პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საყიდლებზე იყო, როცა უთხრეს, რომ მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო" - ფსიქიატრიულში ქალი უკანონოდ მოათავსეს, კლინიკა 5000 ლარით დაჯარიმდა
"საყიდლებზე იყო, როცა უთხრეს, რომ მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო" - ფსიქიატრიულში ქალი უკანონოდ მოათავსეს, კლინიკა 5000 ლარით დაჯარიმდა

სა­სა­მარ­თლომ 5 000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კა, სა­დაც ქალი უკა­ნო­ნოდ იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ას "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ავ­რცე­ლებს.

"ი.მ.-ს გად­მო­ცე­მით 2019 წლის 31 აგ­ვის­ტო მის­თვის ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე იყო. დი­ლით სა­ყიდ­ლებ­ზე წა­ვი­და, მას შემ­დეგ რაც ბოსტნე­უ­ლი და სახ­ლის­თვის სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტე­ბი იყი­და და შინ დაბ­რუნ­და, მის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და მი­ვი­და. ყო­ველ­გვა­რი კონ­ფლიქ­ტი­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­რე­შე, პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟ­მა მას უთხრა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა იყო სა­ჭი­რო. სრულ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში მყო­ფი ი.მ ვერ მიხ­ვდა რა მო­ე­მოქ­მე­დე­ბი­ნა და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გაჰ­ყვა მათ კლი­ნი­კა­ში.

თან გზა­ში პო­ლი­ცი­ელს უყ­ვე­ბო­და, რომ ოჯა­ხის წევ­რის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და მას­ზე რო­გორც ფი­ზი­კურ, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას. მო­უყ­ვა, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო გა­მო­ცე­მუ­ლი იყო შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი მის და­სა­ცა­ვად. სა­ბო­ლო­ოდ კლი­ნი­კა­ში მის­ვლის შემ­დეგ ისე მოხ­და, რომ ი.მ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კი­დან აღარ გა­მო­უშ­ვეს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში ი.მ-ს მო­თავ­სე­ბი­სას არ მომ­ხდა­რა ფაქ­ტე­ბის სრუ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა: ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მხირ­დან არ მომ­ხდა­რა ფაქ­ტე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა - იყო თუ არა ქალი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. ექიმ-ფსი­ქი­ატ­რებ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მი­ი­ღეს ის ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც წინ უს­წრებ­და მის სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბას, კერ­ძოდ, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რედ ოჯა­ხის წევ­რის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზა­რის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დი­სა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მიერ მო­სარ­ჩე­ლის გა­დაყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა და ექიმ-ფსი­ქი­ატრთა კო­მი­სი­ის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი დას­კვნა გახ­და სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნის სა­ფუძ­ვე­ლი - მო­სარ­ჩე­ლის ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბის თა­ო­ბა­ზე.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2019 წლის 2 სექ­ტემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდა სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით. თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს 2019 წლის 13 სექ­ტემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­უქ­მდა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2019 წლის 2 სექ­ტემ­ბრის ბრძა­ნე­ბა ი.მ-ს არა­ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბის შე­სა­ხებ და შპს "N5 კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" და­ე­ვა­ლა ი.მ-ს და­უ­ყო­ნებ­ლივ გა­წე­რა. დღეს კი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ა­კის­რა ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას უკა­ნო­ნოდ არა­ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ფსი­ქი­ა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის გამო" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
2

ვინც საჭიროებს კლინიკას ადგილი არ გვავსო და ჯანმრთელი დააწვინეს?

-------------
3

გაგიჟდები მართლა ისეთი რამეები ხდება!! ასეთი ექიმების იმედი უნდ აგქონდეს?? როცა ვერ არჩევნე გიჟსა და ნორმალურს??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"საყიდლებზე იყო, როცა უთხრეს, რომ მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო" - ფსიქიატრიულში ქალი უკანონოდ მოათავსეს, კლინიკა 5000 ლარით დაჯარიმდა

"საყიდლებზე იყო, როცა უთხრეს, რომ მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო" - ფსიქიატრიულში ქალი უკანონოდ მოათავსეს, კლინიკა 5000 ლარით დაჯარიმდა

სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა ფსიქიატრიული კლინიკა, სადაც ქალი უკანონოდ იყო მოთავსებული. ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს.

"ი.მ.-ს გადმოცემით 2019 წლის 31 აგვისტო მისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. დილით საყიდლებზე წავიდა, მას შემდეგ რაც ბოსტნეული და სახლისთვის საჭირო პროდუქტები იყიდა და შინ დაბრუნდა, მის საცხოვრებელი სახლში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. ყოველგვარი კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე, პოლიციის ეკიპაჟმა მას უთხრა, რომ სამედიცინო შემოწმების მიზნით მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო. სრულ გაურკვევლობაში მყოფი ი.მ ვერ მიხვდა რა მოემოქმედებინა და ნებაყოფლობით გაჰყვა მათ კლინიკაში.

თან გზაში პოლიციელს უყვებოდა, რომ ოჯახის წევრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მოუყვა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი მის დასაცავად. საბოლოოდ კლინიკაში მისვლის შემდეგ ისე მოხდა, რომ ი.მ ფსიქიატრიული კლინიკიდან აღარ გამოუშვეს.

აღნიშნულ საქმეში ი.მ-ს მოთავსებისას არ მომხდარა ფაქტების სრული და ობიექტური გამოკვლევა: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მხირდან არ მომხდარა ფაქტების გადამოწმება - იყო თუ არა ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტორები, რომლებიც წინ უსწრებდა მის სტაციონარში მოთავსებას, კერძოდ, ოჯახში ძალადობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული ზარის საფუძველზე მოხდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის მიერ მოსარჩელის გადაყვანა კლინიკაში.

აღნიშნული ფაქტების გაუთვალისწინებლობა და ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დაუსაბუთებელი დასკვნა გახდა სასამართლოს მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი - მოსარჩელის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის ბრძანება ი.მ-ს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების შესახებ და შპს "N5 კლინიკური საავადმყოფოს" დაევალა ი.მ-ს დაუყონებლივ გაწერა. დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ, მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა ფსიქიატრიულ დაწესებულებას უკანონოდ არანებაყოფლობითი ფსიქიატიული მკურნალობის გამო" - ნათქვამია ინფორმაციაში.

აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში დღეს დაბრუნდა, გენპროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

აფგან მუხთარლი საქართველოშია - ადვოკატის თქმით, ჟურნალისტი მზადაა, პროკურატურის კითხვებს უპასუხოს

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი დაუმძიმეს