მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიციური პარტიები რეგიონებში გასვლას ამ კვირის ბოლოდან გეგმავენ - "თუ ხელისუფლება კიდევ წავა მაქსიმალურ ჩაკეტვებზე, ეს პრობლემას შექმნის"
ოპოზიციური პარტიები რეგიონებში გასვლას ამ კვირის ბოლოდან გეგმავენ - "თუ ხელისუფლება კიდევ წავა მაქსიმალურ ჩაკეტვებზე, ეს პრობლემას შექმნის"

ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ბო­ლო­დან და­ი­წყე­ბენ.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, 15 მა­ი­სის აქ­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო შტა­ბი უკვე შექ­მნი­ლია, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი, რო­მე­ლი რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვდე­ბა პირ­ვე­ლად ოპო­ზი­ცია.

"სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო შტა­ბი უკვე შექ­მნი­ლია, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ლო­ჯის­ტი­კუ­რი, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბის და­ლა­გე­ბა, რის შემ­დე­გაც ჩვენ გა­ვალთ რე­გი­ო­ნებ­ში. ეს ალ­ბათ, კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღეს წა­ი­ღებს. ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ კვი­რის ბო­ლო­დან, ან მომ­დევ­ნო კვი­რის და­სა­წყისს ეს არ გა­დას­ცდე­ბა. დრო ბევ­რი არ არის და ეს მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ იმის­თვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევრ ადა­მი­ანს შევ­ხვდეთ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. გა­ნი­ხი­ლე­ბა ორი ვა­რი­ან­ტი, რომ ოპო­ზი­ცი­ის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყოს გარ­კვე­ულ რე­გი­ონ­ში შეხ­ვედ­რებ­ში და ასე­ვე, შე­საძ­ლოა, რომ რე­გი­ო­ნე­ბის ნა­წილ­ში შეხ­ვედ­რე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც გა­ი­მარ­თოს. სა­მუ­შაო გრა­ფი­კი ახლა დგე­ბა, ვინ, სად და რო­დის უნდა წა­ვი­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ესეც გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. წი­ნას­წარ ვერ გე­ტყვით პირ­ვე­ლი რო­მე­ლი რე­გი­ო­ნი იქ­ნე­ბა, სა­დაც შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და უდუ­მაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი ეპი­დის­ტუ­ა­ცი­ის ფონ­ზე აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის რის­კებს, რო­გორც უდუ­მაშ­ვი­ლი ამ­ბობს, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლურ ჩა­კეტვებ­ზე წავა, აქ­ცია და­ა­ნონ­სე­ბულ დროს მა­ინც გა­ი­მარ­თე­ბა.

"ბუ­ნებ­რი­ვია, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი­დევ წავა მაქ­სი­მა­ლურ ჩა­კეტვებ­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას, ეს პრობ­ლე­მას შექ­მნის. ასე თუ მოხ­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­უ­კავ­შირ­დე­ბა 15 მა­ისს და მას პან­დე­მი­ას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ექ­ნე­ბა. ვიდ­რე ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის, ჩვენ დრო მა­ინც უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. თუ ჩა­კე­ტა­ვენ, აქ­ცია მა­ინც გა­ი­მარ­თე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, დრო­ში გა­და­ი­წევს თუ 15-ში იქ­ნე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ტყუ­ი­ლად ცდი­ლობს, რომ ამ აქ­ცი­ის გა­მარ­თვას მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით ხელი შე­უ­შა­ლოს. აქ­ცია მა­ინც გა­ი­მარ­თე­ბა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში! ჯერ­ჯე­რო­ბით აქ­ცი­ის გა­და­დე­ბა დღის წეს­რიგ­ში არ დგას. 15 მა­ი­სი არის და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი თა­რი­ღი“, - გა­ნა­ცხა­და უდუ­მაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
24

შე უტიფარო არარაობავ შენა, მთელი მსოფლიო იკეტება და ისეთ ქვეყნებში ცხადდება ლოქდაუნები და კომენდანტის საათები, ერთი თვის წინ რომ არც იფიქრებდნენ. საფრანგეტში კომენდანტის საათი საღამოს 7 საათიდანაა შემოღებული დილის 6 საათამდე, გერმანია, იტალია და ა.შ რომელი ერთი დაგისახელო. ამხელისუფლებას რა ვუთხარი მე, რომ შენისთანა არაკაცებს და არარაობებს ქვეყნის ამდენი რყევის უფლებას აძლევს?! 15 მაისს გამოათრევთ ხალხს და 2-3- დღეში რა შეგრჩებათ ხელში იმასაც ნახაავ შე ყვაჯო შენა. არ გვინახია რისი მაქნისები ხართ თუ ?

mecineba
22

მოსახვევში არ დაგიცურდეს ფეხი შე კვერცხო შენა.

ავტორი:

ოპოზიციური პარტიები რეგიონებში გასვლას ამ კვირის ბოლოდან გეგმავენ - "თუ ხელისუფლება კიდევ წავა მაქსიმალურ ჩაკეტვებზე, ეს პრობლემას შექმნის"

ოპოზიციური პარტიები რეგიონებში გასვლას ამ კვირის ბოლოდან გეგმავენ - "თუ ხელისუფლება კიდევ წავა მაქსიმალურ ჩაკეტვებზე, ეს პრობლემას შექმნის"

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებენ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 15 მაისის აქციის საორგანიზაციო შტაბი უკვე შექმნილია, თუმცა, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რომელი რეგიონის მოსახლეობას შეხვდება პირველად ოპოზიცია.

"საორგანიზაციო შტაბი უკვე შექმნილია, სადაც ოპოზიციის ყველა წარმომადგენელია გაერთიანებული. ახლა მიმდინარეობს ლოჯისტიკური, საორგანიზაციო საკითხების დალაგება, რის შემდეგაც ჩვენ გავალთ რეგიონებში. ეს ალბათ, კიდევ რამდენიმე დღეს წაიღებს. ზუსტად ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოდან, ან მომდევნო კვირის დასაწყისს ეს არ გადასცდება. დრო ბევრი არ არის და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს შევხვდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. განიხილება ორი ვარიანტი, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი იყოს გარკვეულ რეგიონში შეხვედრებში და ასევე, შესაძლოა, რომ რეგიონების ნაწილში შეხვედრები ინდივიდუალურადაც გაიმართოს. სამუშაო გრაფიკი ახლა დგება, ვინ, სად და როდის უნდა წავიდეს. შესაბამისად, უახლოეს დღეებში ესეც გახდება ცნობილი. წინასწარ ვერ გეტყვით პირველი რომელი რეგიონი იქნება, სადაც შეხვედრა გაიმართება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება გაუარესებული ეპიდისტუაციის ფონზე აქციის ჩატარების რისკებს, როგორც უდუმაშვილი ამბობს, თუ ხელისუფლება მაქსიმალურ ჩაკეტვებზე წავა, აქცია დაანონსებულ დროს მაინც გაიმართება.

"ბუნებრივია, თუ ხელისუფლება კიდევ წავა მაქსიმალურ ჩაკეტვებზე, რაც გულისხმობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას, ეს პრობლემას შექმნის. ასე თუ მოხდება, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაუკავშირდება 15 მაისს და მას პანდემიასთან არანაირი კავშირი არ ექნება. ვიდრე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ჩვენ დრო მაინც უნდა გამოვიყენოთ. თუ ჩაკეტავენ, აქცია მაინც გაიმართება, მიუხედავად იმისა, დროში გადაიწევს თუ 15-ში იქნება. ხელისუფლება ტყუილად ცდილობს, რომ ამ აქციის გამართვას მანიპულაციებით ხელი შეუშალოს. აქცია მაინც გაიმართება, ნებისმიერ შემთხვევაში! ჯერჯერობით აქციის გადადება დღის წესრიგში არ დგას. 15 მაისი არის დაანონსებული თარიღი“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ეს ადამიანებიც მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ" - პრემიერი ენგურზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

"ისეთი დაკავებულია თვითიზოლაციაში მყოფი ღარიბაშვილი, რომ არ სცალია უკრაინის პრეზიდენტს დაურეკოს და დააფიქსიროს საქართველოს პოზიცია? - ბაიდენს სცალია და ღარიბაშვილს არა?" - კანდელაკი