თუ რა პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას და რა შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნებს ის სა­სა­მარ­თლო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რეს, რო­გორც მე­ლი­ას ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვი­ლი აცხა­დებს, ის და­კა­ვე­ბუ­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას მო­ი­თხოვს.

გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ისა­უბ­რა და რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მე­სა­მე რა­უნ­დი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­მარ­თოს, თუმ­ცა მა­ნამ­დე სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ზა­დე­ბაა სა­ჭი­რო.

„ვფიქ­რობ, რომ მე­სა­მე რა­უნ­დი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­მარ­თოს, თუმ­ცა მა­ნამ­დე სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ზა­დე­ბაა სა­ჭი­რო, რომ არ იყოს ისევ ფუჭი შეხ­ვედ­რა - მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შე­დე­გის გა­რე­შე. ვფიქ­რობ, რომ ჯერ კი­დევ არის რე­სურ­სი, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შე­თან­ხმე­ბით დამ­თავ­რდეს. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც“ ხე­დავს, რომ მსუ­ბუ­ქი არ იქ­ნე­ბა მის­თვის ყვე­ლას მო­ტყუ­ე­ბა და დესტრუქ­ცი­უ­ლი რო­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მათ აქვთ. სწო­რედ ამ დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ზი­ცი­ის მი­ზე­ზით ჩა­ი­შა­ლა შე­თან­ხმე­ბა მე­ო­რე რა­უნ­დის დროს. ცალ­სა­ხაა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი შე­თან­ხმე­ბა შე­იძ­ლე­ბა შედ­გეს მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მა­ტის თვალ­საზ­რი­სით. კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მოვ­რი­ცხავ რა­ი­მე შე­თან­ხმე­ბას ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მე­დი­ა­ცი­ის გა­რე­შე, ნუ­ლო­ვა­ნი მაქვს ნდო­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ და რაც არ უნდა კარ­გი დო­კუ­მენ­ტი და­დონ, მას­ზე ხელ­მო­წე­რას ფასი არ ექ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კომ­პრო­მი­სის­თვის მზად არის, მაგ­რამ ხუ­თი­ვე სა­კი­თხი, რო­მე­ლიც მხა­რე­ებს შო­რის შარლ მი­შე­ლის ვი­ზი­ტი­სას შე­თან­ხმდა, შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენ­ტში უნდა იყოს მო­ცე­მუ­ლი.

„სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს“ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი აქვს ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში და ჩვენ ვართ ძალა, რო­მე­ლიც ადეკ­ვა­ტუ­რად ვა­ფა­სებთ ყვე­ლა პრო­ცესს. „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ძა­ლი­ან კარ­გი გზავ­ნი­ლი მი­ი­ღო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის­გან, რო­დე­საც მე­ო­რე რა­უნ­დი ჩა­შა­ლა. გან­ცხა­დე­ბა, რომ შე­თან­ხმე­ბა უნდა შედ­გეს, არის გზავ­ნი­ლი ჩვენ­თვი­საც და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვი­საც“. მე კომ­პრო­მი­სის­თვის მზად ვარ, მაგ­რამ ხუ­თი­ვე სა­კი­თხი, რო­მე­ლიც შე­თან­ხმდა მხა­რე­ებს შო­რის, რომ უნდა იყოს ამ შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენ­ტში, უნდა იყოს მო­ცე­მუ­ლი - იქ­ნე­ბა ეს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი თუ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. და­ნი­ელ­სო­ნის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტი არ იყო სა­ბო­ლოო და ის ში­ნა­არ­სით ვერ ასა­ხავს ყვე­ლა იმ სა­კითხს, რო­მე­ლიც შარლ მი­შელ­მა დადო სა­ქარ­თვე­ლო­ში.

სა­უ­ბა­რი იყო შეხ­ვედ­რის ბო­ლოს და კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­მა თქვა, სამ სა­კი­თხზე მა­ინც შევ­თან­ხმდე­თო: არ­ჩევ­ნებ­თან, სა­სა­მარ­თლოს­თან და ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. და­ნარ­ჩე­ნი სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც ვერ ვთან­ხმდე­ბით კი შემ­დეგ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე გან­ვი­ხი­ლო­თო, რა­ზეც ასე­ვე უარი გა­ნა­ცხა­და „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“. მე­დი­ა­ცი­ის მხა­რეს ხუ­თი­ვე სა­კი­თხზე ხელ­მო­წე­რა არც კი შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია, იმი­ტომ, რომ პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­ზე და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბა არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
5

მესამე ძალა ის იქნება, ვინც ხალხს ეტყვის, რომ ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებიანად კომკავშირია და კომპარტიის დესანტია ამ საუკუნეში გადმოსმული და ისინი ძარცვავენ ქვეყანას და რიგით მოქალაქეებს , სულ არიან ღიად მოქმედი 500 სული , და ერთი 10 კულისებშია , ცეკას მდივნები, პარტორგები და ხაზინადარები ! რომ ამათ მოსაშორებლად საჭიროა გაერთიანებული საარჩევნო პანღური , არც ფული, არც რევოლუცია, მშვიდად , ერთად , ურნასთან დინჯად მისვლა მასიურად და დიდი არას ჩაგდება ! ჩვენ უთამაროდ, უდავითოდ , უსააკაძეოდ და ერეკლეს გარეშე ვიარეთ, ილია და ვაჟა დავკარგეთ და ამათ გარეშე როგორ ვერ უნდა გავძლოთ ?!

ფაფა
0

ნიკა მელია არის ევროპის აგენტი და გამოუშვებენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ხვალ ნიკა მელიას გათავისუფლებას არ ელის - რას ამბობს გიორგი ვაშაძე "მესამე რაუნდის" შესახებ

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ხვალ ნიკა მელიას გათავისუფლებას არ ელის - რას ამბობს გიორგი ვაშაძე "მესამე რაუნდის" შესახებ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის ხვალ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებას არ ელის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო პროცესისგან არაფერს განსაკუთრებულს არ ელოდება.

„ზედმეტ მოლოდინებს ნუ შევქმნით სასამართლო პროცესზე, იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ის ნათელი წერტილი, მის გათავისუფლებაზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღონ. ზემდეტ მოლოდინებს ნუ შევიქმნით, რომ ამ სასამართლო პროცესზე ხვალ რაღაც განსაკუთრებული მოხდება. მე არ მგონია, რომ შეთანხმების გარეშე ეს მოხდეს. ამიტომ არის შეთანხმება საჭირო, რომ შემდეგ ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს. ამ დრომდე უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება სახელმწიფო ბრალდებას და რა შუამდგომლობას დააყენებს ის სასამართლოში. რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, ის დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და როგორც მან აღნიშნა, მესამე რაუნდი აუცილებლად უნდა გაიმართოს, თუმცა მანამდე სერიოზული მომზადებაა საჭირო.

„ვფიქრობ, რომ მესამე რაუნდი აუცილებლად უნდა გაიმართოს, თუმცა მანამდე სერიოზული მომზადებაა საჭირო, რომ არ იყოს ისევ ფუჭი შეხვედრა - მოლაპარაკებები შედეგის გარეშე. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის რესურსი, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები შეთანხმებით დამთავრდეს. „ქართული ოცნებაც“ ხედავს, რომ მსუბუქი არ იქნება მისთვის ყველას მოტყუება და დესტრუქციული როლის შენარჩუნება, რომელიც მათ აქვთ. სწორედ ამ დესტრუქციული პოზიციის მიზეზით ჩაიშალა შეთანხმება მეორე რაუნდის დროს. ცალსახაა, რომ ნებისმიერი შეთანხმება შეიძლება შედგეს მხოლოდ საერთაშორისო ფორმატის თვალსაზრისით. კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე შეთანხმებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიაციის გარეშე, ნულოვანი მაქვს ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ და რაც არ უნდა კარგი დოკუმენტი დადონ, მასზე ხელმოწერას ფასი არ ექნება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან კომპრომისისთვის მზად არის, მაგრამ ხუთივე საკითხი, რომელიც მხარეებს შორის შარლ მიშელის ვიზიტისას შეთანხმდა, შეთანხმების დოკუმენტში უნდა იყოს მოცემული.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ მოლაპარაკებებში და ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადეკვატურად ვაფასებთ ყველა პროცესს. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგი გზავნილი მიიღო ევროპარლამენტარებისგან, როდესაც მეორე რაუნდი ჩაშალა. განცხადება, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, არის გზავნილი ჩვენთვისაც და „ქართული ოცნებისთვისაც“. მე კომპრომისისთვის მზად ვარ, მაგრამ ხუთივე საკითხი, რომელიც შეთანხმდა მხარეებს შორის, რომ უნდა იყოს ამ შეთანხმების დოკუმენტში, უნდა იყოს მოცემული - იქნება ეს რიგგარეშე არჩევნები თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ იყო საბოლოო და ის შინაარსით ვერ ასახავს ყველა იმ საკითხს, რომელიც შარლ მიშელმა დადო საქართველოში.

საუბარი იყო შეხვედრის ბოლოს და კრისტიან დანიელსონმა თქვა, სამ საკითხზე მაინც შევთანხმდეთო: არჩევნებთან, სასამართლოსთან და ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით. დანარჩენი საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით კი შემდეგ მოლაპარაკებებზე განვიხილოთო, რაზეც ასევე უარი განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“. მედიაციის მხარეს ხუთივე საკითხზე ხელმოწერა არც კი შემოუთავაზებია, იმიტომ, რომ პოლიტპატიმრებზე და რიგგარეშე არჩევნებზე მუშაობა არ არის დასრულებული“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

"ვერც ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც სავარაუდო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სხვა პირთან მიმართებაში პრივილეგირებული ვერ იქნება" - ოხანაშვილი

"ამნისტია ჯალათებზე არ გავრცელდება" - გიორგი ვაშაძე

ნიკა მელია აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების თავდებობაზე თანახმაა